Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. ებიჭო მე თუ დამინახეს ფეხზე დამდგარი მაშინ იმასაც დაინახავენ რომ წინა ადგილები თავისუფალია. მე შუაში ვიდექი, ეს გაითვალისწინე და ყოველთვის შუაში ვდგები ტრაკის აქეთ იქით ქნევა მეზარება კარებთან ვინმე რო ამოდის თანაც მარშუტკის ფილოსოფია ესეთია "თუ ადიხარ ყვითელ ბორბლებიან მახინაში, მაშინ უკვე მზად უნდა იყო რომ ყველა ადგილი დაკავებული იქნება და არვინ დაგითმობს ადგილს". არ გაწყობს და ფეხები გაბია ან ტაქსის ფული გეგდება ჯიბეში
  2. ხოდა ეგაა მერე საშიში... კუთხეში მიმწყვდეული დათვი უფრო საშიშია ვიდრე მგელი
  3. ადამიანი ცხოველური ინსტინქტების დიდი წიგნაკია. ამიტომაც დაიჯერეთ დარვინის სტანდარტული ადამიანები ეგრე მოიქცევიან ყველა ექსპერიმენტში, რომლებსაც არ გააჩნიათ თვითკრიტის უნარი და მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობენ. მე მაგალითად მომენტებში საკუთარ თავს ვეჯიბრები, არ ვიცი ეს რატომ მემართება ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ საზოგადოების გაგება მძულს და არ მინდა ის ვაკეთო რაც მათთვის ნორმაა... მაგალითად სრულიად ცარიელ ტრანსპრტში ერთხელ ის გავჭედე რომ მძოლი კინაღამ მეჩხუბა რომ ავედი დაღლილი ვიყავი და ყველა წინა რიგი თავისუფალი იყო (წინა რიგები ყველას უყვარს ) ხოდა დაჯდომა რომ მოვისურვე უცბათ საკუთარ თავთან ავტყდი. "და რო არ დავჯდე რა მოხდება? რატომ უნდა დავჯდე. მოდი ფეხზე ვიდგები რადგან ამ მომენტში ეს მე გადავწყვიტე და მე მინდა რომ არ დავჯდე." მოკლედ მთელი გზა ფეხზე ვიდექი და მძოლმა მომაძახა. "რას დგახარ შვილო ტრანსპორტია თუ ლიფტიო" რომ არაფერი ვუპასუხე კიდევ მომაძახა "მანდ რო დგახარ ვიღაც ამოვა და ხელს შეუძლიო." მერე ვუპასუხე რომ მინდოდა ფეხზე დგომა, გაჩუმდა და ჩაიბუტბუტა რაღაც (მგონი გემრიელად შემაგინა) მსგავსი პროტესტები ხშირად მემართება, ზოგჯერ შეუმჩნეველია სხვებისთვის მაგრამ მე ეს მომწონს და ხანდახან მართობს კიდეც, როცა ვაცნობიერებ რა არანორმალურიც ვარ
  4. არამგონია რამე შეიცვალოს...დროებითი იქნება. ბოლო-ბოლო დაიძაბება სიტუაცია და ჩვენ ეს არ გვაწყობს. პუტო რას დაიპუტავს და როგორ არავინ არ იცის...
  5. ესეც ვიცი ოღონდ არადოკუმენტირებული... თუ არ ვცდები დისქავერის არხზე აჩვენეს თავისებურად დადგმული ესეც კაია
  6. შეიძლება მაგრამ ლოგიკურად მაშინ ფრაზა "და მაინც..." ზედმეტია რადგან ის უფრო ომედგაცრუებას გამოხატავს, ანუ რაღაცასთან ახლოს იყო მაგრამ არ გამოვიდა.
  7. მშვენიერია. ამ ექსპერიმენტის შესახებაც ვიცოდი და ესეც საინტერესოა.
  8. მე უფრო მეტსაც ვიტყვი რომ ის რეალობა რასაც სინამდვილე გვგონია ილუზიაა და ფიზიკის ბოლო დასკვნებს თუ გადავხედავთ ეს სასაცილო სრულიად აღაღ არის მსგავს ექსპერიმენტებს ზოგადად რაღაც სამომავლო მიზანი ქონდა მითუმეტეს ომის პირობებში. აქ საინტერესო ისაა რომ მე აქ ის დავინახე ბოლოს რომ ისინი უბრალოდ კი არ შეიშალნენ არამედ გამოაღვიძეს რაღაც ფარული. ობიექტის ბოლო ფრაზები განსაკუთრებით დამაფიქრებელია. "ჩვენ ვართ თქვენ, ჩვენ ვართ სიგიჟე რომელიც იმალება თქვენში, რომელიც ცდილობს გამონთავისუფლებას ნებისმიერ მომენტში". მერე როცა კვდება ამბობს - "და მაინც... ასე ახლოს... თავისუფლებასთან" თავიდან მეგონა თითქოს ამას იმ გაგებით ამბობდა რომ 15 დღის მერე გაანთავისუფლებდნენ მაგრამ რომ დავფიქრდი შეიძლება ეგ სიტყვები იმ სიგიჟემ თქვა რომელიც მასში იყო ჩაკეტილი.
  9. შედეგი ის იყო რითიც მორჩა, თუ სინამდვილეა დოკუმენტები სადმე იქნება შენახული, შეიძლება დასკვნაც არის საინტერესო მაგრამ არ ამხელენ. დალშე თვითმხილველებმა გააბაზრეს რაც მოხდა, ამის საიდუმლოდ შენახვა ძნელია.
  10. გეთანხმები, მაგრამ ძაან ცნობილი ამბავია. უცხიელებისთვისაც ცნობილია. რაღაც მომენტში საინტერესოა თუ როგორ კარგავს ტვინი ცნობიერებას გადატვირთვისას.
  11. რაის დასკვნა, საიდუმლო ექსპერიმენტი იყო. მე მაინც მგონია რომ მოგონილი ამბავია ან ზედმეტად გაბუქებული. თუმცა იმ დროინდელი საბჭოელებისგან არაფერია გასაკვირი
  12. მეც ეგრე ვარ პროსტა ეს დედაკაცი მეჯიბრება... მე... ავადმყოფბს
  13. რასაც გხედავ ეგ ხარ აქ ყოველ შემთხვევაში... ვიცი ვიცი
  14. ყურადღება! კონტენტი შეიცავს მისტიკურ და შემზარავ მომენტებს. ეს ლეგენდა არ არის ოფიციალურად დადასტურებული და ის მხოლოდ გადმოცემებით არის მოსული ჩვენამდე. http://s018.radikal.ru/i504/1601/0c/808b2f73ce6c.jpg 1940-იან წლებში რუს მკვლევარებს 5 ადამიანი გამოკეტილი ყავდათ კამერაში 15 დღე ძილის გარეშე. პროცესის დროს გამოყენებული იყო ექსპერიმენტალური აირი - სტიმულატორი. ეს ადამიანები გამოკეტილი ყავდათ კამერაში რათა ჟანგბადის დონე ეკონტროლებინათ, რადგან სპეციალური აირი მაღალი დოზებით იყო მომწამვლელი. იმ დროისთვის არ იყო ვიდეო კამერები რათა დაკვირვება ეწარმოებინათ და ამისთვის გამოყენებული იყო მიკროფონები, აგრეთვე ოთახის ერთ-ერთი კედელი იყო სქელი შუშა რომელსაც ქონდა ხვრელები. ოთახში იყო წიგნები და საწოლები ძილისთვის, წყალგაყვანილობა, ტუალეტი და ერთ თვიანი საკვების მარაგი. კვლევის ობიექტები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური პატიმრები. პირველი 5 დღის განმავლობაში ყველაფერი ნორმალურად იყო, ობიექტები თითქმის არ იყვნენ უკმაყოფილოები. მათ მოტყუებით შეპირდნენ რომ გაანთავისუფლებდნენ იმ შემთხვევაში თუ ისნი ერთი თვის განმავლობაში არ დაიძინებდნენ. თითოეული მათი ქმედება და საუბარი იყო დაკვირვების და მოსმენის ქვეშ. აღსანიშნავია ისიც რომ მსვლელობის დროს ობიექტების სასაუბრო თემები ხდებოდა სულ უფრო და უფრო ნეგატიური, რომლებიც დაკავშირებული იყო არასასიამოვნო მოგონებებთან. 5 დღის შემდეგ მათ დაიწყეს კამათი და უკმაყოფილების გამოხატვა მოვლენებისადმი და დაეჭყოთ პარანოიის ძლიერი ნიშნები. მათ შეწყვიტეს ერთმანეთთან საუბარი და მხოლოდ მიკროფონთან ჩურჩულით დაიწყეს ერთმანეთზე ამბების მიტანა, თითქოს ამით ექსპერიმენტატორების ნდობის მოპოვება სურდათ, თავიდან ექსპერიმენტატორებს ეგონათ რომ ეს თვითონ აირის ბრალი იყო... მეათე დღეს ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო ყვირილი, ის მთელს ოთახში დარბოდა და თან ყვიროდა, ეს გაგრძელდა 3 საათი, შემდეგ მისი ყვირილი ნელ-ნელა შესუსტდა, როგორც დამკვირვებლებმა აღნიშნეს ეს ალბათ იმის ბრალი იყო რომ მან იოგები დაიზიანა და ხმა ჩაეხრიწა. საინტერესო ის იყო რომ დანარჩენები ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ. ისინი მიკროფონებში იქამდე აგრძელებდნენ ჩურჩულს იქამდე სანამ მეორე მათგანმაც მსგავსად არ დაიწყო ყვირილი და მასაც არ ჩაეხრიწა ხმა. დანარჩენებმა დაიწყეს მათი წიგნების ფურცლების მოხევა და საკუთარი ნერწყვებით ნაგლეჯების დასველება, შემდეგ ამ ფურცლებს ისინი შუშაზე აკრავდნენ სანამ ბოლომდე არ დაფარეს. რაღაც დროით ყვირილი და ჩურჩული შეწყდა. მომდევნო 3 დღე არანაირი ხმაური არ გამოსულა ოთახიდან. ექსპერიმენტატორები არ წყვეტდნენ ჟანგბადის მაჩვენებლებზე დაკვირვებას, რომლის მაჩვეებელიც ძალიან მაღალი იყო, თითქოს ობიექტები გამუდმებით ვარჯიშობდნენ. მეთოთხმეტე დღეს დილით ეხპერიმენტატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც გეგმაში არ ქონდათ. ობიექტებისგან რეაქციის მისაღებად მათ დინამიკების საშუალებით მიმართეს რადგან შეშინდნენ, კომაში ხომ არ არიან ან ხომ არ მოკვდნენო. დამკვირვებლებმა მიმართეს მათ: "ჩვენ ვაღებთ კამერას, რათა შევამოწმოთ მიკროფონები. მოშორდით კარებს და დაწექით იატაკზე, თორემ დაგხვრეტთ! თანამშრომლობა მიგვიყვანს ერთ-ერთი თქვენგანის განთავისუფლდებამდე." დამკვირვებლების გასაკვირად ერთადერთი ფრაზა იყო: " ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება თავისუფლება". ამის შემდეგ ექსპერიმენტატორებმა მოითათბირეს რომ მეთხუთმეტე დღეს კამერა გაეხსნათ. მათ კამერიდან მთელი ექსპერიმენტული აირი გამოტუმბეს და შეუშვეს სუფთა ჰაერი, რასაც 3 ობიექტისგან უმალვე მოჰყვა რეაქცია. ისინი იხვეწებოდნენ რომ აირი ისევ შემოეშვათ, თითქოს ამაზე მათი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. გაოცებულმა დამკვირვებლებმა კამერა გახსნეს რათა ჯარისკაცები შესულიყვნენ. ობიექტებმა წინაზე უფრო ხმამაღლა და უცნაურად დაიწყეს ყვირილი. ნანახისგან გაოგნებულმა ჯარისკაცებმაც ყვირილი ატეხეს. 5-დან 4 ობიექტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყვნენ რომ ამას სიცოცხლე არ ერქვა. საკვებიდან მხოლოდ 5 დღის მარაგი იყო შეჭმული, დანარჩენი ხელუხლებელი იყო. ოთახში მეხუთე მკვდარი ობიექტის სხეულის ნაფლეთებით ამოტენილი იყო დრენაჟული ნაპრალები და ოთახი რამდენიმე სანტიმეტრით წყლით იყო სავსე, თანაც ძნელი იყო იმის თქმა რამდენი იყო წყალი და რამდენი სისხლი. გადარჩენილ 4 ობიექტსაც სხეულის ნაწილები (კუნთები და კანი) მოგლეჯილი ქონდათ ზოგიერთ ადგილას. დაკვირვების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე რომ მათ ეს ჩაიდინეს არა კბილებით, არამედ საკუთარი ხელებით რადგან თითები იმდენად გადატყავებული ქონდათ რომ ძვლებიც კი უჩანდათ. აგრეთვე აღნიშნეს რომ მათ ძირითადად საკუთარ თავს მიაყენეს ტრამვები და არა ერთმანეთს. ობიექტებს აგრეთვე მუცლის ღრუში ზოგიერთი ორგანო დაზიანებული ქონდათ, მაგრამ მკერდის ღრუ (ფილტვები, გული, დიაფრაგმა) ხელუხლებელი იყო, თითქოს იშორებდნენ ზედმეტ ნაწილებს. ნეკნებიდან მოგლეჯილი ქონდათ კანი და თითქმის მთელი კუნთები ისე, რომ ზოგიერთ ადგილას ფილტვები ჩანდა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ისევ მუშაობდა ოღონდ სუსტად. აშკარა იყო რომ ისინი საკუთარი სხეულის ნაწილებით იკვებებოდნენ რადგან უმი ხორცი ძნელად მოსანელებელია. ჯარისკაცები იყვნენ რუსი სპეცნაზმელები, მაგრამ ამის მიუხედავად მათ არ სურდათ კამერაში შესვლა რათა გამოეყვანათ ობიექტები, იმ დროს როცა 4 მათგანი განაგრძობდა ყვირილს და ხვეწნას რომ აირი ისევ შეეშვათ რათა არ დაძინებოდათ. ტრამვების მიუხედავად ობიექტებმა შესულ ჯარისკაცებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, როგორც ამბობენ ერთ-ერთი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ რაც გაცოფებულმა ობიექტმა მას საძილე არტერია გამოაჭამა. სხვა ჯარისკაცებმაც სერიოზული ტრამვები მიიღეს და ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე დღის შემდეგ თავი მოიკლა. ჩხუბში ერთ-ერთმა ობიექტმა ძლიერად დაიზიანა ელენთა და თითქმის მაშინვე დაიღუპა. ექიმები ცდილობდნენ მის შეჩერებას, და ათმაგი მორფინის დოზა მისცეს დასაწყნარებლად თუმცა ობიექტი არ ჩერდებოდა და ერთ-ერთ ექიმს ხელიც კი მოტეხა. მომაკვდავ ობიექტის სისხლში იმაზე მეტი ჰაერი იყო ვიდრე სისხლს შეეძლო მისი გადატანა, ის ყვირილს არ წყვეტდა და იმეიორებდა "კიდევ, კიდევ" იქამდე სანამ ნელ-ნელა საბოლოოდ არ დადუმდა. დანარჩენი 3 ობიექტი დაიჭირეს და მყარად გაკოჭეს და გადაიყვანეს სამედიცინო განყოფილებაში დასაკვირვებლად. მათგან ორს ისევ შეეძლოთ ლაპარაკი ძლიერი ყვირილის მიუხედავად და კვლავ ითხოვდნენ საცდელ აირს, რათა არ დაეძინათ. ის ობიექტი რომელმაც ყველაზე მძიმე დაზიანებები მიიღო გადაყვანილი იქნა საოპერაციო კომპლექსში. მას დაზიანებულ ორგანოებზე ოპერაციას უტარებდნენ და აღმოჩნდა რომ ისიც არ რეაგირებდა ძლიერ დამაწყნარებლებზე. მას ქამრების მოწყვეტა უნდოდა და წინააღმდეგობას არ წყვეტდა. ზედმეტი აქტიურობის გამო მას 9 ძვალი მოტეხილი ქონდა, რომელიც ძირითდად კუნთების ზედმეტად ინტენსიური მუშაობით და დაჭიმულობით იყო გამოწვეული. მას ცოტათი მცირე დოზის ანესთეტიკი დასჭირდა რომ ჩაზინებოდა, მაგრამ იმ მომენტში როდესაც მან თვალები დახუჭა, მისი გული საბოლოოდ გაჩერდა. მეორე ობიექტი რომელმაც ყველაზე პირველმა დაიწყო ყვირილი, ლაპარაკის საშუალება არ ქონდა რადგან მისი იოგები სრულიად დაზიანებული იყო. როცა ცდილობდნენ ანესთეტიკის შეყვანას ის წინააღმდეგობას უწევდა ექიმებს და მხოლოდ მაშინ დაწყნარდა როცა ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაციის ჩატარება ანესთეზიის გარეშე. მას არავითარი რეაქცია არ ქონდა ტკივილზე და მთელი 6 საათის განმავლობაში წყნარად იყო. ექიმები აღნიშნავდნენ რომ შეუძლებელი იყო ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო და გაოგნებულმა მედდამ ისიც კი აღნიშნა რომ ობიექტი იღიმებოდა როცა თვალებით ერთმანეთს უყურებდნენ. ოპერაციის დასრულებისას ობიექტმა დაიწყო ხრიალი და ფართხალი, უყურებდა ექიმს ისე თითქოს ცდილობდა რაღაცის თქმას. შოკირებულმა პერსონალმა მას ფურცელი და ფანქარი მიაწოდეს. ძნელად გასარჩევ ნაწერში მათ ამოიკითხეს მარტივი მესიჯი: "გააგრძელეთ ჭრა" დანარჩენი ორიც გადაყვანილი იქნა საოპერაციო კომპლექსში და მათაც ოპერაცია ჩაუტარეს ანესთეზიის გარეშე. მათ დაჭირდათ ობიექტების პარალიზება რადგან ორივე გამუდმებით იცინოდა და იღიმებოდა. ამის მიუხედავად ნაოპერაციები ორგანოები არ ამუშავდნენ და ობიექტებმა გააგრძელეს წინააღმდეგობა. მათ ისევ დაიწყეს თხოვნა, რომ ისევ გაეშვათ სტიმულატორი აირი. მას შემდეგ რაც საუბრის შესაძლებლობა მათ ისევ დაუბრუნდათ, ექიმები შეეკითხნენ რატომ ცდილობდნენ ორგანოების მოშორებას. პასუხი იყო ერთი - "ჩვენ არ უნდა დავიძინოთ". სამივე მათგანი ისევ მაგრად გაკოჭეს და კამერაში დააბრუნეს იქამდე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ თუ რა ექნათ შემდეგ. ექსპერიმენტატორებს სამხედრო ფინანსისტების მხრიდან ბრაზის შიშით გადაწყვიტეს ეუთანაზიის გზით ობიექტების დაძინება, თუმცა ექსპერიმენტის მეთაურმა, ყოფილმა კგბ-შნიკმა მათში სამხედრო პოტენციალი დაინახა და ეს გადაწყვეტილება უარყო. ის დაინტერესდა, რა მოხდებოდა თუ საცდელ აირს ისევ შეუშვებდნენ ოთახში. ექსპერიმენტის მეორე ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების დროს ობიექტები შეაერთეს ელექტროენცეფალოგრამაზე. ქამრები რომლითაც ობიექტები დაბმული ყავდათ მოუშვეს რადგან მას შემდეგ რაც მათ აცნობეს რომ აირს ისევ შეუშვებდნენ, მათ წინააღმდეგობა შეწყვიტეს. გასაგები იყო რომ ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ რომ არ ჩაძინებოდათ. ერთ-ერთი მათგანი რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო ლაპარაკი ხმამაღალ ხმებს გამოსცემდა, მეორე რომელსაც ლაპრაკი არ შეეძლო ფეხებით ქამრებს ეხახუნებოდა, მესამეს თავი მაღლა ქონდა წამოწეული და თვალებს სწრაფად ახამხამებდა. პირველად სწორედ ეს მესამე ობიექტი იყო შეერთებული ელექტროენცეფალოგრამაზე და მასზე გრძელდებოდა დაკვირვება, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა რომ მისი ელექტროენცეფალოგრამა ნორმალური იყო მაგრამ შუალედებში სიცარიელე აღინიშნებოდა, თითქოს ტვინი პერიოდულად კვდებოდა. ამ დაკვირვების პროცესში ყველა ექიმი ელექტროენცეფალოგრამიდან გამოსულ ქაღალდს აკვირდებოდა, მხოლოდ მედდა უყურებდა ობიექტს და შენიშნა რომ როდესაც ობიექტმა თვალები დახუჭა და თავი ბალიშზე დადო, მისი ელექტროენცეფალოგრამა ღრმა ძილის გაზაში გადავიდა, შემდეგ სრულიად სწორი ხაზები გამოისახა და გულიცამ მომენტში გაჩერდა. დარჩენილი ობიექტი რომელსაც ლაპარაკი ისევ შეეძლო, კატეგორიულად ითხოვდა აირის შეშვებას. მისი ელექტროენცეფალოგრამაც წინების მსგავსს იყო. მეთაურმა ბრძანა რომ 2-ვე ობიექტი დაებრუნებინათ კამერაში და მათთან ერთად 3 ექიმი ჩაეკეტათ. ერთ-ერთმა ყველაზე შოკირებულმა და შეშინებულმა ექიმმა იარაღი ააცალა მეთაურს და ჯერ მას ესროლა და შემდეგ დამუნჯებულ ობიექტს. დანარჩენი პერსონალი ზოგი გვერდზე გაიწია და ზოგიც პანიკისგან გაიქცა. იარაღ მომარჯვებულმა ექიმმა ლულა დარჩენილ, მოლაპარაკე ობიექტს მიუშვირა. "მე არ შევალ ოთახში ამ არსებებთან ერთად!" - იყვირა მან. "რა ხარ შენ ? მე უნდა გავიგო ეს, სანამ..." ობიექტი ემოციურად გაიღიმა. "ნუთუ შენ ასე მალე დაგავიწდა? ჩვენ ვართ თვენ. ჩვენ ვართ სიგიჟე, რომელიც იმალება თქვენში, რომელიც ცდილობს განთავისუფლებას ნებისმიერ დროს მთელი თავისი ცხოველური სიღრმით. ჩვენ ვართ ის, რასაც ემალებით ყოველ ღამე. ეს ჩვენს დაძიებას და პარალიზებას ცდილობთ თქვენ, რასაც ემალებით თქვენს თავშესაფრებში, იქ სადაც ჩვენ არ შეგვიძლია შემოღწევა". მეცნიერმა სასხლეტს თითი გამოკრა და ობიექტს გულში ესროლა. ელექტროენცეფალოგრამა გაჩერდა მას შემდეგ, რაც ობიექტმა ბოლო სიტყვები წარმოთქვა: "და მაინც... ასე ახლოს... თავისუფლებასთან..." :050:
  15. სხვა გზა არაა... მე ნამეტანი წასული ვარ ამ სამყაროდან. ბელაც თავისსამყაროში ფუსფუსებს. მამა ნამეტანი ანარქისტია, მთლა ჩამოშლის სისტემას. ალექსა კიდე მოჟნა მარა პასიურია და პოლიტიკოსად არ წავა. აი შენ ყველაზე სტაბილური და პრაგმატული ხარ, თანაც ასაკიც შესაფერისი გაქვს პოლიტიკოსობის დასაწყებად მეტი არგუმენტი რაღა გინდა
  16. კარგი, როგორც ჩემი რჩეული იტყვის ისე იყოს უხ როგორ გეთანხმები... თანაც ერთი კი არა, რამდენიმე ჰიტლერი.
  17. გაჩერდი თორე სიზმრებში უკვე დამრიგებელი ვარ კლასის
  18. კარგი მეცნიერულად მედიტაცია მარტივი მოვლენაა. ეს არის დაახლოებით ისეთი მდგომარეობა როდესაც გონება თავისუფალია ყველანაირი ფიქრისგან და გონებრივი ანალიზისგან, მაგალითად უყურებ რაღაცას მაგრამ არ ფიქრობ, სინამდვილეში შენი გონება დაკავებულია უამრავი ინფორმაციის აღქმით, ვიზუალური თუ სხვა გრძნობითი ინფორმაციის გადამუშავებით რაც ქვეცნობიერ დონეზე იხარშება და ვერ აცნობიერებ, თითქოს გგონია რომ არაფერს აკეთებ მაგრამ ტვინი ყველაფერს მიედ-მოედება. ალბათ გქონია მომენტი როდესაც რაღაცას მიაშტერდები და არაფერზე არ ფიქრობ, როცა ხმაურსაც არ აქცევ ყურადღებას და რომ გელაპარაკებიან ყურადღებას არ აქცევ... ეგ სასიამოვნო მომენტი არის მედიტაციის ელემენტი. ეს პროცესი კარგია ცხოვრებაში კონცენტრაციის გასამახვილებლად და შინაგანი სიმშვიდის გასამყარებლად. თავად პროცესის დროს რაიმე გენიალურ ან ფილოსოფიური აზრების ჩაწვდომა არ ხდება. მაგრამ ტექნიკის დახვეწის და გამოცდილების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება რაიმე აზრზე კონცეტრირება. პრაქტიკუად მედიტაცია სხვა არაფერია, იღებ საწყის კონცენტრაციის წერტილს, მაგალითად სუნთქვის რიტმს, რაიმე მოკლე ფრაზას ან ვიზუალურ წერტილს მაგალითად სანთლის ალს, ასევე შეიძლება გონებაში წარმოდგენილ მარტივ ვიზუალურ მოვლენაზე ყურადღების გამახვილება (მაგალითად სიბნელეში კაშკაშა თეთრი წერტილი). ამ დროს თავისუფლდები ყოველგვარი ფიქრისგან და მთელს ყურადღებას კონცენტრაიცის წერტილზე ახდენ. სხეულის პოზა ამ შემთხვევაში სტანდარტულად ლოტუსის ფორმაა მაგრამ ჩემი გამოცდილებით უმჯობესია შენთვის კომფორტულ პოზაში ყოფნა. ჩემი პოზა დაახლოებით ლოტუსის მსგავსია ოღონდ შეცვლილია ზოგიერთი დეტალი. მე პირადად კონცენტრაციის წერტილს გონებაში ვქმნი და თვალების ბოლომდე დახუჭვა მიჭირს (დიდხანს თვალდახუჭული ყოფნა მღლის) ამიტომ ბნელ და ხმაურისგან თავისუფალ ოთახში ვატარებ პროცესს. დამწყებთათვის უმჯობესია კონცენტრაციის წერტილად საკუთარი სუნთქვის რიტმი იყოს. როდესაც ყველაფერი მზად იქნება პირველად მშვიდად და ღრმად ჩაისუნთქეთ და იგივე მშვიდ ამოსუნთქვას უნდა გამოაყოლოთ ყველანაირი ფიქრი, გონება უნდა დაიცალოს. არ მიაქციოთ არაფერს ყურადღება უბრალოდ მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული საკუთარ სუნთქვაზე რომელიც უნდა იყოს ბუნებრივი და კომფორტული (არ ეცადოთ სუნთქვის რიტმის დამოუკიდებლად ცვლას, სხეულმა თავისით ისუნთქოს რეფლექსურად, თქვენი გონება მხოლოდ უნდა კონცენტრირდეს მასზე). ამ დროს თქვენ თავად სუნთქვა უნდა გახდეთ, არ უნდა არსებობდე სხვა სახით ან სხვა მდგომარეობაში, დანარჩენი ყველაფერი არ არსებულია, არსებობს მხოლოდ კონცენტრაციის წერტილი და თქვენ უნდა იყოთ ეს წერტილი. ამის გაცნობიერება დაგეხმარებათ უფრო ღრმა კონცენტრაციაში. ეცადეთ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს აკონტროლოთ. ზოგადად დამწყებები რამდენიმე წუთი არიან ამ მდგომარეობაში, სადღაც 5-10 წუთი, მაგრამ დროთა გნმავლობაში გამოცდილების მიღების შემდეგ რამდენიმე საათიც კი შეიძლება გაგრძელდეს. ამასთან ერთად მედიტირებას უკვე შეძლებთ ხმაურშიც და სინათლეშიც, ნებისმერ დროს, მაგალითად ტრანსპორტში ან სამსახურში. აქ მთავარია გონება მიაჩვიოთ ამ მდგომარეობას და შედეგებიც სახეზე იქნება. რაც უფრო დიდ გამოცდილებას მიიღებთ მით უფრო ჩაიძირებით პროცესის დროს და მით უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ მე ჯერ ეხლა გადავლახე დამწყების საფეხური მაგრამ უკვე ვამჩნევ რომ ის რაც თავდაპირველად უბრალო ცარიელი პროცესი მეგონა, გახდა რაღაც მნიშვნელოვანი. სიტყვებით რომ ვეცადო გადმოცემას თუ რა ხდება მედიტაციის დროს ისაა რომ ამ დროს მე ვგრძნობ და ვაცნობიერებ თავს ნამდვილ ადამიანად. ერთხელ მქონდა კიდეც ისეთი მომენტი როდესაც მთლიანად ჩავიძირე და როგორც ძმაკაცმა მითხრა ტაშსაც რომ გიკრავდი ახლოს სახესთან რეაქცია არ გქონდაო, მე თითქმის არ მახსოვს ეგ, რადგან ყველაფერი ბუნდოვანი ხდება წერტილის გარდა. მოკლედ პარალელურ სამყაროში არ გადაგიყვანს მედიტაცია მაგრამ გონებას მწყობრში აყენებს, ფიქრებიც და აზრებიც მშვიდი და საღი ახდება დროთა განმავლობაში და რათქმაუნდა შინაგანათაც უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხდები, ნაკლებს ღელავ და თუ ღელავ თავის ხელში აყვანა გაცილებით მარტივი ხდება. დანარჩენს პირადი გამოცდილებით მიხვდებით და ისწავლით ვისაც გაინტერესებთ. მე მაინც მგონია რომ ყველას თავისი მეთოდიკა უნდა ქონდეს და სტანდარტულად ბევრს არ გამოუვა უკეთესად. ხო და კიდევ... შეიძლება ვიღაც მთის მწვერვალზე სიწყნარეში და ლოტუსის ფორმაში იყოს მაგრამ მედიტირებდეს ის ვინც შუა ქალაქის მეტროში ფეხზე დგას... ამას ვერავინ გასწავლით თვითონ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
  19. არა იმიტომ რომ იქ ფიქრის საშუალება არ მაქვს... ზოგადად არც უნდა ფიქრობდე არაფერზე, უბრალოდ რაღაცეები ნაპერწკალივით უცბათ ვარდება, მცირე აზრები რაღაც დეტალები, ზოგჯერ კითხავები, ზოგჯერ რაღაც პასუხები, თავისით. მაგრამ ისე რომ მიზანმიმართულად მედიტაციაში რაღაც ფიქრებზე კონცენტრაცია გააკეთო არ გამოვა. უბრალოდ ვერ შეხვალ მაგ მდგომარეობაში.
  20. ბიძაჩემს ესეთები რო ცოდნონდა აჭარაბეთზე კი არ იჯდებოდა... ეხლა სადმე ლოტუსის ფორმაში იჯდებოდა დანის პირზე
  21. ხო მარა მე მაგას არ ვაქცევ ყურადღებას და დასკვნები არ გამომაქვს სანამ არ გავიგებ ვინ არის... ეგრე მეც მრაჩნი და რეციდივისტი ტიპის შთავეჭდილებას ვტოვებ ბევრისთვის,
  22. უბრალოდ დამამშვიდებელი ტონი 528 ჰერცი, ბგერის სიხშირე ემთხვევა ტვინის ელექტრო მაგნიტური ველის ალფა ტალღის სიხშირეს მოკლედ კაი პონტია ტვინის მოსადუნებლად და დასამშვიდებლად და ვისაც მედიტაცია უყვარს იმათთვისაც კარგი პონტია. აჰა მაშინ ეს
×
×
  • შექმენი...