Jump to content
Planeta.Ge

Sali...Bali

პლანეტელი
  • პოსტები

    292
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Sali...Bali

  1. ნუ მე არც ამ თემის მოდერი ვარ და ფორუმზეც რამოდენიმე დღის წინ დავრეგისტრირდი უბრალოდ არაა საინტერესო და სასიამოვნო აზიური ფილმების თემაში გერმანულ ფეხბურთზე საუბარი ... მითუმეტეს ის რომ ძალიან ცოტა ხალხი პოსტავს ფორუმზე არ ნიშნავს რომ იგივე თუნდაც ფეხბურთის თემაში ვინმემ კვანტურ ფიზიკაზე უნდა ისაუბროს მხოლოდ იმიტომ რომ ვინმემ პოსტოს მაინც...რავი მე ესე ვფიქრობ დანარჩენისთვის არსებობს ოფტოპიკი სადაც ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი ...
  2. აზიური კინოს თემაა ეს ვიდეო როგორ ჩავსვა? არც იუთუბი ტეგებით სვამს ვიდეოს ლინკით არც მედია ტეგით რამე სხვაგვარადაა აქ?
  3. http://s43.radikal.ru/i101/1403/86/a69e53002469.jpg დასახელება: Hwayi: A Monster Boy წელი: 2013 ჟანრი: თრილერი რეჟისორი: ჩანგ ჯუნ ჰვანი ( Save the Green Planet , Camellia ) როლებში: კიმ იუნ სოკ , იო ჯინ გუ ,ჯანგ ჰიუნ სანგ , ჩო ჯინ ვუნგ, იუ იონ სოკ ... ფილმის მთავარი გმირი 17 წლის ბიჭია რომელიც 5 კრიმინალ მამასთან იზრდება როგორც მომავალი ქილერი. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ბიჭი შემთხვევით საკუთარი წარსულის შესახებ იგებს რომელიც აქამდე უცნობი იყო მისთვის და საბოლოოდ გადაწყვეტს გამოიკვლიოს ვინ არის სინამდვილეში .. ონლაინში სანახავად: Hwayi: A Monster Boy ............................. ნახეთ აბა თუ მოგეწონებათ... მე ცოტა უფრო უკეთესს ველოდი უფრო სწორად საერთოდ სხვანაირ ფილმს ველოდი მაგრამ ნორმალურია.
  4. http://s020.radikal.ru/i714/1403/94/492e0208afb2.jpg დასახელება : Silenced / Crucible / Dokani წელი: 2011 ჟანრი: დრამა რეჟისორი: ჰვანგ დონგ ჰუკი როლებში: გონგ იო , ჩანგ იუ მი ... ფილმი გადაღებულია ცნობილი ნოველის "დოკანი"-ს მიხედვით. მორიგი სოციალური დრამა რომელსაც საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. მთავარი გმირი მუჯინის პროვინციაში ყრუ-მუნჯი ბავშვების სკოლაში ხატვის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. კანგ ინ ჰო მალე აღმოაჩენს რომ ძალიან ბევრი უცნაური რამ ხდება მის გარშემო და სასტიკი რეალობის მოწმე ხდება. ინვალიდი ბავშვები ყოველ ჯერზე ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ფილმის პირველი ნაწილი უფრო ჰორორს მოგვაგონებს პირქუში კადრებითა და დაძაბულობით , დრამა უკვე ფილმის მეორე ნახევარი ხდება როცა ახალგაზრდა მასწავლებელი ბავშვების დასაცავად ბრძოლას იწყებს. ფილმის პრემიერა 2011 წლის შემოდგომაზე შედგა და ყველა რეკორდი მოხსნა, პირველივე კვირაში გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მოგვიანებით ფილმმა მოახერხა ის რაც ვერ შეძლო იგივე დასახელებით ნოველამ .... 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მთელი რიგი კანონპროექტების გადასინჯვა და გამკაცრება მოითხოვა. დიდი ხნის წინ შეწყვეტილი გამოძიება საქმეზე კვლავ განახლდა ხოლო ოქტომბერში მიიღეს კანონპროექტი "ბილ დოგანი" რომელმაც უფრო გაამკაცრა კანონი არასრულწლოვნებსა და ინვალიდებზე ძალადობის შესახებ. ონლაინში სანახავად: Silenced / Crucible / Dokani პ.ს კორეული კინემატოგრაფია ჩემი ფეისბუქ გვერდია კორეულ ფილმებსა და სერიალებზე. კორეული კინემატოგრაფიის მოყვარულებმა და არამოყვარულებმაც შეგიძლიათ შემოიხედოთ თუ დაგაინტერესებთ.
  5. აჰა ჩემი ძველი ნიკიც ვიპოვე მაგრამ პაროლი აღარ მახსოვს სამწუხაროდ .... ნუ ალბათ ტარკოვსკის და კორეელ ჰონგ სენგ სუს მივამატებდი კიდე, დანარჩენი არ შეცვლილა და თუ მხოლოდ ერთი უნდა დავასახელო : ერიკ რომერი.
  6. http://s004.radikal.ru/i206/1403/49/2aea6a7ab5c1.jpg ნებრასკა ვნახე ბოლოს.... წელს ოსკარების ფილმებიდან რაც ვნახე ერთ-ერთი საუკეთესო იყო Inside Llewyn Davis -თან ერთად.
  7. ბევრი ნაცნობი და კარგი ვინმეა მანდ ქასთში ჩემი გოგოს ჩათვლით, მაგრამ კარგახანია ვუვლი გარშემო და მეზარება ნახვა სულ. ძალიან ბევრი სერიალი მაქვს ნანახი და უკვე არჩევაზე ვარ გადასული. თუ რამე ძალიან ისეთი საინტერესო და ორიგინალური სიუჟეტით არ არის ან ისეთი ქასთი არაა რომელიმემ ძალიან რომ მიმიზიდოს ისე არ ვუყურებ ხოლმე. მაგ მხრივ OCN-ს აქვს ძალიან კარგი სერიალები რომანტიკაც და სხვა დანარჩენიც ნორმალური დოზით აქვთ და ტიპიური კორეული სტილისგან ცოტათი განსხვავებული სერიალები აქვთ ძირითადად დეტექტივი და კრიმინალი , მაგ ჟანრში JTBC-საც კარგები აქვს. Cruel City (2013) , White Christmas (2011) , Iris (2009) , Ghost / Phantom (2012) , God's Quiz _ OCN (2010) Special Affairs Team TEN _ OCN (2011-2013), Vampire Prosecutor _ OCN (2011-2012) The Virus _ OCN (2013) The End of the World _ Jtbc (2013) - ეს ორი ვირუსულ ეპიდემიაზეა. ზედმეტი და უადგილო რომანტიკა არცერთგან არ შეგაწუხებს.
  8. http://s020.radikal.ru/i714/1403/07/49fd25e55146.jpg წელი: 2012 დასახელება : Masquerade / მასკარადი რეჟისორი: ჩო ჩანგ მინი როლებში: ლი ბიონ ჰონი, რიო სანგ რიონგი... ჟანრი: დრამა , ისტორიული.... მარკ ტვენის "უფლისწული და მათხოვარი"-ს მოტივებზე შექმნილი კორეული ისტორიული დრამა. მოქმედება შორეულ ჩოსონის ერაში ვითარდება. მეფე გვანჰე რომელიც 8 წლის განმავლობაში მართავდა ჩოსონის სამეფოს ეჭვობს რომ მის მოწამვლას ცდილობენ ამიტომ მთავარ მრჩეველს აძლევს დავალებას იპოვნოს მისი ორეული... ესე ხვდება სასახლეში ჰასუნი, მეფის ორეული დაბალი სოციალური ფენიდან... ონლაინში სანახავად: Masquerade ................................................................... Giorgi Kiskeidze ნუ ეგ აშკარად სხვა შინაარსის თემაა სადაც მე პირადად ლამაზ კორეელ მსახიობ ქალებზე საუბარს არ ვაპირებ.... alex არა არ ვუყურებ მაგ სერიალს. არ მიყვარს ჰა ჯი ვონი და მისი მონაწილეობით ძალიან იშვიათად ვუყურებ სერიალებს და ფილმებს. დიდად ისტორიული სერიალებიც არ მომწონს. არ მიზიდავს ხოლმე პოლიტინტრიგები და თანამდებობებისთვის თავპირისლეწვა ისტორიულ სერიალებში. გორიოს ერა ძალიან მიყვარს მაგრამ უფრო მითების თანხლებით... მაგალითად ესეთი... საკმაოდ ბლომად ვიცნობ კორეული სერიალების მოყვარულებს და ბიჭები ფაქტიურად სანთლითაა საძებნი ძირითადად გოგოები არიან... კარგია რომ უყურებ ხოლმე არადა აშკარად აქვთ ბევრი კარგი სერიალი რომელიც ისევე შეიძლება მოეწონოს ბიჭს როგორც გოგოს... მაგრამ რატომღაც კლიშეა ეგეთი სერიალი თუ ამერიკული ან ბრიტანული არაა ქიხია
  9. იდეაში მინი პინჩერი იყო მაგრამ დედაჩემმა ოფორმო მასას დაამსგავსა და ეხლა რთულია გამოიცნო საერთოდ რა ჯიშია :D მსუქანი მინი პინჩერია...
  10. :D ძალიან "იღბლიანი" ვინმეა ეგ გოგო , ფაქტიურად არ დარჩენილა სიმპატიური კორეელი მსახიობი მამაკაცი პარტნიორობა რომ არ გაეწია... http://i031.radikal.ru/1403/82/9c40e11cbd42.jpg მე ლი ნა იანგი მესიმპატიურება ძალიან ლამაზია , დუკის სიზმარში რომ მონაწილეობს ის გოგოა... და როგორც მსახიობი ლი მისუკი მიყვარს ძალიან 53 წლისაა :D http://i022.radikal.ru/1403/8c/e5002a0f6ea6.jpg
  11. http://s020.radikal.ru/i721/1403/12/3df405302227.jpg დასახელება : Memories of Murder / მოგონებები მკვლელობაზე წელი: 2003 ჟანრი: დრამა , თრილერი , დეტექტივი ... რეჟისორი: ჯუნ ჰო ბონგი როლებში : კანგ ჰო სონგი , სენგ კიანგ კიმი , პარკ ჰე ილი... რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული სოციალური დრამა.. 1986 წელი სამხრეთ კორეა, ერთ-ერთ პატარა დაბაში ზედიზედ ორი სასტიკი მკვლელობა ხდება. გარდაცვლილები ახალგაზრდა ქალები არიან რომლებიც სიკვდილის წინ სასტიკად აწამეს და გააუპატიურეს. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებს სეულიდან ჩამოსული ახალგაზრდა დეტექტივი უერთდება ... მალე ცხადი ხდება რომ საქმე არა უბრალო დამთხვევასთან არამედ სერიულ მკვლელთან აქვთ. ონლაინში სანახავად: Memories of Murder ტორენტი: Memories Of Murder (Torrent File) .......................................................................... Giorgi Kiskeidze მადლობა
  12. Giorgi Kiskeidze უიჰ მეც მაგ ფილმს ვდებდი ეხლა კიდე კარგი ვნახე მანამდე პოსტი და იგივე არ დავდე ... ძალიან კარგი ფილმია. პარკის ტრილოგიის შემდეგ თუ ოდესმე შურისძიებაზე ფილმი მომეწონებოდა არ მეგონა ... სხვა ფორუმებზე კი მაგრამ აქ ვერ გავიგე ტექსტს როგორ ადებ ლინკს შეგიძლია მითხრა?
  13. ადრე ვიყავი ამ ფორუმზე მაგრამ ნიკი აღარ მახსოვს რა ნიკით ვიყავი ... შემთხვევით შემოვიარე რათქმაუნდა ტრადიციულად კინოს განყოფილებაში და გამეხარდა ეს თემა რომ ვნახე ფაქტიურად ამ თემის ხათრით დავრეგისტრირდი ახლიდან. ძალიან მიყვარს ზოგადად აზიური და განსაკუთრებულად კორეული კინემატოგრაფია. სადღაც 200-ს უკვე გადავცდი აზიურ ფილმებში დრამალისთის სტატისტიკას თუ დავუჯერებთ
×
×
  • შექმენი...