Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. ვეფხვი ირანი საერთოდ არ არის არაბული სამყაროს ნაწილი, მაგრამ, როგორც ავტორიტეტი უნიკალური შემთხვევაა ისლამურ სამყაროში. ამდენად ნამდვილად უღირს ვაშინგტონს ახლო აღმოსავეთის აფორიაქება, მით უმეტეს რომ საკითხი ებერგომატარებლებით მსოფიოს ერთ ერთ უმდიდრეს სახელმწიფოს ეხება, სახელმწიფოს რომელიც ფაქტი არ არის რომ გამოუვალი დგომარეობიდან გამომდინარე ხვალ ჩინეთის სატელიტი არ გახდება. სააკაშვილი ვაშინგტონის შეცდომაა და დარწმუნებული ვარ აშშ-ში ეს კარგად გააცნობიერეს. ტუნისსა და ეგვიპტეში (აშშ-ის ყველა სხვა კოლონიაში) ძალაუფლება არმიის ხელში დარჩება, ნომინალურად კი სუსტ პოლიტიკოსებს დასვავენ პრეზიდენტის პოსტზე და ამით დაასრულებენ თემას. ისლამისტების გაძლიერება ბუნებრივად ხდება ე.წ. რევოლუციების ფონზე, მაგრამ ეს გაძლიერება უფრო სიმბოლურია ვიდრე რეალური საფრთხის მატარებელი. ამდენად ახალი რეჟიმები ვფიქრობ ადვილად შეძლებენ სტატუს ქვოს აღდგენას. ირანზე აშშ-ის თავდასხმა რომ რეზონანს გამოიწვევს ისლამურ სამყაროში ამაზე ორი აზრი არ არის. ანუ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ახლო აღმოსავლეთი აფეთქდება და ეს მიუხედვად იმ ცვლილებებისა რასაც თეთრი სახლი ამ დღეებში ახორციელებს რეგიონში. ახლო აღმოსავლეთის აფეთქება თუნდაც იმიტომ მოხდება რომ მსოლფიოში მარტო ვაშინგტონი არ არის "იგროკი" და ხვალ იქნება თუ ზეგ პეკინსაც მოუწევს გეოპოლიტიკური "თამაშების" რადიკალური აქტივიზირება. შედეგად ჩინეთი (ჩემი ვარაუდით 2025-2035 წლებში) დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირების აქტიური მონაწილე გახდება და განადგურდება. ასე რომ საბოლოო ჯამში 2040 წლისთვის ვაშინგტონი კიდევ უფრო გაიმყარებს მსოფლიო კონტროლის სადავეებს, თუმცა იმ დროისთვის ქრისტიანული სამყარო ერთიან კულტურულ და პოლიტიკურ სივრცედ ჩამოყალიბდება ალბათ და ვაშინგტონი, მოსკოვი და გინდაც თბილისი ერთი იმპერიის ნაწილი იქნება.. დიდი ცვლილებები ელის მოკლედ სამყაროს..
  2. ურთიერთგამომრიცხავი თეზისების რახარუხი და არაფრით გამყარებულ იმედებზე და ვარაუდებზე აგებული ტექსტი..
  3. ეს პოსტი წავშალე, იმედია ზედა პოსტს და პოსტის ავტორს თქვენ მიხედავთ
  4. ჩემთვისაც კი მეტისმეტად ჩააყუჭუჭე პოსტი : )) ვერაფერი გავიგე ეგვიპტელები იძირავენ თავს თუ მიშმადიდებლები? და ვისთვის მთავრდება თამაში და რის რეალური ავტორი?
  5. triumpi სამხრეთ კავკასიამ მათ შორის საქართველომ მშვიდობიანი განვითარების შანსი ისე გაუშვა ხელიდან რომ არც დაფიქრებულა. დღეის მდგომარეობით კი ისე ვითარდება მოვლენები, რომ ჩემი ვარაუდით საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაცია, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების განახლება და მთლიანად რეგინის პოლიტიკური რუქის შეცვლა პრქტიკულად გარდაუვალია.. 2013-2014 წლამდე ვაშინგტონი და მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში ახალ რეალობას შექმნის და ღმერთმა იცის რამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა შეეწირება ამ გეოპოლიტიკურ "თამაშსს"..
  6. ტუნისში და ევიპტეში განვითარებულ მოვლენებს მხოლოდ ე.წ. "პრისტავკით" ან ბრჭყალებში შეიძლება ეწოდოს რევოლუცია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ასიათასობით, თუ არა მილიონობით, ადამიანი გამოვიდა ჯერ ტუნისის, შემდეგ კი ქაეროს, ალექსანდრიისა და ეგვიპტის სხვა ქალაქების ქუჩებში. თავისთავად არ შეიძლება ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენებს ეწოდოს ნაციონალისტური რევოლუცია, რადგან პროცესები იმართებოდა და იმართება ვაშინგტონიდან (თუ რატომ ეს პირველ პოსტში დავწერე) და შესაბამისად არც ისრაელთან გაუარესდება ეგვიპტის ურთიერთობები და ვერც ვაშინგტონის გავლენას დააღწევს თავს ქაერო.
  7. laci ვანოს კანტორას რომ არ ძინავს ვიცი, სხვა შემთხვევაში მანდედან გაქცევა არ მომიწევდა, მაგრამ აწი ძილზე ფიქრისთვისაც არ ეცლებათ.. სოციალური აფეთქების-სახალხო ამბოხების გარკვეული შიშები რომ აქვთ და მეც რომ ამ წერტილზე დავაჭირდე აგერ თავად გააფაქტეს : )) ჰოდა ეშინოიდეთ კაცო, უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებენ..
  8. laci ბლოგზე დავწერე, ლინკები FB-ზე, პოლიტფორუმზე და აქ დავდე, არადა რას ვიფიქრებდი ასე თუ დაპანიკდებოდნენ : )) :givi:
  9. Helena222 110% გეთანხმები. აშშ-ის ბოროტების იმპერიად წარმოჩენა ნამდვილად არ მინდა. ქრისტიანულ (დასავლეთის) ცივილიზაციას, რომლის ნაწილს საქართველოც წარმოადგენს, ძლიერი შეერთებული შტატები ჭირდება, მაგრამ ცალსახა ფაქტია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას ნიღაბი აეხადა და საქვეყნოდ გაცხადდა, რომ დასავლური სამყაროს გეოპოლიტიკური ცენტრი-ვაშინგტონი დემოკრატიის გავრცელების ეგიდით მესამე სამყაროს ქვეყნების ღია-აგრესიულ კოლონიზირებაზე გადავიდა. რაც შეეხება ირანს, რათქმაუნდა აშშ-ის ინტერესი ამ ქვეყნაში არსებული ენერგომატარებლების უპრეცედენტოდ დიდი მარაგებია. უფრო ზუსტად კი ირანის ენერგორესურსებზე ჩინეთის კონტროლის დაწესების შიში..
  10. laci 90% დარწმუნებული ვარ რომ 2013-2014 წლებში აშშ-ირაის ომი დაიწყება. ომი რომელიც ვაშინგტონის პრევენციული აქციების მიუხედავად დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებაში გადაიზრდება და საბოლოო ჯამში 2025-2035 წლებში ჩინეთთან შეიარაღებული კონფრიონტაციით დასრულდება. ასე რომ 2014 წელს აშშ-ის სამხედრო ნაწილები ავღანეთიდან გასვლას ნამდვილად დაიწყებენ, ირანში გადავლენ უბრალოდ.. ავღანეთი კი ევროპის და რუსეთის ჯარების ოკუპაციის ქვეშ გააგრძელებს არსებობას. ნოსტრადამუსზე კი ვერაფერს ვიტყვი. მაგ პიროვნების არაფერი წაკითხული არ მაქვს და ალბათ არც წავიკითხავ, რადგან წარმოდგენილ პროგნოზებს ავტორის ანალიტიკური-ლოგიკური ახსნა არ ახლავს. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს რომ ტიპი ზებუნებრივ შესაძლებლობებს არ ფლობდა (ან ფლობდა), მაგრამ გალასლოვნი წინასწარმეტყველების დიდად არ მჯერა..
  11. laci ვიხუმრე კაცო თან პლანეტის არსებობა ან არ არსებობა არაფერს არ ცვლის..
  12. Siknadmo ბოდიში მაგრამ მკაცრი კონტროლი რომ დამყარდა ქვეყანაში იმას არ ნიშანვს რომ წესრიგი და სამართლიანობაც დამყარდა.. ტელესაქართველოში ცხოვრობთ თორე კრიმინალი როგორც აპარტახებდა ქვეყანას ისევე აპარტახებს. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის საქმიან კავშირებზე მაინც არ გაგიგია რამე? ელიტარული კორუფცია გაზპრომის შემოგდებული თემა ხომ არ არის შემთხვევით? : )) არც ქუჩიდან წასულა სადმე შორს ახალგაზრდობა, კრიმინალური-ძველბიჭური ცხოვრების ახალი "სტილი" დამკვიდრდა უბრალოდ.. ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენ, ან უბრალოდ გასაგებად ვერ ვთქვი სათქმელი, რადგან ცალსახა ფაქტია, რომ ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნის -- "ტრუბის/სატრანზიტო დერეფანის მიმდებარე ტერიტორიაზე" მკაცრი კონტროლის დაწესების, პირდაპირი და ირიბი შედეგია სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის საშინაო პოლიტიკა და ვერც ალასანია შეძლებს უკეთესად და ვერც სხვა რომელიმე მარიონეტი. პრინციპში არა მგონია ჩემი ხედვის უფრო მარტივად და გასაგებად პროეცირება შევძლო ფორუმული პოსტის კონტექსტში, ასე რომ აწი ცხოვრება დაგარწმუნებს ალბათ, რომ მართალს ვამბობ. დაგარწმუნებს, რადგან ირაკლი ალასანიას ბელადობის შანსი სავარაუდოდ ექნება. მალე..
  13. Siknadmo არ გეწყინოს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს მოსხლეობის უკიდურესი უმრავლესობის მსგავსად, შენც ძალიან გულუბრყვილო-მეამიტური წარმოდგენები გაქვს აშშ-სა და სახელმწიფოს მართვის, საერთოდ მართვის თეორიებზე. რათქმაუნდა ვაშინგტონი სააკაშვილს ადამიანის უფლებების მეთოდურ შელახვას, ბიზნესის ტერორსა და ანტისახალხო პოლიტიკის წარმოებას არ თხოვს, მაგრამ თხოვს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნებას. აქ იწყება თავდავიწყება ზუსტად, რამეთუ მკაცრ კონტროლში მკაცრი-აბსოლიტური კონტროლი იგულისხმება, მათ შორის მადესტაბილიზირებელი პოტენციალის მქონე პოლიტკურ და საზოგადოებრი პროცესებზე, მთლიანბაში საზოგადოების ცხოვრებაზე. ეს კი პრინციპულად შეუძლებელია განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს, განვითარებული ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის პირობებში. დაინახე "კავშირი"? ვაშინგტონის გეოპოლიტიკური დაკვეთის შესრულების თანმდევი პროცესია ის რასაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი საქართველოში აკეთებს. თუ ეკონმიკის რეალური სექტორი მიზანმიმართულად არ ვითარდება, ძლიერი და ძნელად კონტროლირებადი საშუალო ფენა რომ არ შეიქმნას, ესეიგი ქვეყნის ეკონომიკიდან დარჩენილი ვაჭრობის და მომსახურეობის სფეროს დატერორებას იწყებს რეჟიმი "აუცილებელი" ფინანსების აკუმულიურებისთვის (ეს ხდება საქართველოში). მოსახლეობას რომ სამართალზე და სამართლიანობაზე მოთხოვნილება და რეჟიმისთვის არასასურველი ილუზიები არ გაუჩნდეს, სასამართლო კონტროლდება 110%-ით. პროტესტის გამოხატვის შიში რომ დაინერგოს თავისუფალ სიტყვას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ავიწრვებენ და დევნიან (აქ ჩემი მაგალითიც შეიძლება მოვიყვანო). საზოგადოებაში დაგროვილი საპროტესტო მუხტის ნეიტრალიზების მიზნით, კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციის გამოყენებით პერმანენტულად ტარდება არაფრისმთქმელი და უშედეგო საპროტესტო აქციები. ძლიერდება სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა.. მოკლედ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი რასაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი აკეთებს აშშ-ის ძირითადი დაკვეთიდან (საქართველოდ წოდებული ტრუბის-სატრაბზიტო დერეფანის მიმდებარე ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლი) გამომდინარეობს (პირდაპირ ან ირიბად) და ნამდვილად არ ვფიქრობ რომ ვაშინგტონის ან მოსკოვის სხვა რომელიმე მარიონეტი, მნიშვნელოვნად უკეთესი მმართველი შეიძლება იყოს ვიდრე სააკაშვილი. მარიონეტი მარიონეტია და იმიტომ..
  14. Siknadmo საქმე იმაშია რომ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ქვეყნის გარედან მართვადი პოლიტიკური ელიტა, როგორც წესი არ არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დაცვით და მხოლოდ და მხოლოდ (ძირითადში) გეოპოლიტიკური დამკვეთის სამსახურშია.. თუნდაც ეგვიპტეა ამის მაგალითი, მაგრამ რად გვინდა შორს წასვლა, საქართველოს უახლესი ისტორია იგივეს არ ამბობს? მოსახლეობას რომ უკეთეს სასიცოცხლო გარემოში ცხოვრების შანსი მიეცეს, ქვეყანაში "სახალხო და ხალხისთვის" რეჟიმი-ხელისუფლება უნდა არსებობდეს და არა ვაშინგტონის ან მოსკოვის უსიტყვო მარიონეტი, როგორც ბოლო 20 წელი..
  15. ახლო აღმოსავლეთში ე.წ. რევოლუციების ტალღა დასრულებული არ იქნება რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყებენ ახალი პოლიტიკური რუქის ძერწვას. და გამოძერწავენ კიდეც, სომხეთს შავ ზღვამდე, აზერბაიჯანს დაბრუნებული ტერიტორიებით, საქართველოს კი სამცხე-ჯავახეთის, აჭარის და სამეგრელოს გრეშე. რუსეთის და სომხეთის ხელით გამოძერწავენ.. ასე რომ არაფერი კარგი აშშ-ის თავზეხელღებულ მოქმედებებში არ არის.. არც შეიძლება იყოს.
  16. http://wp.me/pySj7-fe არაბული რევოლუციური სიო ვაშინგტონიდან უბერავს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები განხორციელდა ტუნისში და ეგვიპტეში. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება ალჟირში და იემენში, იგეგმება ანტისამთავრობო გამოსვლები სირიასა და რეგიონის სხვა სახემწფოებში.. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისლამურ სამყაროში წარმოქმნილი “რევოლუციური სიო” პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და ზოგადად ექსპერტების ერთ ერთ ძირითად სასაუბრო თემად იქცა. ბევრიც საუბრობს, საუბრობს ყველაფერზე, დაწყებული “დემოკრატიის ბრწყინვალე გამარჯვებით” და დამთავრებული “რეგიონში ისლამისტი ფუნდამენტალისტების გავლების ზრდით”, თუმცა რეალობა ვგონებ რომ სულ სხვაა და ამ პოსტში სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. კარგად მოგეხსენება პატივცემულო მკითხველო, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ იორკში განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და შესრულებაში ვაშინგტონმა იმ დროისთვის ავღანეთში “დისლოცირებული” ისლამისტური ორგანიზაცია “ალ ქაიდა” და ავღანეთის თალიბი მთავრობა დაადანაშაულა. შედეგად პრქტიკულად 10 წელია რაც აშშ-ის შეიარაღენული ძალები ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მითიური “ალ ქაიდას” და მოძრაობა “თალიბანის” წინააღმდეგ ახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს. მოგახსენებთ იმასაც, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ავღანეთში განთავსებული აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი და დღეის მდგომარეობით 120-150 000-მდე სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. პარადოქსია, მაგრამ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ზრდა ნაკლებად აისახა ადგილებზე არსებულ ვითარებაზე. თალიბები კი როგორც 10 წლის წინ აკონტროლებდნენ ავღანეთის მთლიან რეგიონებს ასევე აკონტროლებენ დღესაც. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რა კავშირშია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენები ავღანეთთან, მაგრამ კავშირი ნამდვილად არსებობს და ოდნავ მოგვიანებით ამაზეც მოგახსენებთ. ინფორმირებული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ როგორც “ალ ქაიდას” ასევე “თალიბანის” შექმნის ისტორია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურს (CIA) და პაკისტანის დაზვერვის სამსახურს (ICI) უკავშირდება. ეს ინფორმაცია ალბათ იძლევა გარკვეული დასკვნების თუ არა ვარაუდების საფუძველს მაინც, მით უმეტეს, რომ ექსპერტულ საზოგადოებაში არც 11 სექტემბრის ტერაქტისადმი არსებობს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება და არც ავღანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციასთან მიმართებაში.. კითხვებს ბადებს აშშ-ისა და მთლიანბაში კოალიციური ძალების მოულოდნელად არაეფექტური ბრძოლა “თალიბებთან”. კითხვებს ბადებს, რადგან ძნელად წარმოსადგენია, რომ მსოფლიოს უძლიერესი არმიის, თანამედროვე სპეც-საშუალებებითა და იარაღით აღჭურვილმა 120 000-იანმა სამხედრო კონტინგენტმა ვერ მოახერხა და ვერ დაამყარა სრული კონტროლი ავღანეთის ტერიტორიაზე. კითხვებს ბადებს კოალიციური ძალების მოულოდნელად “ტოლერანტული” დამოკიდებულება მოწინააღმდეგე “თალიბების” ძირითად ფინასურ “არხთან”-ოპიუმის წარმოება/რეალიზებასთან დაკავშირებით. ავღანეთის ოკუპაციის შემდეგ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ოპიუმისა და ჰეროინის წარმოება მრავალჯერ გაიზარდა და დღეის მდგომარეობით მსოფლიოში წარმოებული ოპიუმის 80-90% სწორედ ავღანეთზე მოდის. “თალიბები” მრავალმილიარდიან შემოსავალს იღებენ (სავარაუდოდ ვაშინგტონელ პარტნიორებთან ერთად) ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის შედეგად და ამის მუხედავად აშშ-ის შეიარაღებული ძალები არ იყენებ სპეციალურ საშუალებებს ყაყაჩოს ველების დამუშავებისთვის. ახსნა მარტივია, თითქოს ავღანელ გლეხს სხვა შემოსავლის წყარო არ აქვს თუ არა ყაყაჩოს მოყვანა და ეს ხდება მაშინ, როცა ვაშინგტონს არანაირი მორალურ/ზნეობრივი და გლეხებზე მზრუნველობით გამოწვეული პრობლემები არ ქონია კოლუმბიის ტერიტორიაზე კოკას პლანტაციების ქიმიური რეაგენტებით დამუშავების დროს.. მარტივად რომ ვთქვა, ვაშინგტონი შეგნებულად არ ანადგურებს ავღანეთში მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის განთავსების “ძირითად საბაბს” (თალიბებს და თალიბანის ფინანსურ/სამხედრო ინფრასტრუქტურას) კიდევ ბევრი რამ ხდება უცნაური ავღანეთში და ავღანეთთან მიმართებაში, მათ შორის ისიც, რომ რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე ავღანეთში განთავსებული სამხედრო კონტინგენტისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების უფლება მისცა. რისთვის ზრდის და აძლიერებს პენტაგონი ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო წარმომადგენლობას თუ “თალიბებთან” ეფექტურ ბრძოლას კი არა, “თალიბების” ფინანსური “წყაროების” გადაკეტვასაც კი არ ჩქარობს? რათქმაუნდა ირანთან ომისთვის. (შეგახსენებთ, რომ ავღანეთი ირანს ესაზღვრება) სხვა ახსნა ვაშინგტონის მოქმედებებს არ აქვს, და ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტმა ავღანეთიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანის დაწყების თარიღად 2014 წელი დაასახელა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ირანის ომი 2012-2014 წლებში დაიწყება. რა კავშირია ირანთან ომსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესებს შორის? კავშირი არის, თან პირდაპირი და ამ მცირე “ისტორიულ/ გეოპოლიტიკური” ექსკურსის შემდეგ სწორედ ამ კავშირებს დავუბრუნდები.. ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური და რელიგიური/იდეოლოგიური გავლენის თვალსაზრისით ირანი უპრეცედენტოდ ძლიერ პოზიციებზე იმყოფება. თეირანი ათწლეულების მანძილზე უწევს სამხედრო/ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაცია “ჰეზბოლას” (Hezbollah), რომელიც ისრაელთან მრავალწლიან შეიარაღებულ კონფლიქტში იმყოფება, თეირანი აქტიურად ეხმარება პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედ რადიკალურ პოლიტიკურ ორგანიზაცია “ჰამასს” (Hamas), ალ-აქსის წამებულთა ბრიგადას (al-Aqsa Martyrs Brigade) და “ფათხს” (Fath), თეირანი თანმიმდევრულად უკომპრომისოა ისრაელთან მიმართებაში, არ აღიარებს რა მას (ისრაელს) როგორც სახელმწიფოს. აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თეირანი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მუსულმანურ მოსახლეობაში. ეს ყოველივე რათქმაუნდა არ აწყობს ვაშინგტონს, რადგან ერთის მხრივ თეირანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და “იდეოლოგიურ” იზოლაციაში მოქცევა ფერხდება, მეორეს მხრივ კი ირანთან ომის შემთხვევაში რეგიონის მუსულმანურ სახელმწიფოებთან ან ამ სახელმწიფოების მოსახლეობასთან (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) სრულმასშტაბიანი კონფრონტაციის საფრთხეს უქმნის. ვინაიდან ეს ასეა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე “რევოლუციურ” პროცესებს დავუბრუნდები და მოგახსენებთ, რომ ჩემი აზრით, ვაშინგტონი (ლენგლი) ისლამურ სამყაროში (ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთი-ჩრდილოეთ აფრიკა) არსებულ “დაჭაობებულ-კორუმპირებულ-დასუსტებულ პროამერიკულ რეჟიმებს, ახალი ასევე პროამერიკული რეჟიმებით ცვლის. ცვლის ზუსტად იმიტომ, რომ ირანზე თავდასხმის დროს ზურგიდან არ მიიღოს დარტყმა. ეს არის ტუნისში და ეგვიპტეში განხორციელებული “ხავერდოვანი რევოლუციების” ძირითადი მიზეზი და არა ის რომ არაბულ სამყაროში დემოკრატიისადმი საყოველთაო სწრაფვამ გაიღვიძა. ვაშინგტონიდან უბერავს “არაბული რევოლუციური სიო” და ფაქტი არ არის, რომ ან ტუნისის მოსახლეობა მოიგებს ქვეყნის გარედან მართული “regime change”-”ოპერაციით” რამეს, ან ეგვიპტის, და გინდაც იმ ქვეყნების სადაც ვაშინგტონმა ანალოგიური პროცესები დაგეგმა. P.s. ეს არის და ეს ბატონებო. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად პოზიციებს იმყარებენ ისლამისტური დაჯგუფებებიც, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი პროამერიკული რეჟიმები, ახალი შემართებით შეავიწროვებენ მათ (ისლამისტურ ორგანიზაციებს) და ვაშინგტონის “ზურგიც” შეძლებისდაგვარად დაცული იქნება. ასე კეთდება გეოპოლიტიკა..
  17. რა მიკვირს იცით, ასე მშვიდად როგორ აღიქვავთ ყველაფერს? ყველა შეძლებული ოჯახიდან ხართ და ყველას შეძლებული ნაცნობები და მეგობრები გყავთ ტო? ღმერთმა ბევრი მოგცეთ და ხელი მოგიმართოთ რათქმაუნდა, მაგრამ როცა რეჟიმი, კრიმინალური რეჟიმი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე საკვებზე ბარათების თუ ვაუჩერების დარიგებას იწყებს, ესეიგი თქვენს თანამემამულეებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ ხო??? ან მიდექით ან მოდექით, ხალხს დახმარება ჭირდება და არავინ დაეხმარება თქვენს (ქართული საზოგადოების) გარდა.
  18. სოციალური კატასტროფის ზღვარზეა ქვეყანა და შესაბამისად იზრდება სოციალური ბუნდტის-სახალხო ამბოხების შანსი.. რადგან ეს ასეა, იზრდება სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების შანსიც, ეს კი საქართველოსთვის ცუდათ ან ძალიან ცუდათ შეიძლება დამთავრდეს..
  19. არ დაიჯეროთ.. ასე ადვილი არ არის ანგლოსაქსების გავლენისგან თავის დაღწევა..
×
×
  • შექმენი...