Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. ძუკუ ჩვენ ვგონებ რომ დიდიად განსხვავებული პოზიციები არ გვაქვს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რათქმაუნდა 1 აგვისტოს და უფრო ადრეც ცხადი იყო რომ სიტუაცია შეგნებულად იძაბებოდა რეგიონში და ინფორმირებულმა საზოგადოებამ იცოდა რომ ამ გამწვავების უკან ოფიციალური თბილისი იდგა, თუმცა გაურკვეველი ის არის დღემდე რატომ ხდება ამ თემის მიჩუმათება და რატომ არ იყენებს იგივე ე.წ. ოპოზიცია თუ ის ოპოზიციაა ამ თემას რეჟიმის წინააღმდეგ. არ მითხრათ რომ ტყული საქართველოს ინტერესშია და ამდენად საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობენ პარტიები როცა სააკაშვილის რეჟიმის სიცრუის მანქანას არ უპირისპირდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ქართულ ოსური და ქართულ აფხაზური კონფლიქტის გაღვივებაში ლომის წვლილი რათქმაუნდა რუსეთზე მოდის და ამ საკითხში საკამათოს ვერაფერს ვხედავ, მე მხოლოდ აგვისტოს დღეებზე ვაკეთებ აქცენტირებას როცა საქართველო რუსეთს შორის ომზე ვსაუბრობ..
  2. შემოუერთეთ ამ თემას ჩემი ტოგოელებზე ბედნიერი ერის თემა თავისი სიყვარულითურთ ან ეს თემა შეუერთეთ იმას.. ადმინ თემებს კითხულობ ახალის გახსნამდე? :018:
  3. ძუკუ ძუკუ ბატონო ბოდიში და იმ ნაგიჟარი პოპოვის გარდა ავისტოს ომამდელ პერიოდიდან ვერაფერ იხსენებთ? 6 აგვისტოსთვის რომ ომი გარდაუვლობის კონტურებს იძენდა კი არა და გარდაუვალი იყო ეს თქვენც შენიშნეთ და დაწერეთ ამის შესახებ ფორუმ.გეზე, მეც შევნიშნე და დავწერე ამის შესახებ მაშინ კიდევ მოქმედი ჩემი საინფორმაციო სააგენტოს itn exclusive-ის ვებ გვერძე, კოკოითიც ხვდებოდა, რომელმაც ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა და რათქმაუნდა არც პოპოვი იქნებოდა ყველაზე ცუდათ ინფორმირებული, ინფორმირებულებს შორის, თუმცა ამით რა იცვლება? რუსეთს რომ საქართველოსთან ომი უნდოდა და დღესაც უნდა ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ და რუსეთი რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის მტერია ეს მაშინაც ცხადი იყო და დღესაც ცხადია, მაგრამ რუსეთის არმია რომ მოუმზადებელი შეხვდა ომს ეს ის ფაქტია, რომელსაც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს აგვისტოს მოვლენების ანალიზისას.. ომი სააკაშვილმა დაიწყო და დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებები, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და დაარღვია კი არა და დააკანონა კიდეც საქართველოს ტერიტორიული რღვევა. ამას ვამბობდი აგვისტოს დღეებში და მომდევნო პერიოდში, ამის გამო გადაგვხვდა ის ისტორია რა ისტორიაც გადაგვხვდა და ამას ვამბობ დღესაც, მიუხედავად იმისა რომ მერკანტილური ინტერესიდან გამომდინარე თითქოს სააკაშვილს უნდა ვამართლებდე და მის უდანაშაულობაზე ვსაუბრობდე.. (მით უმეტეს რომ საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ და არანაირი სურვილი არ მაქვს სააკაშვილის ციხეში ავღმოჩნდე..) დასანანია რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის პატრიოტიზმი სიცრუის სამსახურად იქცა და არა მგონია ასეთმა საზოგადოებამ მართლა მოახერხოს რაიმე მეტ ნაკლებად მნიშვნელოვანი წინსვლა, ნებისმიერი თვალსაზრისით.. კიდევ კარგი უბედურის ერთ დღეში მყოფ ტოგოელებს არ აბრალებთ ომის დაწყებას ჩემო კარგებო : ))) რა მსხვერპლი რის მსხვერპლი, საიდან ასეთი დასკვნა? კოკოითმა ის გააკეთა რაც მის პოზიციაში მყოფ ადამიანს ევალებოდა, ასე თუ ისე დაიცვა საკუთარი ხალხი და ტერიტორია რომელსაც სამშობლოდ მიიჩნევს.. რამდენადაც ვიცი ოსები არ მიკარებიან იმ დასახლებულ პუნქტებსა და იმ მოსახლეობას რომელთაც რეალურად ეხებათ მშვიდობიანის სტატუსი და რომელთაც ოსი ხალხის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში არ "გამოუჩენია" თავი.. ახალგორის რაიონი ამის მაგალითი.. მეორე მომენტია რომ ომამდე კოკოითთან შესაძლებელი იყო მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბარი, დღეს არ ვიცი.. ომამდე მოსკოვის გავლენა ცხინვალზე აბსოლიტური არ იყო, დღეს არის, ომამდე ქართველების და ოსების შერიგებას რამდენიმე ნაბიჯი ჭირდებოდა, დღეს ვინ იცის რამდენიმე ათეული წელი..
  4. ისე კი რა ხდება მამენტ? გვძინავს თუ ზაფხულის სიცხით გათანგულები ფილოსოფიურ ფიქრებს ამჯობინებთ პოსტებზე თითების დაღლას? არ ვარგა მაი ჰამბავი ბატონებო, არააა არადა მამენტ ისიც მესმის რომ ფორუმებზე აზრთა გაცვლა გამოცვლა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედებისა და საერთოდ რაიმე ეფექტის თვალსაზრისით სრული სველი ადგილია და გართობის უნიჭო ფორმა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს გაიღიმეთ ამბიციურნო, თითები მოიფშვნიტეთ და პოსტეთ ვიდრე დროა და ვიდრე ბედნიერ ერთა შორის პირველ ასეულში მაინც არ აღმოჩნდება ველიკი გურჯისტანსკი ნაროდ! დიახ :018: ესეც თქვენ ინფორმაცია განსჯისათვის თან აუცილებლად პოლიტიკური მეთოდებით.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა 155 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში საქართველო 115-ე პოზიციას იკავებს. ჩვენთან გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ია ბედნიერი, 56%-ს - პრობლემები აქვს, 35% კი თავს უბედურ ადამიანად მიიჩნევს. საქართველოს ამ მაჩვენებლებით 6,2 ქულა ერგო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალოა: რუსეთი - (73 ადგილი), უკრაინა (74), ბელორუსი (54), სომხეთი (110), აზერბაიჯანი (103), თურქმნეთი (18). რეიტინგის ბოლო პოზიციას ტოგო იკავებს, რომლის მოსახლეობის მხოლოდ 1% მიიჩნევს თავს ბედნიერად. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/23483-saqarthvelo-bednier-ertha-shoris-115-e-adgilzea.html#ixzz0tqE0LZIH ნუ მამენტ ტოგოელებზე ბედნიერი რომ ხარ ადამიანი ეგეც ხომ დიდი ბედნიერებაა, რომ დაფიქრდე? ხოდა გიხაროდენ მაშვინ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
  5. ჩემი აზრით საქართველოს ომი სააკაშვილმა მოუგო, არც რუსეთმა არც ოსეთმა არც აფხაზეთმა და არც უცხოპლანეტელებმა. საქართველო სააკაშვილთან დამარცხდა http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
  6. Siknadmo ეხლა ფეესბეს და გრუს რომ რაღაც ინფორმაცია ექნებოდა მოსალოდნელი ომის შესახებ ამაზე არ ვკამათობ და მეც ვფიქრობ რომ ამ სტრუქტურებს გარკვეული დოზით ინფორმაცია ქონდათ, პლუს ამას რუსეთის არმიასაც ამზადებდნენ საქართვეოსთან საომარი მოქმედებებისთვის, ჩრდილოეთ კავკასიაში გამართული წვრთნები 2008 წელს ამაზე მეტყველებს, მაგრამ რუსებმა არ იცოდნენ ომის დაწყების ზუსტი თარიღი და იმიტომ იყო რომ მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ომისთვის, ანუ ბოლო ბოლო აგერ თავად დაფიქრდი, მარტო ჩრდილოეთ ოსეთში ყავს რუსეთს დისლოცირებული რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი მგონი თავისი სამხედრო ტექნიკითა და მოიერიშე ავიაციით და თუ ეს ჩემისები მზად იყვნენ და მით უმეტეს თავად ამზადებდნენ ამ ომს ვლადიკავკაზიდან როკის გვირაბამდე მისასვლელად 2 დღე რატომ დაჭირდათ? ან ქართულ არტილერიას როგორ მისცეს იმის საშუალება რომ რამდენიმე რუსული ბატალიონი ფაქტიურად ისტორიის კუთვნილებად ექციათ? ბოლო ბოლო იმდენად არაორგანიზებულად მოქმედებდნენ რუსები, რომ მაგათი პირველი ტანკი ცხინვალში თითონ ოსებმა ააფეთქეს, რადგან რუსების დახმარებას აღარ ელოდნენ და ქართველების ეგონათ.. გაიხსენე კოკოითი არ იყო 9 თუ 10 აგვისტოს რუსეთს რომ ადანაშაულებდა ღალატში, არიქა გვიღალატს და პირისპირ დავტოვეს თბილისთანო? მოკლედ ფეესბემ შეიძლება ბევრი რამე იცის და იცოდა, მაგრამ აგვისტოს ომი რომ რუსეთის დაწყებული და მით უმეტეს ორგანიზებულია ამას ვერ დავიჯერებ. არც ეგეთი ცუდი წარმოდგენა მაქვს რუსეთის არმიის გენ-შტაბზე რომ ელემენტალური ოპერაციები ვერ დაგეგმონ და ვერ განახორციელონ.. სამხედრო წარმატებას რომ მაინც მიაღწიეს რუსებმა ეს ფაქტია, მაგრამ ეს წარმატება მეტ წილად იმან განაპირობა რომ ქართული არმია თავდაცვითი ომისთვის და საერთოდ სრულმაშტაბიანი ომისთვის არ ემზადებოდა და ამოცანადაც მხოლოდ რუსეთის ომში ჩათრევასა და შემდეგ "ასპარეზის" დასავლეთისთვის გადაბარებას გეგმავდა.. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა აგვისტოს ომიდან, რადგან შეუძლებელია ადამიანმა დაუშვა ის რომ ქართული არმიის ყველა დანაყოფი ერთდროულად მოიცვა პანიკამ და ყველა ჯარისკაცმა სპონტანურად მოინდომა "ფრონტის ხაზიდან" თავქუდმოგლეჯილი გაქცევა..
  7. Siknadmo როგორ არ შედიოდა ამერიკის ინტერესში? ელემენტალური გადაავლე კრემლის ომამდელ და ომის შემდგომ რიტორიკას თვალი. განსხვავება მართლა თვალში საცემია.. აგვისტოს ომით ვაშინგტონმა საბოლოოდ ჩაიჯიბა რუსეთი, რადგან მოსკოვს ისეთი შეთავაზება გაულეთა რომლისგანაც ის თავს ვერ აირიდებდა, კერძოდ: "ან სრული იზოლირება და ეკონომიკური/პოლიტიკური/სახელმწიფოებრივი კოლაფსი ან დასავლეთის სამყაროში ეტაპობრივი ინტეგრაცია, ვაშინგტონის მეთვალყურეობის ქვეშ - გეოპოლიტიკურ სახითხებში დასავლეთის ინტერესების უპირობო გათვალისწინება" რუსეთის მიერ გაკეთებული არჩევანი ცხადია.. --------- რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ომის ვაშინგტონთან შეუთანხმებლად ან ვაშინგტონის მითითების გარეშე დაწყებას, ამას მე პირადად გამოვრიცხავ რადგან ქართული არმიის მოქმედებები არანაირად არ მიუთიტებს იმაზე რომ მის ამოცანას არა რუსეთის კონფლიქტში ჩათრევა, არამედ სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე კონტრლის დაწესება წარმოადგენდა.. ბოლო ბოლო ცხინვალი სამჯერ გადაკვეთეს მარშით, მაგრამ ერთი თავდაცვითი ზღუდე და თავდაცვითი პოზიცია არ მოუწყიათ, არც ქალაქში და არც ქალაქის გარშემო სიმაღლეებზე, რაც ნამდვილად არ/ვერ მეტყველებს იმაზე რომ ქართული არმია დაკავებული პოზიციების გამაგრებას და შენარჩუნებას გეგმავდა.. ერთი სანგარი არ გაუთხრიათ ტიპებს და ერთი ბლოკ პოსტი არ შეუქმნიათ რაზეა საერთოდ ბაასი.. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ ქვეყნის შიგნით საომარი მომქმედებების წარმოებას არმიას კონსტიტუცია უკრძალავს, 7 აგვისტოსთვის კი არანაირი გარე ძალა საქართველოსთან არ ომობდა..
  8. asesino_141 ასასენო იცი ეგ ამბავი 1-2-3 აგვისტოს სნაიპერებით რომ ცხრილავდნენ ცხინვალს? იცი ეგ ამბავი 2008 წლის ივნისი ივლისი ფაქტიურად დღე არ გავიდოდა ცხინვალის მიმართულებით სროლები რომ არ ყოფილიყო ქართული მხარიდან? იცი ეგ ამბავი რომ სამხედრო დანაყოფების შეყვანა რეგიონში 7 აგვისტომდე რამდენიმე კვირით ადრე რომ დაიწყო? იცი ეგ ამბავი კოკოითმა 4 თუ 5 აგვისტოს მარტო რომ გასცა საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება? ბოლო ბოლო ხალხო კრუგომ ბეგომ დებილები გგონიათ ყველა თუ როგორ არის ქართული საზოგადოების ამბავი? ოსები ვერ ხვდებოდნენ იმას რომ გორის, ქარელის, ახალგორის რაიონებში, რაჭაში, დუშეთის რაიონში არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირება შემთხვევითი მომენტი არ იყო? ან რომ შემთხვევით არ ცხრილავდნენ ფაქტიურად 2 თვე ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს? თუ გგონიათ ბილიკები არ იციან და არ გადადიან გადმოდიან აქეთ იქით ცხინვალის კგბ-შნიკები დასაზვერად? ან გგონიათ რომ ინფორმატორები არ ყავთ? ბოლო ბოლო რამდენი რამე გგონიათ ტო : ))) მიხვდა ის კოკოითი რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა, მით უმეტეს როცა თავადაც გასცა საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება, რასაც ელოდებოდა კიდეც ოფიციალური თბილისი და მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მოაშორა იქაურობას. შენ რას იზავდი იმის ადგილზე? არ გაარიდებდი ქალებს და ბავშვებს ცეცხლის ხაზს, მით უფრო თუ ეს ცეცხლის ხაზი ცხინვალზე გადიოდა? ელემენტალური რამეა ასასენო, ნებისმიერ სამხედრო ექსპერტს კითხე და გეტყვის რომ რუსები მოუმზხადებლები აღმოჩნდნენ ომისთვის და ეს მიუხედავად იმისა რომ სამხედრო თვალსაზრისით გაიმარჯვეს და ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სწავლებებიც ჩაატარეს. უკუდირესად ნელი იყო რუსების რეაქცია და უკიდურესად არაორგანიზებული, მინიმუმ კონფლიქტის პირველ დღეებში და ეს არ გეუბნევა იმას, რომ მთლად რუსების დაგეგმილი ეგ ომი არ იყო? 2 დღე მოუნდნენ როჟები ტანკების გვირაბამდე მოყვანას რაზეა საერთოდ ბაასი.. ვაშინგტონის ამოცანა და სააკაშვილის დავალება რუსეთის კონფლიქტში ჩათრევა რომ არ ყოფილიყო და ჯარისთვის უკან დახევის ბრძანება არ მიეცათ, ანუ არმიას რომ მართლა ეომა და ეომა ბოლომდე იმ 58-ე არმიისგან ბუნდღას არ დატოვებდნენ იმდენად თავგზააბნეულები მოქმედებდნენ, თქვენ კიდევ რუსები შემოვიდნენ და სააკაშვილმა მარტო მერე გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანებაო ტო : ))) რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში გაშვებული კადრები თუ როგორ ისვრიან გრადებს და როგორ იწვის ცხინვალში შენობები, შენობები მარტო მე ვნახე? ბოლო ბოლო არაფერი სააკაშვილის არ გჯერათ, მაგრამ გჯერათ რომ რუსეთმა 3 000 ტანკი და ლამის მთელი არმიის ცოცხალი ძალა და ავიაცია საქართველოში შემოიყვანა ვიდრე ქართული არმია სროლას დაიწყებდა? საინტერესო ლოგიკით მსჯელობთ ბატონებო..
  9. ერთი საინტერესო რაცხა მოხდა ეხლა ბატონებო და ქალბატონებო.. რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში დავრეკე (იგივე საქართველოს საელჩო) და 4 საათის მერმე გადმორეკეთ და აუციებლად დაგელაპარაკებით თორემა ეხლა მიღებების დროა და მოგვიტევეთო, ხოდა თუ არ დამაბოლეს მაშვინ იქნებ ოფიციალურმა თბილისმა იფიქროს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულება და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებაში დაგვეხმაროს.. ვნახოთ ბატონო, ვნახოთ.. თუ საქართველოში დაბრუნებაში დაგვეხმარებიან და თუ სვაბოდაზეც დაგვტოვებენ ერთი თვე სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკისგან თავს შევიკავებ (დასვენება გვჭირდება) მერმე კი revolution will be inevitable ან ერთხელ და სამუდამოდ დავახვევთ გურჯისტანიდან სადმე იქ სადაც არ გველიან და სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მიუნჰაუზენის ისტორიებში არ ეშლებათ : )))
  10. თქვენ ხალხო ომიდან ორი წლის მერეც ვერ მიხვდით რომ არა იმდენად რუსეთი (რუსეთიც რათქმაუნდა) არამედ აშშ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმის ხელით პროვოკაციებს აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის მიმართულებით? რატომ იტყუებთ თავს შეგიძლიათ რაციონალურად/ლოგიკურად ამიხსნათ? ბოლოს და ბოლოს რუსეთის არმიის სრულიად არაადეკვატური და სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად სუსტად ორგანიზებული სამხედრო მოქმედებები მაინც არ გეუბნევათ იმას რომ ზუსტი ინფორმაცია მოსკოვს სააკაშვილის გეგმებზე და ომის დაწყების ზუსტ თარიღზე არ ქონდა? როდემდე გინდათ ამ სიბნელეში ცხოვრება ტო ბოლო ბოლო გაახილეთ თვალები..
  11. ეს საინტერესოა http://georgianrebel.wordpress.com/
  12. рожденный ползать летать не сможет --- დღევანდელ ქართულ საზოგადოებაზეა ნათქვამი..
  13. უნებლიე აღსარებაზე გამახსენდა და პირდაპირ ეთერში რომ გამოვიდეს დიდი ბელადი და საქართველოს მოსახლეობას ყველა ტელეკომპანიის ფრაიმ თაიმში დედა აგინოს ამით შეიცვლება რამე? ცხვარი ხომ იმიტოა ცხვარი რომ ცხვარია და არ შეიძლება ლომი იყოს, როგორიც არ უნდა გაცხარდეს : ))
  14. სააკაშვილმა http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
  15. Siknadmo ე.წ. ელიტა თუ შეიცვალა კარდინალურად ამ სამი პრეზიდენტის მმართველობისას? ადამიანის ცხოვრების ხარისხი და საცხოვრებელი გარემო? საზოგადოება? წრეზე დადის ქართული საზოგადოება და საქართველო. ასე წრეზე სიარულით კი ვერც 40 წლის მერე გავა სამშვიდობოს და ვერც 400. აკი ვერც გავიდა, რადგან წრეზე სიარული საქარტველოს ისტორიული მისწრაფებაა ვგონებ.. DonCaredo იცი დონ ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო უფიქრდები შენს პოზიციებს და შენი რადიკალიზმიც უფრო და უფრო გასაგები ხდება, გასაგები კი არა და მისაღები ალბათ, რადგან ერთხელ დავიბადე და ერთხელ წავალ ვიცი იმ ქვენად და არანაირი სურვილი არ მქვს ეს ცხოვრება ვიღაც ნაგანდონარების კაი ცხოვრებაზე აწყობილი კინოს ყურებაში გავატარო.. მთა მთა ხომ არ გადმოვიდე და მაგ ნაბოზრების დედისდღვნა ხომ არ დავიწყო მამენტ : ))) არადა ეგ მთა მთა გადმოსვლა მაინც არის ჩემ ხელში : )) ნერვებიდან ერთი მოწყვეტაა რა და მერმე ჩემი კაი ტო და სააკაშვილის რეჟიმს ენერგოკრიზისიდან დაწყებული ეკონომიკურ და სოციალურ კოლაფსამდე დასრულებული ყველაფრის ერთად მოგვარება მოუწევს თუ გამოუვა : ))
  16. გილოცავ შარი. ბედნიერებას გისურვებ, წარმატებას და ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრებას
  17. ტაშიი ვიცი ეგ ამბავი, მოსკოვში რომ ვიყავით მაშინ მივმართეთ შვეიცარიის საელჩოს ე.წ. საქართველოს ინტერესების სექციას, მაგრამ საკითხი პოლიტიკურია და ვიდრე თბილისი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს საბუთებს ვერ მოგცემთო ასე იცავს ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.. ეხლა ვლადიკავკაზში ვართ და აქედან გვინდოდა დეპორტაციისთვის მიგვეღწია მაგრამ არ გვადეპორტებენ, დღესაც ვიყავით საემიგრაციოში მაგრამ უშედეგოდ, ჩვენ შეგვიძლია თქვენი დეპორტაციის გადაწყვეტილება მივიღოთ სასამართლოს გზითო მაგრამ თავი ბოლო ჯარიმებს გადაგახდევინებენ, საზგვარზე კი არ გადაგიშვებენო რადგან ფსბ-ს და მესაზგვრეებს რომლებიც ფსბ-ს ექვემდებარებიან ფეხებზე კიდიათ ჩვენი ქაგალდებიც და სასამართლოს გადაწყვეტილებაცო, მაინც არ გადაგიშვებენ საქართველოშიო.. იტოგში მაგარი სამართლებლივ ვაკუუმში ვართ და წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება გაკეთდეს სიტუაციიდან რომ გამოვიდეთ, არადა ასე გაჩერებაც არშეიძლება.. შაქროII საიდან ჩამოხვედი? ერთ კვირაში გაქცევაზე იქნებოდი ალბათ : )) არადა ქე ვიცი მაი ჰამბავი.. ერთი ორ კვირაში შემაშრო ინგლისიდან დაბრუნებულს საქართველომ ღიმილი
  18. შაქროII რაც მოგვცეს იმას 7 თვის წინ გაუვიდა ვადა და რუსეთში თავშესაფარზე რადგან უარი ვთქვით აღარც გაგვიგრძელებია მაი ქაღალდი და აღარც ახალი აგვიღია.. ეგ ყველაფერი ყველაფრად მაგრამ რაცხას მოვიფიქრებთ.. მამენტ ტიპიური გურჯი მედროვე რომ არ ვარ თორე ფაიზაღი ევროპისკენ მოვხევდი ან სადმე ოკეანეგაღმა იმთავითვე, მაგრამ ბავშვობიდან წვენებში რომ იქნები ადამიანი მერმე ასე იცის ხოლმე პარტიზანობა : )))) ყველაფერი კარგად იქნება, მოვიფიქრებთ რამეს..
  19. შაქროII ისე გამოდის შაქრო ბატონო რომ ძალით ვიჭედავთ თავს, რადგან არ მინდა რუსეთში თავშესაფარი მოვითხოვოთ.. ბელორუსიაში ვიზა კი არ ჭირდება მგონი, მაგრამ ეგ ჩვენთვის ვერაფერი ხეირია.. საერთოდ არ გვაქვს საბუთები შაქრო ბატონო, არც ქართული და არც რუსული, საერთოდ არანაირი : )) ჩვენი ქართული საბუთები ცხინვალში ჩამოგვართვეს რუსებმა და არ დაუბრუნებიათ, ასე რომ უსაბუთოდ ვერც ბელორუსში გადავალთ და ვერც საქართველოში გადმოვალთ.. მარტო რომ იყო ადამიანი, კიდევ ჰო მთა მთა გადმოვიდოდა მანდეთ მაგრამ ოჯახით? მცირეწლოვანი ბავშვით? შანსი არაა.. გუშინწინ რომ საემიგრაციოში მივედით უკვე მერამდენედ მოვითხოვეთ საქართველოში გადმოყვანა - იგივე დეპორტაცია მაგრამ ფსბ-შნიკები არ გაგატარებენ საზგვარზეო მითხრეს ხოდა რავი მამენტ.. დღეს კიდევ მივდივართ, ეხლა ერთ ნახევარ საათში გავალთ და ცოტა უფრო მკაცრ ვარიანტში მოვითხოვ საქართველოში დეპორტაციას, კი მაგარი ფეხებზე კიდიათ ყველაფერი მაგრამ ბოლო ბოლო არალეგალებს უკანონოდ ხომ ვერ გაგვაჩერებენ რუსეთის ტერიტორიაზე? როგორღაც ეს სიტუაცია უნდა გაირკვეს.. რომელი სამართლებლივი ქვეყანა რუსეთია ან საქართველო რომ კანონებით, უფლებებითა და ვალდებულებებით ხელმძღვანელობდნენ? შვეიცარიის საელჩოს 7-8 თვის წინ მივმართეთ 7 დეკემბერს 2009 წლის, მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს.. ეხლა ვლადიკავკაზში ვართ მამენტ და აქ ვჩალიჩობ როგორმე მანდეთ გადმოსვლას თუ ვერა და რავი ტო სიმართლე ვთქვა ჯერ არ ვიცი რა გავაკეთო.. თუ არ მოვკვდებით გადავრჩებით რა, ეგ ვარიანტია.. : ))
  20. Siknadmo იქნებ მაგ ტაძარამდე ან გნებავთ ღმერთამდე გზა საკუთარ თავში უნდა ეძიოს და ჰპოვოს ადამიანმა? იქნებ თქვენშია ღმერთი და თქვენ ხართ ტაძარი? მაგარი რელიგიური ყოფილყარ არადა არ ვფიქრობდი : ))
  21. GeoStream ქართული ისწავლე და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა. ამის მერე რომ რჩევების დარიგება დაიწყო უკეთესი იქნება, უფრო აზრიანს იტყვი რამეს.. ჩემი თემები და პოსტები სამუდამოდ დააიგნორო ჯობია..
  22. Marish 19 ხუმრობ? სად ჩვენ და სად დიდი ბელადი : ))) ან ვერა რატომ უნდა მოხსნას კაცო? ჩვენ სააკაშვილზე მეტად ვაფასებთ აქშენის მოყვარულ ქალებს ყველა თანამდებობაზე და ყველა პოზიციაში :018:
×
×
  • შექმენი...