
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამოვიღოთ კალენდარიდან და პირდაპირ 9 - ზე გადავიდეთ? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არავითარი ერთმანეთზე განაწყენება, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და ღმერთი ჩვენს მხარეზე იქნება. შაბათ კვირას კიდევ ვცდი ქალბატონ ლელას მოძებნას. ორშაბათიდან გადასაწყვეტია შემდეგი საკითხები: 1. დარბაზის მოძებნა. 2. სხვა საიტებზე ბანერის განთავსება. 3. ზემოთ მოყვანილი ესკიზების დანიშნულებისამებრ დამზადება. 4. კონცერტის თარიღად კარგი იქნება 8 მარტი. მოგვეხმარეთ ხალხოოოოოო! -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ასე ადვილად არაფერი არ მწყინს, საქართველოს უდიერად ხსენების გარდა. აღარა ვარ ახალგაზრდა, 50 წლის ასაკში თუ არაა ცხოვრებიდან დაბრძენებული ადამიანი, აბა როდის? ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი ოქროა. თვითონ ეს კონცერტი, "მქუხარე" დუმილი იქნება. მეტი როგორ გამოვთქვა? პასუხი PM-ით. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვინც კი სურვილი გამოთქვა დახმარებისა თუ ბილეთის აღებისა ამ თუ სხვა ფორუმებზე, უმრავლესობამ, რომ არ ვთქვა 99%-მა პროცენტმა ინკოგნიტოდ მოინდომა დარჩენა. ეს რამეს გეუბნებათ? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სხვა რას იტყვის მეც მკიდია. მაგრამ მე ერთადერთი პიროვნება დავრჩები, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში შეიძლება დაისაჯოს ამ აქციის ასეთი პოლიტიზირებისათვის. ეს კი უკვე ნამდვილად აღარ მკიდია. განა ამ ქალბატონისადმი მიძღვნილი კონცერტი არაფრის მთქმელია, რომ კიდევ უფრო მეტი შარი არ ავიკიდო? მე სხვისი სახელით არ ვწერ, ბადრი წიქორაძე ნამდვილად ჩემი სახელია და უფლებას ნუ წამართმევთ ჩემს ოჯახს გავუფრთხილდე. 9 აპრილისადმი მიძღვნილ კონცერტში ბევრი ანსამბლი მოინდომებს მონაწილეობის მიღებას? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო აჩიკო! მეც ჩემი აზრი გამოვთქვი, ალბათ იცნობთ ზოგიერთს იმ პიროვნებებიდან, რომლებიც სიაში არიან. თხოვეთ გამოთქვან თავიანთი აზრი. როგორც უკეთესი იქნება ისე მოვიქცეთ. მე არაფრის დაჯინებას არ ვაპირებ. მოვიქცეთ ისე როგორც საქმისთვის აჯობებს. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემი აზრით ამ აფიშიდან გამომდინარე, ყველაზე კარგი იქნებოდა კონცერტის გამართვა ქალაქის რომელიმე მოედანზე და მაშინ მას მიეცემოდა პირდაპირი პოლიტიკური დატვირთვა. ასეთ მასშტაბს მე ვერ ავწევ: სცენა იქნებოდა გასაკეთებელი, კონცერტის დაცვა და ა. შ. თუ რომელიმე ზალაში ავღნიშნავთ მაშინ მოგვაკერებენ ძვიადისტების იარლიკს და გადაიქცევა განდევნილთა კერძო ღონისძიებად. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წინადადება შემომაქვს წავშალოთ 9 აპრილი, სხვა დანარჩენი ყველაფერი ძალიან მომწონს. -
ყველა ასეთი ჯანსაღი აზრის მქონე თუ ხარ შე დალოცვილო, დაანებე თავი ამ დემოკრატიულობის თამაშს და ხმამაღლა თქვი: მე საქართველოს პატრიოტი ვარ. როგორც ალასანია წარმოადგენს პოლიტიკურ საშიშროებას საქართველოსთვის, ისევე წარმოადგენენ საშიშროებას თქვენი ”დემოკრატიული” აზრები. პოლიტიკური ელიტა რომ შეიცვალოს, შემცვლელი უნდა გამოჩნდეს. შემცვლელს ხალხი უნდა იცნობდეს, ხალხი რომ იცნობდეს საჭიროა ”ნუკრიკო” კი არა ეწეროს თქვენს პოსტებს. მაგრამ მე ეჭვი გამიჩნდა თავში და აი როგორი: იქნებ კი არაა ზემოთ მოყვანილი პოსტების ავტორი, არამედ თავისუფლების ინსტიტუტის იდეებით მოწამლული ნუკრიკო, რომელთაც არც ალასანიას გამარჯვება აწყობთ და არც ხალხის? რომელია მართალი, ბატონო ნუკრიკო?
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მშვიდობაა. გვყავს 10 წევრი რომლებმაც გამოგვიცხადეს თანადგომა და დახმარება. ზოგი აქტიურობს, რითაც შეუძლიათ ამ მომენტისათვის, ზოგი ალბათ შესაბამის მომენტში დაგვეხმარება. აი მათი სია: 1. zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6. ' murTazi' 7. 'analgin' 8. "ჩოხოსან რაინდთა დასი" 9. 'გიორგი68' 10. lasha_alo ქალბატონი ლელა ამ კვირას არ იმყოფება თბილისში, როგორც კი გამოჩნდება შევუთანხმებ კონცერტის თარიღს (საორიენტაციო). დღეისათვის მზად იქნება მოსაწვევი ბარათების, აფიშის და ბილეთების ესკიზები, სარეკლამო ბანერი მგონი ბრწყინვალედ დაამზადა ბატონმა აჩიკომ. ასე რომ ნელ-ნელა წინ მივიწევთ და ღმერთის შემწეობით ყველაფერი კარგად იქნება. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაიხარა შენმა გამზრდელმა. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე მგონი არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ ეს ნამუშევარი არა მარტო საუკეთესოა, არამედ ბრწყინვალეა. ამ სტრიქონების წამკითხველს ყველას ვეუბნები: მე უკვე ცხოვრებაში გამოცდილი კაცი ვარ და ჩემთვის მისაღები და სასიამოვნოა, რაც საქმეს გამოადგება. ამიტომ ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს თავისი აქტიურობით და დაწყებული საქმე მივიყვანოთ ღირსეულ დასასრულამდე საერთო ძალებით. გმადლობთ ბატონო აჩიკო! ამ ესკიზში გამოხატულია კოლექტიური აზრი მასში მონაწილე გულთბილი ადამიანებისა, თქვენი და ბატონი ცეპელინის. ახლა ორივეს გთხოვთ ჩემს ნაჯღაბნს (ესკიზის სახით) დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ და თქვენი შეხედულებისამებრ მოამზადოთ აფიშის ესკიზი. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სამწუხაროდ მაგდენი არ ვიცით, ამიტომ გთავაზობთ აფიშის ორ ესკიზს: ერთი, ეს http://s40.radikal.ru/i088/1001/1b/497daaf78a72.jpg სტაციონარულად გასაკვრელად ორგანიზაციებში ალბათ 50 ცალი ეყოფა. http://s004.radikal.ru/i206/1001/86/573c9e832abe.jpg მეორე ეს ხალხმრავალ ადგილებში გასაკვრელად, რომ ადამიანებს შეეძლოთ ტელეფონის ნომრების მოხევა. ჯერ გამოთქვით თქვენი აზრი და მერე გავაკეთოთ, რომ გადაკეთებამ არ მოგვიწიოს. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ასეთ საქმეებს ჩემი 14 წლის ბიჭი მიკეთებს, მე თვითონ ვერ ვერკვევი. აგვიტვირთეთ და თუ ამდენი იცის, ჩვენც ვარიანტებს შემოგთავაზებთ, რომელიც აჯობებს ის დავაყენოთ. bazakade@mail.ru -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამ ბანერზე არაფრის მეტის დაწერა საჭირო არაა, მთავარია კარგად ხვდებოდეს თვალში. დანარჩენს, ვისაც დააინტერესებს, წაიკითხავენ ბანერზე დაწკაპუნების შემდეგ. ეს ბანერი გამოყენებული იქნება აფიშადაც, აფიშას უბრალოდ დაემატება დარბაზის სახელი და მონაწილეთა სია. ისიც თეთრ ფონზე. დღესაც ვიყავი ქალბატონ ლელას სანახავად, მითხრეს ამ კვირაში არ იქნებაო. მანამდე დავამთავროთ ბანერი. და შევქმნათ აფიშის ესკიზი. შეკითხვა ყველას: 1. ვინ მოვიწვიოთ ამ კონცერტზე სტუმრების რანგში. 2. უნდა აიღოს თუ არა ბილეთი მოწვეულმა სტუმარმა. თხოვნა ყველას: გთხოვთ მოგვაწოდოთ მოსაწვევი ბარათის ტექსტის ნიმუში, როგორი უნდა იყვეს თქვენი აზრით თვითონ ბარათი. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო აჩიკო! საქმის ინტერესებიდან გამომდინარე რჩევები კი არ მაღიზიანებს, არამედ მსიამოვნებს. ასე რომ საბოდიშო არაფერია, პირიქით. რეკლამა უნდა იყოს აგრესიული ის უნდა აიძულებდეს ადამიანს წაიკითხოს ან დაინახოს რეკლამა. იმედი მაქვს ახალგაზრდა მეგობარი არ გაგვინაწყენდება და საერთო თხოვნა ასეთი იქნება: ბატონო zeppelina! გთხოვთ შეარჩიოთ ისეთი ფერის წარწერები, რომ აგრესიულად, კარგად იკითხებოდეს, ამისათვის თუ საჭირო იყოს გაითვალისწინეთ ბატონი აჩიკოს რჩევაც. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო 'zeppelina', შეეცადეთ ისეთი ფერი შეურჩიოთ წარწერებს რომ კარგად ჩანდეს, თორემ თვალში არ ხვდება რეკლამა. -
ბატონო შავლეგო! გაფიცებთ ყველაფერს, ბადრი წიქორაძეს იცნობთ? გივი გოგლიჩიძეს? და ა. შ. არა? საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ყველა რაღაც ისტორიის მქონეა. ჩემთვის მაგალითად მაგ ხალხიდან ნამდვილად მისაღებია ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძე. უკეთესები სამწუხაროდ არა გვყავს ვინც ცნობადია და უცნობებს ხალხი რომ არ გაჰყვება ეს ხომ ცხადია?
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო აჩიკო! ეს აქცია თავისებური პასუხი იქნება იმაზე, თუ რა არის ”ეროვნული იდოლოგია” და ”ქართული სული”. გამგები გაიგებს. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ სად და როდის გაიმართება კონცერტი, რომელი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას ამის შესახებ შეგატყობინებთ უახლოეს ხანში. არ დაგვივიწყოთ, აუცილებლად მოგვინახულეთ და გაეცანით სრულ ინფორმაციას, რამოდენიმე დღეში გადავწყვეტთ აუცილებელ საორგანიზაციო საკითხებს. ბილეთის ფასი არ აცდება ხუთ ლარს. სია იმ ადამიანებისა ვინც გააკეთებს ოც ლარზე მეტ შემონაწირს წაკითხული იქნება თუნდაც ასეთი სახით: სახელი და გვარი, თანხის რაოდენობა. ან ”უცნობი” და თანხის რაოდენობა. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიხარია, რომ საქართველოში მრავლად არიან უანგარო, სამშობლოს მოყვარული ადამიანები. ღმერთმა გაგიმარჯოთ ბატონო ლაშა და და მადლობა ყველას. თქვენ ერთი კარგი საქმე უკვე გააკეთეთ, ამიტომ უკითხავად გამატებთ აქციის მხარდამჭერთა და ორგანიზატორების სიაში. 1. zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6. ' murTazi' 7. 'analgin' 8. "ჩოხოსან რაინდთა დასი" 9. 'გიორგი68' 10. lasha_alo -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბევრი თუ არა რამოდენიმე ანსამბლი მაინც მიიღებს მონაწილეობას, ცეკვის და სიმღერის, დღესაც დამიდასტურა ბატონმა გოგიმ, ამიტომ ყველას ვერ მივაწერთ და გულს ხომ არავის დავწყვეტთ, ამიტომ აფიშაზე დავაწერთ. წარწერა მგონი ყვითელი ფერით აჯობებს. გაგიმარჯოს ღმერთმა! ქალბატონი ლელა არააო თბილისში, როგორც კი გამოჩნდება, დარბაზი პრობლემა ბატონი გოგისთვის არაა. -
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა
ბადრი_წიქორაძე replied to a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
მე კი მგონია, რომ დღეს საქართველოში არაფერი ნაციონალისტური (ეროვნული თუ იგულისხმება) აღარ დარჩა, სამწუხაროდ და თუ მხედველობაში გაქვთ ნაცისტური, ასეთი იდეები არც არასდროს ყოფილა პოპულარული. ამიტომაა საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფო, განსხვავებით ჩვენი მეზობლებისაგან. -
თვითონ რომ ილანძღება, მაშინ რატომ არ ახსოვს მოდერაცია? სხვანაირ ჯიშიანი შენთან რატომ არ არის, გიცნობს? თემა არ გამიხსნა, სათაური დაწერეთ ბატონო დირე.
-
ბანკი "რესპუბლიკა": ყიდვა 1.73 გაყიდვა 1.773 მეზობელ შენობაშია, არ დავიზარე და გავედი.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თქვენ ხუთ ლარს გაიღებთ?