იმით იყო გმირი, რომ უამრავი ბრძოლა გადაიხადა, ქართველობა რომ დაეცვა, თორემ იცხოვრებდა ვინმე მოღალატე თავადივით თავისთვის. კრწანისის და ასპინძის ბრძოლა მე და თქვენ გადავიხადეთ, თუ როგორაა? სხვათაშორის კრწანისის ბრძოლაში ერეკლე მეფე 75 წლის იყო, მაგრამ იგი სიცოცხლის ბოლომდე მაგარი მეომარი იყო. კი მთელი დიდებულები მივიდნენ და მან რუსეთი არჩია, არ ჟღერს მიამიტურად, ის რომ დიდებულებს თვითონ დაუძეხებდა ეს რომ ყოფილიყო გამოსავალი, რუსეთზე კი არ იყო ჯვარდაწერილი, უბრალოდ ოსმალეთის (თურქ-სელჯუკების) მეფის შემოთავაზებას ამჯობინა. სწორია, ოღონდ თუ შევასწორებთ რუსეთი ვეგარ დაგვიპყრობდა, თურქეთი დაასწრებდა ჩვენს აოხრებაში. ეს ადვილი ასახსნელია, საქმე იმაშია, რომ რუსეთი ახალი მოთამაშე იყო ჩვენთვის და ერთადერთი ვინც გვებრძოდა იმ პერიოდში ჩვენი ისტორიული სამხრეთელი მტრები იყვნენ. ერეკლემ საქართველო გაყიდა? რაში იქნება დააზუსტო? კოტეჯები აიშენა ბადენ-ბადენში, თუ პირდაპირ ოქრო მისცეს მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოლა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და შენ ამბობ მოღალატეაო. ნამუსი არ არსებობს? იგივე გეორგიევსკის ტრაქტატი ავიღოთ პირობებში იდო რომ შემოტევების შემთხვევაში რუსეთი დაიცავდა საქართველოს საზღვრებს. ამ ტრაქტატის არც ბეგარას ვიხდიდით და არც ანექსიის საშუალებას ვაძლევდით რუსეთს ჩვენი ტერიტორიებისა. ერთი სიტყვით სამხედრო ალიანსის მსგავსი ხელშეკრულება იყო, რუსეთის დახმარების პირობით. ტოტლებენი რუსეთის ჯარების გენერალი გამოგზავნილი საქართველოში უკან გაბრუნდა, როცა ოსმალებთან ბრძოლები საქართველოს ტერიტორიაზე გვქონდა. გადახედეთ ისტორიას იმ პერიოდში ოსმალები გამაგრებულნი იყვნენ საქართველოს ტერიტორიებზე და რომ არა ერეკლე თავისი მცირე არმიით ღმერთმა იცის ეხლა რა ენაზე ვილაპარაკებდით ერეკლე როგორც პოლიტიკოსი არასდროს მომწონდა, მაგრამ გეორგევსკის ტრაქტატი თავის პირობების ზედმიწევნის შესრულების შემთხვევაში ჩვენთვის სასარგებლო იყო (შემდეგ მიჩმახ-მოჩმახეს). საკითხავი ის არის რატომ შეცდა რუსეთში? ამას იმით ამართლებენ რომ რუსეთს არ ვიცნობდით ფაქტიურად იმ პერიოდში, მაგრამ მთლიანად იმ პერიოდის გაერთიანებული საქართველოც შეიძლება არ ყოფნოდა ოსმალოებს, მიუხედავად იმისა, რომ მამაცი ხალხი არ დაილეოდა. იმის თქმა რომ მეფე ერეკლე მოღალატე, სულელი (რომელიც მხოლოდ ცოლის ჭკუაზე დადიოდა) და გამყიდველი იყო ან საკითხის (ისტორიის) უცოდინრობა, ან გაურკვევლობის ბრალია (მიუხედავად იმისა რომ მისი ცოლიც ერეოდა პოლიტიკურ საკითხებში).