Jump to content
Planeta.Ge

შივა

პლანეტელი
  • პოსტები

    69
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შივა

  1. mama კენედის დაცვასაც ასე ეგონა, რომ ვერავინ მივიდოდა კენედიმდე. შიში რისი? შიმშილით ფერდებჩაცვენილი გაყვითლებული რუსის რიგითის? რა აზრი აქვს გინდა 1 მოკლან გინდ ასი, აი ვთქვათ ვინმე ფანატი სნაიპერი ჩაჯდა და რამოდენიმე ჯარისკაცი მოუკლა ოკუპანტებს, აზრი? რა? დეოკუპაცია მოხდება, აიყრებიან და წავლენ თუ რას იზამენ?
  2. mama ერთია წარმართავს თუ არა და მეორე როდესაც ამის უნარი და უფლება გაქვს. რა არის ადრე? ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს და თქვენ იძახით უღელიაო, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას თუ გულისხმობთ უღელში, ნამდვილად არის მაგრამ, შეხედეთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს, რომელ ფრანგს აწევს კისერზე უღლად საფრანგეთი? აბა რას გვთავაზობ? პირველყოფილ თემურ წეს წყობილებას? ჩვენ ბედს ჩვენ თავად ვქმნით. გამოსავალს არ ეძებდით თქვენ, სულ სხვა შინაარსის პოსტები გაქვთ, გულაცრუებული იმედდაკარგული კაცის.
  3. alex რა უკრაინა? ვერ ნახეთ რაც მოხდა? შევიდნენ ლოხებივით დააყენეს უკრაინის გენ შტაბი და თავდაცვის სამინისტრო, ყირიმის ნახევარკუნძული დააწერეს და მშვიდად განაგრძობენ საკუთარ პოლიტიკას დღესაც. ვისთან? ევროპასთან? კიდია ევროპა, აქეთ აქვთ სახვეწარი მთელ ევროპას რუსეთთან. ვისთან უნდა მოეგვარებინა? გგონიათ უკრაინა რამედ უღირს? გგონიათ კიევში რომ შეეყვანა ჯარები და მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოეწყო, ან დღეს რომ თბილისში აღმოჩნდნენ რუსეთის არმიის ძალები ვინმე რაიმე პასუხს მოთხოვს? მოგვარებული არ არის? აბა რა არის? არავინ არ აიტკივებს თავს არც უკრაინის და არც საქართველოს გულისთვის, სანამ კარებზე არ მიუკაკუნებს ევროპას ვანია და ბერლინში ახალი კედლის მშენებლობას არ დაიწყებს მანამდე არავინ თითს არ გაანძრევს, აი სწორედ მაგ მომენტს უნდა დაელოდოს საქართველო, როდის დაიძაბება ურთიერთობა რეალურად ევროპასა და რუსეთს შორის, სხვა არანაირი შანსი არ აქვს, არანაირი. მაგრამ მანამდე სანამ ეს შანსი მიეცემა, ყურები კი არ უნდა ჩამოყაროს და გულხელდაკრეფილმა ისედაც ჩაძირულ განწირული ქვეყანა კიდევ უფრო დეგრადაციისაკენ კი არ უნდა წაიყვანოს, არამედ რაც გვაქვს იმას უნდა მოვუაროთ, ის უნდა ავაღორძინოთ. რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბყრო და მე რა ვქნა ეხლა? თბილისი დავანგრიო იმ საბაბით რომ მაინც დედა აქვს ნატირები ყველაფერს?
  4. mama ჰო ოკ ზუსტად. თქვენ რას შვრებით ეგ არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამის უნდარი. არ შემშლია, ქართველობა საბჭოთა პასპორტში ჩაწერილი ეროვნება არ არის, ქართველად მიმაჩნია ყველა ვისაც საქართველო უყვარს. სახელმწიფო უღელი არ არის, სახელმწიფოს გარეშე დარჩენილი ერები რატომ იბრძვიან ნეტავ ამ "უღლისთვის", მაგალითად ქურთები თურქეთში, ჩეჩნები რუსეთში. ზემოდან გადმოვარდნა რომ უფრო მტკივნეულია იცით? ამიტომ ნუ ავარდებით იმ ადამიანზე მაღლა თვითნებურად, რომელსაც არ იცნობთ, გამომივიდა აქ პოლიტოლოგიის ლექტორი. აბა რა ვქნათ? დავსხდეთ და შენსავით ტირილი და წუწუნი დავიწყოთ რა უბედურები ვართ და ვაი ვუი რა გვეშველება? მასე, რომ ეაზროვნა ჩვენს წინაპარს დღეს ქართული შრიფტით აქ კი არ უნდა პოსტავდე, ირანელის პლანტაციაში უნდა კრეფდე თხილს.
  5. Shaten არსებობს ასეთი ტოტალური ომის თემაზე შექმნილი თამაშების სერია, თავისუფალ დროს ვერთობი ხოლმე 2007 წელს საქართველოს კამპანია დაამატეს, საკმარისია მხოლოდ ერთხელ ითამაშოს ადამიანმა რუსეთის ფედერაციით, რომ იმ წამსვე მიხვდება როდის აქვს საქართველოს შანსი აღდგეს საკუთარ კანონიერ საზღვრებში და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთს არ სცალია საქართველოსათვის, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი საკითხებითა და პრობლემებით არის დაკავებული, აი ეხლა დღესდღეობით სცალია საქართველოსთვის, ევროპასთან გარიგებულია, სხვათაშორის აშშ-სთანაც, იაპონია უბრალოდ კიდია, ჩინეთ ირანის ალიანსის სულისჩამდგმელია, ბუნებრივი რესურსი აირის სახით ააქვს და რა დარჩა გასაკეთებელი აბა თუ მიხვდებით? სუსტი მეზობლების ჩაგვრით გართობა, ამიტომ უნდა ვითმინოთ და ხელსაყრელ მომენტს დავუცადოთ, როდის დაეძაბება ურთიერთობა ისეთ მეტოქესთან რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა, ან შიდაარეულობებით როდის დასუსტდება. ისტორია კი ცხადყოფს, რომ იმპერია მარადიული ვერ იქნება.
  6. მხოლოდ ჯავახეთში არ რიგდება, თბილისშიც რიგდება, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა გოს დუმამ მიიღო კანონი გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების თაობაზე, ეს კანონი ძირითადად ყირიმის საკანოს ხაზარ ნაბუშართა გადასაბირებლად შეიმუშავეს, მაგრამ ჯავახეთში სომხებმა და თბილისში ზოგიერთმა ვაიქართველმაც მოითბო ამით ხელი. დღესაც კი რომ შეიტანოს ნებისმიერმა შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით განცხადება, მაქსიმუმ 2 კვირაში მიიღებს რუსეთის მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქეობაზე და სინდისზე უარის თქმის სანაცვლოდ.
  7. Shaten რუსებთან ომი არ იყო ამერიკის მთავრობის განზრახვითა და რჩევით, აქ თვითნებურად წაიტეხა კისერი. ზვიად გამსახურდიას რაც შეეხება, არ მსურს ამ პიროვნებაზე საუბარი, გარდაცვლილია....... ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. ინტელექტუალურ რესურსს თან უნდა ახლდეს მაღალი ზნეობრივი და მორალური შეგნებაც, მოკლედ რომ ვთქვათ ერი პატარა ბავშვივით არის აღსაზრდელი, ვინაიდან დღეს გამეფებული უდონობა, მხოლოდ საზოგადოების დაბალ ფენებში კი არა საკანონმდებლო ორგანოშიც ზეიმობს, ბრიყვების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა საქართველო, მაგრამ სამშობლოს სიყვარული გააჩნდათ წარსულში ბრიყვთაც და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ თითოოროლა ნაძირალა თუ წავიდოდა, დღეს 100 ქართველიდან 99 გაყიდის სამშობლოს ფულზე, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება არის დროის გაჭიმვა გარდაუვლად მოსახდენ ამბამდე. ხსნა კი სადმე სხვაგან არ არის, ქართველი ხალხის განათლებაშია.
  8. Shaten მაგ ლოღიკით კარგა ხნის წინ უნდა წაშლილიყო მსოფლიო რუკიდან საქართველო. ბევრად უარესი მდგომარეობა და სიტუაცია გამოუვლია ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. საჭიროა მოთმინება, ნაადრევმა დაძაბვებმა სადამდეც მიიყვანა ქვეყანა კი ხედავთ. არა, "სააკაშვილის ეპოქას" და ისიც იმიტომ არ ითვალისწინებდა არავის რჩევას, რომ უბრალოდ ფსიქიურად შეურაცხადია. ნამდვილად კარგი იქნება, ქვეყნისათვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, ღატაკი ჩლუნგებით, რომ არის გატენილი აქაურობა, პირველი მიზეზი უბედურობისა აი ეს არის სწორედ.
  9. Shaten კი, ადამიანი დამოუკიდებელი და სუვერენულია მანამ სანამ საკუთარი ხელით არ დაიდგავს უღელს კისერზე. სახელმწიფო კი ადამიანებისაგან შედგება. ასე იყო. დღეს ვეჭვობ რომ ხელისუფლება კარნახის გარეშე იღებდეს გადაწყვეტილებებს. თუმცა საშინაო პოლიტიკაში აშკარად და აქტიურად ვეღარ ერევა მტერი. ადამიანი არჩევანში თავისუფალია, ის რომ ეკონომიკური ბუნებრივი და სამხედრო რესურსი არ გვაქვს თითქმის, ან რაც გვაქვს ბევრად მცირეა განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნულ ღირსებაზე უარი თქვას კაცმა და მტერს დაუწყოს ლაქუცი, უნდა გამოვიყენოთ ის რაც შეიძლება გვქონდეს, ინტელექტუალური რესურსი, სხვაგვარად რომ ვთქვათ როდესაც არ გაქვს პური და ხმალი ჭკუა უნდა აამუშავო და თუ არც ჭკუა გაქვს უნდა ისწავლო.
  10. mama დავცემ მწყემსს და ფარაც დაეცემა, ყოველდღიურად კი ისედაც იღუპება მინიმუმ 1 რუსი ჯარისკაცი, თოფის გასროლის გარეშე.
  11. DonCaredo მართალს ბრძანებთ, ქვეყანაში სადაც ცხოვრობენ სულელნი, რატომ არ უნდა ცხოვრობდნენ ამ სულელთა ხარჯზე ფულის მკეთებლები?
  12. mama საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ის რომ ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციული ერთეულები ოკუპირებულია დამბყრობლის მიერ, არ ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქე არ ხარ. დამოკიდებული ვისზე ხართ? ერის მიერ თავისუფლად განხორციელებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკის უნარს. კი ნამდვილად მისალოცია და ვულოცავ ყველა ქართველს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების აღსანიშნავ დღეს.
  13. კაცობრიობის დევოლუცია, არის კიდეც მტკიცებულება იმისა, რომ ჰომო საპიენს პრიმატიდან განგებით გარდაქმნილი პარაზიტია ბუნებისა, ზოგიერთი საკუთარ ფესვებს უბრუნდება და რადგან სოციუმის წყალობით ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს გონების ნაფლეთები ჰგონია რომ მტაცებლურ-ველური გამოხდომებით საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს მისთვის უცხო და ამავდროულად მისთვის საძულველ საზოგადოებაში. ეს ცხოველური ინსტიქტი ახასიათებთ ვაცებს, რომელთაც მდედრის თავის მოსაწონებლად მხოლოდ მოფსმა შეუძლიათ, სხვა არაფერი ძალუძთ. მხოლოდ და მხოლოდ მოფსმა. მაძიებელს კი, რომელიც თვითგანვითარებით არის დაკავებული უსასრულობის წიაღსვლა ელოდება, მას არ ემუქრება იაჰვეს წყევლა "თესლი იყავ და თესლად მიიქცევიო" (აქ მიწა).
  14. დიდი ილიაც კი აღძრა გულმართალი გლახის ნაამბობმა შედევრის შესაქმნელად, აქ კი რას იქმ? ერთია ადამიანი იყოს გაუნათლებელი, მაგრამ ბუნებით კეთილი და მეორე ამ "სიკეთესთან" ერთად რქებით დაჯილდოვებული.
  15. Shaten რწმენა რელიგიური თვალსაზრისით ნიშნავს დაჯერებას უხილავისას, (აქ სიტყვა უხილავში ზებუნებრივი და ამავდროულად უხილავი მოვლენა ან არსება იგულისხმება და არა მატერიაში არსებული და თვალთაგან აღუქმელი) ამ გაგებით სიტყვა რწმენა უცხოა, იმ ადამიანისათვის, რომელმაიც თუმცა ვერ ხედავს ვთქვათ ატომს შეიძლება დაიჯეროს, მისი არსებობა რადგან ობიექტის არსებობა მტკიცებას ექვემდებარება. ასეთი რწმენა დაფუძნებულია კვლევის შედეგად მიღებულ მტკიცებაზე აი ამიტომაც დავწერე: ანუ თავად სიტყვა "რწმენა" თეისტისათვის სხვა დატვირთვას ატარებს, ათეისტისათვის რომელიც ამავდროულად მეცნიერია, სხვას.
  16. Proessor უფრო სწორედ შენშია აზროვნება, შემეცნების უნარი. აქედან გამომდინარე ჩემი ფორუმული სახელიც გასაგებია უკვე რად იყო მიუღებელი ილუზიებში არსებული ჭაღარა მოხუცის თაყვანისმცემელთათვის. პირიქით, მისამართი ნამდვილად არ შემშლია. მე მიხარია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც რწმენის ნაცვლად იკვლევს და მისთვის სიტყვა "რწმენას" სხვა დატვირთვა აქვს განსხვავებული გამოუკვლეველის ბრმად დაჯერებისაგან.
  17. Proessor მაგ აზროვნებას არქმევენ სწორედ ინდუსი ფილოსოფოსები შივას, სხვა დანარჩენი ფანტაზია და მხატვრული ლიტერატურაა. მატერიის სახით გამოვლენილ ენერგიას უწოდებენ შაკტის. შივას ფუნქცია და დანიშნულება, განხილული რელიგიურ ჭრილში არის, მატერიის გარდაქმნა, რაც გაახლებას ნიშნავს, ახალი კანონზომიერი ფორმების ქმნას ძველი ქაოსისაგან. ეხლა ის, რომ შივას ცეკვით ხერხდება ეს თუ კალის მრისხანებით ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ყოველივე მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია, ერთადერთი მიმდინარეობა შივაიზმში, რომელიც თავად შივას განიხილავს უპიროვნო შემეცნებად ანუ ინტელექტუალურ აზროვნებად, ზე გონად, არის შაკტიზმი, ამიტომაც ამ მოძღვრების შესახებ გადავწყვიტე დამეპოსტა აქ, სანამ ფიფქიასა და სამი გოჭის ამბად გადააქცევდნენ თემას, მქონდა სურვილი კიდევ განმევრცო.
  18. Shaten სიტყვა ქრისტე, ბერძნების მიერ იეშუას გარდა ეწოდებოდა ნებისმიერ ცხებულს, მათ შორის ძველი აღთქმის ცხებულ მეფეებს და თავად იეშუას ცხებულ მოწაფეებს, იეშუას ბერძნული სიტყვა christós ეწოდა იმად, რომ სულიწმიდით გახლდათ ცხებული ქართულად "იესო ცხებულს" ნიშნავს, ხოლო სხვა ცხებულს კი ქართულად დაუძახებ ცხებულს თუ ბერძნულად ქრისტოს ან ლათინურად კრიტოს ამით სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, მე უბრალოდ პიროვნებას, რომელიც საკუთარ ავატარსა და ფსევდონიმს ამართლებს ავუხსენი შემდეგი "ცხებული იესოს მინდევრები არიან კიდეც ცხებულნი". აი აქ, მაგრამ იმისდა გათვალისწინებით, რომ მისი მსოფლმხედველობა ბანალურ ცინიზმს ვერ ცდება, მოსალოდნელი გურჯული შედეგიც დადგა, ოღონდ "აუ ეს რა თქვა ტოო-ს" გარეშე.
  19. Shaten პანთეიზმი სწორედ ანთროპოსოფიული მოძღვრებაა, ისევე როგორც იმპრესიონალიზმი და კაბალა. კლოუნი ვითვალისწინებ რა, რომ ეს ჩემი ბოლო წერილია თქვენდამი მოწერილი შევეცდები მაქსიმალურად ლაკონური ვიყო და თქვენი სამშვინველის დონის შესაბამისი წყაროდან, ანუ ქართული ელ ენციკლოპედიიდან მოგაწოდოთ მასალა, რომელიც დაგანახვებთ, რომ იეშუას მოძღვრების მიმდევარი ქრისტეა. ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან christós [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია; http://ka.wikipedia....%83%A2%E1%83%94 გთხოვთ დაიმახსოვროთ ეს საინტერესოა. - სახელი "იეშუა" (იესო) არის შემოკლებული ვარიანტი სახელისა "იეჰო-შუა", რაც თავის მხრივ ნიშნავს იჰვჰ (ტეტრაგრამატონი) არის ხსნა. - ბერძნული სიტყვა christós (ქრისტე) ნიშნავს ცხებულს. - სეპტუაგენტაში (70 ბერძენი მთარგმნელის მიერ შესრულებული თორა და თანახი) სიტყვა christós გამოიყენებოდა ცხებული მეფეების დაუდისა და შლომოს (დავითი და სოლომონი) მიმართ. - იეშუა ჰა მაშიახ, იგივე Ίησους christós (იესო ქრისტე) ნიშნავს "ცხებულ იესოს" და სხვას არაფერს. - christós იგივე ცხებული ამ შემთხვევაში სულიწმიდით ცხებულს ნიშნავს. - სულიწმიდით ცხებულები არიან იეშუას მოწაფეებიც ბიბლიის ახალი აღთქმის ბერძნულენოვანი წერილის "მოციქულთა საქმეთა" (სულთმოფენობის სასწაული) მიხედვით და მათ მიმართაც არის გამოყენებული იგივე სიტყვა christós, როგორც ცხებულთა აღსანიშნავად. პ.ს უფასო რჩევა - სიტყვას სანამ იტყვით ჯერ გაიაზრეთ სათქმელი, რადგან ადამიანის ინტელექტუალურ, მორალურ და ეთიკურ თავისებურებებზე, მისივე სიტყვები უბნობენ. მიხვდით რატომ არის იესოს მორწმუნე ქრისტე თუ აი ამ დონეზე: იაფფასიანი ჟარგონებით გადმოქცეთ აწ თქმული? forum.ge-ს რელიგიისა და ფილოსოფიის განყოფილებაში, თუ თქვენ ჩემს ერთ პოსტს მაინც იპოვით, ან და თემას სახელწოდებით "შაკტიზმი" საჯაროდ ბოდიშს მოგიხდით იმისათვის რაც ეხლა უნდა გითხრათ, დემაგოგი, თვითრეალიზებას მოკლებული და ეგოცენტრული ცილისმწამებელი ბრძანდებით. როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს ჩემი ბოლო წერილია თქვენდამი, რადგან ამ შემთხვევაშიც კი მწარედ ცდებით, უფრო სწორედ დემაგოგობთ.
  20. კლოუნი გალაკტიონი. ქრისტიანი არის კიდეც ქრისტე. თქვენ, რომ იცოდეთ რას აღნიშნავს სიტყვა christós ისიც გეცოდინებოდათ რომ ყველა ვინც ჭეშმარიტიად იეშუას მოძღვრების მიმდევარია სულიწმიდით არის ცხებული ანუ ქრისტე. ასე, რომ მთლად ერთი და იგივე არ არის. თქვენ გაგიმხილათ წყენა? რიგვედა განსხვავებულად უყურებს ამ საკითხს. მიხარია, რომ თქვენს თვალში არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვე, გულწრფელად გეტყვით თქვენგან შექება ძალიან მეწყინებოდა.
  21. belukabeluka შეგიძლიათ შექმნათ ახალი დენომინაცია სახელწოდებით " Κύριος Καθρέφτης ".
  22. belukabeluka არა, მე ანთროპოსოფიულ მოძღვრებებს ვიზიარებ, უფალ შივათი ჩემი დაინტერესება განაპირობა იმან, რომ შივაიზმში უამრავი ანალოგია ანთროპოსოფიული მოძღვრებისა, თუნდაც ღვთის უპიროვნო საწყისად წარმოჩენის იდეა, როგორც იტყოდა ბენედიქტ დე სპინოზა ჭეშმარიტების გასაღებია.
×
×
  • შექმენი...