ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკის დარგში მსოფლიო რეცესია იწინასწარმეტყველა ეკონომისტმა პოლ კრუგანმა, რომელიც დღეს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკას, სავარაუდოდ, ხანგრძლივი რეცესია ელის. იუწყება სააგენტო "როიტერი". მიუხედავად ასეთი პესიმისტური განცხადებისა, კრუგმანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ჩავარდნა არ მოხდება. იგი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიის მიღების შემდეგ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში თუ შეცვლის მის ცხოვრებას, თავის გამოკვლევებს ისევ გააგრძელებს. კრუგმანი აშშ-ს პრისტონის უნივერსიტეტში ასწავლის. 2000 წლიდან მას გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" სპეციალური სვეტი მიჰყავს.