
Proessor
პლანეტელი-
პოსტები
2.691 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Proessor
-
გასაგებია და გეთანხმები კიდეც რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ ადამიანის რეალური სახე(აზროვნება) ვერასოდეს ვერ გაუტოლდება ყოვლადბრძენ სუბიექტს... ეს ისეთივე კონსტანტაა როგორც 0 ვერასოდეს ვერ გახდება 1. ის შეიძლება მიუახლოვდეს მოცემულს, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდება "ის"!
-
მეგობრებო არაფრის ღირსები რომ არ ვართ ამაზე რას იტყვით?
-
დაუსვით შეკითხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს
Proessor replied to Giorgi Kiskeidze's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან კარგი და საჭირო პროექტია მაგრამ დაახლოეით ვხვდები რა პასუხებიც იქნება... ე.ი თუ ეს პასუხები ისევ გაიჟღერებს, ქართულ დემოკრატიაზე მინიმუმ 20-30 წელი ლაპარაკი ისევ შეუძლებელი იქნება -
Mona არა მეგობარო არ გეთანხმები... გასაგებია რომ შენ შეიძლება სხვებზე მეტად ჩაუღრმადი საკუთარ თავს მაგრამ ვერასოდეს ვერ ჩაწვდები საკუთარ თავს... შენ ამბობ რომ მიხვდი სინამდვილეში ვინ ხარ, მაგრამ რამდენი ნერვებ მოშლილი წყობილებიდან გამოხვალ ან უცნაურად მოიქცევი, ისე რომ საკუთარი თავის გაგიკვირდება იმის მანიშნებელია რომ საკუთარ თავს არ იცნიბ. რაც არ უნდა თქვა ვერასდროს ვერ იქნები დარწმუნებული რომ რაიმე სიტუაციაში თუნდაც ექსტრემალურში შენ შენ არ იქნები.
-
ხელისუფლებანი გონს ვერ მოეგებიან რადგან ისინი დამოკიდებულნი არიან დიდ კომპანიებზე, რადგან მათი ინვესტიციებსი გარეშე პრაქტიკულად ვერაფერს ვერ გახდებიან... კომპანიები რომლებიც ბაზარზე პროდუქტების ფასს აკონტროლებენ თავის მხრივ ნაციონალური ბანკების გავლენის ქვეშ არიან, ნაციონალური ბანკები ინტერნაციონალური ბანკების გავლენის ქვეშ არიან და ეს უკანასკნელნი ქმნიან დიდი სისტემას რომლებიც აკონტროლებენ მთელ ი მსოფლიოს ფულს... იმ ფულს რომელსაც ხალხს მოტყუებით ართმევენ და ჯიბეებს ივსებენ... ეს ერთგვარი პირამიდაა რომლის ბოლო დონეზე უბრალო ხალხი დგას.
-
საკუთარ არსს ჩაწვდი? ანუ შენ ამბობ რომ მიხვდი შენს ნამდვილ პოტენციალს... შეძელი გრძნობების, ინსტინქტების და ყველა გარე ფაქტორის გაკონტროლება... მიაღწიე სულიერ ნირვანას და წესრიგს... მიხვედრილხარ ყველაფრის აზრს. რაღაც ეჭვი მეპარება. საკუთარ არსს შეიძლება ჩაუღრმავდე მაგრამ მას ვერასოდეს ვერ ჩაწვდები.
-
1000 მზის ძალა რომც მქონდეს მე მაინც არარაობად დავრჩები, მაგრამ თუ შევძლებ საკუთარ თავში ჩაწვდომას, მაშინ გავხდები სამყაროს ბრძანებელი. სამწუხაროდ საკუთარ თავს ვერავინ ვერ ჩაწვდება, ეს უფსკერო სიღრმეა. ცხოვრების აზრი ყველას თავისი აქვს და ყველამ ეს აზრი იქ უნდა ეძებოს სადაც სხვები ვერაფერს ვერ გაიგებენ, ანუ საკუთარ უფსკერო აზროვნებაში... ჩემი აზრით
-
და სპერმის ჩაბარება სად შეიძლება?
-
მარგველა კაი კაცია მარა ვითომ პრეზიდენტად გამოდგება?
-
salinasi გაყიდული ბავშვების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია და კონკრეტულად რაზეა საუბარი შეგიძლია მითხრა? მაინტერესბეს
-
ეჰ ჩემო Giorgi Kiskeidze... ესე რომ მივუყვეთ ქვეყნის რაღაცას აღმოვაჩენთ... იმიტომ არის საზიზღარი პოლიტკიაზე საუბარი. არც ერთი ვარგა და არც მეორე იმიტომ რომ მატყუარები არიან პოლიტიკოსები. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია თვალები დავხუჭოთ და კვლავ ცხვრებად გადავიქცეთ. მოკლედ პოლიტიკის ბინძური დედაც ვატირე და ბინძური პოლიტიკოსების კიდე ორმაგად. ჩვენ ვიყოთ კარგად და დაუხოციათ ერთმანეთი.
-
ვაა ფაქტი ფაქტია და რა ვქნათ. თანაც მე ხო იცი უბრალო მონაჩმახებს არ ვენდობი ჩემი ახლობელი მუშაობდა შსს-ში და იქიდან ვიცი რაღაც რაღაცეები. მოდულის შენობიდან კონტროლდებოდა მთელი საქართველო. კაცი თავისი პირით ამბობს. თანაც ლოგიკურია რომ პატრულის მანქანები იმდენი აღარ არის რაც ადრე იყო იმიტომ რომ ბენზინის ფულს აღარ იხდიდა ბატონი პინგვინი . ჩემი ძმისგანაც ვიცი რუღაცეები... ჯარში იყო და ოფიცრობისგან და მაღალჩინოსნებისგან გაიგო რაღაც-რუღაცეები, მაგალითად მუხროვანის ამბოხი დადგმული რომ იყო და სხვა ამდაგვარი, რაც ისევდაისევ პროპაგანდისთვის გამოიყენეს.
-
) არა... ნუ როგორც ცნობილია მერაბიშვილი და ზოგიერთი მათგანი მიშას ჩათვლით მსხვილ ბიზნესმენებს თავს დაესხნენ და ასე ვთქვათ "კარგი საქმისთვის" ფულს ადებინებდნენ. თუ გახსოვს ადრე პატრულები რომ შემოვიდა რა ხდებოდა. ყოველ ნაბიჯზე პატრულის მანქანა იყო, ჯერ ერთი ეგ მანქანები ბიძინას აყიდინეს "კაი საქმისთვის" მეორეც მაგ პიპიების ბენზინის ფულს ბიძინას ახდევინებდნენ. ცნობილიც არის რომ მასთან მერაბიშვილი მიშაც და სხვებიც დადიოდნენ "რაცხა მოლაპრაკებებზე" ისევე როგორც პატარკაციშვილთან, ამის ფარული ვიდეო ჩანაწერებიც კი გამოაქვეყნეს თუ გაქვს ნანახი. ხოდა ამ ბიძოს ამოასხა ყელში... რაღა ჩემი ფულები თქვენ გახარჯოთო და მოვალ ერთიანად დედას გიტირებთო. ჩაიდო კაცმა გულში და აისრულა კიდეც... ხოდა არავითარი რუსეთის აგენტობა არ არის შუაში, ეს ყველაფერი მიშას და ბიძინას პირადი დაპირისპირება იყო და ამას თავიდანვე ამბობდა ბიძინა რომ მე პრეტენზია მაქვსო მხოლოდ სააკაშვილთანო. ვოტ ტაიკიე ძელა.
-
პრო რუსული ნამდვილად არის ოღონდ მიშასთან შედარებით მხოლოდ... ეკონომიკური ურთიერთობა რომ აღადგინა ეგ იმას ნიშნავს რომ რუსის ჯარი შემოიყვანა? სომხები ბოდიში და ტრაკში უძვრებიან რუსებს და ჯარიც კი არის დისლოცირებული სასომხეთში მაგრამ პუტინის მარიონეტები არიან? ჩვენებს რატომ ჯერათ ბიძინას მარიონეტობა ვერ ვხვდები... მე დაახლოებით ვიცი საერთოდ რატომ მოვიდა ბიძინა პოლიტიკაში და სათავისოდ სწორედაც მოიქცა.
-
ოჰჰ... შეადარე ეხლა მიშა რო მოვიდა მაშინ რა ხდებოდა. მაშინ ისეთი შეგრძნება იყო რომ საქართველოში ზეციური ანგელოზი მოგვევილნა. და ნაც მოძრაობა რას აკეთებდა პირველი წლები შეგიძლია გაიხსენო? რა ნაცები არ იჭერდნენ მაშინ ვიღაც პოლიტიკურ დამნაშავეებს? ზუსტად ისე ხდებოდა როგორც ეს ერთი წელია. მაშინაც დაჭერები იყო თავიდან კორუფციონერების და ვიღაც კრიმინალების. დაიცადეთ ჯერ კაცო... ეგრე სადაა სხვის გახედნილ ცხენს მოახტე და ეგრევე დაუმუღამო რათ მინდოდა წინა ხელისუფლების დროინდელი მშენებლობები, ტურისტების მოზიდვა და სხვა სახელმწიფოებრივი პროგრესი თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნებოდა... პოლიციური ქვეყანა იყო და ხმას ვერ ამოიღებდი ზედმეტად, ხალხს ძალაუნებურად ეშინოდა ამის კარგი მაგალითია წინა საარჩევნო გამოკითხვები სადაც ნაც მოძრაობა ლიდერობდა და სინამდვილეში კი დამარცხდნენ რატომ? აქ 2 პასუხია ან ხალხს შიშის საბაბი ქონდა და გამოკითხვისას სხვა პასუხს იძლეოდნენ ან თვითონ მთავრობა იტყუებოდა და ამასაც პროპაგანდისთვის იყენებდნენ. სასამართლოზე ხო საერთოდ ლაპააკი ზედმეტია... დაუსწრებლად ასამართლებდნენ პირებს, მკვლელს და ქვაბის ქურდს ერთნაირი ვადით სვავდნენ ციხეში, სტატისტიკურად ხო ვაფშე კატასტროფა იყო... დანაშაულის გამამარტლებელი განაჩენები 99% ზე მეტი იყო. ესეთი რამე არსად არ ქხდებოდა და აშკარად იმდენს აფუჭებდნენ რამდენსაც აკეთებდნენ. ეგ პროპაგანდა არა არის უფრო პიარია და ყველა პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია როგორც ტყუილი. შედარება არაა მაშინდელ მედიის თავისუფლებასა და დღევანდელს შორის... რაც გინდა ილაპარაკე არავინ არ დაგიჭერს. პროპგანდა ნიშნავს ყველანაირი ხერხით მათ შორის შიშითაც მასის აზროვნების მანიპულირება. ტელევიზორში თუ ბიძინა გამოვა და რაღაცეებს ილაპარაკებს ეგ პროპაგანდა არ არის. ხოო და კიდევ გამომრჩა... მიშამ რო შექმნა პატრიოტთა ბანაკები და რაღაც ამდაგავარი პატრიოტული მოძრაობები ეგ ხომ აშკარად ახალგაზრდების ანუ "ადვილად მანიპულირებადი პირების" გადაბირება და დაზომბების მცდელობა იყო? ზოგ შემთხვევაში მართლაც გაამართლა ამ ცდამ მაგრამ ეგ ხომ კარგას არაფერს არ მოიტანს. პატრიოტული ბანაკები ძალიან გავს ნაცისტური გერმანიის "ჰიტლერ იუგენდებს", რომლის დაარსებაც მიზნად , მოზარდების დამორჩილებას ისახავდა... მოკლედ რამდენი პარალელის გავლება შეიძლება ნაციონალ-სოციალისტებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მეც მაოცებს რა . ეტყობა მიშა აშკარად ჰიტლერის იდეოლოგიის ფანია.
-
შევარდნაძის ეპოქა მაგარი მაგალითია. სხვა გზა არ ქონდათ... უნდა გაეკეთებინათ. როგორც უკვე ავღნიშნე მათი მთავარი ძალა პროპაგანდა და პიარი იყო და ამაში მიშას და ნაც მოზრაობის ზოგიერთ წევრს მართლაც ვერავინ ვერ შეედრება სქართველოში... ვინც კი პიარში ძლიერია ყველა დამეთანხმება რომ ადამიანთა დაბრმავება, დაცხვარება და ყურადღების ცენტრიდან გათიშვა ძალიან იოლია როდესაც მასა შენში ხედავს მხსნელს და ელოდება რაღაცის შეცვლას, გაუმჯობესებას... ბატონმა პიარპროფესიონალმა მიშამაც გამოიყენა ეს შესაძლებლობა და მოსახლეობის 90% რომელმაც მას მხარი დაუჭირა ასე ვთქვათ ბრმად ენდო მას. ეს ფრიად ნორმალური მოვლენა იყო რადგან მთავრობა მართლაც აკეთებდა საკეთებელს და ამ საქმეებით უკვე საბოლოოდ მოიპოვეს ხალხის ნდობა. ამის შემდეგ რა მოხდა... ეს მინდობილი ბრბო სრულიად გამოითიშა, ამ დროს კი მთავრობა საქმესთან ერთად "ჩუმ საქმეებსაც" უპრობლემოდ აკეთებდა რადგან არავინ ყურადღებას არ აქცევდა ამას. შედეგად პოლიცია ჩუმ-ჩუმად ქვეყანაში გაბატონდა, სასამართლო ბრძანებებს ასრულებდა რადგან სამართალი უნდა აღესრულებინა, ციხეებში პატიმრებს როგორც ხოველებს ისე ექცეოდნენ რადგან ისინი კრიმინალი პირუტყვები იყვნენ და ყურადღებასაც არავინ არ აქცევდა ველურებს. ამ ყველაფერს ემატება ბატონი მთავარსარდლის ორატორული ნიჭი. ეხლაც რომ გამოვიდეს მიშა სადმე უცხოურ ტრიბუნაზე და საქართველოს შესახებ ილაპარაკოს თუნდაც სისულელე, ამას ისეთი ნიჭით ამბობს რომ მეც სიამაყის გრძნობა მიჩნდება. ამას კიდევ დავუმატოთ ქვეყნის ყველაზე ძლიერი და რეიტინგული ტელემაუწყებლობების მართვა. რუსთავი იმედი და პირველი არხები იყვნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნაციონალური მოძრაობის რუპორები. არცერთ ამ არხზე არ აჩვენებდნენ ადამიანებს რომლებიც მთავრობას ჩიოდნენ. მხოლოდ აჩვენებდნენ იმას თუ როგორი აყვავებული და ბედნიერი ქვეყანაა საქართველო. თურმე ეს ერთი წელია რაც დაინგრა ან გამოჩნდა რომ დანგრეული ყოფილა ეს დიდი იმპერია იმედი როგორ ჩაიგდეს ხელში ამას ხომ მაინც ვერ უარყოფ? და შეგიძლია ამიხსნა რა მიზანს ემსახურებოდა ეგ ფაქტი? უბრალოდ წესრიგი დაამყარეს თუ?.. დიახ... ტელევიზიის ხელში ჩაგდება ეგ უკვე იმის მაჩვენებელია რომ იმ სუბიექტმა რომელმაც ეს გააკეთა, გამიზნული ქონდა მასობრივი ინფორმაციის წყაროს ხელში ჩაგდება საკუთარი მიზნების მისაღწევად... რა უნდა ქონდეს პოლიტიკურ სუბიექტს მიზნად სხვა თუ არა პიარი და პროპაგანდა. მივედი ისევ ამ ოხერ პროპაგანდამდე... რა ვქნათ რეალობა ესაა ....... ცოტა დავიღალე მარა არუშავს
-
ხოდა ზუსტადაც ეგ მიმაჩნია მედიცინის ერთ-ერთ დეფექტად. ის სუროგატი რომელიც "ობიექტს" მუცლით ატარებს გრძნობა არ გაუჩნდება მის მიმართ? ან საერთოდ მათ მხრიდან რა სიკეთეზეა ლაპარაკი როდესაც ფულის გამო აკეთებენ ამას. რომელი ნორმალური ქალი გადაწყვიტავს გაუჩინოს სხვას შვილი ესე უბრალოდ თანაგრძნობის მიზნით... მითუმეტეს თუ ისინი 9 თვე ატარებდნენ მუცლით ადამიანს და მერე ესე უბრალოდ ვითომც არაფერი ყიდიან ბავშვს მათ ნორმალურობაზე საერთოდ როგორ უნდა ვიმსჯელოთ. ქალს რომელსაც დედობრივი ინსტინქტი არ გააჩნია ის როგორც არსება არაფერს არ წარმოადგენს. აი ესეთი მჩხვლეტავი შთაბეჭდილება მაქვს პირადად სუროგატებზე. ხოლო ვინც სუროგატებს ქირაობს იმათზე განსაკუთრებული პრეტენზია არ მაქვს უბრალოდ არ მიმაჩნია ეს ყველაფერი ლამაზად.
-
ეგ ეხლანდელ მთავრობაზე ვთქვი Giorgi Kiskeidze კაი ეხლა რეალობას თვალი გაუსწორე ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალე უბრალოდ შენიღბვა და პროპაგანდა იყო ყველა დაფარული და გასაიდუმლოებული ქმედებებისა რასაც მიშ-ბანდა ჩადიოდა. პირადად ჩემი ძმაკაცის ბიძა კახეთში ფერმას 25 წელი თავისი უკანალით აშენებდა და როცა დაამთავრა მივარდა მიშა თვისი "მართალი" რუსთავი 2 ით და კაცს ათქმევინეს რომ მთავრობამ აუშენა... + წილშიც შეუძვრნენ... ეს ერთადერთი ფაქტი არ იყო მსგავსი. თუ გაიხსენებ ჰიტლერი რა კარგი მმართველი იყო, ხალხი დაასაქმა, ქვეყანა ააშენა, ააყვავა მაგრამმ... . ნებისმიერი ხელისუფლება რაც არ უნდა იდეალური იყოს მაინც თავის კონკრეტულ შეცდომებს უნდა აღიარებდეს, შეგიძლია გაიხსენო ერთი ფაქტი მაინც როდესაც რომელიმე ყოფილ მთავრობის წევრს რამე კონკრეტული შეცდომა საჯაროდ ეღიარებინოს? მხოლოდ იმას ამბობდნენ რომ "კი შეცდომები დავუშვით" მაგრამ რა შეცდომა მაგას არ ამბობდნენ იცი რატომ? იმიტომ რომ პიარ მექანიზმი ოდნავ მაინც არ მოეთხუპნათ. ეს არის პროპაგანდისტული ხელისუფლების ერთ-ერთი მახასიათებელი. მიშას წარსულზე, მის ფსიქოლოგიაზე და შესაბამისად განდიდების მანიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. კაცი აშკარად არაადეკვატურია და რა ვქნათ... მოკლედ ორიოდე სიტყვით წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემა იყო ლამაზად "შეღებილი".
-
ჯერ მართლაც არაფერი გაუკეთებიათ... ოცნების მომხრედ არ ჩამთვალოთ მაგრამ ქართული სულსწრაფობა მაინც გვახასიათებს... ხოდა ეგ ყველაფერი ნაცებმა 9 წელიწადში გააკეთეს თანაც ყოველ კარგ საქმეზე იმდენივეს აფუჭებდნენ და აძვიადებდნენ. დავაცადოთ 4 წელიო და თუ 4 წელიწადში მართლა ნახევარს მაინც არ გააკეთებენ მერე მე ვიქნები პირველი ვინც მაგათ წინააღმდეგ გამოვა.
-
ამ საკითხებში ჩემთვის ერთადერთი მისაღები ფორმაა მხოლოდ ხელოვნურ ინსემინაციას მეუღლის სპერმით... ამით არაფერი არ შავდება და ძალიანაც კარგია. მაგრამ ხელოვნური ინსემინაცია უცნობი დონორის სპერმით უკვე არაადეკვატური ფაქტია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქალის ახირებაა. ამით ჩემი აზრით ბავშვის უფლებებიც ირღვევა, რადგან მას არ ეცოდინება თუ ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. სუროგაციაზე ხო საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია და ამ "მოვლენას" პრობლემის მეტი არაფერი არ მოუტანია ხალხისთვის. ჩემო უფრო კარგი და ჰუმანური რჩევა იქნება თუ ხალხს შვილის ყოლა უნდა აიყვანონ უკვე ცოცხალი და ოჯახის ყოლის უფლების მქონე ბავშვები, რომლებიც უპატრონო ბავშვთა სახლებში არიან "მიგდებულები". მაგრამ არა თავისი ბოდიში და საშოდან უნდათ გამოაძვრინონ ბავშვი რომელიც ჩასახვამდე სინჯარებში და პიპეტებში ათრიეს ან სხვის მუცელში "ჩათესეს" და მოსავლის აღებას ელოდებიან.
-
BEST_GEORGIA არაუშავს... ის რაც ადამიანისთვის გაუგებარი და მიუწვდომელია ჩორტივოზნაეტია ყველაფერი აბა ეგრეა. მაგრამ რა არის ძნელი მისახვედრი ვერ ვხვდები... მღვდლების და ანაფორიანების რო არ მწამს და ღმერთის მწამს ეგეთი ძნელი გასაგები და გასანალიზებელია? ) რავიცი ეგეც ერთგვარი ფანატიზმია რომ რასაც წვერებიან შავოსნები ამბობენ ის აუცილებლად ღმერთის სიტყვა გგონიათ ) ღმერთი ამბობს წადით და იომეთო? დახოცეთ ერთმანეთიო? და დასაჯეთ ყველა ვინც ჩემს სახელს შეურაწჰყოფსო? არა ძმაო არა, ამ ყველაფერს ადამიანი ამბობს და ასრულებს... უბრალოდ ჩვენთვის მარტივია ყველაფერი ღვთის განგებას და სურვილს მივაწეროთ ვიდრე ჩვენ დავიბრალოთ. თქვენთვის გაუგებარია ეს ყველაფერი იმიტომ რომ ღმერთის სიტყვას და სასულიერო პირის სიტყვა ერთიდაიგივე მიგაჩნიათ, ეგრე არ არის და ვერც იქნება... მე ყველაზე უფრო ის მაღიზიანებს რომ ღმერთის აზროვნებას ადამიანისას უტოლებენ, უცნაურად ჟღერს მაგრამ ფაქტურად ეს ესე გამოდის... სინამდვილეში ყოვლადბრძენი შემოქმედის ნამდვილი მნიშვნელობა არავინ არ იცის ამ ქვეყანაზე და ფრუტუნებენ რაღაც პრიმიტიულ ადამიანურ აზრებით... მოკლედ ამ თემაზე აღარ მინდა ლაპარაკი თორე შენც ფილოსოფიურ მორევში უნდა ჩამომყვე და ტყუილად ვიწვალოთ.
-
რათქმაუნდა... ოღონდ ვგმობ ტრუხას და არაფრისმომცემს