Jump to content
Planeta.Ge

delfina

პლანეტელი
  • პოსტები

    18
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი delfina

  1. delfina

    Peste Noire

    :rolleyes: უი არ მეგონა ამათ აქ თუ ვინმე უსმენდა Mors Orbis Terrarum => ეს ალბომი მიყვარს ძაან :chups:
  2. შემოღამება მთაწმინდაზედ ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი, ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი! ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს! რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს! ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა, და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა! მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი, კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი, და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი, რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი! ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული! ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული! აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან, მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან! მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება, გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება... მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს! დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა, შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა, ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ! მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო, ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება, გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო! სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას, მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას! გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული? მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული! ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება! ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი! მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება. ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად! როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად! მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს! ფიქრნი მტკვრის პირას წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად, აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით, აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით, ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა. იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა! ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი? მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი! არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება? მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი? ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს, და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს? თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება, ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: "როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს?" და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან... თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული? მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული, მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას! მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს, მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს? მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს. ვპოვე ტაძარი ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი, მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი, და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი! მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით, მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით, გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით! მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს, რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს, ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს, მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს! მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს? განქრა ტაძარი - და უდაბნო ჩემდა მდუმარებს, მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს, მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს! მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი! განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი! დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი! ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი, და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი! სამწუხაროა ისიც რომ მისი ერთადერთი სურათიც ხანძარს შეეწირა, ის რაც არსებობს მხოლოდ მხატვრის წარმოსახვით - სხვათა აღწერილობით დაიხატა.
×
×
  • შექმენი...