Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე

  1. ამ ქალბატონს სერიოზული კამათი არ შეუძლია. დამისახელეთ ვინმემ ერთი ადგილი, სადაც მე მსგავსი აზრები გამომეთქვას. ცილისწამება და ისტერიკა არ არის არც ნამდვილი ქალბატონისთვის და მით უმეტეს მამაკაცისთვის შესაფერისი საქმე მაგრამ, ამ მანდილოსანმა ერთი სიმართლე მაინც თქვა. კერძოდ: მე მგონი მას არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც მე მინდა: თავისუფალი, გაერთიანებული, სამართლიანი (კანონზე დამყარებული), ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქის, ვიმეორებ: ყველა მოქალაქის უზენაესი ნება იქნება იცხოვროს და ემსახუროს, ასეთი სამშობლოს ინტერესებს. ასეთი სამშობლო მინდა მე ქალბატონო ლილიკო თუ მაია, რა არ მოგწონთ ამაში?
  2. დედაც რომ მყავდეს დაფიცებული, მაინც დავარღვევდი ჩემს სიტყვას ამ თემის გამო. ყოველმხრივ გეთანხმები ბატონო აჩიკო! სახლში რომ მივიღეთ, მიტომ ვართ ამ დღეში. ღორები ეხება მარტო მათ, ვინც საქართველოს წინააღმდეგია, არა აქვს მნიშვნელობა, სიტყვით თუ საქმით.
  3. ქალბატონი ირმა სოხაძე თანახმაა. გუშინ საღამოს ტელეფონით ვესაუბრე ქალბატონ ირმა სოხაძეს,, რომელიც ამჟამად პრაღაში იმყოფება. როდესაც ვთხოვე, რომ ინტერნეტით დაედასტურებინა კონცერტში მონაწილეობის სურვილი, მგონი გამიბრაზდა კიდეც, რადგან დაგეთანხმეთ ასეც იქნებაო.
  4. ვაშაააააააააააა! ვაშააააააააააააა! ვაშააააააააააააა! ხუთიოდე წუთის წინ ტელეფონით ვესაუბრე ბატონ ნუგზარ კვაშალს. მან გამოთქვა მზადყოფნა ვახტან ტატიშვილთან და დოიჯაშვილთან თუ ლალიაშვილთან (სიხარულით აღარ მახსოვს) ერთად მონაწილეობა მიიღოს ქალბატონ ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტში. ხუთშაბათს, იმედი მაქვს თუ სამივენი არა, ერთ - ერთი მათგანი მაინც, ჩვენი შეხვედრის დროს პირადად დაადასტურებს ამ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით.
  5. ბატონო ლაშა! რა თქმა უნდა არაფერი არ მომხდარა. ცხოვრებაში ვარსკვლავები არ მომიწყვეტია, მაგრამ არც ის დამიმსახურებია, რაც ამ ფორუმზე მაკადრეს. მე ეხლა საქმის გარჩევას არ დავიწყებ, არ შემფერის, რადგან ადმინისტრაცია მასე თვლის, მე არ ვაპირებ: აქ წაიკითხეთ, იქ წაიკითხეთ-თქო, არ ვარ მაგ დონის. გმადლობთ, რომ გვეხმარებით ამ კეთილ საქმეში. ბატონო აჩიკო! გმადლობთ კეთილი სურვილებისათვის. ამ საქმის წამოწყება მარტო იმისთვის ღირდა, რომ თქვენისთანა, პატრიოტულ საქმეზე გულშემატკივარი პიროვნება გამეცნო და უნდა ვთქვა რომ სხვებიც, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა ისურვეს. იმედი მაქვს პირადი გაცნობაც მოხდება და უფრო უკეთესი აზრის გავხდებით ერთმანეთზე. ნათქვამია: ერთი კაცი ჭამაშიც ცოდვააო”, მე მინდა რომ ამ საქმეში მარტო ბადრიმ და აჩიკომ კი არ მიიღოს მონაწილეობა, არამედ რაც შეიძლება მეტმა ხალხმა, რომ ეს არ იყოს ერთი-ორი კაცის გაკეთებული საქმე, არამედ ეს იყოს მრავალი ადამიანის საერთო საქმე, რომ არსებობენ ადამიანები, ... (აღარ გავაგრძელებ, გამგები გაიგებს). ოთხ ფორუმზე (საკუთარის ჩათვლით) ვაწარმოებ ამ საქმის პროპაგანდას და დამატებით რეალურ საქმიანობას. პირადი წყენა არაფრად მიღირს, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ დაინტერესებული პიროვნებები შემოიხედავდით ჩემს ფორუმზე და ნებას გაძლევთ გადმოიტანოთ ნებისმიერი ახალი ამბავი ამ საქმის შესახებ. ხვალ უნდა შევხვდე ერთი სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელს, წინასწარი თანხმობა მაქვს, მაგრამ ხვალ ანსამბლის წევრები მოილაპარაკებენ და მათი წარმომადგენელი თვითონ დადებს თანხმობას ჩემს საიტზე. ყველანაირი ინფორმაცია ჩემს შესახებ: ემაილი, ტელეფონები, არის ჩოხოსანთა საიტის განყოფილებაში ”კონტაქტი” გთხოვთ დამიკავშირდეთ ვისაც გსურთ რეალური დახმარების გაწევა.
  6. ბატონო ლაშა! იძულებული ვარ გიპასუხოთ: ამის კომენტარს მითვლით თქვენ შეურაცყოფად? ქართული თქვენ არ გესწავლებათ და ნათქვამის აზრი მე მგონი თქვენთვის და ყველასთვის, ვისაც ქართული მეტ-ნაკლებად ესმის, გასაგებია. მე არავის ჩემს პერსონას თავს არ ვახვევ. იქ სადაც მოდერატორს შეუძლია ასეთი კომენტარი გააკეთოს, ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის.
  7. პატივცემულო ფორუმელებო! პროტესტის ნიშნად ვტოვებ ფორუმს. მიზეზი შეგიძლიათ წაიკითხოთ განყოფილებაში - "ფორუმის შესახებ". თემა: "საჩივრები ფორუმთან დაკავშირებით" ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობას ღებულობს ქალბატონ ლელას საქველმოქმედო კონცერტის მუშაობაში. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩემთან თანამშრომლობა ჩოხოსანთა საიტის მეშვეობით. მოხარული ვიქნები თუ გაგებით მოეკიდებით ამ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს.
  8. მე ასე მითხრეს: თუ ამ ფასად ვინმე დაგიმზადებს ყველაფერს, ჩვენ ყურს მოვიჭრითო.
  9. ღმერთმა გაგიმარჯოს! სიაში გამატებთ. საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღების მსურველთა სია: 1. ----------zeppelina (planeta.ge) 2. ----------ბადრი წიქორაძე 3. ----------Achiko1972 (planeta.ge) 4. ----------დირე (planeta.ge) 5. ----------lasha1997 (planeta.ge) 6. ----------'murTazi' (planeta.ge) 7. ----------'analgin' (planeta.ge) 8. ----------"ჩოხოსან რაინდთა დასი" 9. ----------'გიორგი68' (politforumi.com) 10.---------sesilia (politforumi.com) 11.---------chegesto (planeta.ge) გთხოვ ყველამ გამოგვეხმაუროთ და თქვათ მისაღებია თუ არა ჩემს მიერ ზემოთ გამოთქმული წინადადებები.
  10. 120 ლარად რომ დავამზადო 200 ცალი ფერადი აფიშა ჭავლურ პრინტერზე, ყველა ბილეთი თუ მოსაწვევი, ყველაფერი ეს ჩვეულებრივ ფურცელზე, ძვირი ხომ არ იქნება? შემოგვთავაზეთ თქვენი ვარიანტები. თუ ვინმემ იცის სად შეიძლება სააფიშო პრიალა ფურცლების ყიდვა, კიდევ უკეთესი. აქტივისტებო გამომეხმაურეთ, რომ თქვენგან ნდობის მანდატი მქონდეს.
  11. ჩვენს შორის შარი არ იყოს ახლავე შევთანხმდეთ. თუ გაარკვევთ კლუბის საქმეს უახლოეს დროში მადლობელი დაგრჩებით, თან იმასაც გვეტყვი ვინ გყავთ მხედველობაში (მე არ ვიცნობ), უფრო დიდ მადლობას გეტყვით. ჯერ-ჯერობით უფასოდ ან თითქმის უფასოდ შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი მხატვართა სახლის საგამოფენო დარბაზზე, ქუთათელაძის ქუჩაზე, მეტრო დელისიდან 300 მეტრია. მაგრამ მათ სკამები არა აქვთ. თუ ვისმეს შეუძლია სკამები გვათხოვოს, გამოდის დარბაზის საქმე გადაწყვეტილია. ბატონო ანალგინ! იქნებ რამეთი დაგვეხმაროთ?
  12. 5-იოდე წუთის წინ დავამთავრე ქალბატონ ლელასთან საუბარი. თანხმობა მიღებულია. ბატონო აჩიკო! ვაგრძელებთ მუშაობას. ხვალ წავალ დარბაზის მოსაძებნად. თქვენ გაარკვიეთ რამე დარბაზისა და ბეჭდვის შესახებ? ფორუმელებო! გთხოვთ ჩაებათ შეძლებისდაგვარად ამ კეთილშობილური საქმის გაკეთებაში. გამოგვეხმაურეთ, ვის რა და როგორ შეგვიძლია.
  13. გეთანხმებით ქალბატონო! ვიდრე კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ იქნება, უკეთესი ცხოვრება არ გვეღირსება.
  14. მე მხოლოდ კეთილი სურვილებით ვაძლევ თავს ამ საუბრის გაგრძელების უფლებას, ამიტომ თუ რამე შემთხვევით გაწყენინოთ მაპატიეთ. ვოტ იმენნო, ვირტუალური სამყროსი და რამდენი დრო დახარჯეთ სხვა სახელზე? იქნებ, "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"? რეგალიები ცხოვრებაში აუცილებელია და სამარცხვინო მარტო იმათთვისაა, ვისაც მისი მოპოვება არ შეუძლიათ.
  15. მე ხომ გამოვთქვი ერთხელ, პიროვნულად თავი დამანებე-თქო? არ მოგეწონათ ჩემი კომენტარი? დაწერეთ პასუხი და მე გიპასუხებთ. თქვენ რას ფიქრობთ, ასე თუ ისეა, ამნაირ კომენტებს თავი დაანებეთ. გაანალიზეთ და თქვენი აზრი გამოთქვით. იმედი მაქვს გასაგებად აგიხსენით.
  16. თუ ვინმემ იცით მომღერალ თემურ წიკლაურის ("ივერია") ტელეფონის ნომერი გამომიგზავნეთ PM-ით ან მითხარით, სად და როდის შეიძლება ნახვა.
  17. ზოოლოგიაში არის ვინმე ძლიერი ამ ფორუმზე? ერთი ფრინველი ან ცხოველი დამისახელეთ, თავის ბუდეს ან ბუნაგს რომ არ იცავდეს, თავისი შვილები რომ არ უყვარდეს. გადამფრენი ფრინველები მართო თავიანთ სამშობლოში მრავლდებიან. ამ თვისებებს მოკლებული ადამიანი, ზოოლოგიაში, რომელ ცხოველზე ან ფრინველზე მაღლა დგას?
  18. ე. ი. უნდა იყოთ ცნობადი. და რა არის ამისათვის საჭირო? პასუხი მართალია! საკუთარი სახელი და გვარი (სხვა რამეებიც, მაგრამ ეს უმთავრესია ცოდნის შემდეგ).
  19. მე ასე ვზრდიდი და ვზრდი ჩემს ბავშვებს, ქართული ტრადიციის მიხედვით: არამც თუ ცუდ საქციელს და უპატივცემულობის გამოხატვას, არამედ ირიბ შეხედვასაც კი შევამჩნევ თქვენი მოხუცი ბებიის ან ბაბუის მიმართ (ახლა მარტო ერთი ბაბუა დარჩათ), კი არ გცემთ, მოგკლავთ-თქო. გუშინ 73 წლის ბაბაუა ჩამოუვიდათ და ნეტავი განახათ, როგორი გახარებულები არიან. ერთი სიტყვით, როგორც გაზრდი... ასე გამოდის იმ ინფორმაციიდან, რაც ზემოთ წავიკითხე.
  20. ბატონო ლიცი! რა სარგებელი მოაქვს ასეთ აზრის გამოთქმას (თვითგვემას), როდესაც ჩვენი მეზობლები სომხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სოფიკო ჭიაურელი სოფიო ჩიაურიანია და სვეტიცხოველი მათი ტაძარი? (სხვა სისულეებს რომ ჩამოვყვე. დავბერდები და ვერ დავამტავრებ) იქნებ ჩვენც აგვეღო მაგალითი პატრიოტიზმისა?
  21. ბატონო ნიკუშა! პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ, ჩემი პატივისცემა დაიმსახურეთ ზრდილობიანი პასუხით თუ საწყენად არ მიიღებთ, ჩასვით ეს "გურჯი ლევაკები" ბრჭყალებში, მოიხსენიეთ ავტორი და უთხარით, გურჯი, თათარი და სარკინოზი თვითონ ხარ, რომ ქართული არ იცით და წიგნი არ წაგიკითხავთ ცხოვრებაში, ამიტომაც ვერ თარგმნით ქართულად, რომ "გურჯი ლევაკი" ქართულ ენაზე ქართველ მემარცხენეებს ნიშნავს-თქო. ასეთ შემთხვევაში მეც კიდევ მივხვდები რატომ ასე და არა ისე. მგონი გამიგეთ. ძალიან არ გამიხარდება, ჩემი სიტყვები რომ ჭკუის დარიგებად მიიღოთ. უბრალოდ საუბარია. ნუ ჩქარობთ ახალგაზრდავ, წაიკითხეთ ზედა პოსტი.
  22. იქნებ გვაკმაროთ ამდენი ფურთხება და თემა დახუროთ? ვისაც ისტორიაა არა აქვს იგონებს და აყალბებს. აქ რას შვრებით? ვიღაცამ შეიძლება ნაბახუსევზე დაწერა ლაშაზე რაღაც სისულელე, რვა საუკუნის მერე გინდათ სულში აფურთხოთ ქართველებს?
×
×
  • შექმენი...