Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. ეგრე მარტივად ფორმულით მაგას ვერ გამოთვლი. ალგებრულად ხდება გამოთვლა ორდინატთა ღერძზე ფუნქციების აგებით, რომელიც არც ისე მარტივია და ნამდვილად არ ვიცი როგორ კეთდება ზუსტად. შეგიძლია ძაფი დაადო და ისე გაზომო ფართობი... რავიცი
  2. "მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი" გასაგებია... მეც დაახლოებით ესე მომივიდა, მაგრამ ვცდილობ დავაკავშირო ფაქტები და არ ჩავაციკლდე ერთ რაღაცას, რადგან ყველაფერს ერთი საწყისი აქვს და თუ მათ შორის კავშირი წყდება ესეიგი სადღაც რაღაც შეცდომაა...
  3. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ნაცმოძრაობას ვერანაირი ფართხალი ვეღარ გადაარჩენს და მის თანმიმდევრული განადგურება ოცნებას უკვე დაწყებული აქვს.
  4. ვცდიოლობ შენთვის შესაფერისად დავწერო და არ გაგაღიზიანო. ღმერთის ხსენება აღარ იყო საჭირო რადგან ზედმეტად გავავრცე მისი და ჩვენი არსებობის არსი. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი შეხედულებაა... ყველას იმის სწამს რისი დაჯერებაც უნდა... ალბათ ეს შენზეც და ჩემზეცაა ნათქვამი. მაინც რა საინტერესოა ეს ტვინის ელექტრო-ქიმიური მაიმუნობა. =)))
  5. ხოდა მაგ ყველაფერის გამო დავეჭვდი და გამიჩნდა ჩემი შეხედულებები ისევე, როგორც შენ თავის დროზე რაღაც-რაღაცეებში შეგეპარა ეჭვი და მტრად დაისახე ღმერთის არსი. კიდევ ერთხელ განგიმარტავ რომ მე არ ვცნობ ადამიანის შეთხზულ მტკიცებულებებს და ვცდილობ ვიპოვო უფრო დამაჯერებელი ლოგიკური პასუხები. საზოგადოებაში ეს თუ დანაშაულია მაშ ვაი ჩვენს არსებობას რაც შეეხება კრეაციონიზმს მაგის მსხვერპლი ნამდვილად არ ვარ და სხვების შეხედულებებს ჩემსას ვერ ჩავანაცვლებ... თუ გინდა ახალი კრეაციონიზმის მიმდევრად ჩამთვალე, ნება შენი, მაგრამ მე არ ვთვლი ჩემ თავს რაღაც ჰაი-ჰუიდ უბრალოდ სხვანაირად ვხედავ რაღაცეებს და არ მიტყდება ამის... მორჩა და გათვდა
  6. მაშ გამოდის რომ შენ ნაკლებად აფესებ იმათ ვისი აზროვნებაც მასაზე არ არის დამოკიდებული და თავისი შეხედულებები აქვს? იმედია კოცონზე არ დამწვავენ იმის გამო რომ დამოუკიდებლად ვაზროვნებ.
  7. მაგ მაიმუნში ადამიანიც ვიგულისხმე დიახ შეუცნობადი სამყაროა... სიცარიელეში ჩნდება რაღაც და უაზრობაში ჩნდება აზრი. ჩვენი სამყარო ხომ სიცარიელიდან და უაზრობიდან გაჩნდა... ესეიგი რაღაც აზრი დევს ამ ყველაფერში, უბრალოდ არაფერი ხდება ყველაფერს თავისი საწყისი მიზეზი აქვს. ამიტომ შემიძლია მე ვუწოდი ამ რაღაცას ყოვლადბრძენი რადგან მხოლოდ ეს უსასრულობა ფლობს სრულ ინფორმაციას ყველაფერზე. არ ვიცი რამდენად დამეთანხმები მაგრამ "IMHO" იქ უნდა ვეძებოთ სადაც ადამიანის აზროვნება აბსოლიტურ მარცხს განიცდის... ასეთი ადგილი სრული სიცარიელე და უსასრულობაა, იქ კი მისი და ზოგადად ყველაფრის აზრი და მნიშვნელობა ასევე უსასრულოდ ამოუხსნელია. ადამიანებსა და ნებისმიერ გონიერ არსებებას თავის არსებობაში აქვთ დანიშნულება რომელიც გულისხმობს წესრიგის შექმნას კანონზომიერებაზე დაყრდნობით... წესრიგის გარეშე ვერ მივხვდებით ვერაფერს და ვერ გავიგებთ ჩვენი არსებობის მთავარ აზრს. ამიტომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ, დავეხმაროთ, ვაშენოთ, ვიფიქროთ, გავანვითაროთ და იქნებ ოდესღაც გავიგოთ სიმართლე. სხვათაშორის თუ გაინტერესებს ესეთი რაღაცეები ლაო ძის "დაო დე ძინი" წაიკითხე და იქ უფრო ფილოსოფიურად და ღრმად არის განხილული მსგავსი ხედვები. მაგრამ დაოიზმის მიმდევრად არ ჩამთვალო ეს აზრები იქამდე მიტრიალებდა სანამ მაგას წავიკითხავდი.
  8. ვის აქვს იმედი რომ საქართველო გაბრწყინდება ან დემოკრატიული გახდება? მთავარია ამათმაც ცოცხები არ გვირჭონ დაუმორჩილებლობაზე და დანარჩენს აქამდეც უძლებდა ხალხი და კიდევაც გაუძლებს... იმედია
  9. იმ ყოვლადბრძენის მწამს რომელმაც ჩემი და ჩემი აზროვნების გაჩენის აზრი შექმნა, რომელიც ყველგანაა ტუალეტშიც კი, რომელიც კოსმოსი, ბუნება და სამყარა... ყველაფერი კანონზომიერია და ნებისმიერი მექანიზმის შემოქმედი(თუნდაც ადამიანი) თავისი ქმნილების მუშაობაში ჩარევით მისი შექმნის მნიშვნელობას და კანონზომიერ სვლას ეწინააღმდეგება. შენ რა გინდა მოხდეს რომ დრო შენელდეს და გასროლილი ტყვია ღმერთმა აისხლიტოს? თუ არ დაბადებულიყო საერთოდ ადამიანი ან მისი თავისუფალი აზროვნებაში ჩარეულიყო "IMHO" რომ მას ბოროტების გზა არ აერჩია?.. სად არის ლოგიკა?! ფიზიკაში და მათემატიკაში თუ კარგად ხარ ჩახედული მაშინ გეცოდინება, რომ ყველაფერი ქაოსში შემთხვევითობაზეა დამყარებული, თვით წესრიგიც კი. ასეთ რთულ მექანიზმში(სამყაროში) კანონზომიერი შემთხვევითობის არსებობა ნიშნავს იმას, რომ სრულიად არ არის აუცილებელი შემქმნელის ჩარევა მის მუშაობაში. ეს კიდევ ერთ-ერთი უმარტივესი ფუნდამენტია იმისა, რაც ჩვენს სამყაროში ჩადო "IMHO"-მ.
  10. დარვინმა შეძლო იმის დამტკიცება რომ ღმერთი არ არსებობს? რავიცი მე მეგონა რომ მან უბრალოდ 1 ნაბიჯი გადადგა იმ ჭეშმარიტების უსასრულო გზაზე სადაც ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეს ადამიანს ეგონა. ხოლო დარვინს რისი სწამდა ან არ სწამდა ამას სრულიად არ აქვს მნიშვნელობა მან ხომ უბრალოდ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ჩვენ უვიცი მაიმუნები ვართ. მაიმუნი კი ვერასოდეს ვერ ჩაწვდება სიმართლეს.
  11. სერიოზულად ვამბობ რადგან მეცნიერულად დამტკიცებულია რომ სპილო ავლენს გრძნობების გამოხატვის შემთხვევებს, რადგან მისი ტვინის ის ნაწილი რომელიც გრძნობების კონტროლზე აგებს პასუხს სხვა ცხოველებთან შედარებით ძალზედ განვითარებული აქვს, ხოლო შიმპანზეს შეუძლია სარკეში საკუთარი თავის ამოცნობა ანუ საკუთარი მეს გაცნობიერება... გამოდის რომ გრძნობებიც და აზროვნებაც ცხოველების მახასიათებელიც ყოფილა... მაშ რა გამოგვარჩევს ჩვენ მათგან?.. აბა შენ თუ იცი მიპასუხე.
  12. არა! ეგ ზედმეტად მარტივი პასუხია. იმიტომ რომ ათეისტს წამს რომ ის არარსებული ფანტაზიაა ილუზიაში.
  13. ჩემს აზროვნებას რომ პატივს სცემდე ასეთი ცინიზმის ტალღა არ წამოვიდოდა. არც შენ და არც მე არაფერს არ წარმოვადგენთ იცი რატომ? იმიტომ რომ არ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც აუცილებელია და გულით გვინდა! ათეისტი ხარ და ქრისტიანული აზრები მოგყავს მაგალითად. იყავი ის რაც ხარ და მესაუბრე იმ აზრებით რაც Shaten-ს Shaten-ად ხდის, ნუ აბრუნებ "რაღაცას" ჩემს წინააღმდეგ... ძალიან დიდი ბოდიში, მართლა გაფასებ როგორც მოაზროვნე პიროვნებას, მაგრამ შენც სხვა ადამიანივით ბუნებრივად სოციალური პიროვნება ხარ, ანუ დამოკიდებული ხარ სუბიექტური გარემოცვის აზროვნებაზე, როგორც მე... მაგრამ დროა ვისწავოთ საკუთარი აზრების და სურვილების გამორჩევა ანუ სრული გათვალისწინება პრინციპისა "იყავი ის რაც ხარ"... ადამიანებს გვაკლია დამოუკიდებელი აზროავნება, რადგან მასის ფსიქოლოგია ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს... რაც არ უნდა მოხდეს ჩემო მეგობარო შენი აზროვნება ანუ პიროვნების შემადგენელი ფუნდამეტი უკვე ჩამოყალიბებულია და ვერც ჩემი და ვერც უბრძნესი ადამიანის შეგონებები ვერ შეგცვლის... მოკლედ რომ ვთქვა შენც მასის ზედაპირულ აზროვნებაზე ხარ დამოკიდებული და საკუთარის ძებნა არც კი გიცდია. შენი სრული ათეიზმი ამტკიცებს იმას რომ ყველაფერი ილუზიაა, რადგან არ არსებობს წესრიგის შექმნის მთავარი მიზეზი, შეგიძლია მოკლა, შეგიძლია აწამო და თუ გაგიმართლა არ მოგეთხოვება პასუხი დანაშაულზე. აი სადამდე მიდის შენი ათეისტური აზროვნება, რომელიც ხაზს უსვავს უსამართლობას, ანუ ჩვენი არსებობის უაზრობას(ილუზიას) და თუ შენ მართლა გგონია რომ რეალობა სინამდვილეში ილუზიაა, მაშინ შეგახსენებ რომ შენი(ჩემი) პიროვნება თავისი აზროვნებით არის აბსოლიტური უაზრობა!.. ზედაპირზე ტივტივით ვერაფერს დაინახავ, დროა ჩაწვდე სიღრმეს...
  14. ქრისტიანი ვარ მეგობარო ქრისტიანი, მაგრამ რაღაც რაღაცეებზე ჩემი შეხედულებები მაქვს და არ ვაღიარებ ადამიანის მოგონილ წესებსა და კანონებს რომლებსაც ღმერთის სიტყვას აწერენ. მაგალითად თუ ქრისტიანი არ ხარ ჯოჯოხეთში ხვდები და სხვა ამდაგვარი ეს ხომ უბრალოდ ადამიანის სიტყვებია და მეტი არაფერი... მთავარია ადამიანმა თავისი ნამდვილი დანიშნულება შეასრულოს და აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს ჩემი გადმოსახედით. ღმერთის გაგება იმაზე ღრმად მიმაჩნია, ვიდრე ეს ადამიანებს გონიათ. თუ ეს აზროვნება შენც ზედმეტად უცნაური მიგაჩნია მაშინ არ გაგიკვირდეს ჩემნაირი ბევრი დადის. ოღონდ სექტა არ გვაქვს ჩვენი. )
  15. ვახ მოკლედ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ტყუილად ღიზიანდები და მეც მატლიკინებ უაზროდ რა ... ჯერ ერთი სხვისი აზრების პატივისცემა ისწავლე მეგობარო თუ გინდა რომ რეალობაში რამეს წარმოადგენდე და მეორეც თუ ძალიან გაინტერესებს ჩემი აღმსარებლობა შეეცადე რელიგია და მეცნიერება ერთ კალათაში მოათავსო და იქნებ გაიგო რამე... ნუ ამტკიცებ იმას რაზეც დარწმუნებული არ ხარ. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვან. ერთხელ ალბერტა აინშტაინამ ნილს ბორს ჰკითხა, ნილს ნუთუ გჯერა შენ იმის რომ როდესაც მთვარეს არავინ აკვირდება ის თავის ადგილზე არ იმყოფებოდეს? ბატონმა ბორმა უპასუხა: და შენ შეგიძლია საპირისპიროს დამტკიცება? და კიდევ ერთს დავამატებ, ისე მაინც ცნობისთვის ნათქვამია ყველაზე დიდი მორწმუნე ათეისტიაო და აბა დაუფიქრდი მაგ სიტყვებს და აზრი გამოიტანე შენთვის.
  16. მარწყვის ნიღაბია კარგი და მე თუ მკითხავთ უმჯობესია პომიდვრის ნიღბის გაკეთება... ყველაზე ეფექტირუია სასარგებლო და თან სალიცილის მჟავას ბლომად შეიცავს.
  17. როგორც ჩანს ძალიან გაგაბრაზა და გული დაგწყვიტა დედამ...
  18. მძიმე შემთხვევაა... თან თურქი... შენ რა მოიმოქმედე მაინტერესებს.
  19. ჩემო მეგობარო რაზე დავობ ვერ ვხვდები ქრისტეს ორ ბუნებოვნებაზე გსმენია რამე? მარტო ღმერთი იყო? ყველა თავისებურად იგებს მაგას ისევე როგორც სამყაროს გაჩენას 7 დღეში. ზოგს პირდაპირი სიტყვებით ესმის ზოგი ამ 7 დღეს პერიოდებად ყოფს... ჩემებური გაგებით ზემოთ აღნიშნული შენი წინადადება შემიძლია სხვანაირად გადავთარგმნო... მაგრამ მთარი სიტყვები არაა! მთავარია საქმე რასაც ადამიანი აკეთებდა და აკეთებს, სწორედ ამიტომ არის იესო ქრისტე ჩემთვის მნიშვნელოვანი...
  20. რატომღაც ღიზიანდები მეგობარო და ვერ ვხვდები ან ღმერთზე ესე აკრეფილი რატომ ხარ? ალბათ გული აგიცრუვდა რაღაც რაღაცეების გამო და ღმერთი მტრად დაისახე. რაც შეეხება საპირისპიროს მტკიცებას ეგ არსად დაგიწერია მაგრამ შენი აზროვნება მაგას უსვავს ხაზს. თუ მეცნიერების ლოგიკით ცხოვრობ მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ მეცნიერება არ უარყოფს ღმერთის არსებობას ის უბრალოდ ფაქტებს ეძებს რომ სიმართლე გაიგოს. თვით აინშტაინმა თქვა რომ ვარსკვლავების ძებნაში ღმერთი აღმოვაჩინეო. ხო და კიდევ... სასაცილო სიტუაციის რა გითხრა და ამ ჩემ აზროვნებას არ ვქადაგებ, ის ჩემი პირადი აზრია. ჩემზე კარგად იცოდნენ ადამიანებმა რა უნდათ და რა არა, ყველას რაღაცის წამს რადგან რწმენა არის ის განმასხვავებელი რაც ადამიანს ცხოველისგან გამორაჩევს და არა აზროვნება ჩემო მეგობარო... შენ რისი გწამს? მე ვიცი... შენ?
  21. ნუ როგორც შენთვის არის ცნობილი ჩემო მეგობარო საქართველო და მისი ტრადიციები მართლმადიდებლობასთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული და ამ სარწმუნოების გამო ჩემი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ. ეს არის ის კავშირი რაც შენ ალბათ ვერ დაინახე. ხოლო რაც შეეხება არაეკლესიურ ქრისტიანობას ეს სხვა თემაა და ცოტა არ იყოს ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. მოკლედ გეტყვი, რომ არ ვენდობი სამღვდელოებას და ა.შ "ცოდვილ ადამიანთა სიტყვებს". ქრისტე და სხვა წმინდანები ჩემთვის მაინც უდიდესი სულიერი მნიშვნელობის იქნებიან სულ რომ ღმერთის არ არსებობა საბოლოოდ დამტკიცდეს, რადგან ისინი იყვნენ ადამიანები რომლებიც სიკეთეს, სიყვარულს და მოკლედ სწორ არსებობას ქადაგებდნენ, მათ დაამშვენეს ჩემი იდეალი ანუ ადამიანის არსებობის მთავარი აზრი. .
  22. მესმის შენი, მაგრამ რას დაარქმევდი მაშინ მაგ ყველაფერს? ბანალურია თუ ცინიკური მაგას მნიშვნელობა არ აქვს შენ თუ გინდა ბუბუ დაუძახე მე ღმერთს ვეძახი კიდევ ერთხელ გეტყვი რომ არაფერი არ ჩნდება უმიზეზოდ, ყველაფერს თავისი აზრი აქვს, ნუ დაახლოებით თერმოდინამიკის პირველ კანონის მსგავსად, რომლის მიხედვითაც ენერგია არ წარმოიქმნება არაფრისგან სპონტანურად, ის გადადის ერთი სახიდან მეორეში. სამწუხაროდ Shaten შენ ამტკიცებ საპირისპიროს, რომ ყველაფერი უაზროდ და უმიზეზოდ ჩნდება. მოდი მაშინ რახან შენ სიტყვა ღმერთი არ გსიამოვნებს მაშინ ყოვლადბრძენს დავარქმევ და კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ამ ყოვლდაბრძენის ნაწილი ხარ შენც, მეც, ყველაფერი რაც იყო, არის და იქნება, მან იცის ყველაფრის ნამდვილი არსი ანუ საკუთარი არსი, ამ ყოვლადბრძენს არც თვალები აქვს არც ხელები რომ დაგვინახოს და გვიშველოს. ნუ მოკლედ რა აზრი აქვს ეხლა ამ გაწელილ ფილოსოფიას მე შენ აზროვნებას ვერ ვხვდები და შენ ჩემსას, ეს ნორმალურია მაგრამ მე ის მაღიზიანებს რომ შენც სხვებივით ამ პრიმიტიულ წინადადებებს იყენებ "სად იყო ღმერთი როდესაც ბავშვები და ქალები კვდებოდნენ" და ა.შ. ღმერთის დახმარება რა საჭიროა როცა ჩვენ ვართ ვალდებულები რომ შევქმნათ წესრიგი ნებისმიერ ფასად. თუ შენ, მე, პეტრეს, პავლეს და სხვა უამრავს გვინდა სამართლიანობა, მშვიდობა და წესრიგი რატომ არ ვიბრძვით ამისთვის? ხელები არ გვაქვს თუ ფეხები? არა... ჩვენთვის უმჯობესია ვიჯდეთ და ვიწუწუნოთ! აი ეს არის ადამიანი ჩემო ძმაო რომელმაც საკუთარი თავის არსებობის მიზეზი მარტივ დონემდეც კი არ იცის. ცხოველები ვართ და ცხოველებად დავრჩებით.
  23. შენ მაინც ვერ ხვდები ღმერთის ნამდვილ არსს ის ვერ ჩამოვა შენთან რადგან ის ყველგანაა და მე რომ მკითხო ზედმეტად ზედაპირული იქნებოდა ღმერთის ჩარევა თავისივე შექმნილი მექანიზმის მუშაობაში... შენ იკითხავ გამოჩნდესო, მაგრამ მას გამოჩენა არ სჭირდება შენ მას უკვე ხედავ, ხედავ იმას რაც რელური და არსებითია, შენი თავის ჩათვლით... ღმერთია თავად კოსმოსი და ყველაფერი რაც კოსმოსის მიღმაა, ყველაზე დიდი აზრი ამ ყველაფრის არსებობისა არის კანონზომიერების შენარჩუნება... შენ იკითხავ დააკანონოს ის რაც ჩვენთვის იქნება გამოსადეგი, მაგრამ ყვლეაფერს თავისი ფასი მიეცა დასაწყისიდან და არანაირად არ განვსხვავდებით ჩვენ ქვისგან ან ხისგან, ყველა კოსმოსის ნაწილი ვართ და იმ კანონებსა და შემთქვევითობას უნდა დავემორჩილოთ რასაც ყველაფერი ემორჩილება დროსა და სივრცეში. როგორც შენ ამბობ "უკეთესი იქნებოდა კაცობრიობას თავისი საცოდავი 2 დღიანი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ეფიქრა", ეს მართლაც ასე უნდა იყოს ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარი წესრიგის გაუმჯობესებაზე რათა ვიმსჯელოთ და ჩავწვდეთ საკუთარი არსებობის ნამდვილ აზრსა და მიზეზს.
×
×
  • შექმენი...