Jump to content
Planeta.Ge

JIHAD

პლანეტელი
  • პოსტები

    143
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი JIHAD

  1. უბედური შემთხვევა თვითმფრინავზე უბედური შემთხვევა მოხდა თვითმფრინავზე, რომელიც ბრიუსელიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა. ბოინგის პილოტი მოულოდნელად ჰაერში გარდაიცვალა. შემთხვევას ფრენაზე გავლენა არ მოუხდენია. ლაინერმა დანარჩენი ორი პილოტის მეშვეობით ნიუ-ჯერსის შტატში საგანგებო დაშვება განახორციელა. ოფიციალური ინფორმაციით, 60 წლის პილოტი კომპანია "კონტინენტალ ეარლაინში" 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, პილოტი ინფარქტით გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ მგზავრებმა მხოლოდ თვითმფრინავის დაშვების შემდეგ გაიგეს.
  2. ჟოზე მანუელ ბაროზო ევროკომისიის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს ევროკავშირის ზაფხულის სამიტზე ჟოზე მანუელ ბაროზო ევროკომისიის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს. ბაროზო ამ პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მას მხარი ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა ერთსულოვნად დაუჭირა. მომდევნო ეტაპზე ბაროზოს კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ, კენჭისყრა ევროპარლამენტში ივლისში გაიმართება.
  3. თბილისში მეწყერი ჩამოწვა ლომთათიძის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა 3 სახლის უკანა კედლები და სახურავი მიწით დაფარა, ჩამოშლილია მიწის ნაწილი. დაზარალებულებთან ნაძალადევის გამგებელი მივიდა და დახმარებას დაჰპირდა.ადგილზე სამაშველო სამსახურიც იმყოფებოდა და დაზარალებულებს დახმარება გაუწია. ლომთათიძის ქუჩაზე ამ დროისათვის სიმშვიდეა, მაგარამ მეწყერის გამეორებას ყოველ წუთს ელიან. წვიმის შედეგად ნაძალადევში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ჯიხაიშის ქუჩაზე წყლის ნაკადმა სახლს საძირკველი გამოაცალა.
  4. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში მუშაობა დაიწყო ახალმა ვებ-გვერდმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში მუშაობა დაიწყო ახალმა ვებ-გვერდმა www.mcla.gov.ge. საიტზე განთავსებულია სრული ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არსებული ყველა მიმართულების შესახებ. ვებ-გვერდზე ასევე შესაძლებელია მიიღოთ ინფორმაცია სამინისტროს სტრატეგიის შესახებ.
  5. "კავკასია 2009" დაიწყო სამხედრო წვრთნების "კავკასია 2009-ის" პირველი ეტაპი დაიწყო. რუსული ფედერალური ჯარები შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან. წვრთნაში მონაწილეობას 8500 სამხედრო, 200 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა, 250 საარტილერიო დანადგარი და საჰაერო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთის ფედერაცია ამ წვრთნებისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებული ბაზების გამოყენებასაც აპირებს. წვრთნის სცენარებს ძირითადად თავდასხმითი ხასიათი აქვს და მოწინააღმდეგის სწრაფ განადგურებაზეა ორიენტირებული.
  6. საკონსტიტუციო კომისიაში წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადა ხვალ იწურება საკონსტიტუციო კომისიაში წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადა ხვალ იწურება. კანდიდატურები, რამდენიმე პარტიასთან ერთად, მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, სანაკოევის დროებითმა ადმინისტრაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე წარადგინეს. დღესვე კანდიდატურას უზენაესი სასამართლოც წარადგენს. ასევე, დღეს გადაწყდება საკონსტიტუციო კომისიის შენობის საკითხიც, რომელიც ხელისუფლებამ კომისიას უნდა გამოუყოს. საკონსტიტუციო კომისია სამუშაო შეხვედრას 27 ივნისს გამართავს. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის ფორმირების, ხელმძღვანელისა და მდივნის არჩევის და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავენ.
  7. გრიგოლ ვაშაძე ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდება http://s46.radikal.ru/i112/0906/16/1d59547a51b9.jpg საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება. გრიგოლ ვაშაძისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრა 22 ივნისს გაიმართება. პირისპირ საუბრისას განიხილავენ იმ ქარტიის მიმდინარეობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმდა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების გაუქმების შემდეგ ქართული მხარე შეეცდება გააღრმავოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.
  8. პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. კანონმდებლები პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანენ, რომელიც პატიმრების უფლებების დაცვასა და მათთვის პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ცვლილებები იგეგმება ასევე განათლების შესახებ კანონშიც, რომლის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოიხსნას. სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონზეც იმსჯელებენ. პარლამენტი კანონოპროექტს მეორე მოსმენით მიიღებს. ამნისტია იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებმაც გარკვეული პერიოდიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და სხვადასხვა დოკუმენტაცია გააყალბეს.
  9. თელავში "ეროვნული ფორუმის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა http://s42.radikal.ru/i095/0906/80/661c21523f68.jpg თელავში პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. დამფუძნებელი კონფერენცია თელავის თეატრში გაიმართა, რომელსაც პარტიის თვმჯდომარე კახა შარტავა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები დაესწრნენ. შარტავას განცხადებით, კახეთის მასშტაბით ჩამოყალიბდება როგორც პარტიული სტრუქტურები, ისე სამოქალაქო კომიტეტები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, წინააღმდეგობას გაუწევენ ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებებს. დამფუძნებელ კონფერენციაზე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც აირჩიეს.
  10. "მშვიდობისათვის ქალები" აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდნენ საერთაშორისო ასოციაციის "მშვიდობისათვის ქალები" წარმომადგენლები გუშინ "თავისუფალი აზრის სახლში" აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდნენ. შეკრების მიზანი იმ ბავშვების გაცნობა და მათი აზრის გაგება იყო, რომლებიც დევნილი ოჯახებიდან არიან, აფხაზეთზე კი მხოლოდ მშობლებისგან იციან. შეხვედრას აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები დაესწრნენ. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს წიგნები და ხატები უსახსოვრეს.
  11. ირაკლი წერეთელმა მერაბ კოსტავას სახლის ეზოში აქცია გამართა http://i029.radikal.ru/0906/89/2a10614c599e.jpg "ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის" თავმჯდომარე ირაკლი წერეთელმა გუშინ მერაბ კოსტავას სახლის ეზოში აქცია გამართა. მისი განცხადებით, მიუხედავად სხვა მრავალი მოუგვარებელი პრობლემისა, საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც პირველ ადგილზე დგას. ირაკლი წერეთელმა იქ შეკრებილ საზოგადოებას განცხადება წაუკითხა, სადაც ის საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტს ნდობას უცხადებს და მათ დოკუმენტებში გამოთქმულ სტრატეგიულ მიზნებს იზიარებს. პარტიის ლიდერი მსოფლიო თანამეგობრობას რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდებს.
  12. შალვა გოგინაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ შალვა გოგინაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. აღნიშნული ბრალდება 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გირაოს სახით შუამდგომლობა იყო დაყენებული, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
  13. ინციდენტი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან http://s53.radikal.ru/i142/0906/84/2a880c1db221.jpg ინციდენტი მოხდა წუხელ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის წინ ადგილობრივ სომხური ეროვნების მოსახლეობასა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შორის. იქ მცხოვრებლები ტერიტორიიდან საკნების აღებას მოითხოვდნენ. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ავლაბრის რეზიდენციასთან მივიდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. რადიკალებმა მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულეს. ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
  14. ხანძარი გაუჩნდა ლილოს ბაზრობას ლილოს ბაზრობას გვიან ღამით ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი 20-მდე მაღაზიას მოეკიდა, სადაც ელექტროკაბელები ინახებოდა. ეს მაღაზიები ახალი აშენებულია და უმეტეს მათგანში ჯერ საქონელი არ იყო შეტანილი. დამწვარია 240 კვ. მერტის ფართობი. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობდა და ცეცხლის ლოკალიზება ნახევარ საათში მოხერხდა. ჯერჯერობით უცნობია აალებისგან მიყენებული ზარალის ოდენობა. ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე მეხი ჩამოვარდა და ხანძარი ამან გამოიწვია.
  15. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი პირველ ივლისს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი პირველ ივლისს გაიმართება. მოლაპარაკებები კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს შეეხება და მასში მონაწილეობას საქართველო, რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, ეუთო, გაერო, აფხაზეთი და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონი მიიღებენ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ქართული მხარე აფხაზეთსა და ცხინვალის სეპარატისტულ რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო პოლიციური ძალების განთავსებისა და პროვოკაციების პრევენციის ეფექტური მექანიზმის შექმნის საკითხს დააყენებს. ასევე, ქართული მხარე კატეგორიულად მოითხოვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაქსიმალურად იყოს ადამიანის უფლებები დაცული.
  16. იოჰან ვერბეკე სოხუმში ჩავა http://i053.radikal.ru/0906/aa/4c729d58c3f3.jpg საქართველოში გაეროს მისიის დაბლოკვის შემდეგ გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში იოჰან ვერბეკე სოხუმში ჩავა. სეპარატისტულ რესპუბლიკაში იოჰან ვერბეკე აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას შეხვდება. მხარეები გაეროს მისიის გაუქმების შემდეგ რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. მანამდე სერგეი შამბამ გაეროს გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ აფხაზეთი მზადაა გაეროსთან ითანამშრომლოს, თუ ამისთვის შესაფერისი ფორმარტის მოძებნა შესაძლებელი გახდება.
  17. ანდრეი ნესტერენკო საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის შესახებ საუბრობს http://s53.radikal.ru/i139/0906/e3/ffdc6f706c2f.jpg საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის შესახებ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა. ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ანდრეი ნესტერენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ეუთოს მისიის გაგრძელებას. მისი თქმით, რუსული მხარისთვის სამწუხაროა, რომ ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ნესტერენკოს შეფასებით, საკითხის განხილვა კიდევ შესაძლებელია, თუ ეუთოს წევრი ქვეყნები მისიას ნეიტრალურ სახელწოდებას მისცემენ და ის ახალ პოლიტიკურ რეალობას გაითვალისწინებს. ნესტერენკომ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო მთლიანად არ წავა და მისი ინსტიტუტები გარკვეული სახით რეგიონში მუშაობას გააგრძელებენ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ და რეგიონში ეუთოს სადამკვირვებლო მისია აღდგება.
  18. გაეროს ორგანიზაციები საქართველოში მუშაობას გააგრძელებენ გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის შეწყვეტის მიუხედავად, საქართველოში გაეროს ორგანიზაციები მუშაობას გააგრძელებენ. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადეს. გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციები და მის მიერ განხორციელებადი პროგრამები საქართველოში ფუნქციონირებას განაგრძობენ, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არ არიან გამოგზავნილი. საქართველოს ტოვებს მხოლოდ სადამკვირვებლო მისია 120-კაციანი შემადგენლობით.
  19. ევროკავშირი რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს მისიის დაბლოკვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს მისიის დაბლოკვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაეროს მისია იყო მნიშვნელოვანი იარაღი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მისმა დაბლოკვამ კი რეგიონში არსებული რთული ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს. დოკუმენტის მიხედვით, გაეროს მისიის შეჩერებით საერთაშორისო საზოგადოება დაკარგავს მნიშვნელოვან ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის დამკვირვებლებისა და ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს ხელი შეუწყონ ჟენევის პროცესის გაგრძელებას და მაქსიმალურად აიცილონ თავიდან ნებისმიერი ძალადობა. "ევროკავშირი კვლავ აფიქსირებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილს. განსაკუთრებით "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროექტის მეშვეობით, რომლის მიზანსაც საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა წარმოადგენს. ამასთან კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია მიმართვაში.
  20. რუსეთის ვეტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები აკრიტიკებენ საქართველოში გაეროს მისიის გაგრძელებაზე რუსეთის ვეტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები აკრიტიკებენ. "გაეროს მისიის მუშაობის გარეშე არსებობს დიდი საფრთხე, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აფხაზეთი შავ ხვრელში აღმოჩნდეს", - ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა ლუკ ვანდებრანდემ, მათიას იორშმა და კორინ იონკერმა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში გაეროს მისიის 15-წლიანი მუშაობის გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს. მომხსენებლები მოუწოდებენ მხარეებს და განსაკუთრებით რუსეთს, მოძებნონ რაიმე ალტერნატიული საშუალება, რომელიც აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას უზრუნველყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო მისიის არყოფნის შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დაცვა და მონიტორინგი რეგიონში თითქმის აღარ მოხდება, რაც საბოლოო ჯამში აიძულებს გალის მოსახლეობას ტერიტორია დატოვოს.
  21. სააკაშვილის კახეთში ვიზიტი დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კახეთში ვიზიტი დასრულდა. როგორც "პირველს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დღეს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ნაფარეულში იმყოფებოდა და მეღვინეებს ხვდებოდა, მისი სიღნაღში ჩასვლა კი სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, პრეზიდენტის პრეს-სამსახურში არც რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს იმის შესახებ, რომ სიღნაღში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით აზერბაიჯანის დელეგაცია უნდა ჩასულიყო, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სიღნაღი უნდა დაეთვალიერებინა, მოგვიანებით კი სიღნაღის მუზეუმში პიკასოს ნამუშევრები მოენახულებინა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიღნაღში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია "პირველს" სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს. ცნობისთვის, კახეთში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ნაფარეულში იმყოფებოდა და მეღვინეებს ხვდებოდა. შეხვედრის მთავარი თემა მეღვინეების დახმარება და მათთვის უკეთესი პირობების შექმნა იყო.
  22. საჩივარი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ეკა ბესელია ხვალ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს. როგორც "პირველს" პარტიის პრეს-სამსახურში განუცხადეს, საჩივარი, რომელიც პირადად მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას სახელზე შევა, 15 ივნისს თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეთა დარბევას უკავშირდება.
  23. ის ამას იმსახურებს, ასეთი #### შვილის გაჩენისთვის! :bob:
  24. ყველას მიავიწყდა ოქროი ბიჭი, მარტო მინეტშიცას ახსოვს ალბათ... :DD
×
×
  • შექმენი...