Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. მიხეილ სააკაშვილი? სახელმწიფოს მოღალატე, სამხედრო დამნაშავე, პარანოიდალური შეზოფრენიკი, სამკურნალო, ქვეყნისთვის საშიში.
  2. asds

    შიში

    შიშზე რომელსაც რეჟიმი მოსახლეობაში ნრგავს. რათქმაუნდა პოლიტიკასთან არის კავშირში, რადგან იმაზე ვსაუბრობ რომ ადამიანებს ხმის ამოღების ეშინიათ. არადა თუ პროტესტის გამოხატცვას, ურთიერთთანადგომას და საკუთარი პოზიციის დაცვას არ ვისწავლით სამოქალაქო საზოგადოებას ვერ მივიღებთ. ამის გარეშე ნორმალური ქვეყანა არ არსებობს.
  3. ვფიქრბ თვითოეული თქვენთაგანი მართალია. მინიმუმ იმ ნაწილში, რომ საზოგადოება მზად არ არის საკუთარი უფლებები უფრო აქტიურად დაიცვას ვიდრე აქამდე მაგრამ თუ რჩეული უმცირესობა საზოგადოების მომწიფებას დაელოდება შესაძლოა საქართველო დავკარგოთ და განმანთავისუფლებელი არმია კი არა პარტიზანული ომის წარმოება მოგვიწიაოს სომხეთის თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. ან პარტიზანულ ომსაც აღარ ჰქონდეს აზრი რადგან თუ ამ რეჯიმთან ბრძოლა რთული მაგრამ შესაძლებელია მეზობელ ქვეყნებთან დაპირისირებას ერის გენოციდი მოჰყვება. ჩეჩნეთმა ეს დაგვანახა. მოვლენების პასიური დამკვირვებლობა საზოგადოებას დღეს მგონი არ გამოადგება.
  4. asds

    შიში

    მართალია ეგ არის ზედმტი არ ოგვივიდეს... შიში
  5. რა და როგორ ტექნიკის ამბავია გადაწყვეტილებაა მთავარი რამდენად ამოიწურა მშვიდობიანი წინააღმდეგობის რესურსი და რამდენად ვართ ადამიანები იმ პოზიციაში რომ რეალურად მოვახდინოთ გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ვფიქრობ პოლიტიკური მეთოდებით ხელისუფლებაში ადეკვატური ადამიანების მოყვანის შესაძლებლობა არ არსებობს რადგან რეჟიმი აკონტროლებს ყველაფერს მათ შორის ელექტრონულ მედიას. მხოლოდ ამბოხებით თუ მოვაბრუნებთ ჩვენი ქვეყნის ბედს მაგრამ ესეც ურთულესი რამეა
  6. asds

    შიში

    არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში გამეფებული შიში პრობლემაა? ესეიგი არ ფიქრობთ
  7. შერიგებას თუ გულისხმობ ვფიქრობ შერიგება შესაძლებელია რადგან ამას ისტორია მოწმობს თუმცა მინიმუმ ადეკვატური პოლიტიკაა საჭირო, რომ ადამიანებმა ერთად თანაცხოვრობის დაიჯერონ. საქარველოს ხელისუფებამ დანაშაული ჩაიდინა საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, ეს საკამათო არ არის მაგრამ თუ ხელისუფლებაში ჯამრთელი ადამიანები მოვლენ ბოდიშს მოიხდიან აფხაზების წინაშეც ოსების წინაშეც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქის წინაშე ქვეყნის სახელით ამან შეიძლება კარგი ფუნდამენტი შექმნას რომელზეც მრავალწლიანი აქტიური დიპლომატიის (მათ შორის სახალხო) შედეგად სესაძლოა კონფედერაციის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ახალი საქარტველო აღმოცენდეს. წყენა და ტკივილი დავიწყებას არ მიეცემა მაგრამ შენელდება და საღ აზრს დაუთმობს ადგილს თუ სიკეთეს, პატივისცემასა და სიყვარულს დავთესავთ მაგრამ რადენად შევძლებთ ამას ეგ... ღირებულებების რევოლუცია გვჭირდება. ჯერ გავხდეთ უკეთესები და მერე ჩვენთან ახლობლობასაც მოინდომებენ. მე რომ ცხონვალში მეცხოვრა და ბოლო 17 წლის მანძილზე სამჯერ დაეწყო ჩემს ქალაქზე ტანკებს იერიში საქართველოს ნამდვილად აღარ აღვიქვავდი ჩემს ქვეყნად მაგრამ თუ იგივე საქართველო ამის მერე მაინც დამანახებდა რეალურ სითბოს და პატივისცემა ვინ იცის კონფედერაციის ქოლგის ქვეშ და შესაბამისად უსაფრთხოების მაღალი გარანტიების პირობებში კიდევ მეფიქრა საერთო სახელმწიფოს აღმშენებლობაზე? ვინ იცის
  8. ერთხელ დაბადებული ერთხელ მოკვდება შიში საჭირო გრძნობაა თუ მას მართავ, მაგრამ მომაკვდინებელია თუ გმართავს. რისი ეშინია ხალხს საქართველოში და რა ნეგატიური პროცესების კატალიზატორი შეიძლება გახდეს ეს "გრძნობა"?
  9. პრინციპში ყველაფერი ჩვენი ანუ ხალხის ბრალია და ჩვენ თუ შევძლებთ შეცდომების გამოსწორებას. სხვა ჩვენს გასაკეთებელს არ და ვერ გააკეთებს. ისე კი მართლა მძიმე სურათი გამოვიდა და იმედია უკიდურეს სირთულეებამდე არ მივა. ზეციური ჩარევების კი არ მჯერა მაგრამ...
  10. ჯავახეთსაც დათმობს, აჭარასაც, სამეგრელოსაც და ხალხსაც რომ შიმშილით გაწყვიტავს მერე დავფიქრდეთ იმაზე თუ რა ხდება?
  11. ალბათ მართალი ხარ. რუსების ჩასახელბის შემდეგ საკუთარი კულტურის გადარჩენა გაუჭირდებათ თუმცა მცირე ერებს განსაკუთრებული იმუნიტეტი აქვთ ესეთი რაგეცეებისადმი. საქართველოს პირობებშიც უმცირესობა იყვნენ მაგრამ ერს გადაშენების საფრთხე არ ჰქონდა. განსხვავება მენტალიტეტებში იმდენად დიდია რომ აბსოლიტური ასიმილირება ალბათ გამორიცხულია
  12. კი პროტესტი უნდა დაფიქსირდეს თუმცა ამ ვითომ ოპოზიციას აღარ უნდა მიეცეს ხალხის გაბითურების შესაძლებლობა. ეხლა ნინო ბურჯანაძისთვის ამზადებენ ახალ რევოლუციას და ეს არ უნდა დაუშვათ. იქ ადამიანები ძალადობის გასაპროტესტებლად უნდა მივიდეთ და არა ოპოზიციონერებად წოდებილი ნაძირლების მხარდასაჭერად მე ასე ვფიქრობ
  13. საქარველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვფიქრობ პოლიტიკური მეთოდებით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ბრძოლა. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაყენება შეუძლებელია. ამერიკელების მიერ შექმნილი საქართველოს პოლიტიკური სისტემის კონსტრუქცია პოლიტიკურ ასპარეზზე ვაშინგტონისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალების წარმატებულ საქმიანობას გამორიცხავს. რჩება თუ არა ერთადერთ ალტერნატივად საქართველოს განმანთავისუფლებელი არმია? არის კი ამის რესურსი და თუ კი რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ ამბოხებულებს?
  14. ისე ამ თემებზე ღიად საუბარი ცოტა არ იყოს...
  15. 5-10 საჭირო იდეოლოგიითა და რაც მთავარია ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი და შემდეგ ზვავის ეფექტი ხალხი ძალის გვერდით დადგებიან მაგრამ თუ პარლამენტის წინ გახვალ და ყველაზე სწორ იდეებს დადებ უკეთეს შემთხვევაში შემოგხედავენ თავს დაგიქნევენ და ისე ჩაგივლიან გვერდს გეგონება ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდნენ სახლში მისულები კი წუწუნს მიყვებიან სად ცხოვრობენ თურმე, როგორ აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში და სხვა და სხვა ვიცით ყველამ
  16. საქართველოს განმანთავისუფლებელი არმია ყველაზე არასასურველი მაგრამ ვფიქრობ უკვე გარდაუვალი აუცილებლობაა
  17. კი გეთანხმები. ეხლა ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ზალა განწირულია მარცხისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილი იმდენად დემორალიზებულია, რომ ყოველდღიური პრობლემების გარდა ვეგარაფერზე ფიქრობს, მეორე ნაწილი კი რიცხბრივი სიმცირის მიუხედავად თითქმის 100 პროცენტით აკონტროლებს ვითარებას. სამწუხაროდ საქართველოში ლათინური ამერიკის მსგავსად შეიძლება განვითარდეს პროცესები. სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების იდეებით აღჭურვილმა ჯგუფებმა შესაძლოა არა პოლიტიკური მეთოდებით დაიწყონ მოქმედ პოლიტიკურ სისტემასთან ბრძოლა და ეს კი იცი რაც არის პოლიტიკური მეთოდებით ამ სისტემასთან წარმატებული შერკინების შესაძლებლობას თვალსაწიერ მომავალშიც ვერ ვხედავ
  18. მე მაინც ვფიქრობ რომ მწვავე კრიზისი გარდაუვალია. ენერგორესურსები იქნება რათქმაუნდა მაგრამ თუ ინფლაციის მკვეთრი ზრდისა და საერთო სოციალური ფონის გაუარესების შედეგად მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და გაზის შეძენა ვერ შეძლო ეს კრიზისი არ არის? ცენტრალურ ბანკს სხვა გზა არ ექნება გარდა კომერციული ბანკების დახმარებისა მაგრამ ცენტრალური ბანკის რესურსი შეზღუდულია. ცენტრალურ ბიუჯეტის მწვავე დეფიციტის პირობებში ვერც საბიუჯეტო სახსრებით მანიპულირებას შეძლებენ და გამოვა ის რაც გამოვა. ბანკები კრედიტებს არ იძლევიან. საბიუჯეტო დეფიციტი, სავარაუდო მკვეთრი ზრდა ინფლაციური პროცესების კუტხით იტოგში მთელი მოზაიკა რომ წარმოიდგინო სახარბიელო სურათი არ გამოდის. ისე კი გეთანხმები დღევანდელი გადასახედიდან იქ რაც წერია აბსურდს გაქვს. სულ ცოტა 3-5 თვიანი მონაკვეთი დაშწირდება, იმ საფრტხეების რეალიზებას. 2009 წლის ბიუჯეტი ნორმალურად არც განუხილიათ ჯერ, ბანკები კი მართლა მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდიან მაგრამ სრულ გაჩერებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. კრედიტებს რომ ვეღარ გასცემენ ეს არის ძალიან ცუდი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
  19. სამწუხაროდ აფხაზეთსა და ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში თვალსაწიერ მომავალში ვერ ვიხილავთ თუმცა არ არის გამორიცხული ადეკვატური ხელისუფლებისა და პოლიტიკის პირობებში კი ვფიქრობ საქარტველოს ოსეთი და აფხაზეთი კონფედერაციის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. თეორიულად ამას წინ არაფერი უდგას თუ საქართველოში პატიოსანი, პროფესიონალი და სულიერად ჯამრთელი ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში. აი მოვლენ თუ არა ეგ არის საინტერესო მგონი არა
  20. ფული პრობლემაა კი მაგრამ ეგეც რომ არ იყოსდა საზოგადოებაში გამეფებული ნიჰილიზმის დაძლევა ამ ეტაპზე ალბათ შეუძლებელი იქნება. ფული, მედია, ნიჰილიზმი, პროგრესზე ორიენტირებული იდეების მარგინალიზება... მგონი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები ამ ქვეყანაში ამოიწურა.
  21. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. ამერიკის შეერთებული შტატების და ვაშინგტონის მარიონეტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სურვილი საკმარისი არ არის, რომ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერებმა საკუთარი ხალხის ხანაში დაბვრუნება მოინდომონ. დასავლეთმა პრაგმატულობის ხარჯზე მიაღწია წინსვლასა და განვითარებას და იგივე პრაგმატული გათვლებიდან გამომდინარე რუსეთის განაწყენებასა და როგორც შედეგი საკუთარი ენერგომოხმარებისთვის საჭირო ნავთობისა და ბუნებრივი აირის 25-30 პროცენტზე უარს არ იტყვის. საქართველო არასსდროს იქნება ნატოს წვრი და ეს არც არის საჭირო.
  22. იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ პუტინი მართავს რუსეთ ალბათ არასერიოზულია. რათქმაუნდა პუტინი იღებს ქვეყნის მართვაში მონაწილეობას მაგრამ მხოლოდ იმდენადაც რამდენადაც მას ამის შესაძლებლობას თანამდებობა აძლევს. უფრო რეალური იქნება თუ ვიტყვით, რომ რუსეთის ხელისუფლებაში რეალისტი, პრაგმატი და რუსეთის (რუსეთის იმპერიის) პატრიოტი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად ნებისმიერი მეთოდი მისაღებად მიაჩნიათ. პრინციპში ყველა ყოფილი თუ ამჟამინდელი "იმპერია" ასეთი იდეოლოგიით ხელმძღვანელობს. აშშ-ც, დიდი ბრიტანეთიც, საფრანგეთიც და გნებავთ იგივე რუსეთი. ამ ქვეყნებისთვის დიპლომატიისა და სამხედრო-ეკონომიკური ძალის სინთეზი ბუნებრივი მოვლენაა. ობიექტური რეალობა იგივეს კეთების რეალურ შესაძლებლობას მცირე ქვეყნებს (სურვილის შემთხვევაშიც კი) არ აძლევს. აგვისტოს მოვლენები ამის დადასტურებაა.
×
×
  • შექმენი...