Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. Siknadmo აი შენ ფიქრობ რომ იცი რას გინდა, მე ვფიქრობ რომ არ იცი, რადგან რომ იცოდე დაბალ გადასახადებსა და თუნდაც უფასო ან ხელმისაწვდომ ჯანდაცვის და განათლების სისტემას ერთდროულად ვერ დაუჭერდი მხარს, რამეთუ უერთიერთგამომრიცხავი დებულებებია )) რაც უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობამ არ იცის მთლიანობაში რა უნდა და როგორ უნდა, რადგან "კარგი ცხოვრება მინდა" არგუმენტი არსდროს ყოფილა და იქნება.. კარგ ცხოვრებას კარგად ცოდნა ჭირდება, თუნდაც იმის თუ ეს კარგი ცხოვრება რა არის და როგორი არის.. მოსახლეობაში უკიდურესად დაბალი პოლიტიკური კულტურა რეჟიმთან ბრძოლასაც აფერხებს და ამიტომ მიმაჩნია ეს თემა მნიშვნელოვნად.. როგორ უნდა მოვახერხო მე პირადად (მაგალითად) რევოლუციური ტალღის აგორება, როცა მოქალაქეები ვერც მემარცხენეობაში ერკვევიან, ვერც მემარჯვენეობაში, ვერც ლიბერალიზმში, ვერც კონსერვატიზმში, ვერც ჰუმანიტარულ ღირებულებებში და ვერც ქუჩის აკადენიურ ცოდნებში მამენტ? ბლოგზე რამდენიმე კვირის წინ დავწერე თემა სადაც აუცილებელი, სოციალური, ფინანსური რეფორმების მცირე ჩამონათვალი დავდე და ეგ თემა ყველაზე კითხვადებში ვერ გაიჩითა. რატომ? იმიტომ ხომ არა რომ საზოგადოება არ არის პრიორიტეტებში ჩამოყალიბებული, არ იცის რა უნდა და არ არის მზად ხელი გაანძრიოს იმისთვის რაც უნდა? აგერ ის თემა.. ამბოხებაზე თემის კვალდაკვალ რევოლუციური ტალღის ასაწევად სხვა რა თემა შეიძლება იყოს აქტუალური თუ არა ადამიანის სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესება და სოციალური თანასწორობა არ ვიცი.. კრიმინალური რეჟიმის მონამორჩილი ფსევდო-ოპოზიციური პარტიების შემოგდებული თავისუფალი სასამართლოს, თავისუფალი ბიზნეს გარემოს, დეპოლიტიზირებული პოლიციისა და კორუფციასთან ბრძოლის ყბადაღებული თემები რომ თავი ბოლო პოლიტიკური ნების საკითხია და ადეკვატური ხელისუფლების პირობებში "მარტივად" გადაწყდება ხომ ისედაც ცხადია? როგორც ის რომ უფლება აყრილი მოსახლეობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს? ქართულ საზოგადოებას ვერაფერი გავუგე რა. მართლა არ იცის ხალხმა რა უნდა..
  2. mtidan ეს თემაც იმას ემსახურება რომ გავიგო თუნდაც ამ ფორუმის მომხმარებელი საზოგადოება რას მიიჩნევს პრიორიტეტად. სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორ? როგორი უნდა იყოს ახალი სისტემა? როგორი უნდა იყოს სოციალური, ეკონომიკური, საშიანაო და საგარეო პოლიტიკა? როგორი იდეოლოგიის მატარებელია საზოგადოება და რამდენად არის ან არ არის მზად საკუთარი თავის მარცხნივ ან მარჯვნივ პოზიციონირებისთვის? რა ღირებულებები აქვს საზოგადოებას? ვფიქრობ ამ საკითხებზე მოსახლეობა არ ფიქრობს, არ ფიქრობს და ვინაიდან ე.წ. პოლიტიკური პარტიებიც არ იწუხებენ თავს ადეკვატური პროგრამული დოკუმენტების შემუშავებით, ვეღარც საზოგადოება ახერხებს საკუთარ მოქალაქეობრივ-იდეოლოგიურ გნებავთ პოლიტიკურ ხედვაში ჩამოყალიბებას, ქვეყანა კი მთლიანობაში დეიდეოლოგიზირებულ არეალად იქცა და პოლიტიზირებულობის მაღალი ხარისხის მიუხედავად ხალხი ვეღარ ხვდება რა გზით უნდა განვითარდეს სახელმწიფო, რატომ უნდა განვითარდეს იმ გზით რომლითაც უნდა განვითარდეს და რა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გატარდეს ამ გზაზე.. რა არის საქართველო და რისთვის ან ვისთვის არსებობს ის? სახელმწიფო თუ ადამიანი? როგორია პრიორიტეტი? ჩემთვის ადამიანია უმთავრესი, სახელმწიფო კი ადამიანის მსახური და შესაბამისად მხოლოდ ინსტრუმენტი. ადამიანის სიცოცხლის, ჯამრთელობის, პატივისა და ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის ერთ ერთი ძირითადი ინსტრუმენტი.. არაფერი სხვა..
  3. ეს თემა ქართული საზოგადოების ინფანტილურობის ნათელი დემონსტრირებაა ვგონებ.. ვითომ ბანალური კითხვები დავსვი არა? ამ დროს უფრო სერიოზული არა მგონია რამე თემა იყოს ვიდრე ის თუ რამდენად აცნობიერებს საზოგადოება საკუთარი მოთხოვნების რაობას და ხედავს თუ არა გზას, რომლითაც დასმული მიზნებისკენ შეიძლება იმოძრავოს.. ყველაფერი მარტივი გენიალურიაო უთქვავს ბრძენს და მართალიც უთქვავს. ამ თითქოს და ერთი შეხედვით ბანალურ კითხვებზე, როცა არ აქვს საზოგადოებას პასუხი, რათქმაუნდა ვერც უფრო კომპლექესურ თემებში შეძლებს გარკვევას და შესაბამისად რათქმაუნდა არ და ვერ მოახერხებს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ბედის განკარგვა/განსაზღვრას.. დამაფიქრებელია ეს ყოველივე..
  4. კოლეგა ფორუმელებო პრაქტიკულად ყველა თქვენთაგანი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის მომხრეა, რეჟიმის თუ არა, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხილვა ხელისუფლებაში ნამდვილად არ/აღარ გსურთ. ასეთია თქვენს მიერ დეკლარირებული პოზიცია.. რადგან ეს ასეა, მაინტერესებს თუ რა მოთხოვნები და მოლოდინები გაქვთ ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით.. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება სააკაშვილი და ავტომატურად დალაგდება ცხოვრება? რას ნიშნავს თქვენთვის ცხოვრება? ან რა არის თქვენი პრიორიტეტი? ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა? დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება? დეპოლიტიზირებული პოლიცია და სხვა ძალოვანი უწყებები? ეკონომიკური აქტიურობის თავისუფლება? დაბალი გადასახადები? უფასო ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა? უფასო ან ხელმისაწვდომი განათელბის სისტემა? სოციალური სამართლინობა? კანონის უზენაესობა? დინამო თბილისის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა? თუ რა? თქვენ თავად თუ იცით როგორ საქართველოში გინდათ ცხოვრება? და თუ იცით, რომელი თქვენს მიერ მოწონებული ე.წ. ოპოზიციური პარტია გთავაზობთ მკაფიო საპროგრამო დოკუმენტებს დასახული მიზნების მიღწევის გზებთან დაკავშირებით? საერთოდ რა გინდათ? და რატომ გინდათ ის რაც გინდათ? პ.ს. მე პირადად ზედმიწევნით კარგად ვიცი რა მინდა, რატომ მინდა, როგორ მინდა და მინდა თუ არა ნამდვილად ის რაზეც ვფიქრობ რომ მინდა.. ვიცი რა ტიპის რეფორმების შედეგად შეიძლება დაიდოს სასურველი შედეგი, ადეკვატური ხელისუფლების პირობებში. ვიცი რა არის ეს სასურველი შედეგი და რატომ არის ის სასურველი. ვიცი, რატომ უნდა შეიცვალოს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი და როგორ უნდა მოხდეს ეს.. თქვენ?
  5. საქართველოში არანაირ აჯანყებას არ ექნება ადგილი.. იმიტაციას კი, რადგან კრიმინალური რეჟიმი ე.წ. ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს დაავალებს სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაუმორჩილებლობის პროვოცირებას, შემდგომში საგანგებო ზომების გასატარებლად. ნამდვილი აჯანყება არ/ვერ იქნება..
  6. რუსეთი და აშშ-ი შეთანხმებულად მოქმედებენ ოსტაპ. ვიქნები პოლიტკორექტული და არ ვიტყვი რუსეთი ვაშინგტონის მარიონეტია თქვა, მაგრამ ვიტყვი იმას რომ თეთრი სახლი და კრემლი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ბოლო ორი ათწლეული, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ვაშინგტონი და მოსკოვი აშკარად აღრმავებენ პარტნიორულ ურთიერთობებს და აღმოსავლეთის-ჩინეთის საფრთხის გამო შესაშურ ერთსულოვნებას იჩენენ გეოპოლიტიკურ საკითხებში. ეს ბევრ რამეში ჩანს. გამოჩნდება სამხრეთ კავკასიაშიც..
  7. მეც ვიცი ევროპის რაობა შე კაცო, 4 წელი ვიცხოვრე იქით, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევაზე რომ მიდგა საქმე სადაც იმ მომენტისთვის მქონდა გასაქცევი იქ გავიქეცი.. თუ მაგ ტიპის საქმეც მასეა, ცხინვალში ნაღდად გადავიყვან უსაფრთხოდ, იქიდან კიდო მოსკოვამდე ჩავა რამეფრად და იქაური აშშ-ის სალეჩო მაინც დაეხმარება ალბათ.. აბა მაზოხისტია ტო? ოთხჯერ მცემესო, სანამ ცემდნენ ერთი ორსაც დაემუწრებოდნენ და მაინც და მაინც სანამ შუბლს არ გაუხვრიტავენ ვერ უნდა მიხვდეს რომ საკუთარ თავსაც საფრთხეში აგდებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ოიჯახსაც? არა, ეხლა ცხინვალში რომ გადავიყვანო მაგარი ხოხმა იქნება ნაღდად
  8. აშშ-ის ელჩი თრაქის ქიცინით მარტოა გურჯისტანში დაკავებული? თუ აშშ-ში ვერ მიდის და საელჩოც არაფერით ეხმარება დამიკავშირდეს და ცხინვალში გადავიყვან ( ) იქიდან კი თითონ იცის თავის გზა, რუსეთში აშშ-ის.საელჩო მეტად კომპეტენტური ხალხით იქნება დაკომპლექტებული ალბათ და რაცხას დაეხმარებიან.. .
  9. 2008 წლის აგვისტო ქონდა მიშპოაც შესასრულებელი და ამიტომ დატოვეს ხელისუფლებაში თორე 7 ნოემბრის შემდეგ დასავლეთმა და კონკრეტულად ვაშინგტონმა ცალსახად ხელი ჩაიქნია მიშპოცაზე როგორც პერსპექტიულ პოლიტიკოსზე.. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ მიშპოცას რეჟიმმა ვერ გადაჭრა საქართველოს სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ეგზისტებნციონალური პრობლემა - კორუფცია. როგორი კორუმპირებულიც იყო საზოგადოება ისეთივეა დღესაც, როგორი კორუმპირებულიც იყო ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ისეთივეა დღესაც, რადგან თვისობრივად არ ის შეცვლილა. როგორი კორუმპირებულიც იყო სახელმწიფო მართვის სისტემა ისეთივეა დღეს და როგორი კორუმპირებულიც იყო პოლიტიკური სისტემა იმაზე უარესად კორუმპირებულია დღეს.. არადა ე,.წ. ვარდების რევოლუცია სწორედ ახალი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის შექმნას და ახალი პრინციპებისა და ღირებულებების დანერგვას ისახავდა მიზნად პირველ რიგში და ეს ამოცანა ვერ შესრულდა.. მოკლედ მიშპოცა ბალასტად იქცა ვაშინგტონისთვის, ისევე როგროც საქართველო და მას შემდეგ რაც მიშიტოს კიდევ ერთხელ დააწყებინებს ომს მაგასაც გაისტუმრებს ვაშინგტონი შინმოუსვლელში და თანამედროვე საქართველოსაც.. სხვა დანიშნულება სააკიანც არ აქვს. მაგ არაადამიანის მეშვეობით სომხეთი შავ ზღვაზე გავა, საქართველო კი შეიძლება საერთოდ სახელმწიფოებრიობის გარეშე დარჩეს.. ეგ არის და ეგ.. სააკიანცის მეორე ვადით დატოვების ძირითადი მიზეზი ის არის რასაც ვამბობ.. პ.ს. 2011-2012 წლებში იმიტომ რომ ვაშინგტონს ირანზე თავდასხმა ეჩქარება და შესაბამისად 2013-2014 წლამდე (ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დეკლარირებულ თარიღამდე) უნდა სამხრეთ კავკასიაში მისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური რეალობის შექნა..
  10. ვინ აცლის მიშპოცას 2013-მდე? 2011 მაქსიმუმ 2012 წელს მიშპოცა ხელისუფლებას და პოლიტიკას ჩამოშორდება. უეჭველი ჩამოშორდება, რადგან მისი ლიკვიდაცია გარდაუვალია. სხვა საქმეა რომ მაგ არაადამიანის და მისი გარემოცვის გამო საქართველოსაც "გააუთოვებენ" სომხეთისა და რუსეთის ჯარები, თან ვაშნგტონის ნებართვითა და მითითებების შესაბამისად.. ეს რომ არ მოხდეს რევოლუცია უნდა დავიწყოთ, მაგრამ ვინ? მარტო მე? ))
  11. Siknadmo კაცო მე კრიმინალურ რეჟიმთან მაქვს კონფლიქტი, მიშპოც ნაბოზარიანთან და დანარჩენ არაადამიანებთან და ვიდრე მაგ ღორებს სუნთქვა შეუძლიათ არ მოვისვენებ. ეგ მურზები, კოკოლინები და დანარჩენი მიშმადიდებლები მაგარი არ მადარდებს : )) თუ ხალხის წინაშე უპატიებელი დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუ ხალხის ფულით არ აუშენებიათ ცხოვრება და თუ კრიმინალური რეჟიმის კრიმინალურ დავალებებს არ ასრულებდნენ არა მგონია მათი დევნა გამართლებული იყოს, რეჟიმის შეცვლა მართლაც რომ მოხერხდეს.. მარტო იმიტომ გატისკო ადამიანი რომ ისე ჯერა როგორც ჯერა არ მიმაჩნია მართებულად. იმენნა რეჟიმის მსახური კრიმინალი ნაძირლები (საფუძველში კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ძირითადი ნაწილი) უნდა გაპალაჩდნენ. ყველა მედროვეს და მიშმადიდებელს რომ დაერიოს ხალხი მოსახლეობის მეოთხედის (მინიმუმ) რეპრესირება გახდება საჭირო, ამაზე კიდო ხელს უგზო უკვლოდ აგრესიული-რადიკალური რევოლუციონერიც კი ვერ მოვაწერ : )) წითელი ქხმერები ხომ არ ვართ კაცო
  12. რიგითი მიშმადიდებლების დევნა შევიწროვება რა საკადრისი საქმეა შე კაცო. იცოცხლონ რას ერჩი : )))
  13. იქნებ ლიბიიდან ვპოსტამ კაცო? შემოგევლოთ ჩემი თავი, რაზეა ბაასი გამოგყვებით, მაგრამ ვიდრე ბარიკადებზე გავიდოდეთ ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე ვისთან ერთად ვიბრძვი, რისთვის ვიბრძვი და რა მეთოდებით? ))) ქართველ რევოლუციონერთა საპროგრამო დოკუმენტი დაიდოს! წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი საქართველოში არ მოვა რადგან ვერ მოვა..
  14. აისახება, აისახება, ოღონდ არა დღეს და ხვალ ვლადივასტოკში უკვე მიმდინარეობს ატესის სამიტისთვის მზადების კონტექსტში სამშენებლო სამუშაოები სადაც სოჭის ოლიმპიადის ინფრსტრუქტურული პროექტების დროს აპრობირებული ტექნოლოგიები გამოიყენება, ხდება პირიქითაც, ვლადივასტოკში შეძენილ-გამოყენებული ახალი ცოდნა სოჭის ოლიმპიადის სამშენებლო სამუშაოების დროს გამოიყენება.. მაგალითად მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დიდი, თუ არა ყველაზე დიდი დაკიდული ხიდის მშენებლობა, რომელიც ვლადივასტოკში მიმდინარეობს, რუსეთის ერთ ერთი მეტალურგიული ქარხნის კომპლექსური მოდერნიზების საფუძველი გახდა, რადგან ახალი ტექნოლოგიებით წარმოებულ-დამუშავებული ფოლადით სამშენებლო მეტალოკონსტრუქციების წარმოება რუსეთში მანამდე არ ხდებოდა.. სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზების ფარგლებში რუსეთში პირველად გამოიყენეს გვირაბების გაყვანისა და ხიდმშენებლობის ევროპული-დასავლური ტექნოლოგიები და 2014 წლისთვის 30-ზე მეტი ახალი გვირაბი შევა ექსპლუატაციაში, რამდენიმე ათეული ახალი ხიდი და ღმერთმა იცის კიდევ რა. ეს ცოდნა ამ სამშენებლო კომპანიებს ხომ გამოადგებათ? უკვე ადგებათ, რადგან სოჭის "სამშენებლო მოედნიდან" მოხსნილი რამდენიმე ბრიგადა რამდენადაც ვიცი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი როკის გვირაბის ძირეულ რეკონსტრუქციაზე მუშაობს.. ასეთი მაგალითები ათობით შეიძლება მოვიყვანო, ანუ საბოლოო ჯამში ახალი ცოდნით გამდიდრებული რუსეთის ეკონომიკა ვლადივასტოკელების ცხოვრებაზეც ჰპოვებს ასახვას, ჩრდილოეთ კავკასიელების ცხოვრებაზეც და ციმბირელი ჩუქჩების ცხოვრებაზეც მამენტ : ))) დრო უნდა ყველაფერს..
  15. ვეფხვო დაღესტანი და გინდაც ვლადივასტოკი რუსული ეკონმიკური სივრცის ნაწილი არ არის? საუბარია ახალ ცოდნაზე რომელიც ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზებას მოხმარდება და მოგებაში დაღესტნელი გლეხიც დარჩება და ვლადივასტოკელი პორტის მუშაკიც.. : ))) საუბარი ხომ გრძელვადიან პერსპექტივზეა? გარდა ამისა სამხრეთ კავკასია რეალურად უსერიოზულეს ბიძგს მიირებს განვითარების თვალსაზრისით. გარდა სოჭის ოლიმპიადისა, ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ასეული მილიარდი რუბლის ინვესტირება იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორიცლეებისა და რეგიონის მოდერნიზებისთვის რაც რათქმაუნდა უკვალოდ არ ჩაივლის, თუნდაც ამ თანხმების 80% ისევ კორუმპირებული ნაძირლების ჯიბეებში დაილექოს.. შვეიცარიის ანალოგი გახდება ჩრდილოეთ კავკასია ოლიმპიადის დახმარებით თქვა ხომ არ მითქვავს :? ))) წაგებაში ნამდვილად არ დარჩება, ესეც ფაქტია..
  16. ეგ ოლიმპიადა ჩემი აზრით რუსეთის სამხრეთი რეგიონის-ჩრდილოეთ კავკასიის "გონზე მოყვანასა" და მთლიანობაში რუსეთის ეკონომიკის და რუსეთის მოსახეობის ცნობიერების ეტაპობრივ მოდერნიზებას ემსახურება.. სოჭის ოლიმპიადის მეშვეობით რუსეთის ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობა, რაც რათქმაუნდა გაცილებით მნიშვნელოვანია მთლიანობაში რუსეთის ფედერაციისთვის ვიდრე ცალკე აღებული მასშტაბური სპორტული ღონისძიება, გინდაც ეს უკანასკნელი ოლიმპიადა იყის.. რათქმუნდა არის პოლიტიკური მომენტიც. ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემით მოსკოვს და იგივე ვაშინგტონს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის საფუძვლინად "დამუშავების" გამართლებაც შეუძლია და რუსეთის როგორც ცივილიზებული ევროპული ზესახელმწიფოს სტატუსისა და იმიჯის გამყარებაც.
  17. ეჰ, რა დრო იყო ჩემი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციები დღემდე რომ ცოცხლობს და აქტუალურია მაგარი მსიამოვნებს, მაგრამ..... )) 2013 წლის დადგომამდე "მოაყომარებს" ვაშინგტონი და მოსკოვი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს თემას, ასე რომ ოლიმპიადა არ ჩაიშლება.. ია ტაკ დუმაიუ..
  18. პრინციპში ბოლო ღეებში "ბრენტის" ფასი 115-120 დოლარის მიდამოებშიც კი თამაშობდა, "WTI" მარკის ნავთობი 100-105 დოლარის მიდამოებშია და ალბათ კიდევ აიწევს ფასი გარკვეული დროის მანძილზე, მაგრამ დღეს დღეისობით ვერ ვხედავ ობიექტურ მიზეზებს იმისთვის, რომ ნავთობის მაღალი ფასის შენარჩუნება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვივარაუდო.. რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე შესაძლოა ნავთობის ფასი 90-100 --- 100-120 დოლარის მიდამოებში მერყეობდეს, ესეც უფრო სპეკულატიური გარიგებების გამოისობით, ვიდრე ობიექტური მიზეზებით, რადგან სპარსეთ8ის ყურის ძირითადი ნავთობექსპორტიორი ქვეყნები სტაბილურად აგრძელებენ ნავთობის მოპოვებას, ლიბია კი სამოქალაქო ომშიც რომ გაეხვეს დიდი დიდი 5-10 (მაქსიმუმი) დოლარით გაძვირდეს ნავთობი, რადგან თავი ბოლო 1,5 მილიონი ბარელია მაგ ქვეყნის ნავთობმოპოვების მოცულობა დღეში. მსოფლიოს მასშტაბში ნავთობმოპოვების მოცულობა ყოველდღიურად 20-22 მილიონი ბარელის მიდამოებშია.. საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე არ ვფიქრობ რომ ნავთობის ფასის საშუალო მაჩვენებელი 70-80 ნუ მაქსიმუმ 90 დოლარის მიდამოებში არ დაფი8ქსირდება 2011 წლის ბოლოსთვის (როცა დადგინდება როგორი იყო წლის განმავლობაში ნავთიბის საშუაო ფასი).. ვიდრე ირანზე აშშ-ის თავდასხმა არ მოხდება არა მგონია ნავთობის ფასმა 130-150 (ან მეტი) დოლარის მიდამოებში გადაინაცვლოს.. ირანი-აშშ ომი კი ჩემი აზრით 2013-2014 წლებში დაიწყება..
  19. 2013-2014 წლებში აშშ-ირანის ომის დაწყებას ვვარაუდობ. 2025-2035 წლებში კი დასავლეთსა და ჩინეთს შორის ბირთვულ ომს. ასე რომ შეიძლება მართლაც უფსკრულის პირას ვიდგეთ და ვერ ვხვდებოდეთ.. ისე რამდენიმე ატომური ბომბი ირანის წინააღმდეგაც შეიძლება გამოიყენოს ვაშინგტონმა.. :givi:
  20. mtidan ცვეტში მესამე მსოფლიო ომისთვის მიდის მზადება. ხალხმა რომ არაფერი ისქესოს ახალი ბუნკერებისა და ძველების რეაბილიტირების გამო, 2025 წლისთვის წამყვანი ქვეყნების მიერ თანამედროვე შეიარღებაზე ასეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფის გამო, ხელშეუხებელი სასურსათო მარაგების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, იგივე ნორვეგიაში ერთ ერთ ბუნკერში დედამიწაზე არსებული მცენარეების თესლის გადამალვისა და ათასი სხვა ერთობ დამაფიქრებელი ინფორმაციისა თუ ფაქტის გამო, იგონებენ რა ათას სისულელეს ხან მაიას ტომის ინდიელების კალენდარის პონტში მოახლოვებული "ფინიშის" შესახებ და ხანაც ნებირუთი და ათსასი სხვა თემით აშინებენ ხალხს.. ეგ ჩიტების ცვენა და თევზეულის სუიციდური გამოხტომების მაგ ოპერიდან უნდა იყოს.. დაწამლეს რა შეგნებულად ჭორების გასავრცელებლად და შედეგსაც მიაღწიეს, პლანეტის მოსახლეობის ალბათ ნახევარი ღმერთმა იცის რაზე ფიქრობს, არადა ამ დროს მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა კაცობრიობა და არაფერი კეთდება მომავალი კატასტროფული ომის შესაჩერებლად.. მთავარია რომ აშშ, ევროპა, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და პრინციპში ყველა ქვეყანა რომლის ხელისუფლებაც რამეს ტვინავს ემზადება დასავლეთისა და აღმოსავლეთის გარდაუვალი დაპირისპირებისთვის.. წარმოიდგინე 2-3 000 ატომური ბომბის აფეთქება რა ცვლილებებს გამოიწვევს პლანეტაზე, თუნდაც ბირთვული ზამთარი რად ღირს, ასე რომ იციან და ემზადებიან.. 2035-2050 წლებისთვის კაკრაზ ოქროს მილიარდი დარჩება დედამიწაზე და ყველა დაისვენებს ალბათ : )))
  21. ჩემეულ ჰუმორს ვერ ჩაუწვდი ეტყობის ვეფხვო თორემა არ იფიქრებდი "არაფერი განსაკურებული არ ხდება" თქვა შემთხვევით დამეწეროს ))
  22. გმადლობთ კოლეგებო 20 ათას ნახვას გადავცდი ))) BLOG STATS 20,001
  23. რადროს ეგ არის და 4 ადამიანი შედით ჩემ ბლოგზე.. 20 000-იან ნიშNულს უნდა გადავცდე :givi: http://itngeorgia.wordpress.com/
×
×
  • შექმენი...