
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
მიესალმეთ კიდევ ერთ დემოკრატს და საქართველოს უდიდეს პატრიოტს, რომელმაც საქართველოში ცხოვრებას ძლევამოსილ ”სამხრეთ ოსეთში” პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა არჩია. ქართველო დემოკრატებო! მიჰყევით ასდსის და მისთანების რჩევას, რომლებიც ამ საიტზეც არიან. იხადეთ ბოდიშები. ოსებისა და სხვა ”კეთილმოსურნეებისათვის” საქართველოში კიდევ ბევრი რამაა მისატაცებელი. ბევრი თქვენთაგანი ხომ ფიქრობს რომ საკუთარი სახლს იქით სამშობლო არ ვრცელდება. გაწყენინეთ? არა მგონია. თქვენ რომ ასეთი რამეები გწყინდეთ ჩემთვის ”ვიგინდარას” და ”შენ ვინა ხარ”, თქმის უფლებას არ მისცემდით ასეთ ადამიანებს (ყველას, განსაკუთრებით ბატონ აჩიკოს ეს არ ეხება). P.S. მე ამ თემის გარდა უკვე არსად ვწერ. ჩემი სიტყვები არ შეიცავს ვინმეს, კონკრეტულ პიროვნების მიმართ სალანძღავ სიტყვებს, ამიტომ ვთხოვ ადმინებს და მოდერებს იყვნენ ობიექტურები ჩემი ნაწერის შეფასებებში. განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
-
მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მივაღწიე იმ დონეს, რომ კარგად ვხვდები, რას ფიქრობს ადამიანი, როდესაც მის დაწერილს ვკითხულობ. თქვენ რომ ეს აგიხსნათ უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა ვწერო და უკვე მეძინება, თქვენ კი თქვენი ახალგაზრდობიდან ან უფრო სხვა მიზეზიდან გამომდინარე ამას არ გაიგებთ, მაგრამ რაც უნდა მეთქვა იქიდან ბოლო წინადადებას მაინც გეტყვით: უხილავი მტერი ხილულზე საშიშია. გაცხადებული მტერი არაა ისეთი საშიში, როგორც მოყვარე, რომელიც გულში გმტრობს. სამშობლოს იცავს ჯარისკაციც და გლეხიც, მეცნიერიც და მუშაც, თუ ისინი პირად ინტერესებზე წინ სამშობლოს ინტერესებს აყენებენ.
-
იქ რომ ქართველი აღარ დარჩა და ახლა ოსი ცხოვრობს ე. ი. ოსების? აბა როგორაა ახალგორი ჩემი? თამარაშენი? ვერტალიოტ-სამალიოტიანად იქნება ჩემი, თუ ბოდიშს თუ მოვიხდი, რამეს კიდევ დამიმატებენ? მაგალითად, ქუთაისში ემიგრაციაში წასვლის საშუალებას? არა იქ ვერ წავალ, მასზედ აფხაზებს აქვთ პრეტენზია, ვერც თბილისში დავრჩები, აგერ სომხები იძახიან სომხური ქალაქია მცხეთაო. ხო მე გამოსავალი მაინც მაქვს, როგორც დემოკრატს, რომელმაც სამშობლოს დაცვაზე უკეთ ბოდიშის მოხდა იცის, ალბათ შვეიცარიაში ვილას მომცემენ.
-
http://www.kvirispalitra.ge/images/stories/logo.png 08-02-2010 "უნდა გავძლოთ, ბიჭებო!" http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/6/shalva-copy-2.jpg XVII საუკუნის უნიკალური ძეგლი - ახალგორის სასახლე XIX საუკუნის შუა წლებში შეაკეთებინა დავით ერისთავმა. მაშინ დაადგეს სასახლეს ზედა - ევროპული ნაწილი, სადაც სამი დარბაზი სწორედ იტალიელ მხატვრებს მოახატვინეს. ამ სასახლეში იზრდებოდა გმირი იუნკერი შალვა ერისთავი, რომელმაც ვაჟკაცურად დათმო სიცოცხლე, როცა ეს მის საქართველოს დასჭირდა. ახალგორის ტერიტორიაზე ქსნის ერისთავთა დიდებული სასახლე დღეს ოკუპანტების ხელშია. სეპარატისტების თქმით, ამ ტერიტორიაზე ქართული კვალი საერთოდ არ არის, ქსნის ერისთავებიც, როგორც თამარ მეფის შთამომავლები თურმე ოსები იყვნენ... შალვა ერისთავი - იუნკერი, რომელმაც ეს გმირობა (კოჯორთან, საკუთარი მკერდით გადაფარა რუსების ტყვიამფრქვევი - ბ. წ.) ჩაიდინა, 22 წლისა იყო. ორჯერ წაიშალა ამ ახალგაზრდის სურათი ამ თემაში. ორჯერ არ გაეცა კითხვას პასუხი: ვისია ახალგორი? და ვის მოვუხადო ამის შემდეგ ბოდიში?
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეიძინეთ ბილეთები! http://i076.radikal.ru/1002/62/c996e0b03c83.jpg შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულებაც! -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თქვენზე არ მითქვამს, თქვენი მხრიდან ყველაფერი ბრწყინვალეა და დიდი მადლობაც მინდა გითხრათ. ღმერთმა გაგიმარჯოთ! -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველაფერი კარგია, თუმცა უკეთესს ალბათ უფრო მეტი ფული უნდოდა. მხოლოდ ბილეთზე ფასის დაწერა დაგვავიწყდა. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ შვება ბატონო აჩიკო! რომ გადავდივარ თითს არ უჩვენებს. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მანდ რომ ვერ ვნახე? თუ ბევრ ადგილს იკავებს, ჩემს საიტზე დააგდეთ/ -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კომპიუტერის გენია ყოფილხართ, ბატონო აჩიკო! ახლა ბილეთები და მოსაწვევი დამილაგეთ, როგორც დაეტევა ერთ ფურცელზე, რომ მერე დაჭრა შეიძლებოდეს. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გმადლობთ ბატონო აჩიკო! თუ არ გეწყინებათ გვარები აფიშაზე ორ-ორი დავწეროთ და მოგებული სიმაღლე მოვუმატოთ აუცილებლად: ”ბილეთები იყიდება...” და თუ შესაძლებელი იქნება, აფიშის ზედა ნაწილს ან თქვენ როგორც ჩათვალოთ საჭიროდ. ასევე გთხოვთ დამილაგოთ ფორმატზე მოსაწვევი და ბილეთები, რომ დაბეჭდვა შეიძლებოდეს. თუ რამე გასაგებად ვერ გამოვთქვი დამირეკეთ აღნიშნულ ტელეფონებზე. სადმე ხომ არ იქნება შესაძლებელი 5ლარი, რომ დავაწეროთ ან მივუთითოთ: ბილეთის ფასი 5ლარი. -
რატომ ასკვნით, რომ მე არ მინდა ობიექტური ინფორმაციის მიღება და არ ვცდილობ ობიექტური ვიყო? ეს ფაქტები აისბერგის ხილული ნაწილია (ასეთ რამეებს ვერ ვკითხულობ, გულს მტკენს), რომელ მხარესაც არ უნდა ეხებოდეს და ჩვენ თუ საქართველოს გაერთიანება და ძმურად თანაცხოვრება გვინდა, ავადმყოფობის შედეგს კი არა მიზეზს უნდა ვეძებდეთ. მიზეზი არ იყო ჩვენგან დამოკიდებული, ამის შესახებ ზემოთ დავწერე და აღარ გავიმეორებ. მე რომ ადამიანი ვიგინდარას დამიძახებს ის არ დამხვრეტდა რომ შეეძლოს? და ასეთი ადამიანი სხვას რამეს ძრახავს? სხვას თუ არაფერს, ბოდიშს მაინც ველი მაგ ქალბატონისაგან.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო აჩიკო! გთხოვთ გაამზადოთ აფიშის საბოლოო ვარიანტი შემდეგი მონაცემებით: 1. კონცერტი დაიწყება 15 სთ 00 წთ 3 მარტს, "კინოს სახლში" მისამართი ძმები კაკაბაძეების ქ. N2, მეტრო "რუსთაველთან" 2. მონაწილეობენ: ირმა სოხაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, მამუკა მესხი, ანსამბლი "შავლეგო" და სხვები. (სასურველია, რომ გვარები მკვეთრად გამოირჩეოდეს) 3. ბილეთები იყიდება მისამართზე: ყაზბეგის გამზირი 28 კორპ.2 ბ.1 "ინტერნეტ კაფე". ტელ. 39-06-97; 898-41-76-27 ასევე ბილეთების და მოსაწვევის ესკიზები. სასურველია, რომ დღეს ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხვალ ბატონმა ცეპელინმა შესძლოს აფიშების გაკვრის დაწყება. (არა სამუშაო დღეა) -
ბატონო 'lasalexx'! უბრალოდ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე ჩემი აზრი გამომეთქვა, ამიტომ თემას რომ გავყვე მარტო ოსურ კონფლიქტზე ვილაპარაკებ, თუმცა ეს საერთო აზრია ნებისმიერი კონფლიქტუსათვის. ყველა ომი მრთავდება ზავით, ან ერთ-ერთი მხარის სრული განადგურებით, მეორე ვარიანთისაგან ღმერთმა ორივე მხარე დაგვიფაროს და ზავი აუცილებლად იქნება, საქართველოსთვის მისაღები თუ მიუღებელი ვარიანტებით. არ შეიძლება მოლაპარაკის მაგიდაზე დაჯდეს, რომელიმე მხარე დამნაშავის როლში. ჩვენ მაშინ კი არ დავაშავეთ როდესაც ომი დავიწყეთ, ოსებმა მაშინ დააშავეს როდესაც ქართველებს ცხინვალში მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცეს და რუსის ჯარს ამოეფარენ (გახსოვთ ალბათ, თუ ძალიან ახალგაზრდა არ ბრძანდებით). იმ დღიდან გახდა ცხინვალი დამოუკიდებელი და არა 2008 წლიდან. როგორც ძლიერმა მხარემ ჩვენ შეგვიძლია არ დავიწყოთ წარსულის გარჩევა და მოვუწოდოთ ოსებს რომ თვითონაც ასე მოიქცნენ. საქართველოში ბევრად უფრო მეტი ოსი ცხოვრობს, ვიდრე ცხინვალის რეგიონში (ტერმინი - ”სამხრეთ ოსეთი”, აპრიორი არ არსებობს), ასევე ცხოვრობენ სხვა ეროვნების ადამიანებიც და მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ცდილობს ჩემი ეთნიკური ”სტერილობის” გამო დნკ-ს ანალიზი ჩამიტაროს და ფაშისტად წარმომაჩინოს, ეს ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს და არ მაყენებს შეურაცხყოფას, რადგან: ”ტყუილი არ შეურაცყოფს, შეურაცყოფს სიმართლე”. ასე რომ მე არ ვანსხვავებ და არ ვეკითხები ადამიანებს, რა ერის ხარ, ან რამდენ პროცენტიანი ქართველი-თქო. გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე, რაც მე დავწერე ზემოთ, გამომდინარეობს ქალბატონ ლილიკოს პოსტების ანალიზიდან თუ რამეში ცილი დავწამე? ”საქმენმან შენმა გამოგაჩინოსო”, ასეა მგონი ბიბლიაში ნათქვამი და თუ ცილი არ დამიწამებია, რაში ვარ არასწორი? პოლიტიკა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ძმები ქარქუსოვების წინააღმდეგაც იყო აღძრული საქმე ცხინვალში და ხომ არ იცით სად არიან დღეს ისინი? მე პირადად მიმაჩნია, რომ ქალბატონ ლილიკოს უბრალოდ ობიექტურობა აკლია ამ კონფლიქტის შეფასებაში და ქალური ემოციებით ისეთ რაღაცეებს წერს, მერე თვითონაც რომ არ უნდა წაკითხვა.
-
ვიზიარებ მწუხარებას და ვუთანაგრძობ ოჯახს.
-
დილა მშვიდობისა ბატონო ლიცი და სხვა პატივცემულო მომხმარებლებო! იმედი მაქვს და არ მეეჭვება, რომ ამ პოსტს წაიკითხავენ ადამიანები, რომლებსაც ანალიზის და დასკვნის გაკეთების უნარი გააჩნია, ამიტომ მე ზოგადად გავაანალიზებ ქალბატონ ლილიკოს პოსტებს და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია (ყველაფერი ამ თემის გარშემო): 1. ქალბატონი ლილიკო ამ კონფლიქტში დამნაშავედ ცალმხრივად მიიჩნევს ქართულ მხარეს. 2. ქალბატონი ლილიკო მიიჩნევს, რომ ბოდიში ქართველთა მხრიდან ეს ის მინიმუმია, რომელიც აუცილებელია, და რომლის შედეგად ქართული მხარე აღმოჩნდება ცალმხრივად დამნაშავე, რადგან ბოდიშს მარტო დამნაშავე იხდის. ასეთი ნაბიჯის შედეგი მას კარგად აქვს გაანალიზებული და მე მგონი თქვენთვისაც გასაგებია, რა პოლიტიკური შედეგის მომტანი გახდება. 3. ქალბატონი ლილიკო მიზან მიმართულად აღვივებს მტრობას ქართველ და ოს ხალხს შორის, მუდმივად იხსენებს ვიღაცას ბოდვას (შეიძლება კრემლის აგენტისას), რომ მას ქართველები ქმართან დაწოლას უკრძალავდნენ, რათა მესამე შვილი არ შესძენოდა. მე პირადად არ მახსოვს, რომ ქართველებს ასეთი საკანონმდებლო აქტი მიგვეღოს და ამაზე მუდმივი აპელირება ჩემი აზრით არაფერია, თუ არა შუღლის გავრცელების მცდელობა. 4. ქალბატონი ლილიკო საყოფაცხოვრებო დონეზეც ცდილობს გააღვივოს ქართველ და ოს ხალხს შორის მტრობა, როდესაც თავის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად ეროვნებას ასახელებს და არაფერს ამბობს იმაზედ, რომ მასსავით დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან ათიათასობით ქართველი, სომეხი თუ სხვა ეროვნების ადამიანები. 5. ქალბატონი ლილიკო არ თვლის თავის თავს საქართველოს მოქალაქედ, რადგან თვითონ აცხადებს: სახელმწიფო კი არა ბარდაკი გაქვთო. 6. ყველაზე დიდი დანაშაული რაც მან დაინახა ოსების მხრიდან ეს არის: თურმე ამას მარტო აჩიკო ამბობს და და მისთვის ეს ფაქტი არაა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს ქალბატონი აცხადებს: სახელმწიფო კი არა ბარდაკი გაქვთო, ოსებს ეთნოწმენდა არ გაუკეთებიათო და კეთილი ინებეთ, თავზე ნაცარი დაიყარეთ და ბოდიში მოგვიხადეთო. ამასაც არ სჯერდება, ხაზგასმით აღნიშნავს რა ჩემს ეთნიკურ, სტერილურ სიწმინდეს, ვიგინდარას უწოდებს ჩემნაირ ქართველს, დიახ ჩემნაირს, რომელსაც ერთი დღეც არ უცხოვრია ტაო-კლარჯეთის დანგრეული ეკლესიების აღდგენაზე რომ არ ეფიქრა და რომელიც თავის შესაძლებლობებზე მეტს აკეთებს ოჯახის საზიანოდ და სამშობლოს საკეთილდღეოდ. ამ პოსტის მიზანი არ არის ქალბატონ ლილიკოს დასჯა, ამ პოსტის მიზანია ბოდიშის მოხდით მოვუწოდო პატივცემულ საზოგადოებას, რომ გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები და ერთიანი აზრით შევუტიოთ ყველა მტერს, როგორც ომის ასევე იდეოლოგიურ ფრონტზე.
-
ლ ი ც ი მარტო ზაქარეიშვილი? მე მაგათ ფორუმზეც მქონდა დავიდარაბა. შეიძლება ზაქარეიშვილიც იყო მათ შორის, მაგრამ ვიგინდარა ჩემთვის არ უწოდებიათ. აქ კი ზოგიერთი ასე უწოდებს ჩემნაირ ქართველს. სამარცხვინოა მთელი ფორუმისათვის. მქონდა ნათქვამი, მარტო ჩემს თემაში დავწერ თქო, მაგრამ ქართველ კაცს გულმა როგორ უნდა მოგითმინოს, ოსი რომ ბოდიშის მოხდას მოგთხოვს? რისთვის? ასეთი რა დავჩიავდით ქართველები, რომ გამარჯვებული მტერი ბოდიშს აქეთ გვთხოვს? წაიკითხეთ ის ორი აბზაცი რაზეც მივუთითე? ვის მოვუხადოთ ამის მერე ბოდიში?
-
ამის დამწერს გაუმარჯოს ღმერთმა! რა ბოდიში, რის ბოდიში. მე პირადად მაკვირვებს, რომ კითხვა შეიძლება ასე დაისვას. მაინც და მაინც ყაზბეგი და თრუსოს ხეობაც უნდა დაიკარგოს რომ ქართველებმა მიხვდნენ, რომ ზოგიერთი, შორსგამიზნულად ახდენს ქართველი ერის დისკრედიტაციას (პაატა არა მყავს მხედველობაში), როდესაც ბოდიშს მოითხოვს? წაიკითხეთ პირველი ორი აბზაცი მაინც ეს და თქვით, კიდევ სად არ არის ოსეთი?
-
ამის დამწერი საქართველოს მოქალაქე კი არა, მოქალაქეობის პასპორტის მფლობელია. ეს ის სიმართლეა, რაც ადამიანს გულში უდევს. სადმე გინახავთ რომ ამის დამწერმა გაამტყუნა თავისი თანამოძმენი, რომლებმაც ქართველების სახლები ტრაქტორებით დააუთოვეს და ახლა უნდათ გადააბეტონონ რომ მათი ნაკვალევი წაშალონ? რამდენი ქართველია განთავისუფლებული სამსახურიდან, ეროვნებას დავაბრალოთ თუ ეკონომიკურ პრობლემებს? ერთი სიტყვით ისტერიკაა.
-
გულდასმით გადავიკითხე ლილიკოს (არ მსურს თქვენობით ველაპარაკო, მაგრამ არც შენობით მიმართვაა უზრდელობა ფორუმზე) წერილები და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პიროვნება ვერ ერკვევა ქართულ-ოსურ და ქართულ აფხაზურ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებში და ყველაფერში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. ცოტათი გავიხსენოთ ჩვენი წარსული: თვით ამ ავტონომიების შექმნა წარმოადგენდა საქართველოს თავზე აღმართულ დამოკლეს მახვილს, რომელის შემკავებელი თოკის ჭრა დაიწყო მათი შექმნისთანავე. ცხინვალში, როდესაც ის გახდა ოლქის დედაქალაქი, მხოლოდ 4 ოსური ოჯახი ცხოვრობდა (მაშინდელი აღწერის მონაცემებით). მუდმივი წაქეზებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, ანტიქართული პოლიტიკა, ეს იყო ამ ადმინისტრაციების შემქმნელთა პოლიტიკა, რომელმაც მიგვიყვანა სამივე ერი სავალალო შედეგამდე და ამაში ბრალი ქართველ ერზე მეტად მიუძღვით იმ ეროვნებებს, რომლებიც ბრმად მიყვებოდნენ ამ პოლიტიკას. დიახ, ქართველებს არ დაუწყიათ ეს კონფლიქტები. კონფლიქტი ჩაფიქრებული და მათთვის მისაღებ შედეგამდე მიყვანილი იქნა ჩვენი ერთ დროს საერთო პატრონის, რუსეთის მიერ. ამიტომ ეს არ არის ქართულ - აფხაზური ან ქართულ-ოსური კონფლიქტები. ეს არის ქართულ-რუსული კონფლიქტები, რომელთა გაჩაღებაში ლომის წილი აფხაზებს და ოსებს მიუძღვით და მათთან საბოდიშო ჩვენ არაფერი გვაქვს. თუ ვინმე გაგვახსენებს იოსელიანს და კიტოვანს, ვეტყვი რომ განა ამ კრემლის (ისევ რუსეთი) აგენტებმა ნაკლები უბედურება მოუტანეს დანარჩენ საქართველოს? ეს იყო რუსეთის მიერ ინსპერირებული სამოქალაქო ომი საქართველოს ტერიტორიაზე და ვის მოვუხადოთ ბოდიში, საკუთარ თავს თუ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ? გაგრძელება იქნება თუ არ დამსაჯეს ამ პოსტისათვის, თუმცა ასეთს ვერაფერს ვხედავ, რომ დამეწეროს.