ყელში ამომივიდა უკვე ეს პროპაგანდირებული პატრიოტიზმი... ბევრი შემედაროს ნამდვილ პატრიოტიზმში, დიახ ვამაყობ ჩემი წარმომავლობით და ვიყვირებ ყველგან სადაც საჭიროა...სადღეგრძელოსაც გრძნობით ვამობობ ჩემს სამშობლოზე და ვსვავ კიდევაც, ადამიანად არ ვთვლი იმას ვინც თავის სამშობლოს პატივს არ სცემს და არ უყვარს, თუნდაც კამბოჯელი იყოს არა აქვს მნიშვნელობა... მაგრამ უკვე წყობიდან გამოვდივარ როდესაც წინაპრებს მისტირიან და ადიდებენ თითქოს ყველა ამის ღირსი იყო. მაგრამ ყველაზე საზიზღრობა ის არის რომ ამ დროს ყველას ფეხებზე კიდია დღეს და ხვალ რას იზავენ. მხოლოდ წარსულს უყურებენ და "აი შვილო ესეთები ვიყავით" ეტყვიან თავიანთ შვილებს, იდეალად ისტორიის წიგნებს ისახავენ და არავინ არაფერს არ აკეთებს ისეთს რაც იმ წიგნებში წერია... და რო შეეკითხო რატო ხდება ესეო გეტყვიან ეხლა სხვა დროა რა ვქნათ ადამიანები ვართო... სხვა დრო ყოველთვის იყო და ადამიანები ყოველთვის ადამიანები იყვნენ ყოველთვის შეცდომებს უშვებდნენ, ყოველთვის კლავდნენ ყოველთვის ომობდნენ და ანადგურებდნენ ერთმნანეთს... მაგრამ წიგნებში ყველაფერი ლამაზია ომიც, მშვიდობაც და ცხოვრებაც... რეალურ სამყაროში კი აღმოჩნდება ხოლმე რომ ყველაფერი გაცილებით რთულია მაგრამ რატომ? ამას ვერაფრით ხსნიან და არც ეკითხებიან საკუთარ თავს...