ხალხში უკმაყოფილება მართლაც იყო დაგროვებული, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიჯერებ, რომ მოთმინება მხოლოდ და მხოლოდ ხალსის მიერ არჩეულ პრეზიდენტებზე არ გვყოფნის შევარდნაძის დროს უფრო ცუდად იყო საქმე, მაგრამ ხომ ვიყავით ჩუმად, ახლა რაღაცეები მაინც ხდება სასიკეთოდ და ეს უნდა დავინახოთ, ჩვენც უნდა მოვინდომოთ ნიაზ დიასამიძემ მართალი თქვა მაშინ, ხელისუფლებები წავლენ და მოვლენ და თუ საკუთარ თავში არ შევცვალეთ რაღაცეები არაფერი გამოვაო და მართალია უმარტივესი მაგალითი: დააყენეს ყოველ ნაბიჯზე ნაგვის ურნები, დღედაღამე მუშაობენ მეეზოვეები, გააქვთ ნაგავი და ვერ აუდიან... ეს სააკაშვილის ბრალია? გუშინ ჩემმა მეზობელმა გამოყო ფანჯრიდან აქანდაზი და ნაგავი ეზოში გადმოყარა... მერე დადგა ეზოში და ლაპარაკი დაიწყო: "რას გვიშვრება ეს მთავრობაო?!" ერთი სიტყვით, სანამ მუქთახორულ და მზამზარეულ ლუკმებს არ გადავეჩვევით, სულ ასე ვიქნებით ქუჩაში და მიტინგებზე