Jump to content
Planeta.Ge

one

პლანეტელი
  • პოსტები

    600
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი one

  1. რას ფიქრობთ დადაიზმზე და დადაისტებზე... დადაიზმი მარტო ლიტერატურას არ ეხება, ყველაფერს შეიცავს ერთდროულად ლიტერატურა, კინო, ფოტოგრაფია, მხატვრობა - მოკლედ ყველაფერი. სიტყვა დადა ნიშნავს სათამაშოს. მათი მიმდევრები ანუ დადაისტები ყველაფერს უარყოფდნენ, ყველაფერს რაც კი კაცობრიობამ გაჩენის დღემდე შექმნა... დადაიზმი - 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით. დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (DADA) და დაუმატეს დაბოლოება ISM, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ. დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიურ ნორმებს...
  2. ჩემი აზრით რუსებს შორის პირველი პოეტია. ღამე სერგეი ესენინი თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური დღე მოქანცული შესცვალა ღამემ, ბინდი ჩამოწვა, დადუმდა არე. მზე ჩაესვენა, სამყაროს თავზე ჩაფიქრებული მიცურავს მთვარე. წყნარი ჩუხჩუხით დის ნაკადული და მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ელავს. ბულბულის ტკბილი გალობის ხმაზე ტყე დაბინდული თრთოლავს და ღელავს. სიმღერას უსმენს თითქოს მდინარეც, მიწყდა ტალღების ღელვა, გრიალი და წყნარად ისმის მის ნაპირებზე ქარს აყოლილი ლერწმის შრიალი.
  3. ყველამ იცის რენესანსის პერიოდის დიდი რომანტიკოსი მწერალი - უილიამ შექსპირი. რომელიც არის ავტორი უამრავი ტრაგედიის, კომედიის და ტრაგი-კომედიის, მაგრამ ცოტამ თუ იცის შექსპირის სტილის უნიკალურობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მის უდიდეს ლექსიკურ მარაგში, ფილოსოფიური და მარადუკვდავი თემების ჩადებაში მის ძირითათ პიესებში და ტრაგედიებში. 66 სონატა. ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ. რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა. ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
  4. დაიბადა ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი (1843). მსახურობდა საინჟინრო დეპარტამენტის სამხაზველოში. მალე თავი დაანება სამსახურს. პირველივე ნაწარმოებმა ("საბრალო ადამიანები", გამოქვეყნდა 1846) გაუთქვა სახელი და მოწინავე რუს მწერალთა რიგში ჩააყენა. შემდგომ ზედიზედ გამოვიდა მოთხრობები "ორეული" (1846), "დიასახლისი" (1847), "თეთრი ღამეები" (1848), "ნეტოჩკა ნეზვანოვა" (1849). ამ პერიოდში დოსტოევსკის მსოფლმხედველობა ვითარდებოდა ბელინსკისა და დასავლეთ ევროპის სოციალისტ-უტოპისტთა, განსაკუთრებით, შ. ფურიეს იდეების ზეგავლენით. 1847 წელს დოსტოევსკი შევიდა პეტრაშეველთა რევოლუციურ წრეში, ერთ-ერთ სხდომაზე წაიკითხა ბელინსკის წერილი გოგოლისადმი. 1849 წელს სხვა პეტრაშეველებთან ერთად დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რაც განაჩენის აღსრულებამდე უკანასკნელ წუთს ციმბირის კატორღით შეუცვალეს. კატორღის შემდეგ დოსტოევსკი სალდათად გაამწესეს და მხოლოდ 1859 წელს დართეს ცენტრალურ რუსეთში დაბრუნების ნება. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი თხზულებანი "ბიძის სიზმარი" (1859), "სოფელი სტეპანჩიკოვი და მისი მცხოვრებნი" (1859), რომანი "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" (1861). კატორღის ცხოვრებას ასახავს იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები "ბარათები მკვდარი სახლიდან" (1861-1862). ციმბირში ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ათმა წელმა ვერ გატეხა დოსტოევსკი, ვერ ჩაუკლა რწმენა ადამიანისადმი, პირიქით, გაუმძაფრა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი. ამავე წლებმა განაპირობა მისი ტრაგიკული მსოფლმხედველობითი წინააღმდეგობანი: რევოლუციური სიტუაციის პირობებში დოსტოევსკი გამოდიოდა რევოლუციურ-დემოკრატიული პროგრამის წინააღმდეგ, იგი უარყოფდა "წმინდა ხელოვნების" თეორიას, მაგრამ ილაშქრებდა ესთეტიკური უტილიტარიზმის წინააღმდეგ, ეკამათებოდა დობროლიუბოვს, რომელსაც მისი აზრით, ეს უტილიტარიზმი ახასიათებდა. დოსტოევსკი მძაფრად აკრიტიკებდა ბატონყმური რუსეთის წესწყობილებას, ასახავდა თავადაზნაურთა კლასის გახრწნას, ექსპლუატაციას, ახალი კაპიტალისტური ფორმების ზრდას. იგი ამტკიცებდა, რომ განვირების "განსაკუთრებული" გზა რუსეთს საშუალებას მისცემს აიცდინოს რევოლუციური ამბოხებანი, რამაც ევროპაში კაპიტალიზმის სასტიკი კანონები დაამკვიდრა. რუსეთის საგანგებო როლი საყოველთაო ბედნიერების დამკვიდრებაში, მისი აზრით, უნდა აღსრულებულიყო მხოლოდ ნიადაგს მოწყვეტილი თავადაზნაურობის ხალხთან დაახლოების, მონარქიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობით, ყველა წოდების გაერთიანების გზით. დოსტოევსკის მიხედვით, ეთიკური ნორმების გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ რელიგიის საფუძვლებზე ინდივიდის ზნეობრივი სრულყოფით. ეს შეხედულებანი მის მრავალ ნაწარმოებში აისახა. დოსტოევსკის მთავარი რომანებია "დანაშაული და სასჯელი" (1866), "იდიოტი" (1868), "ეშმაკნი" (1871-1872), "ყმაწვილი" (1875), "ძმები კარამაზოვები" (1879-1880). დოსტოევსკი ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ძმასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალებს "ვრემია" (1861-1863), "ეპოხა" (1864-1865). რედაქტორობდა რეაქციულ გაზეთ-ჟურნალს "გრაჟდანინ" (1873-1874), მეჭდავდა "მწერლის დღიურს", რომელშიც პუბლიცისტურ წერილებთან ერთად აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსაც. დოსტოევსკის შემოქმედების ფსიქოლოგიური, ზნეობრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური პრობლემები ორგანულ ურთიერთკავშირშია და არეკლავს სინამდვილისა და საზოგადოებრივ აზრის წინააღმდეგობას რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში სოციალური ურთიერთობათა ნგრევისა და მწვავე ცვლის პერიოდში. ადამიანის ტანჯვის ასახვა დოსტოევსკის შემოქმედებაში გამსჭვალულია ჭეშმარიტი ჰუმანიზმითა და ანტიბურჟუაზიული პათოსით. ტრაგედია პიროვნებისა, რომლის ადამიქნური ღირსება შებღალულია უსამართლო საზოგადოების მკაცრი კანონებით, სიმბოლურ განზოგადებას აღწევს ცხოვრებისაგან გათელილი მარმელადოვის აღსარებაში ("დანაშაული და სასჯელი"), ანასტასია ფილიპოვნას ყიდვა-გაყიდვის სცენაში ("იდიოტი"), ყმაწვილი დოლგორუკოვის მისწრაფებაში - გახდეს "თანამედროვე როტშილდი" ("ყმაწვილი"). დოსტოევსკიმ შექმნა მაღალმხატვრულ პერსონაჟთა გალერეა, კარიერისტებით დაწყებული და მაღალი "იდეოლოგებით" დამთავრებული. რომანები: 1845 - Бедные люди 1860 - Записки из Мёртвого дома 1861 - Униженные и оскорблённые 1866 - Преступление и наказание 1866 - Игрок 1868 - Идиот 1871 - Бесы 1875 - Подросток 1881 - Братья Карамазовы მოთხრობები: 1848 Слабое сердце 1848 Двойник 1848 Сон смешного человека 1848 Неточка Незванова 1848 Белые ночи 1859 Дядюшкин сон 1859 Село Степанчиково и его обитатели 1860 Чужая жена и муж под кроватью 1862 Зимние заметки о летних впечатлениях 1864 Записки из подполья 1864 Скверный анекдот 1865 Крокодил 1869 Вечный муж 1876 Кроткая
  5. one

    Gorgoroth

    მე დავიწყებ Life eternal LINK აუ დანარჩენების ლინკები არმომცდა ნელია ინტერნეტი... მერე დავყრი დანარჩენებს
  6. one

    Led Zeppelin

    კი :yes2: Jimmy Page David Coverdale - Pride And Joy LINK
  7. one

    Janis Joplin

    ჰო მერე რაცმუაქვს
  8. 2 ფინჯანი 4 იისფერი ლიმნით და 2 კოვზი შაქრით ჩემთვის და პოლისთვის :yes2:
  9. one

    Led Zeppelin

    ჰო dazed and confused და since i have been loving you-ს როცა ვუსმენ მაშინ სერიოზულ კაიფში ვვარდები. გლასთონბერის კონცერტი მინდა. აღარ მაქვს.
  10. one

    Metal Zone

    მიდი ჯერ შენ დაწერე გისმენთ ლინკებსაც თუ მოაყოლებ კაია
  11. one

    LORDI

    სისაიდ ეს თემა დასახურია :yes2:
  12. one

    Led Zeppelin

    მე წინა გვერძე დავწერე ჩემი აზრი ზეპელინზე ხოდა საერთოდ ცალცალკე არუნდა ვილაპარაკოთ რომელიმეზე... 4-ივე იყვნენ ერთი სული და 4-ივემ მოახდინა მუსიკაში - ჰარდ როკში და ბლუზში გადატრიალება... ჯერ მარტო ბონები ჩემთვის პირველი დრამერია... ჯერ მარტო 10 წლის რომ იყო ქვაბებზე უკრავდა და მერე საერთოდ გადატრიალება მოახდინა... ჯერ მარტო Moby Dick-ს უნდა მოუსმინო და უყურო რომ მიხვდე რადონის დრამერია... ჯონ პოლ ჯონსი კიდე ადამიანი ბასი და ორღანი ქიბორდს თავი რო დავანებოთ ორღანზე როგორ უკრავს! No quarter არის თავიდან ბოლომდე შედევრი... პოლ ჯონსის დაკრული და პლანტი რო ყვება ხმით... ნუ როცა ფეიჯზე და პლანტზე ვლაპარაკობ ვეღარ ვჩერდები... since i have been loving you-ს პირველად რომ მოვუსმინე ვერ აღვწერ რამომივიდა პირველ აკორდებს როგორცკი იღებს ფეიჯი მაშინ რავი ააა! და კიდევ dazed and confused ესარის ჩემთვის პირველი სიმღერა... the song remains the same-ში როგორ უკრავს ფეიჯი და პლანტი რო ყვება! whole lotta love აქაც იგივე... ფეიჯის გიტარის ხმა და პლანტის ერთად არის რაღაც ზეგენიალური! კიდეც Archilles Last Stand ფეიჯი თვლიდა რომ ეს სიმღერა ყველაზე კარგი გამოუვიდათ რაც ქონიათ ოდესმე... მეც ასე ვთვლი... Royal Albert Hall ძალიან მაგარი კონცერტი... მოკლედ ბონემი, პლანტი, პოლ ჯონსი და ფეიჯი იყვნენ ერთი სული... და ბონემის სიკვდილის შემდეგ ზეპელინი არ დაბრუნებულა და აღარც დაბრუნდება... ჩემთვისაც... ყველაზე გენიალური ალბომია რაც ქონიათ... გენიალური სიმღერებით... ამ ალბომზე დაჟე კრიტიკოსებმაც ვერ თქვეს ვერაფერი... ჯონ პოლ ჯონსს არაუშავს? ეს მართლა გამიკვირდა... მგონი ზეპელინი თუ გიყვარს უნდა იცოდე რა დონის ბასისტია... და პიანისტი :yes2: :yes2: +1
  13. რო მაჰსენდება ისორიგოგო ცუდადვარ ;)
  14. ჰოო ვინიყო ეგ ჩემზე ეუბნებოდა ვიღაც გოგოს იქ რო იყო მევასებაო და შენ არმევასებიო და იმ გოგომ იეჭვიანა თურაღაც ეგეტი ლოლ რაშუაში ვიყავი ვაფსჰე რა ჰალჰი ჩითამს ჰოდა გეგა რო ხტებოდი გაჰსოვს
  15. მე პერაშკს ვჭამდი და მაგრად მეკიდა
  16. one

    Led Zeppelin

    მოდი ზეპელინზე ვილაპარაკოთ... ვინ დაიწყებს?
  17. მე მივჰვდი ლოლ მაგარი იყო დღეს
  18. one

    HIM

    ეს თემა ამ განყოფილებას და პლანეტას შეურაცყოფას აყენებს :yes2:
×
×
  • შექმენი...