Giorgi Kiskeidze ძალიან, წოწ-ს თუ თამაშობ მოგეწონება ესეც გრაფიკა უფრო უკეთესი აქვს თან ამას და სიუჟეტიც, რადგან დაგაინტერესდა აგიხსნი რაც ხდება. სიუჟეტი ვითარდება შუა საუკუნეების ჩინეთში, არის რამოდენიმე დიდი ქალაქი ჩენგ-დუ, ნანკინი, პეკინი, ლო-იანგი, სუნგჯოუ, რამოდენიმე დიდი დაბა დასახლება და სოფელი, სადაც შესაძლებელია ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საქმიანობა, საკუთარი მონაპოვარის გაცვლა, ვაჭრობა და ა.შ დასაწყისში მას შემდეგ რაც პერსონაჟს შექმნი, ვიზუალურ გარეგნობას ააწყობ და სახელს დაარქმებ, გეძლევა არჩევანი 4 სიუჟეტს შორის, ამაზე არის დამოკიდებული, რომელი ქალაქიდან ან დასახლებიდან დაიწყებ თამაშს, მე პირადად მე-4 სიუჟეტის არჩევას და ჩენგ-დუ დან თამაშის დაწყებას გირჩევ. სიუჟეტი მოიცავს თამაშის ელემენტარული წესების სწავლებას, პირველივე სიუჟეტი ძალიან საინტერესოა, რომლის დასრულების შემდეგაც გეძლევა შესაძლებლობა, აირჩიო 8 საბრძოლო სკოლიდან ერთ ერთი და გახდე მისი ადეპტი, მე მაგალითად შაოლინის მონასტერი ავირჩიე და ბუდისტი მებრძოლი ბერი გავხდი, ყველა სკოლას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგალითად შაოლინის ბერი ფიზიკურად კი ძალიან ძლიერია, მაგრამ თუ არ აქვს შესწავლილი სპეციალური ბრძოლის ტაქტიკა ცი-გუნ (რომელიც ჰაერში ფრენას, ლევიტაციას და ა.შ) მოიცავს, შორ დისტანციაზე ვერ იბრძვის ეფექტურად, სამაგიეროდ ჯგუფური და ახლო დისტანციაზე ბრძოლისას შეუდარებელია. როგორც ვთქვი სულ რვა სკოლაა, სკოლები იყოფა სიკეთის, ბოროტებისა და ნეიტრალური მიზნების მიხედვით. სიკეთის მოქმედ სკოლებს მიეკუთვნება: შაოლინის მონასტერი, ვუ დანგის მონასტერი, უპოვართა სექტა და ემეის დედათა მონასტერი, ნეიტრალურ სკოლებს მიეკუთვნება სწავლულთა საზოგადოება თავისი მონასტრით, ტანის კლანი საკუთარი მონასტრით, ბოროტ სკოლებს კი იმპერატორის გვარდია მიეკუთვნება საკუთარი რეზიდენციით და გველის სექტა. თითოეულ ამ სკოლას გააჩნია საკუთარი მონასტერი, ხელმძღვანელობა, საკუთარი ინდივიდუალური ბრძოლის ტექნიკა, საკუთარი ქვესტები, სიუჟეტები და დავალებები, მოკლედ დაგიხასიათებ მათ ბრძოლის ტექნიკას. შაოლინის ბერი ხელჩართულ ბრძოლის ილეთებს გასწავლიან და კვერთხით ბრძოლის ორ სტილს, აგრეთვე შეგიძლია მოაგროვო სტილის ილეთები "არხატი და დრაკონი" ძალიან ეფექტურია და "კალიის სტილი" ე.წ "კულაკ ბოგომოლა", უპოვართა სექტის ადეპტიც ანალოგიურად ხელჩართული ბრძოლის სტილს შეისწავლის ოღონდ განსხვავებულ ილეთებს და კვერთხით ბრძოლის ასევე განსხვავებულ ორ სტილს, ემეის დედათა მონასტერში მხოლოდ ქალებს იღებენ, ისევე როგორც შაოლინში მხოლოდ მამაკაცებს, ემეის სკოლით ძირითადად გოგონები თამაშობენ ხმლით ბრძოლის 2 სტილი აქვთ და აგრეთვე ჯგუფური დაცვითი მექანიზმის ილეთები, ემეის ადეპტის დანიშნულება ძირითადად მასიურ ბრძოლებში თანაგუნდელების მხარდაჭერაა, დაჭრილი თანამებრძოლის მკურნალობა, წამლებით მომარაგება და ა.შ თუ ვთქვათ შაოლინის ბერს მასიურ ბრძოლაში აქვს დიდი კონტროლის უნარი და ხუთ კაცს ერთი კომბოთი დაგიყრის, ემეის ადეპტი სუსტია ამ მხრივ მაგრამ როდესაც დაჭრილს გეხვევიან და სიკვდილის პირას მიყავთ ძლიერი მებრძოლი, ემეის ერთი წამლით შეუძლია უცბადვე საწყის მდგომარეობაში დაგაბრუნოს. ტანის სკოლის ადეპტები პარული და მომწამვლელი იარაღის ფლობის დიდოსტატები არიან, ბრძოლობენ ძირითადად დისტანციაზე, შენობების სახურავებზე დამალულები ისვრიან მომწამვლელ ისრებს, შხამს აგრეთვე თავად ამზადებენ, არის ასეთი პროფესიაც (პროფესიებზე მომავალ პოსტში დავწერ) თუმცა ტანის ადეპტებს აქვთ ახლო დისტანციაზე ბრძოლისთვის ხანჯალი და შესაბამისი სტილი, დისტანციაზე ბრძოლაში უბადლოა აგრეთვე იმპერატორის გვარდიის გვარდიელი, ვინც ამ კლანს ირჩევს ისინი ძირითადად პოლიციურ ფუნქციას ასრულებენ თამაშში, მაგალითად შესაძლებელია მიხვიდე პრეფექტურაში და ძებნა გამოაცხადებინო იმ მოთამაშეზე რომელიც უმიზეზოდ მოგკლავს, დაგჩაგრავს, გაწყენინებს, იმპერატორის გვარდიელები მაქსიმუმ ერთ დღეში დააკავებენ და მინიმუმ 1 კვირა მოუწევს ასეთ მოთამაშეს ციხეში ჯდომა, რაც ბანის დადების ტოლფასია, ზის ციხეში და ვერაფერს ვერ შვრება მედიტაციის გარდა, ვუ დანგის მონასტრის ადებპები უბადლოდ იბრძვიან ხმლით, აქვთ ორი სტილი ერთი წყვილი ხმლებით ბრძოლისა და ერთი ცალი ხმლით ბრძოლის, აგრეთვე ხელჩართული ბრძოლის სპეციფიკური სტილი, ვუ დანგის მებრძოლი ბერი ეფექტურია ივენთებში თავგადასავლებში დასამარცხებელი ბოსების მიმართ, ვინაიდან სიცოცხლესა და გამძლეობას ცვლის ერთი მეორეში და თითქმის შეუძლებელია მისი ბოტის მიერ მოკვლა. სწავლულთა საზოგადოებას რაც შეეხება ერთ ერთი ჩემი საყვარელი კლანია, ძალიან ლამაზი და ეფექტური სტილი აქვთ ხელჩართული ბრძოლის ფეხებით, აგრეთვე წყვილი ხმლითა და ერთი ცალი ხმლით ბრძოლის განსხვავებული ილეთები. აქვე დავძენ რომ სხვა სკოლის ილეთებს მოთამაშე სრულყოფილად ვერ ისწავლის, მაგალითად თუ შაოლინის ბერი შაოლინის სკოლის ილეთს 5 LVL-მდე განავითარებს ვუ დანგის ილეთს მხოლოდ 3 მდე და ისიც იმ შემთხვევაში თუ ვუ-დანგის მონასტრიდან სპეციალურ წიგნს მოიპარავს სადაც ეს ილეთია აღწერილი და შეისწავლის, არის ასეთი ივენთი, ბოროტების სექტა ბრძოლაში წყვილ გორდა ხმალს იყენებს და დისტანციაზე სასროლ ფეთქებად იარაღს, სიმართლე გითხრათ ამ სექტას დიდად არ გავცნობილვარ რაღაცნაირად არ მიზიდავს, თუმცა ვისაც სურვილი ექნება ინეტში არის ინფორმაცია მათ შესახემ. მომდევნო პოსტში დავდებ ვიდეორგოლებს სადაც სკოლების საბრძოლო ტექნიკებია აღწერილი, შემდეგ პროფესიებზე, ივენთებზე და კვესტებზე, აგრეთვე საძმო კლანებზე ვისაუბრებ.