Jump to content
Planeta.Ge

მალინა

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    4.625
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი მალინა

  1. ამასაც ტაკ შტო მიყვარს ეს ბავშვი :love2:
  2. მაგარი გაუნათლებელი (აკაკიზე რომ იტყვის "ახვარი კაციაო")
  3. აუ საბაზე მაგრად ვბალეშიკობდი ამას და ირაკლი სამსონიძეს (ჩემი მასწავლებლის შვილია) მაგარი კაცია!
  4. ბავშობაში ჩემი საყვარელი მწერალი იყო რეზო
  5. პანთეონში მინდა წასვლა ძაან და ილიას საფლავის ნახვა...
  6. :cry: დაფიქრდით... ადვილიაააა ეშმაკი
  7. http://i031.radikal.ru/0805/68/8f33fabaf84e.jpg ბიოგრაფია რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943-45-ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო "სამგორის" არხის მშენებლობაზე. 1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში". 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი. პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" - 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მისი მოთხრობების ძირითადი კრებულები: "მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან" (1958) "წვეთები ფოთლებზე" (1962) "ცოსფერი გორგალი" (1968) "საღამო ხანის ჩანაწერები" (1971) "ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა" (1974) "ჩიტების გამომზამთრებელი" (1978) მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც: "ბედნიერი მთა" (1960) "ბიბო" (1964) "სად ცხოვრობს მეზღაპრე" (1970) "მგლის ლეკვები" (1973) "შორი თეთრი მწვერვალი" (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები: "არდადეგები" "დაბრუნებული ღიმილი" "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" "ფერმა მთაში" "ზაფხული სოფლად" ("პასტორალი", თანაავტორი ოთარ იოსელიანი) "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე) "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია) რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  8. ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (7 თებერვალი - 19 თებერვალი, 1884, სოფ. ობუჯეთი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი - 19 დეკემბერი, 1963, თბილისი), ქართველი მწერალი. ბიოგრაფია ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904-1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. შემოქმედება 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები - სკეფსისი ("შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია ("Escalade"), დუმილის თეორია ("სტეფანე", "ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა ("ცოდვის შვილები") და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა ("თავადის ქალი მაია", 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია ("ალმასგირ კიბულანი", 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი ("ჰაკი აძბს", 1933). ქიაჩელის პირველი რომანი "ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი - სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და "ერთობის" მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას ("ალმასგირ კიბულანი", "მამა და შვილი", "მთის კაცი"). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის ეპილოგი. ქიაჩელის მომდევნო რომანი "სისხლი" (1926-1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ ნაციონალიზმში ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა "გვადი ბიგვამ" (1936-1937, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული. საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა - სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის. ქიაჩელის უკანასკნელი რომანი "მთის კაცი" (1948) სამამულო ომს ეძღვნება. ქიაჩელის პროზა სადაა, მკვიდრად შეკრული. მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივირების დიდი ოსტატია. ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით. დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანტეონში.
  9. აკა მორჩილაძე http://i015.radikal.ru/0805/34/4c581bfa8517.jpg ბიოგრაფია 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის. თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს. მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "გაქრები მადათოვზე" (1998), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული). 2003 და 2005 წლებში მიღებული აქვს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო "საბა".
  10. ვაიმე დედა ნუ გამაწითლეთ რა გენიოსი ჩემზე უნიჭო ქვეყანაზე არ დაიარება
  11. აუ დიდუბეში ვერ ვიპოვე მისი საფლავი და მაგრად დამწყდა გული
  12. მეც! "გაყინულა და იმ ყინულებში სულ მაროდ მარტო დაყუდებულა"
  13. ყაზბეგი, ალექსანდრე (1848 - 1893) http://i038.radikal.ru/0805/1e/0e7302a86abc.jpg ბიოგრაფია ლექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონში. 1863-იდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", 1883). 1879-იდან თბილისში ცხოვრობდა. შემოქმედება თბილისში დაბრუნებული ალ. ყაზბეგი თეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი გახლდათ (ორიგინალური პიესები - "ერთი უბედურთაგანი", 1879, დაიდგა 1880, "არსენა", დაიდგა 1882, "წამება ქეთევან დედოფლისა", დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889, გადმოკეთებული - "დილა ქორწილის შემდეგ", 1882, "ცხოვრების თანამგზავრი", 1879, დაიდგა 1883 და სხვ). პირველი მოთხრობა "ციცკა" 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ი. ჭავჭავაძის "ივერიაში". 1881 "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი" (ორივე 1882), "ციკო" (1883), "განკიცხული", "ხევისბერი გოჩა" (ორივე 1884), "მოძღვარი" (1885) და სხვა. 1886-1887 მძიმედ დაავადდა, 1890-იდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა. ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი "სამოციანელების" ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ, მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი, სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა "ელგუჯასა" და "მამის მკვლელში", "მოძღვარსა" და "ხევისბერ გოჩაში". მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია). ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ - გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა "ელისო", რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა. ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია - მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ "ელგუჯას" პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო ("ელგუჯა", "მამის მკვლელი", "ხევისბერი გოჩა"). ყაზბეგის თვალთახედვა არ შეჩერებულა მხოლოდ ხევის ცხოვრებაზე. ბურჟუაზიული წყობის და მორალის მომძლავრება განსაკუთრებით ჩანს ქალაქური ცხოვრების ფონზე, როცა ადამიანთა ურთიერთობას წარმართავს ეგოისტური ზრახვა ("განკიცხული"). ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება - უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც ("ხევისბერი გოჩა", "წამება ქეთევან დედოფლისა"). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები ("ცხოვრების ჩარხი", "შიოლა ღუდუშაური"), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა. LINK
  14. :love2: :love2: :love2: :love2: :love2: :love2: რა ვქნა ამ კაცით აღფროვანებული ვარ! თუმცა რომანები უფრო კარგი (საუკეთესო) გამოუვიდა ვიდრე მოთხრობები და ლექსები! მოთხრობი სულ ერთ სტილში აქვს დაწერილი, აი "მგზავრის წერილების" პონტში, თვითონაც რომ არის იმ მოთხრობაში არა, რაც მართალი მართალია მაგარი მოთხრობები აქვს! "ტაბუ" და "შეხვედრა მკვდართან" არა კიდე "ზარები გრიგალში" მომეწონა ძალიან! არა მარტო ესენი არა ააააუ ბევრია მაგარი!
  15. ძააან მომწონს "კაცია-ადამიანის" დასაწყისი (განსაკუთრებით) აღწერები აქვს რაღაც საოცრად კარგი
  16. მალინა

    Nirvana

    საუკეთესო გრანჯ ჯგუფი რაც ოდესმე ყოფილა მსოფლიოში!
  17. არ მომწონს ეს ჯგუფი :( 1 კინკილა სიმღერა მომწონდა ეხლა ისიც აღარ მომწონს
  18. ამ სიმღერას ბოლომდე უნდა აუწიო და მაგარი მოუსმინო უუუუუუუუუმაგრესი ვეში ჩემი საყვარელი ვეში ეხლაც მაგას ვუსმენ ყურების გასკდომამდე - Comfortably Numb ააააააეეეეეეეეეეე
  19. იმიტომ, რომ თუ ეგ არ იცი ვერ გამოიცნობ და ისეთი კითხვა უნდა იყოს რომ ლოგიკით მიხვდე
  20. ეგეტი კითხები არ უნდა იყოს
×
×
  • შექმენი...