Jump to content
Planeta.Ge

ჩუპა

პლანეტელი
  • პოსტები

    411
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ჩუპა

  1. ელიბო... ჩემს გემოვნებაში არ ჯდება ეგეთი ოჯახი, ანუ ეგ არაა ოჯახი... რას ქვია კაცი ქალობდეს სახლში და ქალმა კი იმუშაოს. იმუშაოს ორივემ, სახლის საქმე კი ქალმა აკეთოს, კაცს შეუძლია მიეხმაროს შეძლებისდაგვარად (მე ამის მომხრე ვარ)... სიმართლე გითხრა, მეთვითონ შემზიზღდება კაცი რომელიც ქალის როლშია (ოჯახში). მუშაობა ქალისთვის კი აუცილებელია. არა იმიტომ რომ ფული შემოიტანოს ოჯახში, არამედ ქალად რომ იგრძნოს თავი. მე პირადად როცა ვიცი რომ სახლიდან გასასვლელი არ ვარ არსად, თმასაც კი არ ვივარცხნი, შეიძლება ტანსაცმელიც არ ჩავიცვა და ვირბინო სახლში (მაიკით) ისეთი როგორიც ავდექი ლოგინიდან... ერთი სიტყვით, როცა მუშაობ ან სწავლობ (სახლიდან გადიხარ) ადამიანად გრძნობ თავს, ადამიანურად გამოიყურები...
  2. მაგარი კაცი, გენიოსი!!! მარკესის თითო აფორიზმი ცხოვრებისეული გაკვეთილებია... "ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა შეხედო ზემოდან, როცა წაქცეულია და ხელს უწვდი წამოსაყენებლად"... (მარკესი) მაპატიეთ თუ ზუსტად ვერ ვთარგმნე. აზრი ეგაა!!!
  3. ბოდლერის "ლესბოსელი" წაიკითხეთ! მე გირჩევთ! სულ სხვა თვალით შეხედავთ ამ ცხოვრებას...
  4. თუ არ უნდა არ დარჩება... ძალით არავინ ახტება (დაჟე ჩვენ დროშიც კი)
  5. თუ ადამიანს ერთხელ არ გაუმართლა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მეორეთ ბედნიერების ღირსი აღარაა... მერე რა, იყოს ნაცოლარი... მთავარია ადამიანი იყოს, მთავარია მე ვუყვარდე, მთავარია გულწრფელად უნდოდეს ჩემთან ცხოვრების გატარება.
  6. არ დაიჯერებ მაგრამ, ძაან მესმის შენი... სიყვარული ორსულობისა არ იყოს, ტოქსიკურია. ანუ გულის რევები ჩვეულებრივი ამბავია! როგორც ორსულობაში, ასევე სიყვარულშიც გულის რევა გადის (გარკვეული პერიოდის შემდეგ) სიყვარული კი რჩება.
  7. в огонь и в воду! მამაჩემისთვის რათქმაუნდა
  8. მორჩი გაოფებას თორე მართლა შემომესახიჩრები... :vik: ვაჰჰჰ ამის შიშით ვეღარაფერი დამიწერია :ux:
  9. არა ფიო, რა მეჩვენებოდა, კაქი ლა... მეოთხე სართულიდან სულ ბალკონ-ბალკონ ჩავედი ღამის 1 საათზე რომ მენახა (2 დღე არ მყავდა ნანახი და) ეჰჰ რა დრო იყო, დიდებული, ქებულიიიი
  10. ეჰ... საქმროს ნამდვილად არ ვეძებ მამაჩემისნაირს მაინც ვერ ვიპოვი და რა აზრი აქვს თორე კი
  11. მე 14 წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა. საშინლად მიყვარდა.
  12. არა ელობო, არა!!! ალამაზებენ კი არა და იმახინჯებენ თუნდაც კრიზისულ ცხოვრებას! ვიგოდნიკობა ტრაგედიაა დღევანდელ საქართველოში სამწუხაროდ... არადა რა მარტივია... ვიღაცა ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდის... :DDD მე კი გრძნობის გულისთვის... ჰა... რომელი ჯობია?
  13. ქარისიანი ვარ მაგრამ, რა ვქნა რომ ჩემი იდეალი მამაჩემია... :buchti:
  14. მელ... რას ნიშნავს ამიხსენი "რომანტიკაზე მეცინება"? და რატომ გგონია რომ რომანტიკოსი ვერ იქნება რეალისტი? ერთი მეორეს არ უშლის არანაირად. შენ ალბათ რომანტიკა ფანტაზია გგონია.
  15. სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ ასე თავზე გევლები... სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია. სიყვარულს უნდა ანაცვალო რაც გაგჩნია... სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე, სიყვარულისთვის სასთულამზე რაღაც მაღვიძებს... სიყვარულისთვის დაითრთვილა განჯა, მარტვილი. სიყვარულს ვეძებ სიყვარული მინდა ნამდვილი... სიყვარულია თამარი რომ დარჩა თმარად, სიყვარულს ბევრს რომ ეცადო ვერსად დამალავ... სიყვარულისთვის სერაფიტა სუნთქავს ქვაშიაც, თქვი სიყვარულო, შენი ძალა მაინც რაშია?! სიყვარულია ათასერთი ღამის ზღაპარი, სიყვარულია ჩაუმქრალი სხივის ლამპარი... სიყვარულია ქვის ჩუქურთმა, ყინწვისის ფრესკა, სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა... სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ ასე თავზე გევლები... გადავარდი სიყვარულის პათოსში :love2:
  16. მეორე ჯეობარი... არც ცეკვა-მოდელობაში ვარგიან და არც გამრავლების ტაბულა იციან
  17. შეყვარებისა რა გითხრათ მაგრამ ვნება არსებობს ერთი ნახვით, თანაც გათანგული ვნება :iee:
  18. იმიჯს არა, მაგ საკითხში მართლა უკომპლექსო ვარ...
  19. მე სხვანაირად წარმომიდგენია ბედნიერება... არავითარი სიკვდილი... სიცოცხლე, სიცოცხლე და სიცოცხლე...
  20. ეგ მკვდარია, ბედნიერი კი არა...
  21. ვისი ბრალია მერე ჩინელების საქართველოში ყოფნა? მთავრობას ვაპროტესტებ... ძირს სააკაშვილი!!!
  22. ნასტრაენიეს გააჩნია, ზოგჯერ ძაან თბილი ლაპარაკიც მაღიზიანებს თუ მასეთ ხასიათზე არ ვარ... მაღიზიანებს როცა იდიოტობას მიმტკიცებენ და უარესად მაღიზიანებს როცა თვითონვე სწამთ თავის იდიოტობის... კიდევ უფრო მაღიზიანებს როცა ტუპოი თვალებით მიყურებენ და ყველაფერზე თავს მიქნევენ, არადა გაგებაში არ არიან რა ხდება... ნუ ეს ცხოვრებისეული მაგალითები მოვიყვანე...
  23. ნეტა ვინმე მილაგებდეს ოთახს და მაგაზე გავღიზიანდები? :rolleyes:
  24. მტერმა უყურა ან უსაქმურ ქმარს და ან კი ცოლს... არცერთს არ აწყენს მუშაობა. "შრომამ შექმნა ადამიანი" მე ამის მომხრე ვარ!
  25. შენი საქმისა შენ იცი... მაგ საქმეში პრიციპებს ცოტა არ იყოს და კომპლექსი ჰქვია. გრეხი არაა ეგ იცოდე... დანარჩენი კი შენი საქმეა!
×
×
  • შექმენი...