კერძოდ, როგორც მედია წერს, რადას წევრებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას.
მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, რადამ საომარი მდგომარეობა მეოთხედ გაახანგრძლივა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
- Read more...
- 0 comments
- 124 views