მგონი შენ არ წაგიკითხავს ის რასაც გაუკეთე კომენტარი (ჩემს ზემოთ ნათქვამ აზრზე მაქვს საუბარი) საქმე იმაშია "მოგვეხმარება დავიბრუნოთ აფხაზეთი და კოდორი მშვიდობიანი გზით" მეტ არაფერს ნიშნავს თუ არა რომ ნატო არ აპებს ომის წამოწყება და მგონი არც ჩვენ უნდა გვინდოდეს ომით დაბრუნება ჩვენი დაკარგული ტერიტორიების. ბარემ დავაზუსტებ ნატოს პრინციპებს ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებით: ნატო როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია იცავს ყველა მასში შემავალ ქვეყანას (ნატოს მეხუთე მუხლი შეგიძლია ნახო), - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ მოგეხმარება შენს შიდა კონფლიკში შენვე ომს თუ წამოიწყებ, მაგრამ ვინმე (ტერორისტები, სხვა ქვეყანა) თუ დაგესხმევა თავს (დაარღვევს შენს სუვერენიტეტს) მაშინ "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" ლოზუნგი ამუშავდება. რაც შეეხება "ნატო არაფერ შუაში არიო" - მე არ გეთანხმები და ეს ზემოთაც დავწერე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძირითადი საქმე ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის აღსადგენად, თუმცა სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნატო და მასში გაერთიანებული ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა და აღიარება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, და ასევე დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ჭვენი სხვა ბევრი პრობლემისა, მათ შორის: ეკონომიკური, პეინტენციალური და სხვ.