ავტორი - ზომბი გთხოვ დედა დაურეკე ღმერთს და დაუტოვე მას ჩემი შავთეთრი ოცნებები ავტომოპასუხეზე. გაიხსენე ჩემი სუსტი გულისცემა შენში. მე ძალიან არაფხიზელი და გადაღლილი ვარ, და ვერაფრით ვიხსენებ შენს ფარულ, ინტიმურ სიზმრებს რომლებსაც ერთად ვუყურებდით მაშინ და არაფერი იცოდნენ სხვებმა. გთხოვ დედა დაურეკე ამ უაზრო ღმერთს და დაუტოვე სიჩუმე ავტომოპასუხეზე. გოგო, რომელსაც ბოლოს ვხვდებოდი ძალიან გგავდა შენ - დედა. სად არიან ჩემი მეგობრები, როცა ყოველ დილით ყავას და სიძულვილს ვსვამ მზის სხივებთან თამაშით. სად არიან ჩემი მტრები, როცა ამდენ საბაბს ვიძლევი და როცა ასეთი ჯვარცმული და გახსნილი ვარ ყყოველდღიურობაზე... ასე იქცევა ის - რასაც შენ ეძახი სიცოცხლეს იმად - რასაც შენ ეძახი სტატისტიკას. ისინი ყველანი ჩემი სიმარტოვის საძებრად არიან წასულები, დედა... და იმედია მათ უკვე უყვართ ერთმანეთი ტუჩებში, და უყვართ ერთმანეთი ანუსში, უყვართ ერთმანეთი თვალებით. და ისინი უკვე აღარასოდეს დაბრუნდებიან...