Jump to content
Planeta.Ge

Sali...Bali

პლანეტელი
  • პოსტები

    292
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Sali...Bali

  1. ეგ მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული ხშირად იბან თუ არა ყველაფერი მოქმედებს ორგანიზმზე გარემო კვება და ა.შ ასე რომ მხოლოდ წყალს და ჰიგიენას ნუ დააბრალებ მაგ ყველაფერს. პირადი ჰიგიენის დაცვა არავის ვნებს მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა რათქმაუნდა საჭირო არაა სავალდებულო ტყავი გაიძრო ხეხვით ადამიანმა მაგრამ საკუთარი დაუბანლობის სუნით სხვა არ უნდა შეაწუხო იმ მიზეზით რომ გამამელოტებს ბევრი ბანვა ან გრიპი დამემართება აბაზანა რომ მივიღოო.... ბავშვები სხვა თემაა არაა ნამდვილად აუცილებელი გასტერილებული ვაშლი და მსხალი აჭამო ბაქტერია არ შეჰყვესოო და ა.შ ეგეთები ყოველთვის უფრო ჭირიანები არიან ვიდრე ისინი ფეხშიშველი რომ დარბიან და გაურეცხავ ვაშლს მიირთმევენ მაგრამ ჰიგიენის დაცვა ყველას სჭირდება დიდსაც და პატარასაც.
  2. რავი ხშირად ვიბან თავსაც მაგრამ ჯერ არ გავმელოტებულვარ ..... ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა პოსტის მეორე ნაწილში ანუ თუ ხშირად დავიბან ჭირიანი შვილი მეყოლება? იღლიის სისტემატიური მოვლა და ელემენტარული ჰიგიენა არც გაციებას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს და არც სიმელოტეს
  3. ყველა გამოჰყოფს ოფლს მაგრამ თუ იბანს ადამიანი და ელემენტარულ ჰიგიენას იცავს ისე ვერაფრით აყროლდება რა ძალიანაც არ უნდა გაოფლიანდეს როგორც ზოგიერთი ყარს ტრანსპორტში... არამარტო ზაფხულში ზამთარშიც და ზოგს კიდე ფეხსაცმელიდან ამოსდის სუნი :mad:
  4. ლეგიონი ხო იყო და გაგრძელება წარმომიდგენია რა იქნება თან სერიალი.... 21-ე საუკუნის რობინჰუდი დავიწყე Arrow .... ველოდები ვინმე საინტერესო ვილანი როდის გამოჩნდება მაგრამჯერ არ ჩანს
  5. http://s43.radikal.ru/i101/1406/72/80528eb39848.jpg კორეული სკოლები და ძალადობა ძალიან აქტუალური თემაა ზოგადად... რეჟისორ ლი სუ ჯინის სადებიუტო ფილმი ჰან გონგ ჯუ-ც ერთ-ერთი ესეთი ფაქტის ოღონდ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმია რომელსაც 2004 წლის "მირანგის ჯგუფური გაუპატიურების ქეისი" უდევს საფუძვლად. ამ წელს 70 -ზე მეტი გამოსაშვები კლასის მოსწავლე იყო ეჭვმიტანილი (ეს ოფიციალურად რომელთა ვინაობის დადგენაც მოხერხდა და დადასტურდა თორე ისე მოძალადეთა რიცხვი 100-ზე მეტი იყო არაოფიციალური მონაცემებით) ხუთი სკოლის მოსწავლე გოგონას გატაცებასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში.თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილთა მშობლებთან მოლაპარაკების შემდეგ დაზარალებულებს მათი ქალაქის შემარცხვენლები უწოდა და საქმე დაიხურა. მოგვიანებით 2007 წელს სეულის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ამ საქმეზე მომუშავე ყველა ოფიცერი და მათ დაზარალებული ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაცია გადაახდევინა. ფილმის მთავარი გმირი ჰან გონგ ჯუ ერთ-ერთი ამ მოვლენების შედეგად დაზარალებული გოგონაა რომელიც მარტოდმარტო ცდილობს გაუმკლავდეს წარსულის ტრამვებს. ფილმის პრემიერა ოქტომბერში შედგა ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მას შემდეგ არაერთი კინოფსტივალი მოიარა წარმატებით და კინობლოფებზეც ფილმზე კარგის მეტი არაფერი იწერება. კორეულ ტორენტებზე ვიპოვე მაგრამ აბა სუბების გარეშე რა აზრი აქვს ნახვას. მოკლედ ველოდებით როდის გამოჩნდება ვინმე კეთილი და დასუბავს
  6. http://i054.radikal.ru/1406/80/205b63d23a27.jpg Blue Is the Warmest Color (2013) Abdellatif Kechiche ნუ ამ რეჟისორის პირველი ფილმია რაც ვნახე და საკმაოდ საინტერესოც. ვერ ვიტყვი ამ თემაზე გადაღებული საუკეთესო ფილმიათქო მაგრამ კარგად გაკეთებული საინტერესო ფილმია სიიყვარულზე სანამ გამოვიდოდა ისეთი ამბავი ატყდა აქაოდა პორნო უფროა ვიდრე ფილმიო ცოტაარიყოს გული ამიცრუვდა და აქამდე არ მინახავს. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე ფილმებს საკმაოდ ფრთხილად ვარჩევ შეიძლება ითქვას და ძალიან ცოტა ფილმი მომწონს ამ თემაზე შექმნილი ნუ ეს ფილმიც მიემატა მათრიცხვს. გუშინ არ დამიწყია ფილმების ყურება და შემიძლია ვთქვა რომ კანის კინოფესტივალის "პალმის რტო" პოსტერზე ძალიან ცვლის ფილმის მიმართ დამოკიდებულებას და შეფასებასაც ამიტომ არასდროს ვკითხულობ ხოლმე მრავალგვერდიან რეცენზიებს და კრიტიკოსების პეროების ფრიალს შესაბამისად ამ ფილმის ყურებისას არც მიცდია ღრმა ფილოსოფიური აზრის ძებნა შიგ და არც გამჩენია იმის განცდა რომ სადმე იყო და მე ვერ გავიგე ან გამომრჩა. ერთი ჩვეულებრივი კარგად და ესთეტიურად გაკეთებული მელოდრამაა პათოსით : მნიშვნელობა არ აქვს ტრანსი ხარ ბისექსუალი ჰომოსექსუალი ლესბოსელი თუ ჰეტეროსექსუალი სიყვარული სიყვარულია და ყველა ის პრობლემების ბუკეტიც თან მოჰყვება რაც ნებისმიერი წყვილის ურთიერთობაში შეიძლება გაჩნდეს. მსახიობები საკმაოდ კარგად ასრულებენ თავიანთ როლებს ... ძალიან კარგად არი ნაჩვენები პერსონაჟების ხასიათი ... ურთიერთობების ეტაპები ... მთელი ფილმის მანძილზე არაფერს ისე არ გავუღიზიანებივარ როგორც ადელის პირდაღებულ სიფათს მაგრამ ეგ მხოლოდ იმიტომ რომ ეგეთი გოონების ტიპაჟი რეალშიც ძალიან მაღიზიანებს თორე პერსონაჟი ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს პლაქსა, დაუცველი , ჩამოუყალიბებელი და ფორევაპირდაღებული და ემა ერტი სული მქონდა ხოლმე როდის გამოჩნდებოდა არადა ეს მსახიობი ძალიან არ მიყვარს ზოგადად მაგრამ აქ... ნუ მამაკაცებს ვანიწებ უპირატესობას თუმცა ლესბოსელი რომ ვყოფილიყავი ალბათ ერთადერთი იდეალური ტიპი პარტნიორის რომელსაც ვისურვებდი ემაა ჰა ჰა ჰაააა ... მომენტებში სანამ ძუძუებს არ დავუნახავდი საერთოდ მავიწყდებოდა რომ გოგოა ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და ემოციური იყო. ვერ შევაფასებ რამდენად იმსახურებდა კანის ჯილდოს მაგრამ მე ნამდვილად ვისიამოვნე ყურებისას. პ.ს ხო და კიდე ისა... ლურჯი მართლა ყველაზე მაგარი ფერია ...
  7. გატყუებს პლანეტა.ჯი მე არ დამიპოსტავს ისინი რაზეც დამთაგე
  8. ბოლოს როდის ვიყავი ონლაინში ფეისბუქ ჩეთში აღარ მახსოვს .... ვისაც რაიმე უნდა ისედაც მწერს იქ რომ არ ავუციმციმდე სპეციალურად ... მე არავის ვალი არ მაქვს :D
  9. ნუ ჯგუფებს მხოლოდ კორეული ფანსაბებისას ვსტუმრობ ხოლმე ისიც იმიტომ რომ დასუბული და გახმოვანებული ფილმები იდება...
  10. http://youtu.be/5vAaY-HAobM ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი ძირითადად ბალადებს ასრულებენ და ფილმებისთვის და სერიალებისთვის ძალიან კარგ საუნტრეკებს ქმნიან მაგრამ როგორც ჯგუფი ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემდეგ აღარ მოღვაწეობენ http://youtu.be/wRJbGjo42zs ეს ისე მიყვარს ნოტები ინტერნეტში ვიპოვე და ისე ავაწყვე ფორტეპიანოზე... ვაყრუებ მეზობლებს ყოველდღე
  11. ფილმების სანახავად და მუსიკის მოსასმენად ვიყენებ ძალიან მოსახერხებელია.
  12. ზოგადად ინტერნეტზე ვარ დამოკიდებული შეიძლება ითქვას. საკუთარი ფეისბუქ გვრდის გარდა მაქვს კორეული კინემატოგრაფიის ფეისბუქბლოგი... ვარ რამოდენიმე ჯგუფში სადაც კორეული კულტურის მოყვარული ადამიანები არიან და საკმაოდ კარგად ვერთობი მათთან ერთად. კიდე რამოდენიმე კარგ ფეისბუქ კინობლოგზე და ჯგუფში ვარ ... ინტერნეტში ვპოულობ თითქმის ყველა სახის ინფორმაციას საკუთარი ბლოგისთვის.... არანორმალურად ვარ დამოკიდებული ტორენტებზე და ერთხელაც რომ გაითიშოს რუტრეკერი აზიატორენტი და ესეთი დიდი ტორენტსაიტები რა მეშველება არ ვიცი. თამბლერის აქტიური მომხმარებელი ვარ... უცხოურ ფორუმებსაც ხშირად ვსტუმრობ და ნელნელა კორეელი მეგობრებიც კი შევიძინე ეგეთი ფორუმებიდან. გარდა ამისა ფოტოშოფი ინტერნეტის დახმარებით ვისწავლე... კორეული წერა კითხვაც... ეხლა იტალიურს ვსწავლობ.... მერე ალბათ კიდე რაიმეს ვიპოვი და ავითვისებ. ჩემი ლეპტოპი ჩემი "ციხესიმაგრეა" შეიძლება ითქვას . ფილმი ტელევიზორში ბოლოს როდის ვნახე აღარ მახსოვს არადა ყველაზე დიდი ჰობი ჩემი არის "კინო" ინტერნეტი რომ არ მქონდეს არ ვიცი რა მეშველებოდა ამ მხრივ... ... ტელეფონზე ბოლოს მესიჯი როდის გავგზავნე აღარც მახსოვს.... იმიტომ რომ ეს წელი სხვა ქალაქში მიწევს ცხოვრება ფაქტიურად სამეგობროს მოშორებული ვარ და მხოლოდ სოციალური ქსელებით ვახერხებ მათთან ურთიერთობას. "როგორ გავრეცხო ზამშის ფეხსაცმელი" მსგავს ინფორმაციასაც კი გუგლში ვპოულობ ხოლმე როცა მჭირდება... უამრავი უცხოური კერძის რეცეპტს ვპოულობ და მერე ვამზადებ... ჩემი და შვედეთში ცხოვრობს მე თბილისში მამაჩემი პრაღაში დედაჩემი ქუთაისში. ინტერნეტი რომ არა უბრალოდ ერთმანეთს ვერ დავეკონტაქტებოდით ან მთელი შემოსავალი წავიდოდა ტელეფონში. ასე რომ ჩემი ცხოვრება შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი არის დამოკიდებული ინტერნეტზე და სოცქსელებზე :D წარმოდგენაც არ მინდა რა დამემართება ინტერნეტი დიდი ხნით რომ გამეთიშოს...
  13. ნუ აქ საუნდქლაუდის ლინკები არ იდება სავარუდოდ ისე როგორც იუთუბის რომ ჩანდეს .... იუთუბზე არ მაქვს სამწუხაროდ. Swallow the Sun Ost Bohemian waltz
  14. http://i031.radikal.ru/1406/95/32398da51030.jpg http://i074.radikal.ru/1406/86/d385f2210c36.jpg ესეც რუმმეითი :D
  15. ხელოვნების აკადემიაში "ეუფლება" სახვით ხელოვნებას ურბან არტით და გრაფიტითაა დაინტერესებული
  16. უნივერსიტეტში ვსწავლობთ უკვე http://s006.radikal.ru/i213/1406/e1/4188312db9c1.jpg
  17. Giorgi Kiskeidze ეს იცი? T-Ara -ს წევრია ... აკრძალეს კორეულ არხებზე ეს კლიპი ზედმეტად სექსუალური კონცეფციის და ცეკვის გამო :D http://youtu.be/SG_pI38Cy6c
  18. alex ადრე უფრ ო აქტიურად ვადევნებდი ხოლმე თვალს ბოლო წლებია მხოლოდ იტალიის თამაშებს ვუყურებ ხოლმე ... კი ფორცა იტალია მჭირს მასმერე რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე.
  19. განწყობას ვიქმნი თამაშის წინ http://youtu.be/U2GT15GQqG4
  20. Giorgi Kiskeidze ტრონები წაკითხული მაქვს და სერიალს საერთოდ ვეღარ ვუჭერ მუღამს. ამ სეზონს ობერინის ხათრით ვუყურე ნუ 10-ე სერიასაც ვნახავ იმის ხათრით რაც უნდა მოხდეს და ზოგადად სერიალს ალბათ ბეილიშის გამო გავაგრძელებ. პეტი ჩემი ფავორიტი პერსონაჟია... ნუ ობერინი იყო შენ ვის გულშემატკივრობ? პ.ს ვიდეო ვერ გავხსენი რატომღაც ერორს აგდებს
  21. http://s15.rimg.info/002345268dce6c70376f8049bf3eda3c.gif
  22. გიორგი ქადაგიშვილი ჰმ..... კასის და კროულის ხათრით შემოვრჩი ზებუნებრივს .... იმენა სანტაბარბარა გახდა
  23. http://youtu.be/fc_WnHJLd0o მომწონს ძალიან ოსტები .... სერიალიც. ეს საუნტრეკი განსაკუთრებით რაც მე ეს ვეძიე ... თან რაღაც მელოდიასაც მაგონებს და ვერაფრით მხვდები რომელს.
  24. Shaten კუდრაჭა და მსგავსი ტიპის მიმართვებით ნუ მომმართავ ხოლმე მომავალში.... პ.ს არც თოვლივით ფითქინა ვარ და ზოგადად მსგავსი ეპითეტებით ნუ შემამკობ .... ჩემი ნიკით მომმართე ხოლმე.
×
×
  • შექმენი...