მაქვს ესეთი მოსაზრება, ამ თემასაც ეხება და საერთოდ ზოგადად, გამოვიყენებ შანსს და დავწერ! საქართველოში ამ ბოლო დროს სასწავლებლებს და საგნებს უმაღლესებში პრესტიჟის მიხედვით ირჩევენ, ანუ რამდენად პრესტიჟულია... გასაგებია და კარგია, რომ უნდა გვყავდეს ძალიან კარგი ბიზნესმენები, იურისტები, ექიმები, ეკონომისტები ჟურნალისტები... მაგრამ ყველა?? მივიწყებულია ინჟინერია (ნებისმიერი) ასევე ეს აგრონომიაც, არადა დღევანდელობაში ძალიან გვჭირდება, მერე უკვირთ ხოლმე თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან მოყავთ ინჟინრები და აგრონომები სამუშაოდ... აქ მსგავსი რამ აღარავის აინტერესებს და შესაბამისად არც არიან მცოდნეები, ცოტა მეტი "ტვინის" გამოქექვა კარგი იქნება. ძალიან საინტერესოა ეკოლოგია, ხანდახან მგონია რომ მთელ დედამიწაზე მარტო მე მაინტერესებს მსგავსი საგნები დავიჯერო სულ არავის აინტერესებს რა არის აგრონომია? ალბათ აგრონომია ამ ხალხს მხოლოდ თესვა და თოხნა გონია და "უტყდებათ"... და კიდე სხვა მრავალი საგანი რისი სწავლაც არც ისე "პრესტიჟულად" მიიჩნევა საქართველოში, გამაღიზიანებელია... რანდელი სასარგებლო რაღაცის სწავლა შეიძლება აგრონომიაში, ისევ და ისევ (თუ სხვა ხალხი არ გაინტერესებს) შენი კეთილდღეობისთვის, ქვეყნისთვის, ამ ყველაფერზე არ ფიქრობს ეტყობა ეს ხალხი, ყველაფერი მზა უნდა და წინ დაწყობილი..