-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
როსისკაია გაზეტასთან ინტერვიუში თქვაო მგონი. ეგ გაზეთი რუსეთის პარლამენტის არის თუ მთავრობის. სახელმწიფოა მოკოლედ. თემას ამზადებენ რა ნაბიჯ ნაბიჯ, საქართველოში კი გარემოს გაუმჯობესებაზე და ფსევდო ოპოზიციის ავკარგიანობაზე სჯა ბაასს გადაყვა ხალხი.. გავა რამდენიმე კვირა ან თვე და ფეესბეს დირექტორი დაადანაშაულებს სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს ტერორიზმში, მეორე დღეს კი მედვედევი ან პუტინი გამოვა სიტყვით და "ძმურ გაგებაში და სიყვარულში" 58-ე არმიას დაძრავს საქართველოსკენ.. მაგ დროისთვის ფსევდო ოპოზიციას სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ბრძანების შესაბამისად საპროტესტო აქციები ექნება დაწყებული და სისხლიც იქნება დაღვრილი, თან აფხაზეთისკენ და სამხრეთ ოსეთისკენაც დაიძაბება სიტუაცია და რუსეთის არმია პრინციპში "განმათავისუფლებელის" სტატუსით შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე. სომხეთის არმიაც სხვათაშორის.. ვთქვი სააკაშვილი ს კანცსამი გაუჩალიჩებს საქართველოს თქვა და ასეც იქნება..
-
http://wp.me/pySj7-fw მოგეხსენებათ კოლეგებო, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არაერთგზის დავადანაშაულე მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერასა და ტერორისტული აქტების ორგანიზება/ განხორციელება/დაფინანსებაში. დავადანაშაულე ჩემს ხელთ არსებული ინფრმაციების საფუძველზე და საჯაროდ განვაცხადე, რომ სააკაშვილის რეჟიმის არაადეკვატური პოლიტიკა, მათ შორის ტერორისტული აქტიურობა, საქართველო-რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლების, საქართველოს დეზინტეგრაციისა და ათეულობით ათასი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლისა და ჯამრთელობის ფასად დაუჯდება სახელმწიფოს. გარკვეული დროის წინ, ჩემი ბრალდებების დამადასტურებელი განცხადებები გააკეთეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. საუბარია საქართველოში არსებულ სპეციალურ ბანაკებში მომზადებულ და რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ დივერსიულ ჯგუფებზე, რომლებიც მეთოდურად ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ტერორიზმთან კავშირზე აგრეთვე არაერთი ირიბი მინიშნება გაკეთდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმმადგენელთა მხირად, თუმცა დღეს პირველად დასახელდა იფიციალური თბილისი და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს განხორციელებული ტერორისტული აქტის ერთ ერთ ძირითად ორგანიზატორად. გთავაზობთ ინფორმაციას რომელიც მართლაც საყურადღებოა, რამეთუ, როგორც ჩანს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლება საქართველოსა და რუსეთს შორის გარდაუვალი ხდება.. http://www.interpressnews.ge/ge/politika/160990-aleqsandr-torshini-saqarthvelos-domodedovos-teraqtis-organizebashi-adanashaulebs.html ალექსანდრ ტორშინი საქართველოს დომოდედოვოს ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ტორშინი საქართველოს ხელისუფლებას დომოდედოვოს ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებს . ამის შესახებ მან "რასიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტორშინმა ტერაქტებზე საუბრისას განაცხადა, რომ დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტის ორგანიზებაში დოკუ უმაროვის მონაწილეობის არ სჯერა. იგი ვარაუდობს, რომ უმაროვზე მხოლოდ დამკვეთების ფულმა გაიარა და დომოდედოვოს ტერაქტი რეალურად, საზღვარგარეთიდან იყო ორგანიზებული. "მართალია, მესმის, რომ ჩემი სიტყვები მრისხანებას გამოიწვევს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტერაქტის ორგანიზატორი საქართველო და მისი მმართველი რეჟიმია", - განაცხადა ტორშინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ სიძულვილს არ მალავს და "ანტირუსული განწყობა კონკურენტულ საქონლად აქცია, რომელსაც ის ყიდის". "ქართული ღვინო უცხოეთის ბაზრებზე სუსტად იყიდება, რუსოფობია კი მოთხოვნადია. სააკაშვილის რეჟიმს ტერაქტის ორგანიზებისთვის უმაროვიც არ სჭირდებოდა, რამდენადაც არის ოსი მოღალატე – სანაკოევი და მისი აგენტურა. რაც შეეხება დამკვეთებს, არ მახსენდება, რომ რომელიმე ტერაქტის გამოძიება დამკვეთზე გასულიყო. უკეთეს შემთხვევაში, ორგანიზატორებს პოულობენ და ასახელებენ", - განაცხადა ტორშინმა. მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, 24 იანვარს, ტერაქტის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო.
-
წელსვე დავამთავრებთ მიშასო.. დაეჯერებათ?
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif -
პოლიტიკური მოთხოვნების გარდა სხვა მოთხოვნებს აზრი არა, აქვს
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ანუ შენც რევოლუციონერთა რიგებში გადმოხვედი? საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ალასანია ბელადად თემები ფაფუ? ხომ იცი ნამდვილი რევოლუცია რომ მოხდეს ალასანიაც ეშაფოტის გზას გაუდგება, ასე რომ ... -
პოლიტიკური მოთხოვნების გარდა სხვა მოთხოვნებს აზრი არა, აქვს
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეტყობა ქართული დამავიწყდა კაცო პოლიტიკური მოთხოვნებიო მარტო ო და მეც დავწერე რომა მოთხოვნები და ეგეთი პონტები საჭირო არ არის თქვა. ულტიმატუმი და 5 საათიანი სიცოცხლის დერეფანი! წავლენ წავლენ არ წავლენ და რომელი მათგანიც ცოცხალი დარჩეს იმან იტრაბახოს კაცი ვარ და ქუდი მხურავსო : )) აი ასე დავაყენებდი საკითხს, მე პირადად. მაგრამ თქვენ თქვენი გზა გაქვთ და აშკარად არა ის, რომელიც მე : ))) -
პოლიტიკური მოთხოვნების გარდა სხვა მოთხოვნებს აზრი არა, აქვს
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლიტიკური მოთხოვნებით კრიმინალურ რეჟიმს რომ მიმართავ და მისგან პასუხსაც ელოდები, დიალოგის ერთგავრი ფორმაა ეგ აბა რა ჯანდაბაა? არანაირი დიალოგი! შეიკრიბოს ხალხი, მისცეს სააკაშვილს და სააკაშვილის უახლოვეს გარემოცვას 5 საათიანი ვადა ულტიმატუმის სახით, რომ დობრათ აახვიონ. არადა დაიწყოს კონკრეტიკა და ცოცხლად დარჩენილი კრიმინალური რეჟიმის მსახურები დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარსდგენ! ეგ არის და ეგ. საქმე ასე კეთდება.. -
პოლიტიკური მოთხოვნების გარდა სხვა მოთხოვნებს აზრი არა, აქვს
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio და პოლიტიკურ მოთხოვნებს რა აზრი აქვს? საერთოდ რა აზრი აქვს კრიმინალურ რეჟიმთან რაიმე სახის დიალოგს? -
წელსვე დავამთავრებთ მიშასო.. დაეჯერებათ?
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰოდა რომ არ დაგეტყოთ პროფილაქტიკას მივმართავ -
წელსვე დავამთავრებთ მიშასო.. დაეჯერებათ?
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველაფერს თავი გავანებოთ ოქრუაშვილის, გრეჩიხების, სუბარის, კიწმარიშვილის და დანარჩენი უპრინციპო კორუმპირებული ნაძირლების დაკომპლექტებული ხელისუფლების დედა მოტან რა.. მაგ ახვრებზე სერიოზულად რა პონტში საუბრობთ.. -
წელსვე დავამთავრებთ მიშასო.. დაეჯერებათ?
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მთელი სახელმწიფო რესურსი მაგათ ხელში არ არის? რაში გეპარება კაცო ეჭვი? ვაშინგტონი და მოსკოვი რომ არ ჩაერიოს მთელ საქართველოს გააუთივებენ და კაციშვილი ხმის გამცემი არ ეყოლებათ.. სხვა თემაა რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი ფსევდო ოპოზიციონერებს გამოსვლებს კი დააწყებინებს და სროლებამდეც მიიყვანს საქმეს, მაგრამ ვითარებაზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს, რამეთუ ვაშინგტონი და მოსკოვი ფარულ კოზირებს აამოქმედებენ.. ეხლა ეს კოზირები რა ან ვინ შეიძლება იყოს არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილს რომ მისი ერთგული გონია (მაგალითად რომელიმე ბრიგადის მეთაური ან რამდენიმე ქალაქის პოლიციის უფროსი) აი ზუსტად ის შეიძლება დაიძრას "თავის ხალხთან" ერთად რეჟიმის წინააღმდეგ, ან საერთოდ მერაბოვმა გაჭედოს ვაშინგტონის დავალებით, ან ღმერთმა იცის მოკლედ კიდევ ვინ და რა, მაგრამ შედეგი რუსეთთან და სომხეთთან ომი და საქართველოს განადგურება იქნება.. არ დამიჯეროთ ბატონებო, რამდენიმე თვეში თქვენი თვალით ნახავთ.. ან დამიჯერეთ და თუ ამბოხებაა ნამდვილი ამბოხება, ნამდვილი რევოლუცია მოვაწყოთ! -
წელსვე დავამთავრებთ მიშასო.. დაეჯერებათ?
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თემა მინდოდა მაგ პარტიაზე გამეხსნა და დამეზარა, არადა დარწმუნებული ვარ ირაკლი ოქრუაშვილის (სხვა ფსევდო პოლიტიკოსების) ფიგურის აქტიური გამოყენებით შეეცედება სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი ვითარების უკიდურეს ესკალაციას, სამოქალაქო დაპირისპირებისა და შეიარაღებული ამბოხების იმიტაციას და შედეგად ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი სადამსჯელო ზომების გატარებასა და "სახელწიფოზე" მკაცრი კონტროლის დაწესებას.. არ აყვეთ მაგ ფსევდო ოპოზიციონერების პროვოკაციებს! საქართველოში დამოუკიდებველი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ არსებობს! პ.ს. სააკაშვილის გარემოცვა იმდენად გონებაშეზღუდულია რომ როგორც ჩანს მართლა ვერ ტვინავენ რა ხდება, არადა იქით მაგ ბოზებს (კრიმინალურ რეჟიმს) და მაგ არაადამიანების პროვოკაციებს გამოიყენებს ვაშინგტონი და მოსკოვი საქართველო-რუსეთსა და საქართველო-სომხეთს შორის ომის დასაწყებად და საქართველოს დეზინტეგრაციის მორიგი ეტაპის განსახორციელებლად.. თქვენ მაინც გამოიღვიძეთ ხალხო! -
როგორ უნდა მოხდეს და შენი შემოსავლების ყოველი 100 ლარიდან 40 ან 60 ლარის გადასახადების სახით გადახდა რომ მოგიწევს, მერწმუნე სახელმწიფო მოხელეებისგან არა თუ არაპროფესიონალიზმს, საერთოდ ერთი ნაბიჯით იქით ან აქეთ მცირეოდენ გადაცდომას არ/ვერ მოითმენ. მართლა გაგიჩნდება განცდა იმისა, რომ მაგ ადამიანებს ხელფასს შენ უხდი, ყველაფერი რაც გარშემოა შენი ფულითაც არის გაკეთებული და შესაბამისი იქნება შენი მოქმედებაც.. ადამიანის ცნობიერება და ფსიქიკა საკმაოდ ელასტიური რამეა. მერწმუნე მოქალაქეებმა დაინახონ რომ მათი ფუნდამენტალური უფლებები და წესიერება, პატიოსნება, პროფესიონალიზმი, პლუს ხალხის სამსახური სახელმწიფოსთვის უმთავრესი ღირებულებაა და ადამიანებს ვეღარ იცნობ.. საკუთარ თავსაც ვეღარ იცნობ არა თუ სხვებს.. : )) სამოქალაქო საზოგადოების რეალური მშენებლობაც მაშინ დაიწყება..
-
ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი მეოთხედ სცემეს
asds replied to DATA TUTASXIA's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ადამიანს დევნიან და ავიწროვებენ თქვენ კი გეღადავებათ. რა ხალხი ხარ ტო.. ახუიწელნი გურჯისტან ბლიად... სისხლი აღარ გაქვთ? თქვენ რომ დაგიპირისპირდეთ კრიმინალური რეჟიმი ესე უნდა იღადაონ? -
Siknadmo ხოდა იმიტომ ვამბობ რევოლუცია უნდა მოვაწყოთ და კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟს და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზებას მივაღწიოთ თქვა.. მაგ ნაძირლებს შეგნებულად ყავთ ხალხი სიღარიბეში, რომ თავისიც გაისწორონ და ადვილადაც მართონ საზოგადოება და ქვეყანა.. როდემდე უნდა ვითმინოთ და რატომ? კი ბატონო, გეთანხმები, ჩამოთვლილი მიზეზებიც რათქმაუნდა არის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემათა შორის უმთავრესი.. ხოდა დავიწყოთ ბატონო რევოლუცია! რას ან ვის ველოდებით? დავუბრუნოთ სახელმწიფო მოქალაქეს! თავისუფლება! თანასწორობა! სოციალური სამართლიანობა! აგერ თქვენ რევოლუციური ლოზუნგები და ბარიკადებისკენაც დავიძრათ! მაგრამ რომ არ გამოდის?
-
ერთ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მომენტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში ცხოვრებისა და აქტიურობის ისიც არის, რომ საზოგადოება, მათ შორის ბიზნეს-საზოგადოება ერთი ორად მობილიზებულია მის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯვითი ნაწილის კონტროლზე და ხელისუფლებისგან დეტალურ ინფორმაციასაც უპრობლემოდ მოითხოვს გაწეული ხარჯების ყოველ თეთრზე. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დარწმუნდეს მოქალაქე, რომ რეალურად "სოციალურ ინფრასტრუქტირას" და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებზე იხარჯება გადამხდელთა ფული? შესაბამისად ხელისუფლებაზე საზოგადოების კონტროლიც მნიშვნელობნად მაღალი იქნება, გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოების ხარისხიც, რაც თავად მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანი თემა გახლავთ.. მამენტ შემიძლია ვივარაუდო რომ ადამიანები უფრო მეტადაც გაუფრთხილდებიან ამ "სოციალურ ინრასტრუქტურას" და ყველაფერს სხვას, იქნება ეს, გზა, ხიდი, სკოლის შენობა, საავამყოფო, პარკი ან სკვერი, ქუჩაზე მდგარი ნაგვის ურნა თუ პოლიციის სატრანსპორტო საშუალება და საბრძოლო მოიერიშე ვერტმფრენი ბოლოს და ბოლოს..
-
კაცო კონკურენტუნარიანობის პირველი განმსაზღვრელი ჩემი აზრით ხარისხია, ხოდა ჰოლანდია იმიტომ ყიდის მთელ ევროპაზე რძით დაწყებული და ვარდებითა და კანაფით ( ) დამთავრებული ყველაფერს რომ ხარისხიან პროდუქტს ქმნიან. მერეა და საქართველოში შრომის ეფექტურობა უნდა ამაღლდეს და ევროპულს გაუტოლდეს, აქცენტიც ხარისხზე და რაოდენობაზე უნდა გაკეთდეს კონკურირება რომ შევძლოთ, გინდა შიდა და გინდა გარე ბაზრებზე, არადა ეს გარე ბაზრები იმდენია ასათვისებელი რომა არა მგონია საქართველოში ვინმემ მოიწყინოს დაუსაქმებლობით : )) როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში ადეკვატური ადამიანები მოვლენ, ბუნებრივია დაიწყება რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვება. დაიწყება თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი აზრით საქართველო ერთიან საბაჟო და ეონომიკურ სივრცეში უნდა გაერთიანდეს, რომელიც დღეს რუსეთს, ყაზახეთსა და ბელორუსს მოიცავს. რუსეთის ბაზრის დაბრუნება უდიდესი ბიძგი იქნება ქართული ეკონომიკისთვის და თუ საქართველო მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს არც ევროპული ბაზრები დარჩება ჩვენთვის დახურული. მთავარია ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ თორე გასაღების ბზარს როგორმე ვიპოვით.. რაც შეეხება გადასახადებს, ისეთ გადასახადებზე მაქვს საუბარი რომელიც ბიზნესს არ დაახრჩობს, მაგრამ სახელმწიფოს აუცილებელ საბიუჯეტო შეოსავლებს მისცემს. ეხლა ფორუმზე ხომ არ დავიწყებ ფისკალური პოლიტიკის ყველა ნიუანსზე საუბარს კაცო : ))
-
კი ბატონო, მთავარში ვთანხმდებით დანარჩენი დეტალებია რევოლუცია!
-
მთლად მასეთი შეკითხვა არ უნდა იყოს )) უფრო ზუსტად კითხვა იმაში მდგომარეობს, ბრმანაწლავი თუ გაწუხებს ადამიანს რა მეთოდებით ცდილობ პრობლემის მოგვარებას? მედიკამენტოზური მკურნალობით (გარემოს გაუმჯობესება და ათასი სისულელე)? ქირურგიული ჩარევით (ნამდვილი რევოლუცია)? ქირურგიული ჩარევის იმიტაციით, ანუ მიდიხარ ექიმთან და შეშინებული უკან ბრუნდები, რადგან ფიქრობ რომ ისე არ/აღარ გაწუხებს უკიდურეს ზომაზე რომ წახვიდე(ფსევდო ოპოზიციის პროვოკაციებსა და თითქოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ უსუსურ აქტიურობას მიყვები)? თუ ფეხებზე იკიდებ და ეოდები როდის გასკდება ეგ ბრმანაწლავი და ორგანიზმს ს კანცამი მოგიწამლავს?.(ელოდები როდის აფეთქდება და განადგურდება ქვეყანა )? სადღაც დაახლოვებით ასეა ვგონებ
-
აქ პროტექციონიზმის ელემენტები უნდა ამოქმედეეს, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რომ კონკურენტული გარემო არ დაზარალდეს და ბიზნესს, არ აქვს მნიშვნელობა აგრარული სექტორი იქნება თუ მსუბუქი მრეწველობა, მუდმივი განვითარების სტიმული არ მოაკლდეს.. გასათვალისწინებელია ისიც რომ აქცენტი სახელმწიფომ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე წარმოებაზე უნდა გააკეთოს, ასეთი კი ნამდვილად არის სოფლის მეურნეობა, რადგან საქართველოში რეალურად არის შესაძლებელი ძვირადღირებული და მოთხოვნილებადი ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქციის წარმოება. ასეთად, ანუ ეფექტურად უნდა იქცეს მსუბუქი მრეწველობაც და ეს შესაძლებელია თუ სახელმწიფოს დახმარებით ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარების სტიმულირება მოხდება.. ანუ თუ მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციას ვაწარმოებთ ზომიერად მაღალი გადასახადები პრობლემა არ არის. დაბალი გადასახადები ოფშორების და ბანანის რესპუბლიკების გზაა და არა მგონია საქართველოს გამოადგეს.. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში ბიზნესის განვითარების იდეალურთან მიახლოვებული მაგალითია სკანდინავიის ქვეყნები და თუ მათ შეძლეს, დარწმუნებული ვარ ჩვენც მოვახერხებთ ადეკვატური ხელისუფლების პირობებში. აქ 110% გეთანხმები
-
ესეიგი არ ყოფილხარ გადასახადების წინააღმდეგი )) რათქმაუნდა გადასახადები დიფერენცირებული იქნება და სფეროებსა და უშუალოდ ბიზნესების ხარისხიდან გამომდინარე დადგინდება. აქ ორი აზრი არ არის. ფუფუნებაზე გადასახადიც რათქმაუნდა შეიძლება იყოს განხილული, როგორც ბევრი სხვა გადასახადი და რევოლუციაც იმიტომ მინდა მოხდეს, რომ მართლაც სერიოზული მსჯელობა შედგეს ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების შიგნით და რეალურად ხალხის სასიკეთო გადაწყვეტუილებები, რეფორმები და ინიციატივები განხორციელდეს.. ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და თუ რევოლუციაზე არ წავალთ არც მოხდება..
-
აბა როგორ გინდათ ვერ გავიგე, ყველაფერი ერთად და უფასოდ არ არსებობს.. მთავარია რომ ხელმისაწვდომი და ეფექტური იქნება ჯანდაცვის სისტემა. დათვლილიც მაქვს და გადათვლილიც )) 14-18 პროცენტი მინიმუმია და არა ერთადერთი გადასახადი რომელსაც მოქალაქე ხელფასიდან გადაიხდის. ინება აგრეთვე საპენსიო ფონდში მინიმუმ 8-10% გადასახდელი ყოველ ხელფასზე და საშემოსავლო გადასახადი კდიევ 10-12%-ის სახით. ანუ ყოველი ასი ლარიდან მოქალაქე საშუალოდ 35-40 ლარს გადასახადების სახით გადაიხდის და ეს ვფიქრობ, რომ ნორმალური პონტია.. მით უფრო, რომ ჩემი კონცეფციის შესაბამისად რომ განვითარდეს საქართველო, რეფორმების დაწყებიდან 3 თვეში პურის ფულის გარეშე არცერთი მოქალაქე არ იქნება, 12-18 თვეში კი საათობრივი ანაზღაურება დაწესდება, ყოველკვირეული ანაზღაურებით და ენ რაოდებობის სოციალური, ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების შედეგად საშუალო ხეფასი ქვეყანაში არა 500 ლარი არამედ 400-500 ევროს ეკვივალენტი გახდება.. ანუ საბოლოო ჯამში მოქალაქეს უფრო მეტი ფულიც ექნება და მომსახურეობაც.. რეფორმების გაღრმავების შემდეგ 5-7 წელიწადში მინინმალური ანაზღაურება ქვეყანაში თვეში 500-600 ევროს ეკვივალენტი იქნება, ხოლო საშუალო ხელფასი მინიმუმ 900-1100 ევროს (ეკვივალენტს ლარებში) გაუტოლდება.
-
მოიცადე და ვინ თქვა რომ ბიზნესმენს საქმიანობა შეეზღუდება მაღალი გადასახადების პირობებში? პირველ რიგში გადასახადები დიფერენცირებული უნდა იყოს, ანუ კერძო მეწარმე ერთი მოცულობის გადასახადს გადაიხდის, მცირე საწარმომო მეორეს, საშუალო საწარმო მესამეს, მსხვილი საწარმო მეოთხეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.. ეს სამართლიანია ჩემი აზრით, რადგან სამართლიანია საზოგადოება თანადგომასა და საერთო საცხოვრებელი გარემოს გაუმჯონბესებაზე ერთობლივ მუშაობას უნდა მიეჩვიოს. გარდა ამისა დაბალი გადასახადების ოირობებში ბიუჯეტში ობიექტურად ვერ მოხერხდება იმ ოდენობის სახსრების აკუმულირება, რომ ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და გნებავთ სოფლის მეურნეობის ფართომასშტაბიანი დორაციები განხორციელდეს არადა ამის აუცილებლობა სახეზეა. არ უნდა მივეცეთ არაფრით გამყარებულ იმედებს რომ ჩაი, მანდარინი და ტუეიზმი შეავსებს ბიუჯერს, რადგან ვერ შეავსებს.. საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი, წარმოების და შესაბამისად მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარებას კი ეკონომიკის რეალურ სექტორში მრავალმილიარდიანი ინვესტიცვიები ჭირდება და ათწლეულები.. ამიტომ არის მაღალი გადასახადები საჭირო, რადგან ათწლეულები ვერ დაიცდის ხალხი რომელთაც ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური საცხოვრებელი გარემო დღეს ჭირდება..
-
უკიდურესად დიდი სხვაობაა მემარცხენე ლიბერალებსა და რადიკალ მემარცხენეებს შორის. ასე რომ ბოლშევიკ კომუნისტებს ნამდვილად არ გაუკეთებიათ ის რაც მე მინდა და მით უმეტეს არ უნდოდათ ის რაც მე მინდა. და მაინც რა მინდა? მინდა ის, რომ საქართველო გარდაიქმნეს ევროპული ტიპის დემოკრატიულ-სოციალურ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა, ადამიანის პატივი და ღირსება და ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი იქნება. თქვენ რა გინდათ?
-
უფასო არაფერია თანამნედროვე სამყაროში. ჩემი კონცეფციის თანახმად ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევის სისტემა და მოქალაქე რეგულარულად, ყოველ ხელფასზე გადაიხდის 14-18%-ს ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ანგარიშზე. როცა დაჭირდება სამედიცინო დახმარება ამ დახმარებას "უფასოდ" მიიღებს, ანუ კონკრეტულად სამედიცინო მომსახურეობის მიღებისას აღარაფერს გადაიხდის, თორე რათქმაუნდა დაზღვევის შედეგად გადახდილი თანხები აპრიორში გამორიცხავ "უფასოობის" თემას.. სხვა საკითხია, რომ სამედიცინო მომსახურეობის მაღალი ღირებულების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფაც იქნება საჭირო, მაგრამ სწორედ ამიტომ არსებობს სახელმწიფო, რომ მოსახლეობას და მოსახლეობის ინტერესებს ემსახუროს და არა პირიქით.. ყველაფერი გამოვა სურვილის შემთხვევაში, რადგან არაფერი არ გაგვივლია. კომუნისტურ იმპერიაში კერძო საკუთრება და საბაზრო ურთიერთობები საერთოდ არ არსებობდა და რათქმაუნდა არ არსებობდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში ბიზნესაქტიურობის შესაძლებლობაც.. ბიზნესმენს კი ის, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩება.. შვედეთის საგადასახადო სისტემას გადახედეთ გეთაყვა. ჩემს მიერ დასახელებული ციფრები უკიდურესად ლიბერალური გამოჩნდება, მერწუნეთ..
-
სამართლიანობის განცდა რომ ჩაკვდა როდის და რის გამო ჩაკვდა? იმიტომ რომ გირგვლიანი მოკლეს? იმიტომ რომ სხვა ახალგაზრდები მოკლეს? იმიტომ რომ სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა? იმიტომ რომ კონტროლირებადმა ე.წ. ოპოზიციამ იმედები ვერ გაამართლა? თუ იმიტომ რომ სოციალური სამართლიანობის პრინციპი მოირღვა ქვეყანაში და მოსახლეობის უმრავლესობა ცალსახად ხედავს რომ უღირსი "ადამიანი" დაუმსახურებლად იშენებს ხშირ შემთხვევაში ხალხის ფულით ცხოვრებას და თავად ის შიმშილის ზღვარზეა? უსამართლობის განცდა კი არა #######ი არ აქვს მაგ ხალხს არაფრის. მშიშარა, მედროვე, არაფრისმქანისია ქართული საზოგადოება ძირითადში და იმიტომაც არის იმ მდგომარეობაში რომელშიც არის.. ვინ და როგორ მოიყვანს მაგ ხალხს გონზე არ ვიცი, მაგრამ თუ საზოგადოება არ გამოიღვიძებს და საკუთარი ღირებულებების რევიზიას არ განახორციელებს არც ვითარება შეიცვლება ფუნდამენტალურად და მნიშვნელობაც აღარ ექნება სააკიანცი იქნება ხელისუფლებაში თუ დობორჯგინიძე.. გადასახადებს რაც შეეხება, მე პირადად საბაზრო ეკონომიკას არ ვეწინააღმდეგები, პირიქით აუცილებლადაც მივიჩნევ, მაგრამ უკიდურესად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში და არა ულტრალიბერალურ გარემოში, როგორც ეს ოფშორულ ზონებშია მაგალითად.. გინდა შენი ბიზნესი? გადაიხადე მოგების 40-50-60% მინიმუმ ბიუჯეტში (გააჩნია მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნესზეა საუბარი), არ გაწყობს წადი და სადმე ბანანის რესპუბლიკაში აკეთე ბიზნესი.. შენ რომ ხალხის ხარჯზე მდიდრდები იმ ხალხს, იმ საზოგადოებას უნდა მოახმარო სიმდიდრის ძირითადი ნაწილი, არ გაღარიბდები ამით.. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა კი ჩემთვის უფასო ჯანდაცვაა, ამ საკითხში პრინციპული პოზიცია მაქვს. უნდა ამოქმედდეს სავალდებული დაზღვევა, ყველა მოქალაქემ უნდა იხადოს შემოსავლის 14-18% ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ანგარიშზე და ღმერთმა არ დააჭირვოს, მაგრამ როცა დაჭირდება ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ ექნება.. უფასო უნდა იყოს განათლების სისტემაც. კერძო სასწავლებლები არსებობდნენ, არავინ კრძალავს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი რაოდენობის სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა და მოსახლეობას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა უნდა ქონდეს, უფასოდ!