ე.ი. გავიღვიძე დილით და ბიჭი ვარ თან არ მახსოვს რომ გუშინ გოგო ვიყავი? აჰა.. ჩვეულებრივად დავიწყებ დღეს ვესტუმრები აბაზანას. მერე აბაზანიდან სამზარეულოს, ყავას დავლევ. დავბრუნდები ოთახში და მივადგები კარადას.. ოოო აი მანდ რა უნდა ვქნა არ ვიცი გამიკვირდება რატო იქნება გოგოს ტანსაცმელები ჩემ კარადაში, ცოტა დავიბნევი მაგრამ არ შევიმჩნევ ვიპოვი კაცის ტანსაცმელს და გავალ გარეთ ახალი შენაძენისთვის. ფიზიკურად კაი ტიპი ვიქნები რაც მთავარია ხმაური არ მოყვებოდა ჩემ გვერდით გოგო რომ იქნებოდა რაც შეეხება გარეგნობას მაღალი, განიერი მხრებით, ნავარჯიშები ტანი ცოოტა მოხრილი მხრებში სიმაღლის გამო არც თეთრი და არც ხორბლისფერი კანი არ მექნება რაღაც გარდამავალი ფერი ნახევარზე მეტი ტანი დაფარული მექნებოდა ტატუთი. თმის ფერი არ ვიცი ალბათ შავი? დაჯილდოვებული ვიქნები იუმორის გრძნობით, ხატვის და მუსიკის ნიჭით მეყვარებოდა წყალბურთი და ჩხუბი მონაწილეობას მივიღებდი აუცილებლად "ბრძოლა წესების გარეშეში" ) ჩხუბის გამო ორ დღეში ერთხელ დამიჭერდნენ და მერე გამომიშვებდნენ ისევ. საბოლოოდ ალბათ დამიჭერდნენ ვინმეს სასიკვდილოდ გამეტებისთვის. ციხეშიც ალბათ ალბათ ერთი-ორ ბადრაგს ავიხვევდი ხელზე და დავანგრევდი თავყბას. საკანში სადაც მე ვიქნებოდი სიმშვიდე იქნებოდა ხო და ეხლა ჯობია აღარაფერი დავწერო Happy End