მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისთვის მატილდა გვარლიანს ფოტოები 68 წლის გერმანელმა ფოტოგრაფმა, ელენ ფონ უნვერტმა გადაუღო ვენაში, ბელვედერის სასახლეში. ბაროკოს სტილში ნაგებ ამ შენობაში ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად ინახება გუსტავ კლიმტის კოლექცია - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მატილდას ფონადაც არის გამოყენებული ვოგის ფოტოსესიისთვის.
გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ვოგის გარეკანზე მოხვდა.
ვოგის გარეკანზე მოხვედრამდე მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა მოდის საერთაშორისო კვირეულებზე ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა შანელი, დიორი, ფენდი.
2022 წლის ოქტომბერში ის Models.com-მა ტოპ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა.
radio tavisupleba
- Read more...
- 0 comments
- 130 views