Jump to content
Planeta.Ge

შივა

პლანეტელი
  • პოსტები

    69
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შივა

  1. belukabeluka მართალს ბრძანებთ, სწორედ მსგავსად დარჩება მისტერ კისკეიძეს საკუთარი ცინიზმი თავად, თუ არ შევახსენებთ, რომ მაშინ როდესაც მისი როგორც ქართველის წინაპარი არმაზის, გაც და გაიმის კერპის ირგვლივ დახტოდა, როკავდა ფერხულს, მაშინ როდესაც სახელი, "იეშუა მაშიახი" არათუ საქართველოში, არამედ ისრაელშიც კი უცნობი იყო, ამ "ახლადგამომცხვარ" ღმერთს უფალ შივას იცნობდა მსოფლიო. აქ კი შევცდი, მისი "საჩუქარი" გავიზიარე, მაგრამ ერთი კია ადამიანს, თუ საკუთარ უბირობას არ დაანახვებ დაიღუპება. არა მაგის თქმა არ მსურდა, თუმცა შესაბამისად ზემოთქმულისა ეს ასეა, მოძღვრება შაკტიზმის შესახებ კი აქ იმიტომ არ დამიწერია, რომ ვინმეს მიეღო ან გაეზიარებინა, ჩემი პოსტები უფრო ინფორმაციულ ხასიათს ატარებს, რათა მიზერული წარმოდგენა მაინც შეექმნას რელიგიით დაინტერესებულ ადამიანს უფალ შივაზე.
  2. belukabeluka თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება მიპასუხეთ. მე რომ მოვიდე და საჩუქარი მოგიტანოთ, თუ არ გამომართმევთ ვის დარჩება ეს საჩუქარი?
  3. Shaten არა, არც თქვენ არ გერევათ, უბრალოდ ჩემი აი ეს წინადადება: სხვა აზრს ატარებს და არა იმას, რომ თითქოს ინდოელები მონღოლოიდურ რასას მივაკუთვნე, მე ჯერ აღვნიშნე ის, რომ მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებს შესაძლებელია ერთმანეთისაგან განსხვავებული კანის შეფერილობა ქონდეთ, შემდეგ დავსვი სასვენი ნიშანი მძიმე, რაც იმას ნიშნავს, რომ პაუზა უნდა გააკეთოს მკითხველმა კითხვისას და დავწერე მომდევნო წინადადება, იმ იმედით, რომ "არ გერევათ" აღარ დავაკონკრეტე ინდოელი ეთნოსის რასობრივი კუთვნილება, ეს მაგალითი კი თვალსაჩინოებისთვისაა, რადგან მუქი ლურჯი შეფერილობის კანი, აშკარად განსხვავდება თოვლივით თეთრი ფლამინდიელის კანის შეფერილობისაგან, რომელიც აგრეთვე ინდოევროპულ რასას ეკუთვნის. საბოლოვო ჯამში კი იმის თქმა მინდოდა რაც თქვენივე თქმით იცით, აი ამის: რასა არ განისაზღვრება კანის ფერით, არამედ თავის ქალის ფორმისა და სახის ნაკვთების მოყვანილობით. არა, ეგ არ მიგულისხმია, პირიქით დაგეთანხმეთ და ვთქვი, რომ ყვითელკანიანებს მონღოლოიდურ რასას მიაკუთვნებენ, მაგრამ აქვე ჩამოვაყალიბე მომდევნო აზრი, რაც სიმართლეა, კანის ფერი ეს დამატებითი ნიშან-მახასიათებელია ადამიანის რასობრივი კუთვნილებისას და არა, ერთადერთი და ძირითადი. ერთადერთი და ძირითადი ნიშანი კი, ეს თავის ქალის ფორმაა, რომელიც განსხვავდება კანის შეფერილობის მიუხედავად სხვადასხვა რასების ადამიანებისა ერთმანეთისაგან. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ალაზნის ველზე გაშავებულ კახელებს ნეგროიდულ რასაში დავუდებდით ბინას. მართალი თქვით, აქ არაფერია საკამათო, მონღოლოიდური რასის უმრავლესობას მართლაც ყვითელი შეფერილობის კანი აქვთ, მე უბრალოდ სრულვყავი თქვენი ნათქვამი და დავამატე, რომ კანის ფერი ეს დამატებითი მახასიათებელია და არა ძირითადი. არა, არ მიყვარს, არა მხოლოდ სიტყვაზე გამოდევნება, არამედ კამათიც კი უცხოა ჩემთვის. ნამდვილად არ მომიხდება.
  4. belukabeluka დედა კალი, ქალღმერთ დურგას მრისხანე ემანაციაა, თუმცა მას გააჩნია ლმობიერი ფორმაც პარავატი, კალი უფალ შივას მეუღლე და მისი განუყოფელი ნაწილია. შაკტიზმში დედა კალია სწორედ წარმოდგენილი შაკტად, ხოლო შივა შემეცნებად. კალი იუგა კი თანამედროვე ეპოქაა მისტიკური სერიალები გიყვართ ალბათ, სერიალ ზებუნებრივის ერთ ერთ სერიას შემოგთავაზებთ სადაც დედა კალი და ლუციფერი სამყაროს განმგებლის ადგილისთვის ბრძოლობენ, თან იუმორის გრძნობა არ აკლია, როგორც ვხვდები რეჟისორს, მთავარანგელოზ გაბრიელთან რომანს აბრალებს შივას უმწიკვლო მეუღლეს http://sverhestestvenoe.com/online/5-season/19-seria-5-season.html
  5. Shaten კი კარგად ვერკვევი, იმდენად კარგად, რომ ინდოევროპული რასა, მონღოლოიდურში და ნეგროიდულში არ მერევა, ინდოელთა კანის შეფერილობა კი იმიტომ მოვიყვანე მაგალითად რომ მეთქვა შემდეგი: რასა არ განისაზღვრება კანის ფერით.
  6. belukabeluka შაკტიზმი ბუდიზმის ფუძემდებელია, ღმერთების უზენაესმა პიროვნებამ შივამ თქვა, რომ კალი იუგას ეპოქაში იქადაგებდა, იმპრესიონალიზმს: " ჩემო ძვირფასო დევი, კალი იუგაში მე იმპერსონალურ ფილოსოფიას ვიქადაგებ. ამ ფილოსოფიის მოსმენით სათნოების მოდუსში მყოფი პიროვნებაც კი დაეცემა, რადგან მე ვიტყვი, რომ ცოცხალი არსება ( სული ) და უზენაესი უფალი ერთი და იგივე არიან. სინამდვილეში უზენაეს უფალს ტრანსცენდენტული სხეული გააჩნია. მაგრამ მე უზენაესს იმპერსონალურად დავახასიათებ და ვიტყვი, რომ უფლის პიროვნული ფორმა უპიროვნო ასპექტისგან მომდინარეობს." რაც სხვა არაფერია თუ არა ბუდიზმი, მისი ეს სიტყვა მისმავე ავატარამ შანკარაჩარიამ აღასრულა. თვით მატირეია ბუდაც კი განსწავლული იყო შაკტიზმის სიღრმეებში, შაკტიზმი იდენტურია აგრეთვე ბერძნული ფილოსოფიური მოძღვრების პანთეიზმისა, ანალოგები შეიმჩნევა იუდაურ ეზოთერულ მოძღვრება კაბალასთან. თითოეული ეს მიმდინარეობა ავითარებს შემდეგ აზრს: "ღმერთი, უპიროვნო საწყისია და იგივეობრივია ბუნებისა".
  7. Shaten კი, ყვითელკანიანებად ითვლებიან, მაგრამ გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების ზემოქმედების შედეგად, ეთნოსებს, რომელნიც მონგოლოიდურ რასას ეკუთვნიან შესაძლებელია ერთმანეთისაგან განსხვავებული კანის შეფერილობა ქონდეთ, მაგალითად ინდოელებს ძირითადად კანის მუქი ლურჯი შეფერილობა აქვთ.
  8. belukabeluka მერე, ვერ აღიქვამდით, რას ქადაგებს მოძღვრება შაკტიზმი. ნუ პრინციპში ვერც ეხლა აღიქვით. აქედან გამომდინარე თქვენთვის არ უნდა ქონდეს დიდი მნიშვნელობა ვრცლად წერია, თუ ლაკონურად, ორივე შემთხვევაში ვერაფერი გაიგეთ.
  9. Proessor შაკტი ეს არის მიზეზი მატერიისა, შეგიძლია უწოდო მას ტალღა, ბგერა, სინათლის სხივი, ენერგია, უბრალოდ ტერმინებშია სხვაობა, ინდოელებმა მიზეზს რომლითაც ხილული მატერია გამოვლინდება უწოდეს შაკტი, ეს არის და ეს. არ იცოდნენ მაშინ არც ატომის სახელწოდება, არც კვანტისა და კვარტების შესახებ, არც ელექტრონებისა და ნეიტრონების შესახებ, უბრალოდ ეს ხალხი მიხვდა, რომ მატერიას აქვს ასეთი ფორმით ყოფნის საწყისი მიზეზი, მიხვდა რაღაცნაირად, რომ მატერია დაშლილი უმცირეს ნაწილაკებად ენერგიის ნაირსახეობაა. ხოლო ამ ძალთა ველებს უწოდეს შაკტი. შაკტიზმი მოძველებულია ისედაც V საუკუნეში აღმოცენდა ეს მოძღვრება შივაიზმის წიაღში. ბავშვებს კი თუ წაუკითხავენ თუნდაც ზღაპრად კარგი იქნება. მართალია, სახელებსა და ტერმინებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი აქ დედააზრია, რომელიც ასე ჟღერს: "ღმერთი ეს შემეცნების უნარია, სხვა დანარჩენი კი არის შაკტი ანუ ენერგია სხვადასხვა ფორმაში, მათ შორის მატერიად გამოვლინებული". საკუთარ თავზედ დაკვირვებით, იპოვით თქვენში ღმერთს და მიხვდებით, რომ შეცდომა აღარ არის. თამაში ეწოდება შემოქმედებას, ან გარდაქმნას. აი ახლა ამ წამს სწორედ თქვენ ქმნით ღმერთის იმ ილუზორულ სურათს, რომელსაც ამავდროულად ებრძვით. ფიზიკა სწორედ რომ ღვთიური მეცნიერებაა, ეს სულიერი მეცნიერებაა, რომელიც დრო მოვა ადამიანს გამოიყვანს უმეცრების გუნიდან და აუხელს თვალებს, დაანახვებს რა დგას მატერიის მიღმა.
  10. Shaten პირიქით, საინტერესოდ ვითარდება, სექსი ხომ შერწყმაა იმ ნახევართან, რომელიც გავსებს ერთ მთლიანად. ვერ უწოდებ კაცს ადამიანს ქალის გარეშე, რადგან თქვენივე რელიგია გეუბნებათ: "შექმნა ღმერთმა კაცი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი", ხოლო ევას დანახვისას ადამი ამბობს: 23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. 24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. alex მეც მიყვარს, თან ძალიან. ვფიქრობ პირიქით აღივსები სიამოვნების გრძნობით. არა მხოლოდ, რიტუალურ დონეზე აყვანილი სექსის კულტურაა.
  11. Giorgi Kiskeidze ნუ ნერვიულობთ ძვირფასო მეგობარო, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
  12. Proessor რატომ გაეჭვებს? ნუთუ შენ მატერია არ ხარ და ამავდროულად პიროვნება თვისებებით? ხასიათის თავისებურებებითა და აზროვნების უნარით? იქიდან გამომდინარე რომ შივა აზროვნებაა, ხოლო შაკტი ენერგია, შენ როგორც მოაზროვნე ენერგია, სწორედ რომ უფალი შივა ხარ, საკუთარ მდედრულ საწყისთან შაკტისთან ერთობაში, მაგრამ არსებობს უმცირესი და უზენაესი, ილუზიაში მყოფ ადამიანთა შორისაც კი, შენ ხარ შივა, რომელმაც საკუთარი თავი ილუზიაში დანთქა, თამაშია ასეთი უზენაესი უფალ შივასი. საკუთარი ეგო გააიგივე სხეულთან, არადა სხეული გაქვს შენ, უბრალოდ უნდა გაარკვიო ეს "შენ" რა არის. ვინ არის. თქვენ ფაქტიურად შაქტიზმს ქადაგებთ, ტერმინებია უბრალოდ განსხვავებული. "გარეთ" არსებობს შაკტი, რომელსაც აზროვნება ჩვენს შემთხვევაში მატერიად აღიქვამს, ხოლო შაკტი არ არის უფალი დამოუკიდებლად, უფალი აზროვნებაა, ანუ შივა, შაკტი კი მისი განუყოფელი ნაწილია მისი ენერგია, ისევე როგორც შენი სხეული.
  13. Proessor პირიქით, სამყაროები და მათ შორის მატერიალური სამყაროა შივას მეტაფიზიკური გამოვლინება. შაკტი ეს არის უფალ შივას ენერგია, რომელიც ქმნის და გარდაქმნის შექმნილს. ნირვანა ეს ინდივიდის სულიერი მდგომარეობაა. მატერიალურ ილუზიაში ნირვანას განცდა შეუძლებელია. აი შაკტის კი ეხლაც ამ წუთშიც ხედავთ, კლავიატურა რომლითაც აქ პოსტავთ, ეს შაკტია, რადგან მატერია ეს გამკვრივებული ენერგიაა. მართალი უთქვამს მაგ ბრძენს, ოღონდ ნაკლულად დავიწყებია ის, რომ ქადაგებასაც და დუმილსაც თავისი ჟამი აქვს, რაც არ დაავიწყდა ბრძენს, რომელმაც თქვა: "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ამ ჭეშმარიტებამდე რაც ეხლა თქვით, მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე შაკტისტებიც ძნელად თუ მივლენ, ოღონდ ის კია რამდენად შემეცნებული გაქვთ ეს.
  14. ძვირფასო ფორუმელებო ვფიქრობ წინამდებარე ფილმი მიზერულ წარმოდგენას შეგიქმნით უფალ შივაზე. სამწუხაროდ მრავალსერიანი მხატვრული ფილმის მხოლოდ პირველი სერიაა გახმოვანებული რუსულ ენაზე, დანარჩენები სუბ ტიტრებით გახლავთ, ვიმედოვნებ მომავალში მომდევნო სერიებიც გახმოვანდება. მაშ ასე უყურეთ და ისიამოვნეთ. http://www.youtube.com/watch?v=9Dqk4JG7Dqs
  15. დაე გახდეთ თქვენ შაკტის წყალობის ღირსნი, სამყაროული დედისა და დატკბით საბოლოო განთავისუფლების ნეტარებით! შაკტი ჩიტრუპინი. ეს არის სუფთა, ნეტარი ცნობიერება. ეს არის მთელი ბუნების დედა, ისაა თავად ბუნება. ეს არის უფალ შივას ძალა, ძალა ბრაჰმანისა. ისაა სამყაროული წარმოდგენის რეჟისორი. ის ეხმარება უფალს თამაშით გართობაში. ისაა ჯაგადჯანანი (სამყაროს შემოქმედი), მახიშასურამარდინი (მახიშასურას მკვლელი), ბხრანტინაშინი (ილუზიისა და ავიდიის გამანადგურებელი), დარიდრიანაშინი (სიღარიბის განმშორებელი). დევი ესაა უფალ შივას შაკტი. ისაა ჯადა შაკტი და ჩიტ შაკტი. ისაა იჩხა შაკტი, კრიაშაკტი და ჯნანაშაკტი. ისაა მაია შაკტი. შაკტი ესაა პრაკრიტი (მატერიალური, მშვივინიერი, სულიერი და ზესულიერი ბუნება), მაია, მაჰამაია, შრი ვიდია. შაკტი ესაა თავად ბრაჰმანი. ისაა ლალიტა, კუნდალინი, რაჯეშვარი, ტრიპურასუნდარი, სატი და პარვატი. სატი სატიმ უფალ შივასთან თავი გამოავლინა ათ ფორმაში, ათი მაჰავიდია. ესაა დედა კალი, ბაგალამუკხი, ჩხინამასტა, ბჰუვანეშვარი, მატანგი, შოდაში, დხუმავატი, ტრიპურასუნდარი, ტარა და ბჰაირავი. მხოლოდ მთვრის ნაწილაკები არიან ღვთაებრივი დედის ლოტოსის ტერფებთან. მისი დიდება განუზომელია. მისი მბრწყინვალება გამოუთქმელია. მისი სიდიადე აღუწერელია. ის თავის წყალობას აფრქვევს მათზე, ვინც მისი ჭეშმარიტი ერთგულები არიან. ის ინდივიდუალურ სულს ჩაკრიდან ჩაკრამდე მიაცილებს, დონიდან დონემდე და აერთიანებს უფალ შივასთან ერთად საჰასრა ბრახმარანდხრა ჩაკრაში.
  16. შაკტიზმი (შაკტის თაყვანისცემა) ესაა ერთერთი უძველესი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული სწავლება მსოფლიოში. ამ სამყაროში ყველას სწადია ძალა და უყვარს მისი ფლობა. ყველა შეპყრობილია ძალის ქონის სურვილით და სურთ მისი მეშვეობით სხვების დამორჩილება. ომი ესაა ძალაუფლების მოპოვების სურვილის აშკარა გამოვლინება. შაკტისტები არიან ყველა მეცნიერი. ის, ვინც ისწრაფვის დაიპყროს ნებისყოფის ძალითა და მიმზიდველობით აგრეთვე შაკტისტია. სინამდვილეში ყოველი ადამიანი მსოფლიოში შაკტისტია. ახლა ამტკიცებენ რომ ყველაფერი ენერგიაა და რომ მთელი ეს ენერგია არის მატერიის ყველა ფორმების საფუძველი. შაკტას ფილოსოფიური სკოლის მიმდევრები ამაზე უხსოვარი დროიდან ამბობენ. ისინი თვლიან ასევე, რომ ეს ენერგია არის მხოლოდ შეზღუდული და უხეში ფიზიკური უმდაბლესი გამოვლინება უსასრულო უმაღლესი ძალისა, მაჰაშაკტის. შაკტი მუდამ ერთია შივასთან. ისინი განუყოფელნი არიან, როგორც ცეცხლი და სიმხურვალე. შაკტი გარდაისახება ნადად, ხოლო ეს უკანასკნელი ბინდუდ. სამყარო არის შაკტის გამოვლინება, შუდხამაია ესაა ჩიტ შაკტი. პრაკრიტი ესაა ჯადა შაკტი, ნადა, ბინდუ და ყველაფერი სხვა მხოლოდ მისი ასპექტების სხვადასხვა სახელები. ძალა ანუ იმანენტური ღმერთის აქტიური ასპექტი არის კიდეც შაკტი. შაკტი ესაა განხორციელებული ძალები. ეს არის სამყაროს სიცოცხლის უზრუნვემყოფი ძალა. ეს, ის უმაღლესი ძალაა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს დედას. შაკტი ეს არის პიროვნულად: დურგა, კალი, ჩანდიკა, ჩამუნდა, ტრიპურასუნდარი, რაჯარაჯეშვარი. არ არსებობს განსხვავება ღმერთსა და მის შაკტის შორის, ისევე როგორც არაა განსხვავება ცეცხლსა და მის მწველ ძალას შორის. ის ვინც ეთაყვანება შაკტის, არის ღმერთი დედის ფორმით, როგორც უზენაესი ძალა, რომელიც ქმნის, იცავს და კვლავ საკუთარ თავში აბრუნებს მთელ სამყაროს, ძალა, რომელიც შაკტიდ იწოდება. ყველა ქალი შაკტის , ღვთაებრივი დედის ფორმაა. შივა ეს მარადიული არაცვალებადი ცნობიერებაა. შაკტი კი მისი ცვალებადი ძალა, რომელიც ვლინდება როგორც გონება და მატერია. შაკტი ვადა ანუ შაკტი დარშანა, წარმოადგენს მონიზმის, ადვაიტავადას განსაკუთრებულ ფორმას. შაკტა ასრულებს სადჰაკას, რომელიც ეხმარება განიცადოს შივასა და შაკტის ერთიანობა სხეულის წიაღში ძალების გამოღვიძების მეშვეობით. ის ხდება სიდხი სადხანაში, როდესაც მას ძალუძს ქალღმერთ კუნდალინის გამოღვიძება და ექვსი ჩაკრის განჭოლვა. ეს უნდა განხორციელდეს სრულებით, პრაქტიკული მეთოდით გურუს ხელმძღვანელობით, რომელიც თავად გახდა სრულყოფილი. შაკტი უნდა იქნეს გამოღვიძებული დხიანას, ბჰავას, ჯაპას და მანტრაშაკტის მეშვეობით. დედა, განხორციელებული როგორც ორმოცდაათი ასობგერა, სუფევს სხვადასხვა ასობგერათა ფორმებში გარკვეულ ჩაკრებში. ამის მსგავსად როდესაც ასობგერათა მთელი რიგი ექვემდებარებიან თანმიმდევრულად, დიადი დედა რომელიც მოძრაობს ექვს ჩაკრაში და წარმოადგენს თავად ასობგერათა მეობასა და თვითმყოფადობას ირღვიძებს. სადხაკა იოლად აღწევს სიდხის როდესაც ის გამოღვიძებულია. რთული სათქმელია როდის და როგორ აჩვენებს ის თავის თავს სადხაკას. სადხანა ნიშნავს ძალის ანუ შაკტის ამაღლებას. სადხანას ხასიათი დამოკიდებულია სადხაკის მიდრეკილებასა და შესაძლებლობებზე. შაკტი შეიძლება განსაზღვრულ იქნეს, როგორც ის, რითიც ჩვენს ვცოცხლობთ და ვარსებობთ ამ სამყაროში. ამ სამყაროში ყველა სურვილი და მოთხოვნილება ბავშვისა, კმაყოფილდება დედის მიერ. დედა თვალყურს ადევნებს მის ზრდასა და განვითარებას და სიცოცხლის უზრუნველყოფას. თვით სიციცხლეში ყველა მოთხოვნილება დამოკიდებულია შაკტიზე, სამყაროსეულ დედაზე. არავის არ შეუძლია განთავისუფლდეს გონებისა და მატერიის ტირანიისაგან დედის მოწყალების გარეშე. მაიას (ილუზია) ბორკილების დამსხვრევა ძალიან ძნელია. თუ თქვენ ეთაყვანებით დიად დედას, თქვენ შეგიძლიათ ძალიან იოლად ამაღლდეთ პრაკრიტიზე, მისი კეთილშობილი მოწყალებისა და კურთხევის მეოხებით. ის მოაშორებს ყოველგვარ წინააღმდეგობას გზიდან და უსაფრთხოდ მიგიყვანთ თქვენ მარადიული ნეტარების უსაზღვრო სავანეში და გაგხდით თქვენ აბსოლუტურად თავისუფლებს. როდესაც ის დაკმაყოფილებულია და გჩუქნით თავის კურთხევას თქვენ, მხოლოდ მაშინ შეგეძლებათ თქვენ ამ ძნელად გადასალახი სანსარას შეზღუდვებისაგან თავის დაღწევა. პირველი ბგერა რომელსაც ადამიანისა თუ ცხოველის ახალშობილი გამოცემს ესაა საყვარელი დედის სახელი. არის კი თუნდაც ერთი ბავშვი რომელიც კი არ იყოს ყველაფრით ვალში საკუთარ დედასთან და დაკავშირებული მასთან სიყვარულით? ეს დედაა, ვინც გიცავთ თქვენ, განუგეშებთ თქვენ, გაქეზებთ და გიყვავებთ თქვენ. ის თქვენი მეგობარია, ფილოსოფოსი, მოძღვარი, დამრიგებელი და ხელმძღვანელი ცხოვრების მანძილზე. ხორციელი დედა ეს სამყაროული სულიერი დედის გამოვლინება. უზენაესი უფალი წარმოდგენილია როგორც შივა, ხოლო მისი ძალა როგორც მისი მეუღლე შაკტი, დურგა, ანუ კალი. (დედა კალი) მსგავსად იმისა როგორც ქმარი და ცოლი ადევნებენ თვალყურს ოჯახის კეთილდღეობას, ასევე უფალი შივა და დედა კალი (იგივე უფალი შაკტი) ადევნებენ თვალყურს ამ სამყაროს საქმეებს. რადხა, დურგა, ლაკშმი, სარასვატი და სავიტრი ესენია ქალღმერთის ანუ უმაღლესი ხუთი პირველადი ფორმა. დურგამ გაანადგურა დემონები მადხუ და კაიტაბჰა ვიშნუს ხელით. როგორც მაჰალაკშმიმ მან გაანადგურა მაჰიშასურა დემონი და როგორც სარასვატიმ მან გაანადგურა დემონები შუმბხა და ნიშუმბხა მათ თანამებრძოლებთან დხუმრალოჩანასთან, ჩანდასთან, მუნდასთან და რაკტაბიჯასთან ერთად. როდესაც ვიშნუ და მაჰადევა ანადგურებდნენ სხვადასხვაგვარ დემონებს, დევის ძალას იყო მათში. დევიმ (ქალღმერთმა) იხმო ბრაჰმა, ვიშნუ და რუდრა და მისცა მათ ძალა, რომელიც აუცილებელია მათი სამუშაოსათვის, შემოქმედების, დაცვისა და განადგურებისათვის. ის იმყოფება სამყაროს ცენტრში. ისაა მულადხარაჩაკრაში. ის ავსებს სიცოცხლით მთელს სხეულს, მოძრაობს რა სუშუმნას არხში. მერუს მთის მწვერვალიდან ის სიცოცხლით ავსებს სამყაროს. შაკტიზმის ამ ფილოსოფიურ სისტემაში შივა წარმოადგენს ყველგანმსუფევს, უპიროვნოსა და უმოქმედოს. ისაა სუფთა ცნობიერება ჩაიტანიამ. შაკტი დინამიკურია. შივა და შაკტი დაკავშირებულნი არიან როგორც პრაკაშა და ვიმარშა. შაკტი (ვიმარშა) ესაა ძალა, რომელიც გამოუვლენელად სუფევს და მყოფობს სუფთა ცნობიერებაში. ვიმარშა წარმოშობს სამყაროს, რომელიც დაფუძნებულია დიფერენციაციებზე. შივა ესაა ცნობიერება (ჩიტ), შაკტი ცნობიერების ფორმა (ჩიტრუპინი). შაკტის ერთგულები, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა ახორციელებენ თავის მოვალეობებს შემოქმედების(პროექციის), დაცვისა (პროტექციის) და განადგურების (ანიჰილაციის). შაკტი დაჯილდოვებულია ნებელობით (იჩხა), ცოდნით (ჯნანათი), და აზრით (კრია). შივა და შაკტი ერთნი არიან. შივა, ტატვა და შაკტი განუყოფელნი არიან. შივა მუდამ შაკტისთან ერთადაა. შაკტისტურ ფილოსოფიაში მოითვლიან 36 ტატვას. შაკტი მყოფობს შაკტი ტატვაში, ნადა სადხანა ტატვაში, ბინდუ იშვარა ტატვაში. უმაღლესი შივას შემოქმედებითი ასპექტი იწოდება შივა ტატვად. ესაა პირველი შემოქმედებითი მოძრაობა. შაკტი ტატვა ესაა შივას ნება. ესაა თესლი და საშო მთელი სამყაროსი. პირველი გამოვლინება იწოდება სადაკხიად ანუ სადაშივა ტატვად. ამ ტატვაში იწყება იდეის ფორმირება. მასში იმყოფება ნადა შაკტი, შემდეგ მოდის იშვარა ტატვა. ეს ტატვა იწოდება ბინდუდ. მეოთხე ტატვა ესაა ვიდია ანუ შუდხავიდია, შემდეგ პრაკრიტი ტრანსფორმირდება გონების, გრძნობათა და მატერიის ტატვებად, რომელთაგანაც შედგება სამყარო. ნადა და ბინდუ შაკტის სხვადასხვა გამოვლინებათა სახელი. სინამდვილეში ნადა ესაა შივა შაკტი. შივას გააჩნია ორი ასპექტი. ერთში ის არის უმაღლესი და უცვლელი მარადიული სატჩიტანანდა. ესაა პარასამვიტი. მეორე ასპექტში ის ტრანსფორმირდება სამყაროდ. ცვლილებათა მიზეზი ესაა შივა ტატვა. შივა ტატვა და შაკტი ტატვა განუყოფელნი არიან. შაკტი ტატვა ეს ბრაჰმანის პირველი დინამიკური ასპექტია. ნიშკალა შივა ესაა ნირგუნა შივა. ის არ არის შეერთებული შაკტის შემოქმედებით ძალასთან, საკალა შივა შეერთებულია შემოქმედებით შაკტისთან. მაია (აპარაპრაკრიტი) იმყოფება შაკტის წიაღში. მაია ესაა სამყაროს საშო. ისაა პოტენციური განმქვრევის ანუ ანიჰილაციის დროს და დინამიური შემოქმედების (პროექციის) დროს. შაკტის ხელმძღვანელობით მაია ვითარდება სხვადასხვაგვარ მატერიალურ ელემენტებში და სხვა ფიზიკურ შემადგენლებში. შაკტისტურ ფილოსოფიაში როგორც უკვე ითქვა არის 36 ტატვა, შაკტისტურ ფილოსოფიაში ჩვენ ვხდებით ბრაჰმანის, შაკტის, ნადას, ბინდუს და შუდხა მაიას ცნებებს. შაივა სიდხანტას ფილოსოფიაში შივა, შაკტი, სადაკხია და შუდხამაია. შაკტიზმის ფილოსოფიის შემდგომი განვითარება ასევე აღიწერება შაივა სიდხანტას სწავლებაში. შაკტის შემეცნებას მივყავართ გადარჩენისაკენ. „შაკტიჯნანამ ვინა დევი ნირვანამ ნაივა ჯაიატე“ (იშვარამ თქვა „ო დევი, შაკტის შემეცნების გარეშე არ შეიძლება ხსნის მიღწევა“. იმყოფება რა მაიას ზეგავლენის ქვეშ, ჯივა (ინდივიდუალური სული) თვლის თავს მოქმედად და მოქმედების ნაყოფების მომწევად, ახდენს რა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სხეულთან. შაკტის წყალობით და სადხანას მეშვეობით, ინდივიდუალური სული ანთავისუფლებს თავს ყოველგვარი ბორკილებისაგან, აღწევს სულიერ გასხივოსნებას და იძირება უზენაესში. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთიანი მე. შემეცნებადი არის მხოლოდ შემმეცნებელი. ბრაჰმანი გვეჩვენება სამყაროდ მარტო გონების სარკეში (მაიაში). ნებისმიერი ობიექტი არის სხვა არაფერი თუ არა ერთიანი მე, რომელიც მაიას ზემოქმედების გამო საკუთარივე თავს ეჩვენება როგორც არა საკუთარი ჭეშმარიტი ბუნება როგორც სუბიექტს. ტრიპუტი (შემმეცნებელი, შემეცნება და შეცნობადი) ქრება ნირვიკალპა სამადხიში. რეალურად კი არსებობს მხოლოდ უზენაესი უფალი შივა (ბრაჰმანი) დიდება მას.
×
×
  • შექმენი...