-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გიორგი გახარია რუსთავში თანაპარტიელებს შეხვდა. პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, 21 ოქტომბერს რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან. ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე, აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა და საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული. შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის რეგიონში და, მათ შორის, ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობის გააქტიურება, სამომავლო გეგმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. გიორგი გახარიას თქმით, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ“. „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, არის ის რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის. არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება არ უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს“, - უთხრა გიორგი გახარიამ თანაგუნდელებს. პარტიის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ინიციატივები რაიონული წარმომადგენლობების ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობის გასაძლიერებლად.
-
კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან? ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, ეს მკაფიოდ ჩანს აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაშიც, სადაც საქართველოს მთავრობას პირდაპირ სთხოვენ რეფორმების გატარებას, რასაც ის არ აკეთებს. "კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიღებული აქვს და ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლის დამსახურებაა, ასევე თავად ევროკავშირის ძალისხმევის, რომელიც გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით არ გვტოვებს რუსეთთან პირისპირ; ისინი ითვალისწინებენ იმასაც, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანა იყო სტატუსის კანდიდატთა სამეულში (საქართველო-უკრაინა-მოლდოვა), მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ლიდერობა დაგვაკარგინა. საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, შეწყვიტოს საკუთარი პოლიტიკის მარცხის დამსახურებად მონათვლა და გვითხრას როდის დაეწევა საქართველო მოლდოვას და კონკრეტულად როდის დაიწყება გაფართოებაზე მოლაპარაკება საქართველოს და ევროკავშირს შორის.", - ნათქვამია განცხადებაში.
-
28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა... ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება. ‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. 10000000_1258444074911631_4531953791167417841_n.mp4
-
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება. თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. ეს მონაცემი არ მოიცავს ჯუდით რაანანსა და მის ქალიშვილ ნატალის, რომლებიც „ჰამასმა“ გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ. იპნ
-
რომის პაპი - ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით!
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. „ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, საჭიროა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ასევე მძევლების გათავისუფლება. „ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებისა და მძევლების გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ამიტომ ის უნდა შეჩერდეს. "მე ასევე ვფიქრობ წამებულ უკრაინაზე. ომი, ნებისმიერი ომი, რომელიც არის მსოფლიოში, მარცხია. ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ეს არის ადამიანთა საძმოს განადგურება. ძმებო, შეჩერდით! შეჩერდით!" - აღნიშნა პაპმა. იპნ -
ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას ეხება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში. "ხელისუფლების მორიგ ტყუილს მინდა გამოვეხმაურო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე. ევროკავშირის დირექტივა მართლა ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ მედია არ შეიცავდეს სიძულვილის ენას და ძალადობისკენ მოწოდებას. მართლაც, რატომ უნდა იყოს ცუდი სიძულვილის ენისა და უხამსობის რეგულირება? დავიღალეთ და არავის გვსიამოვნებს ამის მოსმენა ეკრანებიდან. თუ, საკითხს ასე, კონტექსტის გარეშე, მივუდგებით, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის. საქმე იმაშია, რომ მოგეხსენებათ, კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის მიმართ უამრავი კითხვაა; არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამ ფონზე, ხელისუფლება სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირებაში ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს კომუნიკაციების ასეთ კომისიას. მათ შორის, რიგი საკითხები თვითრეგულირების სფეროდან (როცა მედია საჩივრებს თავად განიხილავს), რეგულირების სფეროში (კომუნიკაციების კომისია) გადადის. კომისიას უფლება აქვს მაუწყებელს დაუწესოს სანქციები, რომლის ყველაზე მძიმე ფორმაა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება. კომისიის გადაწყვეტილებები კი იმ სასამართლოში საჩივრდება, რომლის არაფორმალური ლიდერები მნიშვნელოვანი კორუფციისთვის არიან აშშ-ს მიერ სანქცირებულები. ანუ, ევროკავშირის დირექტივა სახელმწიფოს არ ეუბნება რომელ სისტემას მიანიჭოს უპირატესობა - თვითრეგულირებას თუ რეგულირებას. დირექტივა სახელმწიფოს ავალდებულებს მხოლოდ შექმნას სიძულვილის ენისა და ძალადობისკენ მოწოდების აღმოფხვრის, მათ შორის გასაჩივრების, ეფექტიანი მექანიზმები. ამ დირექტივას ამოფარებული ხელისუფლება კი დირექტივას „ასრულებს“ იმ მექანიზმების შემოყვანით, რომელთა მიმართ არ არსებობს ნდობა და რომლებიც ხელისუფლების კონტროლქვეშაა. გასაგებია ალბათ, როგორ მოხდება ამ ორგანოების მიერ სიძულვილის ენის და უხამსობის განმარტება - პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში. ასეთი საკითხების კეთილსინდისიერი რეგულირების რესურსი ოცნებას აღარ აქვს. შესაბამისად რეგულირების ნებისმიერი მცდელობები (მითუმეტეს ამ ფორმით) შეიცავს უფლებების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეებს. მარტივად რომ ვთქვათ, მივიღებთ მოცემულობას, როცა „იმედი“-სთვის ყველაფერი დასაშვებია და სხვა მაუწყებლებისთვის - არაფერი.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
“პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იყო ივანიშვილის მიერ დადგმული ორკომპონენტიანი სპექტაკლი, რომელიც დაიწყო საკონსტუტუციო სასამართლოში და გაგრძელდა პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოში ცალსახად წააგეს, რადგან ჩინჩალაძემ როლი კარგად ვერ შეასრულა და ყველა მოსამართლე ვერ გადაიბირა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვერც საქართველოს პარლამენტში შეძლეს 100 ხმის მობოლიზება, შესაბამისად აქაც დამარცხდნენ.” ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "საქართველოსთვის" წვრი. 391748873_704185934545911_7752963259474867190_n.mp4
-
“უცხოელი, დასავლელი კოლეგებისგან გვესმის - თქვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მეგობრები დაგაკარგვინოთ… საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა გვყოლოდა, არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ქვეყნის საგარეო ვექტორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო კი საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ”. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 394549168_1053948042468210_2709673768386239556_n.mp4
-
სრაელის ცენტრალურ ნაწილში, 8-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში. ამ დროისთვის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იპნ
-
შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში რამდენიმე კვირის შემდეგ გაწევრიანდებიან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში გაწევრიანება რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა Expressen სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ოპტიმისტური შეფასება შვედეთში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ დაანონსებული ვიზიტის ფონზე გაჩნდა, რომელიც სამშაბათს, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. „ველით, რომ შვედეთის [ნატო-ში გაწევრიანების შესახებ] განაცხადის რატიფიცირება მალე დაიწყება და რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება”, - განაცხადა გამოცემის წყარომ. შვედეთში „გარღვევად” შეაფასეს თურქული მხარის ბოლო განცხადება, რომ სტოკჰოლმის ალიანსში გაწევრიანება თურქეთისთვის ამერიკული F-16 ავიაგამანადგურებლების მიყიდვაზე არის დამოკიდებული. გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე გვიანი, ნოემბრის ბოლოს, დაგეგმილ ალიანსის წევრია სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრისთვის „ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაზე შვედური დროშა ეკიდება“. ipn -
პენტაგონი - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს. „ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის შემდგომი პოზიციის გასაძლიერებლად მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების განკარგულება გავეცი”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მისი თქმით, გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს. „ეს ნაბიჯები გააძლიერებს რეგიონული შეკავების ძალისხმევას, გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, - აღნიშნა ოსტინმა. შეგახსენებთ,შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, მათი დამხმარე გემები და დაახლოებით 2 000 საზღვაო ქვეითი. იპნ -
“როცა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, კეთილი უნდა ინებონ სახელწიფო უწყებებმა და თვითონ მოიპოვონ ეს მტკიცებულებები. იმის ნაცვლად, რომ მსგავს საკითხებზე მუშაობდნენ, როგორიც არის ფარცხალაძის საქმე, უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, მესამე სექტორის წარმომადგენლების მოსმენით, ხოლო რუსული ბრძანების ამოქმედების შედეგად, ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან ერთად, 150 მლნ დოლარი დაიხარჯა ქვეყნის სარეზერვო რესურსებიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან”. ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 394318997_315212404582898_3376368174705679410_n.mp4
-
“ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმიტომ არ წარმოიწყო, რომ წაეგო. ისევე, როგორც „რუსული კანონის“, მათ ბოლომდე გაყვანის იმედი ჰქონდათ. ბევრი ინფორმაცია გვაქვს, იმაზე თუ როგორ მუშაობდნენ ხმების მოპოვებაზე. ოპოზიცია დარბაზში რომ ყოფილიყო, იმპიჩმენტი განხორციელებული იქნებოდა. საბოლოო ჯამში, „ოცნებას“ იმპიჩმენტი რომ ჩაუვარდა, არის ძალიან კარგი. ისევე, როგორც „რუსული კანონი“ ვერ გაიტანეს, ვერ მივიდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლომდე.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 393709102_732581908692374_5863196692856968300_n.mp4
-
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება. ‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
-
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონ გუტერეშის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს. „ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას. მისი თქმით, ღაზაში ორ მილიონს ადამიანს გადარჩენისთვის წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდება. „აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის“, - აღნიშნა გუტერეშმა. ცნობისათვის, ანტონიო გუტერეში ეგვიპტეს დღეს ეწვია. მედიის ინფორმაციით, გუტერეში ხვალ, კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ და რომელსაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.
-
"დაიღალა ოც წლიან ციკლში ყოფნით საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენისთვის აუცილებელია “ნაცებმა” და “ოცნებამ” ჯამში ვერ აიღონ 50%. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მედიის, მესამე სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უნდა იყოს ის, რომ დავარწმუნოთ ნიჰილისტურად განწყობილი ჩვენი მოქალაქეები მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან ამაზე დიდი ეროვნული ამოცანა საქართველოს 2024 წლამდე არ აქვს.” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
-
“ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა და ყველანი ვთანხმდებით, რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. იმისთვის რომ მოქალაქე “ოცნების” წასვლაში დაარწმუნო, რეალური ალტერნატივა უნდა შესთავაზო, შინაარსობრივი და მათ საჭიროებებზე მორგებული, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ვერ სთავაზობდა.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვი” აღმასრულებელი მდივანი. 393380483_1088250052615733_7116655746066983512_n.mp4
-
ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი! (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სახალხო დამცველის არასახალხო საქმიანობაზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით. დღეს პარლამენტში გამოდის და მინდა შევახსენო, რომ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს (მისი ჩათვლით), რომელიც ადამიანებს დაიცავს და ვალდებულია, იმოქმედოს! ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. 394414020_846964210259552_6212376486378328808_n (1).mp4 -
“რას აკეთებს დღეს მთავრობა? რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? რის დათმობას აპირებენ ამ პარტნიორობის ფარგლებში? ამის გაგება გვინდოდა, თუმცა დღეს მინისტრი დარჩიაშვილისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.” მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 393724586_335540685632564_540668063562988664_n.mp4
-
“მაშინ როცა 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან მკაფიოდ ეწერა საქართველოს ბმა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური ევროკავშირთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არსი. ეს ნიშნავს ევროპასთან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული პოლიტიკის შედეგების მიღებას. მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, ევროპული ცოდნის მოზიდვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სხვა. ამ მოცემულობის ფონზე მე გულწრფელად ვწუხვარ, როცა “ოცნება” ამბობს, რომ ჩინეთი დღეს ანაკლიის პორტის მშენებლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი. რატომ გაქრა ის მკაფიო ბმა ევროპულ ინვესტიციებსა და მათ შორის, სტრატეგიულ პროექტებზე საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ალტერნატივა ამ ინვესტიციების?!” ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 393736517_985248669250391_6886183718533683673_n.mp4
-
საქართველოში, მომდევნო დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. უფრო კონკრეტულად, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 ოქტომბერს +19, +21; ხოლო 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ოქტომბერს +16, +18, ხოლო 21-22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ოქტომბერს +19, +21; 21-22 ოქტომბერს კი +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20 ოქტომბერს +17, +19; ხოლო 21-22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 20 ოქტომბერს +15, +17; 21-22 ოქტომბერს კი +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ოქტომბერს +10, +12; 21-22 ოქტომბერს კი +16, +18 გრადუსი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ -
„ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები გამოკითხვაზე ჯერ არ დაგვიბარებია - ლილუაშვილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ე.წ. ანტიმაიდანის საქმეზე ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ლილუაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა. ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ” მოძრაობა „ანტიმაიდანი” ჩამოაყალიბა, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან. მათი ლიდერები დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვითარების ვერსიებზე საუბრობენ და ამ შესაძლო მოვლენების აღსაკვეთად ფიზიკური ძალის მობილიზების საჭიროებას წარმოაჩენენ. პრორუსული „ალტ-ინფოს“ ნარატივი თანხვედრაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებასთან, სადაც სუსი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებაზე საუბრობს. ასევე იხილეთ რა თემებზე იყო USAID-ის დაფინანსებული ტრენინგი, რომელზეც სუსი გადატრიალების სცენარს აგებს 02 ოქტომბერი, 2023 უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს. უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”. ტრენინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრენინგებს არავითარი კავშირი გადატრიალებასთან არ ჰქონია. მათი თქმით, ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის გაეცნო მიდგომები – კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა შესახებ, ასევე არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების კუთხით. პუბლიკა -
ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნები წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ასეთი იყო საქართველოს 14 635 მოქალაქე, 2022 წელს კი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს 26 450-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წელს აღნიშნული განაცხადების 7% დაკმაყოფილდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წელს 5% იყო. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან, მათი რიცხვი 2022 წელს 21 910 იყო, რაც წინა წლის მონაცემზე (11 695) 87%-ით მეტია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი საქართველოს 3 970 მოქალაქეს ეთქვა, როცა 2021 წელს მათი რიცხვი 3 030 იყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთლიანობაში საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, თუმცა რიგი საკითხები დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. მათ შორის ანგარიშში ნათქვამია, რომ მაღალი დონის კორუფცია კვლავ რჩება გამოწვევად, რომელსაც გავლენა აქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე ანგარიშში ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს, გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების პროცედურების დადგენისას და დაენერგა მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესაფასებლად, რაც არ შესრულებულა. ნეტგაზეთი