სამოსელი პირველი ესარის უბრალოდ გენიალური წიგნი! ჩემთვის პირადად პირველი წიგნი იმიტომ რომ ყველა სიტყვა, ყველა აბზაცი გენიალური და თბილია... დიდი კანუდოსელები თითოეული გენიაა! თვითონ კანუდოსი გენიაა! მენდეს მასიელი რომლის სულიც კაატინგაშია... ამ წიგნზე და საერთოდ დოჩანაშვილზე რო ვიწყებ ლაპარაკს რავიტსიი რავთქვა ხოლმე არ ჭირდება ამ წიგნს იმის ძახილი რომ მაგარია რომ წაიკითხავ უკვე ყველაფერი გასაგებია... და ვისაც არ აქვს წაკითხული ბედნიერია... იმიტომ რომ პირველად წაკითხვის ბედნიერება აქვს... "ორჯერ გიბოძეს სამოსელი პირველი, დომენიკო, - თქვა მამამ, დინჯად ჩამოსცქეროდა, - და მესამედაც გიწყალობებ - მე მოგცემ სიტყვას შენ, დომენიკო... რა, ეს რა უთხრეს, გაბრუებული წამოჯდა მგზავრი... - კარგად იცოდე, დომენიკო, სამოსელი პირველი სიტყვაა... შენი ამბავი ცად კი ავიდა, მაგრამ ჩვენთანაც, შენიანებთან, უნდა დატოვო..." "და აი ამ ქვას, დომენიკო არასოდეს მოიშორებ... გულზე კანაფით ჩამოჰკიდა დიდი ამეთვისტო - ცეცხმოუდები, მეუფიანი, ანა-მარიას მოციაგე ქვა... - ეს ლოდზე მძიმე იქნება შვილო... აჟრიალებდა მგზავრს... - ძალიან ბნელა? - იკითხა მამამ... - ძალიან დიახ... - მაგრამ მე მხედავ? - ძალიან გხედავ... - ხოდა დამიმახსოვრე" ორჯერ გიბოძეს სამოსელი პირველი დომენიკო და მესამედაც გიწყალობებ მე მოგცემ სიტყვას შენ დომენიკო კარაგდ იცოდე დომენიკო სამოსელი პირველი სიტყვაა "სამოსელი პირველი" არის წიგნი რომელიც ყველა ქართველს უნდა ქონდეს წაკითხული... "მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს", - გურამ დოჩანაშვილი!