Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ქადაგიშვილი

პლანეტელი
  • პოსტები

    161
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი გიორგი ქადაგიშვილი

  1. ჰო ერთ ერთი აპოკრიფია, ნელ ნელა მივყვები და ვთარგმნი რა, ძალიან მწირი ინფორმაცია მოიძევება მსოფლიო ლიტერატურისა ქართულ ენაზე, ეზოთერული ლიტერატურა თითქმის არ არსებობს, რუსებს რომ ყველა აპოკრიფი ექნებათ და მე-12 საუკუნეში ვეფხისტყაოსნის მშობელ ქართველებს ბიბლიაც კი თანამედროვე ენაზე 1985 წლამდე არ ქონდათ აი მანდ ვარ მე. ყველაფერს ბლოკავდნენ ღვთის სახელით, დგანან ეს ჩვენი ენათმეცნიერები და კაკლებს იფხანენ, დაეგდე რა შვილო და თარგმნე, სხვა თუ არაფერი სახელი მაინც დაგრჩება საზოგადოებაში, უამრავი მასალა არსებობს, სხვას რას მიკეთებენ? მაგრამ კიდიათ მაგათაც, უფულოდ ვირი აღარ მუშაობს ვენახში და ეხლა სულ არ კიდიათ ქართველები გნოსტიკურ ნაშრომებს წაიკითხავენ თუ არა? ძველი ბერძნული ტექსტები არსებობს უამრავი, რუსებს აქვთ თარგმნილი, ქართველებს არა. მერე კიდევ იძახიან ეს რა გაუნათლებელი თაობა მოდისო. ჰარი პოტერის გარდა რომ არაფერს არ უთარგმნი, რამ უნდა გაანათლოს ჰარი პოტერმა თუ ფიფქიამ და შვიდმა ჯუჯამ? პაულო კოელიოზე და ფრანც კაფკაზე ჩაციკლული ვეიკი და გოჩა მანველიძის მგლებზე აღზრდილი ჰავლაბარი. აი ამიტომაც გვყავს პრემიერ მინისტრად ჭორვილელი გლეხის მიერ დანიშნული ბიჭუშკა და ნახევრადიურისტი მეტრა ნახტომში ნეანდერტალელი კვერნა მინისტრად.
  2. ჭეშმარიტების მამის სულში მეუფეთა არსის შესახებ დიადი მოციქული გვეუბნებოდა, ჩვენ ბნელეთის სულთა თაობაზე, "არა ხორცისა და სისხლის, არამედ სამყაროს მეუფეთა და ბოროტების სულიერ ძალთა წინააღმდეგ არის მიმართული ჩვენი ბრძოლა". მე გიგზავნით ამ სიტყვას, რამეთუ ხილული წუთისოფლის მმართველთა არსის შესახებ მკითხეთ თქვენ. მათი მთავარი ბრმაა, საკუთარი ძალის, უგუნურებისა და ამპარტავნობის მიზეზით, რამეთუ თვისი ძალმოსილების იმედად თქვა მან: " მე ვარ უფალი ღმერთი და არ არის ღმერთი ჩემს გარდა სხვა". როდესაც ეს სიტყვა წარმოსთქვა რითაც შესცოდა სასრულის წინაშე, მისმა სიტყვებმა უწია უბიწოებას და აი გაისმა ხმა უხრწნელისა, უსასრულობიდან. ხმა ამბობდა: "შენ შეცდი სამაელ, ბრმა ხარ ბრმათა წინამძღოლი და ღმერთი". ბნელი და ქაოტური გახდნენ მისი აზრები უხრწნელობიდან ხმის მოსმენისას, ამოანთხია საკუთარი ძალმოსილება, ესე იგი ღვთაებრივი ძლიერება და მიმართა ქვევით უფსკრულის ჯურღმულისაკენ ქაოსში თავისი მშობელი დედის პისტის სოფიას გავლით და დაადგინა სამყაროთშორის შთამომავლობა თვისი, თითოეული მისი ძალისა და განგების შესაბამისად, უმაღლეს ეონთა გამოსახულების მიხედვით და რიცხვით იგივე, რამეთუ უხილავიდან ხილული იქნა ნაწარმოები და თქვა: აჰა კარგია ყოველივე ეს..... რაჟამს უბიწოებამ გარდმოიხედა ქაოსში აირეკლა წ####ბში და შეიყვარეს იგი ბნელეთის მეუფეებმა, მაგრამ არ შეელოთ დაუფლებოდნენ და ზიარებოდნენ ისინი თუნდაც ანარეკლს, წ####ბში ასახულს და სწყუროდათ მათ ნათელი რამეთუ ნათელია მიზეზი ყოველი ცოცხალის სულმდგმულობისა, რამეთუ მოაკლდათ მათ ნათელი წყარო სიცოცხლისა საკუთარი უმეცრებისა და ამპარტავნობის გამო, ვერ დაეუფლნენ მეუფეები ნათლის ანარეკლს სისუსტისა და უღონობის გამო, რამეთუ მშვინვიერს არ ძალუძს სულიერთან ზიარება, ხოლო ნათელი ზეგარდმო იყო ისინი კი ქვენა ქაოსისანი. აი რა მიზეზით გარდმოიხედა ქაოსში უბიწოებამ მამის წიაღიდან, რათა მამისავე ნებით შეეერთებინა ნათელთან ნაწილი, ერთი მთლიანობასთან და სრულეყო. წყვდიადის მთავართ და ქაოსის მხედრობამ თათბირი ჰყვეს და თქვეს ასე: შევქმნათ ადამიანი მიწის მტვრისაგან და წარმოშვეს მათ დედაკაცად და მამაკაცად, მიწა მიწისაგან. სახით ცხოველი. აიღეს მტვრის ნაწილი მიწისგან აიღეს იგი და ქმნეს ქალი კაცში და კაცი ქალში. ხატება ცხოველი კაცისა ქმნეს იმ ღმერთის მსგავსად რომელიც იძვროდა ქაოსის წ####ბის, ანუ ძალთა ზემოთ, ხოლო ხატება ქალისა ადამიანში ილდაბაოთის მსგავსად. და ბჭობდნენ ქვე ელოჰიმები ასე: "ვეზიარებით მას, უსასრულობას ჩვენს მიერ დედაკაცად და მამაკაცად ქმნილი ადამიანის მეშვეობით და ქმნეს ისე, რომ უხრწნელობას ეხილა მიწის გულზე მისი ორეული შერწყმული ილდაბაოთის მსგავსებასთან, ნაწილი მთლიანთან ერთ არსში, არ უწყოდნენ რა განზრახვა უზენაესისა ქვე ელოჰიმებმა უგუნურობის მიზეზით და ამად მოუნდომეს ნათელს მახით დაჭერა. ხოლო უბიწომ აჰა შთაბერა ადამიანს ცხოველ სახეში და იქცა ადამიანი ცოცხალ სამშვინველად, ხოლო ჭურჭელში მიიქცა სული სიცოცხლისა რომელიც იძვროდა ქაოსის წ####ბს ზემოთ და ასე და ამგვარად შეერწყა ერთ არსებაში მამრი ბუნება უბიწოებისა და მდედრი ბუნება ილდაბაოთისა, რომელიც არის კიდეც მიზეზი დაცემისა.
  3. Shaten თან ამას ხომ აკვირდები როგორი პანიკური შფოთისამტეხი ლოზუნგებით შვრებიან? აი ქართველნო სარწმუნოვებას გვართმევენ, აი წმინდა დედა ეკლესიას სომეხ გრიგორიანელთა ტერტერები ეპატრონებიან, აი ღვთისმშობელს გვიგინებენ, გვაპიდარასტებენ და ა.შ. სინამდვილეში აქ ძაღლუკას თავი მაყუთშია დამარხული, აბა ერთი ეგ 25 მილიონი 50 მდე გაეზარდათ თუ პირველი მაგათ არ დაეწყოთ ლოცვა კურთხევების გაცემა, გინდა სსიპ-ს მინიჭების თაობაზე და გინდა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ნუ ეს უკანასკნელი ცოტა ძვირი ეღირბოდა ალბათ. ქვეყანაში სადაც აღებ მიცემობით წყდება ერისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც ფულზე იყიდება ზნეობა და მორალი, ადამიანს მომავალი არ აქვს. ამას შეიძლება უბრალო გაუნათლებელი გლეხი ვერ ხვდებოდეს რომ ბიზნესსფეროების გადანაწილებაზე მიდიოდა მანდ ცემა ტყეპა და არა იმაზე, რომ თითქოს ვიღაცას გული შესტკივა ეხლა იეღოველები სსიპ სტატუსს მიიღებენ თუ ჩემი ყლის ქვემდებარე ორგანიზაციისას. ფულზე მაგათ საკუთარი ღმერთი გაყიდეს, წარმოგიდგენია, საკუთარმა მოციქულმა გაყიდა საკუთარი ღმერთი ფულზე, აი ასე რა აიღო და გაყიდა და ეს რა გასაკვირია რაც ეხლა ხდება?
  4. აი ეს კაცი თამაშობდა ჩიტებით http://www.frontnews.ge/ge/news/42431-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%B0%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90 ყვერინგუბადორში გამოყავდა შაშვების ახალი სახეობა, მაგრამ ცნობილია რომ ყვერები მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმში 36,5 გრადუს ტემპერატურაზე მეტს ვერ გამოიმუშავებს, ხოლო ბარტყების აღსაზრდელად 38 გრადუსია საჭირო, რაზედაც ბარტყებს პროტესტი გამოუთქვამთ გალობის სახით და კეთილ მონადირეებსაც დაუკავებიათ სასქესო ორგანოთი მათთვის მოულოდნელად აგალობებული ტიპი
  5. Shaten საბერძნეთში, რუმინეთსა და სერბეთში, რუსეთშიც ცდილობს კირილი მარა პუტინი არ უჯერებს ჯერ ოღონდ ზემოთაღნიშნულ ქვეყნებს საერთაშორისო ხელშეკრულებებიც აქვთ რელიგიურ უმცირესობათა დაცვის გარანტად. ჩვენთან კი როგორც უპატრონო ქვეყანაში, ჯერ ეს საკითხი მოუგვარებელია, სამაგიეროდ სსიპ სტატუსი მიენიჭა ყველა კონფესიას საქართველოში, რაც უფლებრივ თანასწორობას ნიშნავს ეკლესიებისა როგორც იურიდიული პირების, ორთოდოქსების გარდა ბიუჯეტმა კიდევ 4 კონფესია დააფინანსა და ამიტომ აიწყვიტეს მღვდლებმა, ის 25 მილიონი რომ გაიყოოთხად თორე სამართლებრივი სტატუსი და კანონმდებლობა სულ ერთ ადგილზე ახატიათ, მაგათთვის მისაცემი მაყუთი გატყდა ოთხზე, ესენიც ხო პირდაპირ ამ ლოზუნგით ვერ გამოვარდებოდნენ არა? ამიტომ ძირითადი მიზანი შენიღბეს და ვითომ კანონის იმ ფორმულირებას უწევდნენ წინააღმდეგობას, რომელიც უფლებრივად უთანაბრებდა სხვა კონფესიებს, კისკეიძე რომ ქართულ ხალხურ მამაპაპური ლოგიკით მსჯელობს, საზოგადოებრივ ურთიერთობებს კანონი არეგულირებს, ამიტომ ბევრნი ვართ ზნაჩიტ ჩვენია პრინციპი გამოირიცხა.
  6. Shaten გაიგებს, ოღონდ ვშიშობ გვიან, მთელი ხიბლიც მაგაშია, რომ არ იცი და მაინც სიკეთის მცნებას იცავ, არავინ რომ არ გაიძულებს სიკეთის ქმნას და საკუთარი ინიციატივით აკეთებ, არა ჯილდოს მისაღებად, არამედ იმიტომ, რომ ბუნებით ხარ ასეთი. ასეთ ადამიანებში ცოცხლობს კეთილი ღმერთი.
  7. Shaten სამწუხარო ის არის რომ შეიძლება ათას გზაში ერთი მიდიოდეს ჭეშმარიტებასთან, ოღონდ არ ვიცით რომელი.
  8. Giorgi Kiskeidze არსებობს, მაგრამ სახელმწიფო რელიგია არ ქვია. მერე რა? შენ რომ ბებერ სომეხს იცნობ, ამიტომ მიჰრანი და წმინდანად შემდგომში შერაცხული კონსტანტინე დიდი ბიზანტიის იმპერატორი ზოროასტრები არ იყვნენ? შევადარებ თუ საჭირო გახდა პრეცედენტის არგუმენტად მოსაყვანად. და ისიც ყველამ იცის რომ კათოლიკური ქრისტიანობა არ არის საფრანგეთის სახელმწიფო რელიგია. მეხუთედ გწერ უკვე, გაარკვიე, რა სხვაობაა სახელმწიფო რელიგიასა და სახელმწიფოში დომინანტ რელიგიას შორის, მაგრამ არ გინდა და შენს მაგივრად ეხლა მე ვერ დავიწყებ ინფორმაციის მოძიებას, მე უკვე გარკვეული მაქვს ეს საკითხი.
  9. Shaten ნუ მეტის გაგება თუ გსურს ამ სფეროში, ანთროპოსოფიულ ალმანახებს უნდა გაეცნო მაშინ..
  10. Shaten ეს ზოგადი კონტურებია გნოსტიციზმის, პრაქტიკა აქვთ ეზოთერული ნაწილი ბევრად საინტერესო, ფაქტიურად ქრისტიანული კაბალაა რა, ქრისტიანობის ეზოთერული ნაწილი, ის რაზედაც ხმამაღლა არ საუბრობენ.
  11. სახელმწიფო რელიგიაა მაგალითად სირიაში ისლამი, კონსტიტუციით აქვთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული და ორგანული კანონი კი სიკვდილით სჯის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით თან, არანაირი ლინჩის წესი, სრულიად კანონიერად, მას ვინც სხვა აღმსარებლობას მიიღებს გარდა ისლამისა, აი ეს არის სახელმწიფო რელიგია. საქართველოს სახელმწიფო რელიგია არ არის განსაზღვრული, ორთოდოქსები რომ დომინირებენ ეგ არაფერს ნიშნავს, ადრე კიდევ კონკორდატი იყო, კონსტიტუციური შეთანხმება, ეხლა ეგეც არ არის სსიპ-იო რომ წერ, ეგეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირია სწორედ ბაბტისტურ-ევანგელისტური ეკლესია საქართველოში, საზოგადოება საგუშაგო კოშკი, ხსნის არმია, ორმოცდაათიანელები და ყელა დენომინაცია, არც მეტი არც ნაკლები, მაგრამ შენი პრობლემა რა არის იცი? ამ პრობლემას ქვია რქებით მიწოლის პოლიტიკა თან მაშინ როდესაც იცი რომ მტყუანი ხარ, ნაცების სენი რა, მტყუანი ხარ, იცი. არა მაინც რქებით უნდა მიაწვე, არ არის ეგ ფენომენი სახელმწიფო რელიგია რაც შენ გგონია, მართლმადიდებელ უმრავლესობას რომ ხედავ საქართველოში ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორთოდოქსული ქრისტიანობაა სახელმწიფოს რელიგია, ეგრე საბჭოთა საქართველოში ყველა ქართულად ლაპარაკობდა, მაგრამ სსრკ მუშათა გლეხთა და წითელარმიელთა 21-ე ყრილობამ საბჭოთა კონსტიტუციაში ჩაწერა რომ საქართველოს სახ-ფო ენა იყო რუსული, წადი და იხტუნავე ეხლა. სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდა და სულ რომ ყბები მოეღრიცათ ქართული მრავალჟამიერით მაინც რუსული იყო სახ-ფო ენა, მერე ედიკამ იჩალიჩა და შეაცვლევინა ეგ მუხლი. თორე სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დედაენის მაგიერ აზბუკას გასწავლიდნენ პასპორტს რა ენაზე გასცემდა საქართველოში ქართულად მოლაპარაკე ხალხისათვის ქართველი ჩინოვნიკი იცი? დიპლომებს რა ენაზე იღებდა ქართულად მოლაპარაკე მასა იცი? შრომის წიგნაკი მაინც არ გაქვს ბებია ბაბუის ნანახი? რატო აბა მიხვდი? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მოსახლეობის 95% ქართულენოვანი იყო დაიკიდეს და ჯერ რუსული გამოაცხადეს საბჭოთა სოციალისტური საქართველოს ენად და მერე თეთრი მელას ჩალიჩით აგრეთვე ქართული, მერე უკვე რუსულ ტექსტს ქართული თარგმანიც ერთვოდა ხოლმე, ამას იმიტომ გიხსნი რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვინ რა ენაზე საუბრობს და უმრავლესობას რა სწამს, ხვალ რო ადგნენ და იუდაიზმი გამოაცხადონ სახელმწიფო რელიგიად რაა ვერა? კანონს წარმომადგენლობითი უმრავლესობა იღებს, აი დაარტყათ თავში და ხმათა 50+1 იუდაიზმი გამოგიცხადეს სახ-ფო რელიგიად ვერა? სულ რომ 99,9% ორთოდოქსი ცხოვრობდეს საქართველოში სახ-ფოს გადაწყვეტილებებთან უმრავლესობის რწმენას რა აზრი აქვს? ასე პირველკლასელივით იწილო ბიწილო უნდა გიხსნა? ხანდახან შენც გადაიკითხე ხოლმე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა.
  12. მირიანი ზოროასტრი იყო, ისევე როგორც კონსტანტინე დიდი. წმინდანად შერაცხულმა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა, მანამდე კი 1 საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა ცხუმ აფხაზეთში. მერე რაა? ამიტომ სახელმწიფო რელიგიაა? ისწავლე რას ნიშნავს სახელმწიფო რელიგია, რითი განსხვავდება სახელმწიფოში დომინანტი რელიგიისაგან და მერე განვაგრძოთ ბაასი, თუმცა საბაასო აღარც არაფერი იქნება, როდესაც ისწავლი თავადვე მიხვდები რამხელა სისულელეები დაწერე ზემოთ
  13. Giorgi Kiskeidze კისკეიძე მიხსნის მე, ქადაგის-შვილს, რელიგიურ საკითხს. ნაცები რო მოვლენ ჩააწერინე
  14. Giorgi Kiskeidze რა განსხვავებაა და როდესაც სახელმწიფო რელიგიად ცხადდება ესა თუ ის კონფესია, ვალდებულია ამ სახელმწიფოს ყველა მოქალაქე ის მრწამსი მიიღოდ რა მრწამსიც სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, აი ეს განსხვავებაა. და იქნებ შენ გეყოს უცოდინარობით გამოწვეული აბდაუბდების წერა? ეგეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიაა და პლიუს ამას ნებისმიერი საქართველოში მოქმედი ეკლესია, სიტყვა ეკლესია რო წაიკითხე მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა სხვებიც არსებობს ცნობისათვის.
  15. Giorgi Kiskeidze პროფესორი არა, აკადემიკოსი. ეგ შენ არ იცი, რომ სახელმწიფო რელიგია და დომინანტი რელიგია სახელმწიფოში ორი სხვადასხვა რაღაცაა, სახელმწიფო რელიგიად რო გამოცხადდეს ქრისტიანობა სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს შემდეგი სიტყვები: "საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა ქრისტიანობა" (კონფესიის მითითებით) მაგიტო არ იყო ზემოთ ქვემოთ რო იგლიჯავდნენ მღვდლები? კონკორდატი ქონდათ თქო გაფორმებული და ეგეც გაუუქმეს. ისე შენ ერთი რაღაცა შეგატყვე, რაღაც რომ არ იცი, ეგრევე შეტევაზე გადადიხარ თან უაზროდ, არ არის ეგ ნორმალური საქციელი, რო გიხსნიან და თან დასაბუთებულად გაიგე, სუ მართალი ნუ გინდა რო იყო.
  16. Giorgi Kiskeidze ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა? http://www.parliament.ge/ge/kanonmdebloba/constitution-of-georgia-68 მაჩვენეთ გეთაყვა რომელ მუხლში წერია ეს? აქ ისეთი წვრილმანები წერია საქართველოს სახელმწიფოს შესახებ: როგორიცაა აი ეს: მუხლი 8 საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689) აგრეთვე - აფხაზური. 3. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა ,,საქართველო". საქართველოს სახელმწიფო რელიგია, რომ ქრისტიანობაა, რომელ კონსტიტუციაში ამოიკითხე? თუ ცვლილება შეიტანე რამე და მე არ ვიცი? კონკორდატი ქონდათ გაფორმებული და ისიც კი გაუფარჩაკეს ქოცებმა, ნებისმიერი დენომინაცია თანაბარი უფლებებით სარგებლობს და ახალ კონსტიტუციას თუ გვიწერ, გაგვანდე არ დაგვიმალო
  17. შანკარადევა გეი არ შეიძლება თან ათეისტიც იყოს? რა შუაშია ადამიანის სექსუალური ორიენტაცია და მრწამსი? სამართლებრივ სახელმწიფოში მაგ ვანდალური აქციის ორგანიზატორებს დაიჭერდნენ და სამაგალითოდ დასჯიდნენ, სულ მცირე 2 დანაშაული იკვეთება. 1. სხვისი კუთვნილი ქონების განზრახ დაზიანება და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მსუბუქი დაზიანება, რომ აღარაფერი ვთქვათ სიტყვის აზრისა და რწმენის თავისუფლად გამოხატვის უფლების შეზღუდვაზე. მაგრამ აქ ხომ კანონი მხოლოდ სოციალურად დაუცველ საზოგადოების დაბალ ფენებზე ვრცელდება მხოლოდ? მაგათ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი აქვთ. აბა მე ჩავარტყა ტაბურეტკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საქარე მინას და დავაზიანო, თუ ეგრევე სროკზე არ მიკრან თავი.
  18. შანკარადევა გასაგებია, რომ ნაწყენი ხარ მართლმადიდებლებზე შენი ინეტ სივრცეში დაბლოკვის გამო, მაგრამ მაინც არ გინდა ეს შეურაცხყოფები, შენ არ გიხდება, თან ძალიან ბევრ მართლა კეთილ ორთოდოქსს ვიცნობ და მათი ღმერთიც კეთილია იესო. აი ამ კაცის ფასი შეიძლება მთელი ეკლესია არ იყოს, ერთი ერთში გაგაცნობს ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტე მართლაც ცოცხლობს ამ კაცში.
  19. http://www.magnika.org/ აი აქ უდევთ ბიბლიოთეკაში, აზაზელზეც აქედან პოსტავდა სამაელი დაკოპირებული აქვს უბრალოდ პოსტები.
  20. აჰა ეს სერიალი ნახე, აქ ეძრობა აზაზელი, იმენა ანგელოზების ცემა მიდის ჰაერში აგლიჯავენ ბუმბულებს ერთმანეთს http://seasonvar.ru/serial-666-Padshij.html
  21. Shaten ვსიო, ფსევდონიმი მოვუძებნე უკვე: "მამა სკანდალა" დაერხა ფაცეზე.
×
×
  • შექმენი...