Jump to content
Planeta.Ge

მალინა

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    4.625
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი მალინა

  1. აუ კაი იყო რა!
  2. http://i004.radikal.ru/0806/b6/2d73513d7479.jpg D.emo.N, შუშანა, Xogais Mindi
  3. აააააააააააააეეეეეეეეეეეე ბანძებო რო წახვედით მე იამ და გიომ მაგარი დრო ვატარეთ აუუ კაი იყო ეხლა დავყრი სურათებს იიიაააა რა ტკბილი ტუჩები გაქვს საყვარელოოოო
  4. ) რაღაც არამგონია "დავით აღმაშენებელი" წაკითხული გქონდეს და მით უმეტეს მოთხრობები... "დიდოსტატანის მარჯვენა" გინება-გინებით წაიკიტხე და ტეტრალოგიას გაუძლებდი? )
  5. ხვალ მოდითართ ბავშვებოო?
  6. მოკლედ რა მეზარება დაწერა ხვალ 4-ზე დიდუდის პანთეონთან, ბევრი ისეთი მოდის ვინც არ გვინახავს და ამიტომ ჩემს ნომერს დავდებ რომ გზააბნეულებმა დარეკონ ) 899446622
  7. არ არის ეს თემა? მგონი ყველასთვის ცნობილია ეს მწერალი საწყალი ძალიან მეწყინა რომ დაიღუპა ( პ.ს. დაასაფლავეს მთაწმინდის პანთეონში ანა პავლეს ასული კალანდაძე (15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი - 11 მარტი, 2008, თბილისი) 1946 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები. პირველი კრებული "ლექსები" 1953 წელს გამოსცა.
  8. მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი, (2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი - 1ივლისი, 1944, დაკრძალულია ბელარუსში ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფ. სანიკის საძმო სასაფლაოზე), ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ). ბიოგრაფია 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ-გერმანიის ომის მიწურულს. დაკრძალულია ბელარუსიში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე. მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები". ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. მირზა გელოვანმა სულ სამიოდ წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა... "წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან აელვებული იდგა თბილისი". გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975). მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი. ამ კაცს ნამდვილად ეკუთვნის თემა! ძალიან მიყვარს ეს პოეტი...
  9. +1 მაგარია ფარსმანის სიტყვები!
  10. ჩვენი ტატო მეტად ნიჭიერი კაცი იყო
  11. http://i028.radikal.ru/0806/43/220a06778d03.jpg ბიოგრაფია დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას. ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა "მკაცრი ბედისა" და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა. 1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს. შემოქმედება ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.
  12. რა თქმა უნდა კოწია: "ქარი სცემდა სახეში, მიდიოდა, მიიმღეროდა, უკითხავად მოსული ცრემლი ღაწვისთავზე ჩამოდიოდა, კარგად არ იცოდა მთვრალმა, ვინ მოჰგვარა ეს ცრემლი? ქარმა თუ ქალმა? შეგონება: ასეთი უგულო ვინმეა ეროსი, იგი მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა და უსაზმნო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს, რომელნიც მტკიცე ხელით აქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადაგე ოსტატებს დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ წარგზავნის, რათა საყვარლისათვის აკრეფინოს წარმავალი ყაყაჩოები ველისა".
  13. გუშინ კოწიას ნოველა "დათვი" და დღეს ისევ კოწიას რომენი "გოეტეს ცხოვრების რომანი" თუმცა ცოტაღა დამრჩა
  14. არ წამიკიტხავს არადა დიდი ხანია ვეძებ მაგ წიგნის... ეხლა სხვა რაღაცეებს ვკიტხულობ და რომ დავამტავრებ აუცილებრად შევყოფ ცხვირს ბუკინისტებში
  15. დელფინა ვნახე მაკდონალდში გავტყვრით
  16. მომწონს ეს ნოველა ძალიან მკვდართან შეხვედრა საღამო ჟამს ქალაქიდან გავედი. ამოვისუნთქო. შევისვენო. გადავჩრდილო ამ საშინელ სიცხეებში. გარე უბნის პარკებს გავსცილდი. იწყება მუხნარი, მაღლობი. ვატყობ ფერდობზე მივდივარ, მაგრამ ფეხს ვუჩქარი. მივდივარ ნახევრად ბნელში სულ წინ. სულ ზევით. არც ანგარიშს ვაძლევ ჩემ თავს, საითკენ, სად? საკვირველია სწორედ, როცა არავინ გვიჩქარის, როცა არავითარი საქმე არა გვაქვს, არც არავითარი განსაკუთრებული მიზანი, მაშინ მაინც სად მივიჩქარით? სად მოგვესწრაფის სული? როცა ჩვენ გვგონია ვისვენებთ. როცა ჩვენ გვგონია თავისუფლად ვსუნთქავთ და ბოლთას ვცემთ. მაშინაც ვიღაც კოფოზე გვაზის და სადღაც მიგვაჩქარებს. დაბნელდა თითქმის: გაშავდნენ ხის სილუეტები, გაირუჯა ტოტების მწვანე. მივდივარ გორაკის ფერდობზე, რომლის გადაღმა ცეცხლივით მოლაპლაპე ცისკიდური მოსჩანს. ქარხნის საყვირების ტყეების გადაღმა მეტი სინათლეა. იქ კუნძზე ჩამოვჯდები და დავისვენებ. ვფიქრობ... ტყეში სიჩუმეა. მხოლოდ ორიოდე ღობემძვრალა უძახის ერთიმეორეს. ჩამი-ჩუმი არ ისმის. აქა-იქ თეთრად ელავს ქალის ტანისამოსი, მერე მოისმის ფეხის ხმა. გამხმარი შტოების მტვრევა და ტკრციალი. თეთრ სილუეტს ვიღაც თალხიანი მისდევს. ორივენი ისევ იკარგებიან ტყის სიღრმეში. ისევ მყუდროება და ორი ღობემძვრალა უძახის ბნელში ერთიმეორეს. კიდევ გაიელვა რაღაცამ, კიდევ ერთი თეთრი და ერთიც თალხი სილუეტი, ეს ქალაქიდან ტყეში შემოხიზნული შეყვარებული წყვილებია. ზღაპრულ ადამსა და ევასავით ჩრდილში რომ იფარავენ თავს სირცხვილისაგან... შრიალი, შუშუნი, ტკრციალი, უჰუ, უჰუ, უჰუ, უძახიან, ეძებენ ერთიმეორეს... გუგულია თუ ადამიანი? (ადამიანი ადამიანს ეძებს ტყეში). მე კი არავის ვეძებ, არავინ მეძებს. წიპ-წიპ, წიპ-წიპ... იძახის ბნელში ღობემძვრალა. მე მარტო ვარ ჩემ ფიქრებში, მე მარტო ვარ ჩემს ბნელ გზაზე. ვუახლოვდები კორტოხს. ხის ქვეშ რაღაც შავი მოსჩანს. პატარა ხის ძირას. ვუჩქარი ნაბიჯს, ვიღაც სდგას ხის ქვეშ, ვიღაც სდგას ხის ქვეშ და არ ინძრევა. პირი ჩემსკენ უნდა ჰქონდეს შექცეული, კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, ასე მგონია ეს კაცი გორაკის კორტოხზე მდგომარე, დგას იქ ბნელში და მე მიცდის. რად მიცდის ეს კაცი, რა უნდა, ვინაა? გებ ნაცნობი ვგონივარ, უნდა მომიცადოს და თავისი გულის ჭირი გამანდოს ღამე. ბნელს ტყეში. ეგებ მავნე და მტერია, ტყეში რომ მიდარაჯებს. სულ რამოდენიმე ნაბიჯი დამრჩა, ახლა კი ვხედავ, რომ კაცია.კაცი სდგას თავჩაქინდრული. ისეთი გრძნობა მაქვს: ის კაცი ფეხის ცერებზე სდგას და ძირს, თავის ფეხთან რაღაცას აკვირდება... ორივე ხელი ჩამოშვებულია. კაცი სდგას ბნელში თავჩაქინდრული და თავის ფეხებს უყურებს. ან რაღაც დაჰკარგვია, რაღაც დაჰკარგვია... კაცი სდგას ბნელაში და ბალახებში ეძებს რაღაცას. მივედი სულ ახლოს. წინ შევეჩეხე... ის არ ინძრევა, ახლა ცხადად ვხედავ, რომ ეს კაცი თოკით ჰკიდია ხის ტოტზე, მისი ფეხები ძლივს ეკარება ძირს, დაფენილ მაღალ ბალახის ქოჩორს... თავი თავთან მივუტანე, ერთი ნაბიჯიც უკან... ხელი მოვავლე სახელოზე, რაღაც უცნაურმა შიშმა ამიტანა. ხელი ვუშვი მის უსახსროდ დაკიდებულ ხელს, ხელი გაჰქანდა და გამოჰქანდა, როგორც საათის პენდელი. დავაცქერდი და ავხედე მის მზეგადასულ სახეს. თვალები ოდნავ ღია დარჩენია. სიკვდილი ტრიუმფით შესულა თვალების ჭიშკარში და სინათლე გაუნადგურებია. სიკვდილის უშველებელი ფრთა აწევს ამ კაცს სახეზე... ბავშვობისას მინახავს ჩვენი სოფლის სასალახოს მოედანზე ცხოველის სისხლის ნაწვეთს რომ დაბღაოდა გზადგავლილი პირუტყვი. მეც ამ პირუტყვსავით მინდა ვიყვირო, ვიყვირო, და მთელს ქვეყანას შევატყობინო, რომ აქ ტყეში, ბნელში კაცი ჰკიდია ხეზე და არავინ იცის ეს. ეგებ ამ კაცს მოხუცი დედა ჰყავს, სახლში. ზის მოხუცი, თავის ხელსაქნარს აკეთებს და არც კი იცის, რომ მისი შვილი აგერ ჩემს თვალწინ ჰკიდია ხეზე... ეგებ, ეგებ... რათ ჰქენი, ეს, შე უბედურო, რათ ჰქენი, რათ ჰქენი, შე საცოდავო?! ბნელდება. ხომ უნდა წავიდე აქედან. ხომ უნდა გამოვიდე ამ საშინელ სიზმარიდან! კაცი ტყეში ჰკიდია და მე ვდგავარ და ვუყურებ. ტყეში სულ დაბნელდა, ყველანი ქალაქში წასულან და ჩემში შიში მატულობს, როცა გავიფიქრებ: ყველანი წასულან აქედან და მე და ეს კაცი, მე და მკვდარი მარტო ვართ ტყეში... ვაცქერდები მის სახეს, ბნელ ფონზე ვკითხულობ: ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო! ამ ქვეყანაზე არაფრის მეშინია, მეშინია მხოლოდ მკვდრისა, მიტომაც მუდამ მძაგდა სასაფლაო ღამით. და ეს ტყეც ჩემთვის სასაფლაოა, სასაფლაოა, სადაც ერთი უპატრონო მკვდარი ჰკიდია ხეზე. გავიქეცი, გავიქეცი მე მშიშარა. ისე როგორც ბავშვობისას ეკლესიიდან გავქცეულვარ ხოლმე. უკვე ქალაქში ვარ, უკვე სინათლეში ვარ. ჩემი ოთახის კედლებს შევაფარე თავი. ვიდრემდის თავს შემოვრგავდი კარებში, ასე მეგონა მომსდევდა ვიღაც და მეძახდა: "ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!" საათმა 12-ჯერ დაჰკრა... ქუჩიდან ავტოს ღმუილი ისმის. ვტრიალებ, ვტრიალებ ლოგინში. თვალს ვხუჭავ. ხან გვერდს ვიცვლი, ხან ბალიშს, - მახლობელ კათოლიკურ ეკლესიაში რეკავენ. ვიხრჩობი სირცხვილისაგან. თვალს ვახელ და სინათლისაგან დაცლილი ორი თვალი შემომცქერის საყვედურით... სასთუმალი, საბანი, საგები ყველაფერი ცხელია... ჩამოვდივარ ლოგინიდან და ცივ იატაკზე გართხმული ვისვენებ... როგორ მიამა იატაკის სიგრილე! ასე უნდოდა ამ კაცსაც. ძირს ჩამომეღო და მომესვენებინა. ფუი, შენს კაცობას. შე მშიშარა, შე მშიშარა! ვწევარ პირაღმა იატაკზე და ვფიქრობ: ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამომვლელს, ვეღრიჯებით: "ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!" ბერლინი, 1919 წელი...
  17. ისევ ყაზბეგი )) მოკლედ ყველა მწერალი ინდივიდუალურია და შედარებას მაინც მოვერიდოთ ხოლმე თორე ზოგი ზოგის გვერძენ 0 კი არა მინუსია
  18. ) შოკოს რომ საყვარლად ეცინებოდა ) 1-ელ რიგში კოწიას შემოქმედება! ხოლო შემდეგ დრაიზერის "ჯენი გერჰარტი" დაახლოვებით მე-6 კლასში ვიყავი ეგ რომ წავიკითხე და მაგარი ვიტირე უმაგრესი წიგნი! შიო გვეტაძე "მონანიება" მაშინაც მე-6 კლასელი ღლაპი ვიყავი და კარგად დამამხსოვრდა, ძალიან საინტერესო წიგნია წასაკითხრად და მგონი 2 დღეში წავიკიტხე. სამწუხაროდ ეხლა ზოგი დეტალები და ის მახსოვს რომ ძალიან მომეწონა წიგნი! აუცილებლად წავიკითხავ მეორედ. რავიცი კიდე გამახსენდება ალბათ
  19. მისმინე ლანა, ყველაფერში ყაზბეგის ხსენება არაა საჭირო. ყველა მწერალი ინდივიდუალურია! და ახლა რაც შეეხება "გლეხურ ენას" კონსტანტინე არის ის ერთადერთი მწერალი რომელსაც გააჩნდა იმის ნიჭი, რომ არქაიზმები და თანამედროვე სიტყვების ისეთი სინთეზი გაეკეთებინა რომ მისი ნაწარმოები მართლაც რომ შედევრად მიგაჩნდეს. და შენს ბოლო ფრაზაზე მართლაც გამეცინა () მარტივი ენით რომ დაეწერა დღეს კონსტანტინე გამსახურდია იქნებოდა ისეთივე ჩვეულებრივი მწერრალი როგორც თუმდაც შიო გვეტაძე ან გურამ ფანჯიკიძე. საერთოდ კოწიას "დიდოსტატის მარჯვენის" მიხედვით არ უნდა იმსჯელო როცა წაიკითხავ მის რომანებს (პირველ რიგში "დავით აღმაშენებელს"), მის მოთხრობებს ლექსებს და რაც მთავარია ბიოგრაფიას! მერე განსაჯე იგი! მოკლედ იკითხე და მერე შემედავე კონსტანტიეს ნაწარმოებების ნებისმიერ საკითხში!შენ თუ ვერ იგებ კოწიას ეგ არ ნიშნავს იმას რომ მეც ვერ ვიგებ! დღეს მთელი დღე "გოეტეს ცხოვრების რომანს" ვკითხულობ ნახევარი რომანი ისე წავიკითხე თავი არ ამიწევია ისეთი სასწაული ენით ეწერა რომ სანამ თვალები არ დამეწვა იქანდე ვიკითხე. დღეს კიდევ დავრწმუნდი რომ კონსტანტიე გამსახურდია გენიოსი იყო!!!
  20. ისა და აბა ვინ მოდის??? მე სიას დავწერ ცოტა ხანში
  21. ) შესატანად არ მინდა მე ეგრე პოეზიის გარდა არაფერი არ მინდა ხო იცი :D
  22. ლილი ბებოს ყაზბეგს ვაფასებ მაგრამ კონსტანტინებ მაღლა მაინც ვერ დავაყენებ
×
×
  • შექმენი...