-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
ვუერთდები მილოცვებს ჯამრთელობას და წარმატებებს გისურვებ
-
mtidan არ გამოვრიცხავ რომ უშიშროების ნამოქმედარიც იყოს. როგორც სახლები თვითონ ააფეთქეს, ჩეჩნეთში ომის გასაახლებლად. როგორც ვიცი დაღესტანშია დიდი წინააღმდეგობის მოძრაობა და შეიძლება სამხედრო ნაწილები შეიყვანონ. თუ ასე მოხდა, ჩემი ვარაუდი მართალი იქნება ... დაღესტანი ისედაც სავსეა რუსეთის შინაგანი ჯარებით და ფეესბეს სპეც-რაზმებით, ყოველ მეორე დღეს კონტრ-ტერორისტულ რეჟიმს იღებენ ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, რაღა ძალები უნდა შეიყვანონ ან მანდ ან სხვა რომელიმე მუსულმანურ რესპუბლიკაში? ეხლა ყაბარდაში იძაბება, უფრო სწორედ კარგა ხანია დაძაბულია და ნაბიჯ ნაბიჯ დაღესტანს ემსგავსება ეგ რესპუბლიკაც..
-
lasha_alo ეს იქით და "ქართული კვალი"ს ძიება მაშინებს მე ..... ტყვილა არ გაშინებს, სააკაშვილის სპეც-სამსახურები და მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნილი ბოევიკები განსაკუთრებით აქტიურები არიან ინგუშეთში, დაღესტანსა და ყაბარდაში.. დო პორი დო ვრემენი მოსკოვი ამ თემაზე აქცენტირებას არ აკეთებს არადა ინფორმაციას დიდი ხანია ფლობს. ხმას რომ ამოიღებენ საქარტველო-რუსეთს შორის ომი ჰორიზონტზე იქნება, ალბათ.. ---- პ.ს. მე პირადად არ გამოვრიცხავ ამ ტერაქტის ორგანიზატორებსაც საქართველოში გაევლოთ მომზადება.. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისგან საერთოდ არაფერს არ გამოვრიცხავ..
-
ახალ თემას ხომ არ გავხსნი და ბლოგზე დავდე აგერ რაცხა და გადახედეთ ნა დასუგე.. ერთი ორი მომენტი შესაძლოა საინტერესოდ გენიშNოთ.. “ყველაფერი რუსეთის ბრალია” — საქართველოს დასასრულის დასაწყისი (2011-2012) “ყველაფერი რუსეთის ბრალია” ეს ფრაზა არაკომპეტენტური/კორუმპირებული პოლიტიკოსების “იოლი ხელით” საქართველოს უახლესი ისტორიის ერთვარი სინონიმი გახდა. პარადოქსია, მაგრამ საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებით განვითარებული ნეგატიური პროცესების ძირითად მიზეზად, როგორც წესი რუსეთი სახელდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი საქართველოს უახლეს ისტორიაზე ოფიციალური თბილისი იყო, არის და რათქმაუნდა იქნება ვიდრე საქართველოს სახემწიფოებრიობის არსებობამდე ( იმის გარკვევას თუ როდემდე იარსებებს საქართველო როგორც სახელმწიფო ამ წერილში შევეცდები). ბევრისთვის ეს მარტივი ჭეშმარიტება მიუწვდომელი სირთულის ამოცანა აღოჩნდა, კიდევ უფრო ბევრმა დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი “საბჭოთა კავშირი” არ არის. არადა ვერც ეკონომიკური და ვერც პოლიტიკური რესურსით თანამედროვე რუსეთი “საბჭოთა კავშირთან” სიახლოვესაც ვერ მივა და უფრო მეტიც, დღეს მოსკოვი (და ამას ფაქტები მოწმობს) დასავლეთის/აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ხშირ შემთხვევაში ვაშინგტონიდან მიღებული რეკომენდაციებითა და პირდაპირი მითითებებით მოქმედებს.დასავლეთს/აშშ-ს უნდა უმადლოდეს რუსეთი ეკონომიკურად გაძლიერებასა და თუნდაც დროებით, მაგრამ ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნებასაც. ეს ყოველივე ფაქტია და პოლიტიკაზე საუბრისას სასურვეია ის “დიდი გეოპოლიტიკური სურათი” დავინახოთ, რომელიც “დასავლეთის ქვეყნების” საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელია, იქნებ ამის მერე მაინც გავაკეთოთ ადევატური დასკვნები. ვფიქრობ, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში საქართველოს დეზინტეგრაცია არ შედიოდა და არც დღეს შედის, ამდენად მოსკოვის ყველა ცოდვაში დადანაშაულება და საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე პასუხიმსგებლობის მთლიანად კრემლზე დაკისრება შეუძლებელია. სხვა საკითხია რომ დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ რუსეთის ხელისუფლებაში “მოყვანილი” პუტინი დროის გარკვეულ მონაკვეთში 2004-2007 წლებში იმდენად გაძლიერდა რომ ვაშინგტონისგან დამოუკიდებელი (დამოუკიდებელი და არა დასავლეთის საწინააღმდეგო) “თამაში” დაიწყო (ცადა დაწყება) და ვაშინგტონს მოსკოვის (პუტინის) “მოთვინიერების/გონზე მოყვანის” ფაქტიურად ერთადერთ ეფექტურ გზად საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირება და ამ კონფლიქტში რუსეთის ჩათრევა დარჩა.სამხედრო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონის მითითება შეასრულა და აგვისტოს კონფლიქტში რუსეთის ჩათრევით თეთრმა სახლმა ცალსახად “გაურკვია პუტინს და მის გარემოცვას” თუ ჯერ კიდევ ვინ არის პლანეტაზე “პირველი ნომერი”. თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მთელი რიგი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები გაფორმდა. დღეს რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო კოალიციური ძალები არასამხედრო ტვირთებითაც მარაგდებიან და სამხედრო ტვირთებითაც. დღეს რუსეთი ფაქტიურად ღიად თანამშრომლობს დასავლეთის ენერგოკომპანიებთან და მათთან ერთად ახორციელებს უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტებს. დღეს რუსეთი შეიარაღებული ძალების გადაიარაღებისთვის გამოყოფილი 20 ტრილიონი რუბლიდან მინიმუმ ნახევარს დასავლეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსში დებს, ყიდულობს რა საბრძოლო ტექნიკასა და ტექნოლოგიებს აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მათ პარტნიორ ქვეყნებში (ისრაელი). დღეს რუსეთი პრაქტიკულად მინიმალურად მონაწილეობს ჩინეთის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხში და მინიმალური ტემპებით ახორციელებს ჩინეთის ენერგომომარაგებაზე გათვლილი ენერგოპროექტების რეალიზებას (დასავლეთის პირდაპირი ინტერესი). მოკლედ დღეს რუსეთი კიდევ ბევრ საკითხში თანამშრომლობს დასავლეთთან და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი დასავლეთთან ათანხმებს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ პოლიტიკას. გამომდინარე აქედან, საქართველოს მომავალზე/პერსპექტივაზე საუბრისას მნიშვნელოვანია არა ის თუ რას და როგორ ფიქრობს ან გეგმავს რუსეთი, არამედ მნიშვნელოვანია ის თუ რას და როგორ გეგმავს ვაშინგტონი. ჩემი აზრით ვაშინგტონი დარწმუნდა რა იმაში რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა კორუმპირებულობისა და “ხელოვნურობის” (ადამიანის კორუფციული ელემნტების შედეგად, დაუმსახურებლად დაწინაურება ელიტარულ პოზიციამდე) გამო არ და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურ განვითარებას, აგრეთვე დარწმუნდა რა იმაში რომ ქართული საზოგადოების ბუნებრივი/რჩეული უმცირესობის ელიტარულ პოზიციამდე დაწინაურება და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნბელყოფა არსებული კორუმპირებული ელიტების საფუძვლიანი ნეიტრალიზების (სამოქალაქო კონფლიქტის) გარეშე შეუძლებელია და დარწმუნდა რა იმაში რომ რიგი სხვა ობიექტური მიზეზების გამო ქართული საზოგადოება ცივილიზაციური განვითარების თვალსაზრისით ჩიხში შევიდა, სამხრეთ კავკასიასთან და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში პრინციპულად ახალ პოლიტიკაზე გადავიდა. კონკრეტულად კი გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალი და სატრანზიტო მარშრუტების სტაბილურობა აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების სფეროა, ვაშინგტონმა “სტავკის” სომხეთზე გაკეთება გადაწყვიტა, ხოლო საქართველოს როგორც არასტაბილურ ქვეყანას-პარტნიორს მეორეხარისხოვანი როლი არგუნა. შესაბამისად სქართველო ჩამოშორდა სამხრეთ კავკასიაზე გათვლილ ენერგოპროექტებში მონაწილეობას. ალბათ ლოგიკურია კითხვა თუ როგორ მოხდება სომხეთის ძირითად სატრანზიტო ქვეყანად გარდაქმნა და საქართველოს ენერგოპროექტებისგან დისტანცირება? პასუხი ზედაპირზეა.. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ერთის მხრივ ცალსახად დაადასტურა ვარაუდი რომ ვაშინგტონმა საქართველოს მეორეხარისხოვანი როლი არგუნა და რუსეთთან პოლიტიკურ თამაშში გამოიყენა. გარდა ამისა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა და შემდგომში განვითარებულმა პროცესებმა თავისთავად უპერსპექტივოდ დატოვა საქართველოს ამბიციები გახდეს რეგიონის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანა, რაც ფაქტია და საკამათო საკითხი ვერ გახდება, რამეთუ საქართველოზე გამავალი სარკინიგზო და საგზაო სატრანსპორტო მაგისტრალები, ისევე როგრც ქვეყნის ცენტრალური ნაწილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე პრაქტიკულად კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე აღმოჩნდა და სანდოობის უკიდურესად დაბალი ხარისხი შეიძინა.. ასე და ამგვარად აშშ-ის გადაწყვეტილებით სამხრეთ ავკასიის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანა სომხეთი გახდება. ვაშინგტონის ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას ერევანს მხოლოდ საკუთარი ტერიტორიები არ მისცემს, ანუ დღის წესრიგში დგება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის საკითხი, რადგან მხოლოდ ამ რეგიონებზე ერევანის კონტროლის დაწესების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ირანისა და შუააზიის ენერგორესურსების სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით ტრანსპორტირება. როგორ მოხდება ეს? ანუ რა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის სომხეთის კონტროლის ქვეშ გადასვლა? პასუხი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ გამჭვირვალეა. ერევანს საქართველოს რეგიონების ოკუპირების არასამართლებლივი მაგრამ მაინც საბაბი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა თუ საქართველოს ტერიტორიაზე სომეხი ეროვნების მოქალაქეების მასობრივი დევნა შევიწროვება დაიწყება ან თუ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი და სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო მაგისტრალების შეუფერხებელი ფუნქციონირება შეწყდება და სომხეთი ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდება. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ვაშინგტონის პირდაპირი მითითებითა და ზედამხედველობით მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი 2011 წელს ეტაპობრივად დაძაბავს ვითარებას როგორც ქართულ სომხური ურთიერთობების მხრივ, ასევე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.. საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის კრიტიკულთან დაახლოვების პარალელურად რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციური პარტიების მიერ დაიწყება სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნებით გაჯერებული საპროტესტო აქციები, შესაძლოა რეჟიმის მითითებით მოქმედმა ე.წ. ოპოზიციურმა პარტიებმა დაუმორჩილებლობის გამოცხადებისკენ უბიძგონ მასებს და ვითარების მაქსიმალური ესკალაციის მიზნით საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე საზოგადოებამ სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების ფუნქციონირების შეფერხება ან სრული შეწყვეტა გამოიწვიონ.. ამის პარალელურად “ასპარეზზე” შეიძლება გამოჩნდეს ასევე კრიმინალური რეჟიმის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირება, ცნობადი ფსევდო ოპოზიციონერი “სახეების” მეთაურობით, რომელიც შეიარაღებული ამბოხების იმიტაციას მოახდენს და ქვეყანაში იმ დროისთვის ისედაც კრიტიკულ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სწორედ ამ დროს შეიძლება დაიკავონ სამცხე-ჯავახეთი და აჭარა, ამავე დროს რუსეთის არმიამაც შეიძლება დაიკავოს საქართველოს რამდენიმე რეგიონი. არ გამოვრიცხავ რომ სააკაშვილმა კიდევ უფრო გაუადვილოს სომხეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება და ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების უკიდურესი დაძაბვის, მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ფსევდო შეიარაღებული ამბოხების პარალელურად სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის წინააღმდეგ განაახლოს საბრძოლო მოქმედებები.ამ შემტხვევაში რუსეთუს შეიარაღებულ ძალებს ე.წ. ბუფერული ზონების დაკავების საბაბი მიეცემათ, რაც ავტომატურად გამოიწვევს სატრანსპორტო მაგისტრალების ფუქნცონირების შეწყვეტასა და მწყობრიდან გამოყვანას. ერევანიც შესაძლებლობას გამოიყენებს და ბლოკადის გარღვევის ეგიდით სამცხე-ჯახახეთისა და აჭარის მიმართულებით დაძრავს შეიარაღებულ ძალებს.. პ.ს. მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში 2011-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან და სომხეთთან საომარ მოქმედებებში ჩაითრევს საქართველოს და ქვეყნის დეზინტეგრაციასაც ასე დაასრულებს, რამეთუ “სადეზინტეგრაციო” აღარაფერი დარჩება..
-
კოკოითი მილიონებს ითხოვს ...კიდევ რას?...
asds replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Marta1 2011 წლის რუსეთის ბიუჯეტი რამდენია იცი მარტა? 12 ტრილიონი რუბლი. სადღაც დაახლოვებით 300 მილიარდი აშშ-ის მწვანე ანუ.. რუსეთის სავალუტო რეზერვები რამდენია იცი? სადღაც დაახლოვებით 450 მილიარდი აშშ-ის მწვანე.. და მართლა ფიქრობ რომ რაღაც 10 და 20 მილიარდის გამო (მოსკოვის ერთი კვირის ჯიბის ფული) გაყიდიან აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს? ვითომ? აფხაზებს და ოსებს ტრადიციულად არაფრად თვლით არა? : )) არა რა, რამდენჯერ უნდა დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა??? -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 "ოსების არ ვიცი,მაგრამ აფხაზები ლტოლვილებს არ მიიღებენ..თორემ აქამდე ბევრი დაბრუნდებოდა.. " ..... ოფიციალურ თბილისს რომ ადეკვატური ადამიანები წარმოადგენდნენ და არა სააკიანცი და სხვა არაადამიანები აფხაზეთშიც დაბრუნდებიან დევნილები და სამხრეთ ოსეთშიც.. ხალხების შერიგება გარდაუვალია, მთავარია პოლიტიკურ დონეზე მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ამას პირველ რიგში ოფიციალური თბილისის ადეკვატურობა ჭირდება. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
McLaren "მე არასდროს არ გამიმართლებია ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტური პოლიტიკა. მაგრამ იმის მერე 20 წელი გავიდა. რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს ექმნება დღეს პრობლემა საქართველოში საკუთარი ეროვნების გამო? რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს უთხრეს, რომ შენ არ გაქვს უფლება იცხოვრო იქ სადაც კონფლიქტამდე ცხოვრობდი შენი ეროვნებისდა გამო? ცხადია თუ ვინმეს სახლი აღარ დარჩა აქეთ, კომპენსაციაც ეკუთვნის, და ბოდიშის მოხდაც ეკუთვნის ოფიციალურ თბილისს. მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად საქართველოში დღეს სხვა რეალობაა, ხოლო სეპარატისტულ რეგიონებში ზუსტად ისევენაირად აზროვნებენ, როგორც 90-იანების დასაწყისში. დღემდე ეროვნების გამო ავიწროვებენ ხალხს, და ამას ღიად აცხადებენ. და რუსეთი ასევე ღიად უჭერს ამ ყველაფერს მხარს." ერთის მხრივ გეთანხმები, დღეს ეთნიკურ უმცირესობებზე საქართველოში ისეთი ზეწოლა არ ხორციელდება როგორც 90-იან წლებში და ეს მისასალმებელია, მაგრამ ზეწოლის ელემენტებს ნამდვილად აქვს ადგილი და ამ მხრივ დასახვეწი არც თუ ისე ცოტაა.. გეთანხმები იმაშიც რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შემწყნარებლობის ხარისხი გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ საქართველო და თბილისი იყო და იმედია არის განათლებისა და კულტურის კერა ბოლო საუკუნეებში და არა სოხუმი ან ცხინვალი.. გარკვეული ჩამორჩენა ჰუმანიტარული- ცივილიზაციური თვალსაზრისით სამხრეთ ოსეთისთვისაც რეალური პრობლემაა და აფხაზეთისთვისაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ დროის საკითხია ვითარების გაუმჯობესება და შემწყნარებლობისა და ტოლერანტონის ხარისხის ამაღლება.. გარდა ამისა ქართველი და ოსი ხალხის უერთიერთშეღწევის, გინდაც ინტეგრირების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ მომავალში ხალხებს შორის ჯამრთელი ურთიერთობების აღდგენა გარდაუვალი მგონია. ეს ფაქტორი თავისთავად დააჩაქარებს დევნილების დაბრუნებისა და მთლიანობაში მხარეების დაახლობის თემას. აფხაზეთთან მიმართებაში ვითარება ცოტა უფრო რთულადაა, მაგრამ ოფიციალური თბილისის ადეკვატური მოქმედებების შემთხვევაში ვფიქრობ აფხაზებისა და ქართველების შერიგება სოხუმის პრიორიტეტულ ინტერესთა სფეროში შეიძლება აღმოჩნდეს, რაც თავისთავად თბილისის ინტერესიც არის. თუნდაც იმიტომ რომ აფხაზი ეთნოსი ფიზიკურად გადარჩეს და რუსეთში არ გაითქვიფოს.. "ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, საქართველოს ცხინვალში 2008 წელს ეთნოწმენდა არ მოუწყვია. არც ერთი ოფიციალური განცხადება არ არსებობს, რომ ოსებმა უნდა დატოვონ საკუთარი სახლები. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, რომ ქართველს მიზანმიმართულად მოეკლა ან სახლიდან გაეძევებინა რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანი." კი ბატონო, ქართულ მხარეს 2008 წელს ეთნოწმენდა არ მოუწყია, მაგრამ ეს ალბათ უფრო იმიტომ რომ საომარი მოქმედებები საქართველოსთვის არასასურველი სცენარით განვითარდა და არა იმიტომ რომ ოფიციალური თბილისის პოლიტიკა იყო ასეთი.. კაცმა არ იცის რამდენი ოსი ეროვნების ადამიანი იცხოვრებდა დღეს სამხრეთ ოსეთში სააკაშვილის დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა წარმატებით რომ დასრულებულიყო.. აქვე ვიტყვი რომ ჩემი აზრით სააკაშვილის დავალებას/ამოცანას აგვისტოს დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის დროს კონფლიქტში რუსეთის ჩათრევა წარმოადგენდა და არა სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ... "მაგრამ მაშინ რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, და რამე ფორმა უნდა მოინახოს თუ როგორ მოხდება ამ თანხის გახარჯვა. + რუსეთმაც შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეეშვას ეროვნებისდა მიხედვით ადამიანების ბედის გადაწყვეტას." რათქმაუნდა გეთანხმები. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და კორუფციული ელემენტებისგან დაცლილი უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემაზე სერიოზული მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოში ადეკვატური ხელისუფლება იქნება და არა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa "აი ესე მაქსიმალურად ვცდილობ გაგრთო " პრინციპში მეც იგივეს არ ვაკეთებ? გართობთ რა შეძლებისდაგვარად. დიდი კლოუნობას ვერა, მაგრამ პატარა მასხარაობას ქე გავქაჩავ რამეფრა :givi: -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
McLaren ეთნოწმენდას ვერასდროს ვერ ექნება გამამართლებელი მიზეზი. რას ნიშნავს ქართველების პლაცდარმი იყო? 2008-ში რუსებმა დაიპყრეს მთელი ლიახვის ხეობა, და იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ოსებისთვის? არადა მაგ სოფლების განადგურება უკვე ომის მერე მოხდა. რეალურად ამათ არ უნდოდათ რომ ცხინვალთან ახლოს ქართული ანკლავი ყოფილიყო. ეგაა ზუსტად ფაშიზმი. ..... შენ თავად ამბობ რომ არ უნდოდათ ცხინვალის ახლოს ქართული ანკლავი ყოფილიყოო (ალბათ მიზეზი ქონდათ "არ ნდომებისთვის"), არც მე ვთქვი რაიმე განსხვავებული. ანკლავს დაარქმევ ეხლა იმ სოფლებს თუ პლაცდარმს ეს ინტერპრეტაციის და ლინგვისტური წიაღსვლების ამბავია.. ეთნოწმენდას გამართლება არ აქვს და მე პირადად არ ვამართლებ, უბრალოდ შევეცადე იმ მიზეზების დანახვას თუ რამ აიძულა ცხინვალი ისე ემოქმედა რამდენიმე ქართულ სოფელთან მიმართებაში როგორც იმოქმედა.. როცა ეთნოწმენდაზეა საუბარი სამართლიანი იქნებოდა იმაზეც გეთქვა ერთი ორი სიტყვა ეთნიკურად ქართველმა უმრავლესობამ ქართლის ტერიტორიაზე რა და როგორ მოუწყო ოსი ეროვნების ადამიანებს.. მერეა და აგვისტოს ომი ვინ დაიწყო დღესაც საკამათოა შენთვის? სააკაშვილმა დაიწყო ხო? სააკაშვილი საქართვეოს სახელით მოქმედებს ხო? ხოდა საქართველოს და საქართვეოს მოსახლეობას მოუწია მაგ ნაგიჟარის დანაშაულებებზე პასუხის გებაც და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ვერც დროს დავაბტუნებთ უკან და ვერც ქართველებსა და ოსებს შევარიგებთ ერთ და ორ დღეში.. .... "რა თქმა უნდა თბილისმა უნდა იზრუნოს კომპენსაციებზე, მას მერე რაც აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია აღდგება. მანამდე უბრალოდ წარმოუდგენელია რა სახით უნდა გასცეს თბილისმა კომპენსაციები. რომელიმე ბანკში ბაღაფშის პირად ანგარიშზე უნდა გადმორიცხოს თანხა, თუ კურიერები შეუშვას აფხაზეთში და ეგრევე ქეშად დაურიგოს ვის რაც ეკუთვნის?" ..... აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს იურისდიქცია ვეღარასდროს აღსდგება იმ ფორმით რა ფორმითაც კონფლიქტებამდე იყო. ეს იმას არ ნიშნავს რომ მხარეების დაახლოვების პროცესს არ უნდა ქონდეს ადგილი და მით უმეტეს არ ნიშნავს რომ მომავალში საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის კონტექსტში არ შეიძლება სხვა საკითხებთან ერთად კონპენსაციების საკითხის განხილვა/გადაწყვეტა.. ....... "ბაღაფშს აქვს ნათქვამი, რომ აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღარსდროს აღარ იქნებიანო. მან ეს მოაყოლა დევნილების დაბრუნების საკითხს. ლაპარაკი იყო მხოლოდ გალის რაიონში დევნილების დაბრუნებაზე. მეორე, აფხაზეთის მოქალაქე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მაგ პასპორტით აფხაზეთის ტერიტორიას ვერ გაცდები, და მაგ ტერიტორიაზე ვინმემ თუ რამე გიქნა, შენი პატრონი არავინაა, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. მაგიტომაა რომ ყველას რუსული პასპორტი უდევს მანდ. და მაგ მოქალაქეობის პირობის წაყენება, უბრალოდ შანტაჟია " ... შესაძლოა შანტაჟად შეაფასო სოხუმის მხრიდან აფხაზეთის მოქალაქეობაზე აპელირება, შეიძლება სხვა რამედ, მაგრამ როგორც აღიარებული რესპუბლიკა სოხუმი ვალდებულია საქმეთა წარმოება დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს.. მესმის რომ აფხაზებთან ურთიერთობების მოგვარება და დევნილების დაბრუნების პროცესი კომპლექსური თემაა და მარტივად არ გადაწყდება, მაგრამ თუ თბილისში ადეკვატური ხელისუფლება იქნება დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი გალის რაიონშიც დააბრუნებს დევნილებს და დანარჩენ აფხაზეთშიც. ბაღაფშმა რა თქვა და როგორ თქვა უმცირესობა-უმრავლესობასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. აფხაზები უკვე დღეს უმცირესობაში არიან და ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ვერ მოახერხებენ დომინანტი ეთნოსის როლის შენარჩუნებას.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa asds პო;იტფორუმზე ბანი აიკიდე თუ რა ხდება? ეხლა ჩვენ ხარჯზე გინდა თვითრეალიზება? .... ეგ თვითრეალიზება თქვენ ხარჯზე როგორ არის? ან შენ და სხვა ფორუმელები აქ თვითრეალიზების მიზნით პოსტავთ? რავიცი ხალხო ტიპი დროს ვკლავ და რაღაც ამბავში ვერთობი : )) თქვენ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ცდილობთ პოლიტგანყში პოსტვით? ) ხანდახან მართლა კარგს იტყვი ხოლმე კისა ..... T_A_T რა იყო პირველად გაიგე სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პასპორტებს რომ თრეულობდა ხალხი ცხინვალში? ვლადიკავკაზში ამდენი ქართველი, ქართველი/აზერბაიჯანელი და ქართველი/სომეხი ციდან ჩამოფრინდა შენი აზრით? :018: აფხაზეთზე კი ვთქვი რასაც ვფიქრობ და ვიღაც არაკომპეტენტურმა იდიოტმა რომ მოქალაქეობაზე უარი უთხრა შენ ნაცნობს იმას არ ნიშნავს რომ სოხუმის პოლიტიკაა ასეთი.. პლუს ხაზგასმით ავღნიშნე რომ სასურველია დევნილების დაბრუნება სოხუმთან იყოს შეთანხმებული გაუგებრობების თავიდან აცილება რომ მოხერხდეს.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T asds გაურკვევლად დავწერე?ბიძებმა ოფიციალურიდან გამომდინარე უტხრეს უარი ტორე აბა ქართველ სიძეს უვლიდნენ და თავისი აფხაზი დისშვილი რამენაირად პადპოლნა დაუჯდებოდა იქ ხომ? პ.ს.დანდრაზეა ლაპარაკი ......... არ ვიცი, შესაძლოა ვიღაც მესნი ჩინოვნიკი ყავთ ტვინნაღრძობი, თორე აფხაზეთის მკვიდრს რომელსაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია შეუძლებელია მოქალაქეობაზე უარი უთხრან.. პრინციპში სასამართლო ხელისუფლების მაგვარი რამ ხომ აქვთ აფხაზეთში? ხოდა გაასაჩივროს სასამართლოში თუ შესაძლებელია.. რავიცი ტო ნახევარ გორის რაიონს თუ არა ნახევარ საქართველოს ცხინვალში ქონდა თავის დროზე სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პასპორტები აღებული და აფხაზეთი რა გახდა ვითომ? -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T ჩემთან იყო ლტოლვილი- დედით აფხაზი. მშობლები იქ დარჩნენ. დედა მალე გარდაიცვალა ეს ჩავარდნილი მამის სანახავად დადიოდა ხოლმე, რომელსაც ბიძა-ბიძაშვილი აფხაზები პატრონობდნენ. ბევრჯერ ვტხოვეო გამიკეტეტ საბუტები რომ ჩამოვალ და დავრჩები ბარემ-მამა რომ მოკვდება სახლი ისე როგორ იყოსო...არაო ვერ გაგიკეტებტო...ტუ ქმარტან გაყრას გააკეტებ . მარტო ჩამოხვალ და მერე რუსულ მოქალაქეობას მიიღებ კიდე შეიძლება ჩალიჩიო...ოჯახს იმიტომ არ მიკეტებენ -რუსებისგან ქონიათ "უკაზი" არანაირი შერეული ოჯახები არ შემოუშვათო-ერტი რომ წამოვა მერე მოყვება და მოყვებაო...მთლად მეგრელებზე( ქართველებზე) საერტოდ არაა ბაასი ..... კიბატონო შენი ნაცნობი ლტოლვილი შესაძლოა სოხუმიდან იყო, გაგრიდან ან გუდაუთიდან ვთქვათ და პრობლემები შეექმნა საბუთების აღებაში, მაგრამ პირადად მან აფხაზეთის ოფიციალურ სტრუქტურებს მიმართა აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით? სოხუმი რამდენადაც ვიცი მოსახლეობის ეტაპობრივი დაბრუნების მომხრე იყო და გალის რაიონიდან უნდოდა დევნილთა დაბრუნების დაწყება.. წინაპირობა საბრძოლო მოქმედებებში მოქალაქეობის მსურველის არ მონაწილეობა და აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება იყო.. რუსებმა ბევრი რამე შეიძლება მოთხოვონ ან ურჩიონ აფხაზეთს, მაგრამ ოფიციალურ სოხუმს არაერთხელ გაუკეთებია განცხადებები ამ თემაზე და არა მგონია დღეს საკუთარ სიტყვებზე უარი თქვას.. აგერ მე ვიცნობდი თბილისში რამდენიმე ადამიანს რომლებიც აფხაზეთში ისვენებდნენ ზაფხულობით, ერთი გალის რაიონში მიდიოდა და კაიფით კვდებოდა, მეორე სოხუმში მიდიოდა უპრობლემოდ.. ოფიციალურად თუ მიმართა ვინმემ სოხუმს და ცხინვალს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით და უარი მიიღო ეგ თქვით თორე სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციებს თუ არ წამოეგებიან და ზოგადად უნდობლობას თუ იჩენენ ქართველების მიმართ ამაში გასაკვირი არაფერია ვგონებ.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
McLaren და ლიახვის ხეობაში ყველა მეზობლების ხოცვით იყო დაკავებული არა? ის საწყალი 12 მოხუცი კეხვში რომ დახვრიტეს უკვე ომის მერე, ესენიც ალბათ ოსებს კლავდნენ ხო? .... მე მგონი გასაგებად ვთქვი რომ ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლებიდან რეგულარულად ხდებოდა დიპლომატიურად რომ ვთვქა ვითარების დაძაბვა. ქურთას, თამარაშენს და ცხინვალის მიმდებარედ მდებარე სხვა ქართულ სოფლებს ოსები ვერ იტანდნენ, რადგან ამ სოფლებში და ამ სოფლების მკვიდრთა ხელით 90-იანი წლებიდან მოყოლებული ათეულობით ოსი ეროვნების ადამიანი დაიღუპა.. სწორედ ამ სოფლებიდან იწყებოდა ყველა სამხედრო ოპერაცია რომელსაც თბილისი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ იწყებდა, გინდა გამსახურდიას დროს და გინდა სააკაშვილის დროს.. ეს არის ფაქტი და ვინაიდან აღნიშნული ქართული სოფლები პლაცდარმის როლს ასრულებდნენ თბილისის აგრესიული მოქმედებებისას ოსებმა ამ პლაცდარმის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება გადაწყვიტეს და ესეც არის მიზეზი იმისა რომ რიგი ქართული სოფლები მიწასთან იქნა გასწორებული.. ვიმეორებ რომ მე პირადად არ ვამართლებ ასეთ ქმედებას, მაგრამ ვხედავ იმ მიზეზებს თუ რატომ გააკეთა ცხინვალმა ის რაც გააკეთა.. რაც შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებას არაერთხელ მაქვს ნათქვამი რომ სამხედრო დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ოსი ეროვნების ბოროტმოქმედია უდანაშაულო ადამიანების სისხლში გარეული, ქართველი თუ რუსი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს! "მგონი შენ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია. სულ რაღაც ერთი კვირის წინ იხილავდა რუსულ-აფხაზური რაღაც კომისია, რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი ლტოლვილების აფხაზეთში ქონების დაბრუნების საკითხს. და დაასკვნეს რომ ჯერ საქართველომ უნდა გადაუხადოს აფხაზეთს 13 მილიარდი დოლარი, და შემდეგ აფხაზური თვითმარქვია ხელისუფლება ამ ხალხს დაურიგებს კომპენსაციებს. აფხაზეთში დაბრუნებაზე კიდე ნურც იოცნებონო. ლოგიკა ამიხსენი? ჯერ ერთი რა შუაშია საქართველო როცა ლაპარაკი რუსეთის მოქალაქეებზე მიდის? მეორე საკითხი, თანამედროვე სამყაროში არც ერთ პასპორტში არ იწერება ეროვნება. ხოდა ადამიანის ქართველობის შემოწმებას როგორ აპირებენ? გვარის დაბოლოებით? ამას ფაშიზმის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ. შენ კიდევ იძახი რომ ესენი თბილისიდან წამოსულ დევნილებს მიიღებენ. " .... რაც შეეხება აფხაზეთს. თქვენ ხალხო როგორ ფიქრობთ სოხუმში იდიოტები ზიან? არა მართლა ფიქრობთ რომ მარტო თბილისში შეიძლება აზროვნებდნენ და სოხუმში და ცხინვალში გაგებაში არ არიან არაფრის? სოხუმმა არაერთხელ განაცხადა რომ იმ მოქალაქეებს რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ საბრძოლო მოქმედებებში უპრობლემოდ დააბრუნებდა აფხაზეთში თუ ეს ადამიანები აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებდნენ და თავად დევნილთა დაბრუნების პროცესი ორგანიზებული და შეთანხმებული იქნებოდა. მნიშვნელობა სოხუმისთვის არ აქვს რუსეთის მოქალაქე გახდა ეს მოქალაქე თუ ამერიკის.. სოხუმს რათქმაუნდა აქვს გარკვეული მოთხოვნები და როგორც მხარეს რომელიც თბილისის აგრესიის მსხვერპლი გახდა და რომელიც დღეს აკონტროლებს აფხაზეთს ალბათ აქვს მორალური და სამართლებლივი უფლება იმისა რომ მომავალში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით პრევენციულ ზომებს მიმართოს.. რაც შეეხება 13 მილიარდიან კონპენსაციას (უშუალოდ კონპენსაციის თანხა გამჭვირვალედ უნდა გაიშიფროს) მე პირადად ვფიქრობ რომ თბილისმა აფხაზეთსაც უნდა აუნაზღაუროს ომისა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ფაქტიური ბლოკადის შედეგად მიყენებული ზარალი და სამხრეთ ოსეთსაც.. თავის მხრივ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმაც უნდა მისცეს კონპენსაცია იმ მოქალაქეებს რომელთაც საომარი მოქმედებების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაკარგეს და წლები დევნილობაში გაატარეს.. რა არის ამაში ან ალოგიკური ან უსამართლო? სხვა ქვეყანას, მაგალითად რუსეთს რომ ეხებოდეს ეს ყოველივე უსამართლოდ ჩათვლიდი დაუშვად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნილი ჩეჩნეთის მოთხოვნას კონპენსაციაზე? -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa ოკ დავასრულოთ.. ..... ისე გალის რაიონში რამდენი ათასი ქართველი ცხოვრობს ხომ არ იცის ვინმემ? აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური ბანდ-ფორმირებების "სამიზნე" მარტო ქართველები ხდებიან თუ აფხაზებიც, სომხებიც და რუსი დამსვენებლებიც? -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa საიდან იცი რომ არ შეავიწროვეს ? იმიტომ, რომ ესე გითხრეს? რავი, ეს სხვა უზერს უნდა კითხო - კანადაში რომ გაქუსლა - მისი მშობლიური ახალგორი აქვე არ იყო? .. კისა თემაზე რომ კამათობ კარგია, მაგრამ მეტი ინფორმირებულობის ჰამბავში ერთ ახალგორიდან დევნილთან მაინც გისაუბრია? ბოდიში და ჯერ კიდევ მანდ ვიყავი კავკასიაზე რომ უთმობდნენ ეთერს ერთ ახალგორელ აქტიურ ახალგაზრდა ქალს და ოსები არაფერს გვერჩიან, სააკაშვილის რეჟიმი გვიქმნის პრობლემებსო რომ უბნობდა.. ჩემი თუ არა აქუვიზიასი ხომ გჯერა? : ))) -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa ხო, აი ამათ ეშველათ! სამოთხეში აღმოჩდნენ, თან ისე კარგად არიან, რომ გვშურს რა ვქნა ახალგორში ხომ არ გადავსახლდე? .... ირონიზირება არ არის საჭირო, პასუხი რომ არ გაქვს ეგ ცუდი არ არის, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად არც შენ ფლობ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე.. ახალგორის რაიონში არავინ შეაწუხეს, რადგან იგივე ქურთას და თამარაშენის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით ახალგორელებს ოსი მეზობლები არ დაუხოციათ და არც გამსახურდიას და არც სააკაშვილის რეჟიმების დროს ძმათამკვლელ ომში მონაწილეობა არ მიუღიათ.. ეს არის და ეს.. იმიტომ არის რომ არაფერს ახალგორის რაიონის მაცხოვრებელ ქართველებს არ ერჩიან.. ასეა თუ ისეა ლტოლვილებს ყველა უფლება აქვთ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ და ადგილობრივი მოქალაქეობა მიიღონ. რაც მთავარია ეს შესაძლებელია. არა ბიჭო მიშპოცას სიგიჟეების გამო თბილისის ქუჩებში უნდა ათენონ და აღამონ, იქნებ თავებიც დაიხოცონ სააკიანცის გასახარად??? -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa ახალგორის რაიონში რატომ არცერთი სახლი არ გაანადგურეს და რატომ არცერთი მოქალაქე არ შეავიწროვეს? შენ როგორ ხსნი ამ ფაქტს? -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo asds ვახ, თუკი ასეა კაცო, ის ქართული სოფლები რომაა გადამწვარ გადაბუგული, იქ საწყალი ქარტველი გლეხები ცხოვრობდნენ, თან ქართლის ხალხი მართლაც წესიერი ხალხია, შრომისმოყვარე, დასტოინი, მიიღონ რა, ააშენებენ თავისით სახლებს და იცხოვრებენ, ოსებისთვისაც არ იქნება ურიგო ქართველების იქ ცხოვრება .... თქვენ ხალხო ოსურ მედიარესურსებს ადევნებთ თვალყურს პერიოდულად მაინც? დავიჯერო არ იცი ის სოფლები რატომ გადაწვეს? (მე არ ვამართლებ თავად ფაქტს, მაგრამ..) ახალგორში რატომ არცერთ მოქალაქეს არ შეუქმნეს პრობლემა და რაღა მაინც და მაინც ცხინვალის მიმდებარე სოფლებს გაუსწორდნენ? მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს ან იმის რომ მთლიანად არ გადაწვეს ყველა ქართული სოფელი ან იმის რომ მხოლოდ რამდენიმე სოფელი არ დაინდეს და დანარჩენს ხელი არ ახლეს? ჩემი თვალით მყავს ცხინვალში ქართველები ნანახი, ერთს საერთოდ მაღაზია ქონდა საკუთარი (პროდუქტებზე შევედი და ქართველი ხარო თითონ მკითხა და გამოველაპარაკე) და არავინ არაფერს ერჩოდა.. რატომ? თუ ადამიანები დაბრუნდებიან და არანაირ მონაწილეობას სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის აქტიურობაში არ მიიღებენ ვინ რატომ უნდა დაუშავოს რამე? ხოდა დაბრუნდნენ ტო ვისაც არც მშვიდობიანი მოქალაქე მოუკლავს და არც მეზობელი დაუწიოკებია, რავი ოსები თავად ამბობენ მშვიდობიან მოქალაქეებთან პრობლენმა არ გვაქვსო და ჩემგან რატომ უნდა იგებდეთ ამას? შეათანხმონ ცხინვალთან თემა და დაბრუნდნენ, შეათანხმონ რამე გაუგებრობას რომ არ ქონდეს ადგილი, თორე ისედაც შეუძლიათ გადასვლა.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa თავად თუ გჯერა რას წერ? კითხულობ საერთოდ რამეს შენი აზრების გარდა? შენ რატომ არ გაგაცერეს იქ სადაც წახვედი ? მოგცა კოკოითმა ტავშესაფარი ? კარგი რა! ..... მე ცხინვალში ფეესბეშნიკებმა არ გამაჩერეს. მათ თავის მოტივაცია ქონდათ იქიდან ჩვენი რუსეთში გადმოყვანის და მე არ მეტყოდნენ ან ამიხსნიდნენ საკუთარ მოქმედებას, ეს გესნის ალბათ.. სამხრეთ ოსეთისთვის კი თავშესაფარის ოფიციალურად თხოვნა ვეღარ მოვახერხე სწორედ ზემოთთქმული გარემოების გამო, თორე რატომ არ მომცემდნენ თავშესაფარს? თქვენ ხალხო ცხინვალში და სოხუმში კაციჭამიები ცხოვრობენ გგონიათ? ან სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმზე უარესი შეიძლება იყოს სადმე რამე? რასაც ვამბობ აზრიანს ვამბობ, სხვა საქმეა რამდენად გაიგებთ ან არ გაიგებნთ ნათქვამს.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa არავინ არ მისცემს ტავშესაფარს, მაგრამ როგორც დემარში გამოდგება .... თუ დემარშია დემარში იყოს და აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ.. წინასწარ შეათანხმონ თემა სოხუმთან და ცხინვალთან რომ რაიმე გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი და დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. სოხუმი და ცხინვალი წინააღმდეგი ალბათ არ იქნება, მიიღებს ეგ ხალხი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას (ეს საქართვეოს მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს), ცოტა დამშვიდდებიან, დაწყნარდებიან და ვინ იცის მოძლიერებულები სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებაშიც შეიტანენ წვლილს.. ასეა თუ ისე დემარშის და რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედების თვალსაზრისით უკეთესს ვერაფერს გააკეთებენ.. საელჩოებსაც დაურიგონ განცხადებები, მიმართვები და სხვა, მაგრამ რა ზრი? "ხათრის" ამბავში მაინც შეწუხდება რომელიმე ელჩი ვითომ? -
ეს თემა დაუმსახურებლად მიეცა წარსულს გასულს. ამბოხებაზე და ბუნტზე გახშირებული საუბრებით ვითარების ესკალაცია და სამოქალაქო დაპირისპირების შემზადება აგრეთვე იმ კონსტრუქციის ნაწილია რაზეც პირველ პოსტში ვსაუბრობ.. ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება. 1. ქვეყანაში კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება. 2. დაფიქსირდება შეტაკებები კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ძალოვან სტრუქტურებს შორის. 3. დაფიქსირდება შეტაკებები კრიმინალური რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. 4. დაფიქსირდება "ფსევდო სპონტანური" ხალხმრავალი გამოსვლები და დემონსტრაციები. 5. დასავლეთის მედიის ერთ ერთ ძირითად თემა საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური/ეკონომიკური/სოციალური კრიზისი და ამ კრიზისის ფონზე მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა გახდება. ამ დროს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი სამხრეთ ოსეთთან საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებას შეეცდება და თავდავიწყებაც დაიწყება.. ანუ დაიწყება ის რაც პირველ პოსტში წერია..
-
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo asds ასიანი პოლიტიკოსებმა დაარიგეს ეგრე თქვითო და ამათაც გაიმეორეს ...... მეც ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად შეიყვანა ეგ ხალხი შეცდომაში.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხალხო საერთაშორისო სამართლის ნორმებში საერთოდ ვერ ლავეს? ვინ? რომელი ქვეყანა მისცემს თავშესაფარს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს? ასე რომ იძლევოდნენ დევნილებზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე, უბრალოდ უფლება აყრილ ადამიანებზე თავშესაფარს დასავეთის ქვეყნები მახევარი მსოფლიო იქ იქნებოდა.. თუ რომელიმე დევნილმა ჩააღწია კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე და იქ მოითხოვა თავშესაფარი ალბათ დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას, მაგრამ საქართველოში მყოფთ არცერთი სახელმწიფო არ დაეხმარებათ. პრეცედენტს არ შექმნიან უბრალოდ. სამწუხაროდ ასეა თორე ნამდვილად ალალია მაგ ხალხზე ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ პირობებში ცხოვრება.. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პ.ს. დერმოკრატიის შუქურა... ...... -
რა კარგეი ხართ რა.. თან როგორ გულწრფელად შეიცხადებთ ხოლმე კრიმინალური რეჟიმის ამა თუ იმ მოქმედებას ; ))) კრიმინალები არიან ეგ გარეწრები, კრიმინალური და კორუმპირებულია მთლიანობაში სააკაშვილის რეჟიმი და არსებული პოლიტიკური სისტემა. ჰოდა ვიდრე ამ რეჟიმსა და სისტემას არ გაანადგურებთ, ვიდრე ადეკვატურ, მცოდნე და პატიოსან ადმიანებს არ დაუთმობთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზს, რატომ უშვებთ ალბათობას იმისა რომ გინდა თბილისის მერი და გინდა ჩხოროწყუს გამგებელი საკუთარი ინტერესებისამებრ არ განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს? კრიმინალებისგან კანონიერ მოქმედებას რატომ ელით?