ჩემი ერთ-ერთი უსაყვარელესი ცხოველია სპილო... ეგენი არიან დიდი ძუძუმწოვარა ხურთუმიანი ცხოველები... მათი სიმაღლე 3,5 მეტრს, ხოლო მასა 4-5 ტონას აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. ოჯახობა სპილოს ორი სქესის სამ სახეობასა მოიცავს. აფრიკული სპილოები, Loxodonta აფრიკული სავანის სპილო, Loxodonta Africana აფრიკული ტყის სპილო, Loxodonta Cyclotis ინდური სპილოები, Elephas ინდური სპილო, Elephas Maximus დანარჩენი სახეობები, მათ შორის, მამონტები (Mammuthus), გამყინვარების პერიოდში ამოწყდნენ, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინათ დასრულდა. ვარაუდობენ, რომ სპილოები მეოთხეულ პერიოდში გაჩნდნენ. სპილოებზე ნადირობენ მათი ეშვების მოსაპოვებლად, რომელიც მორთულობებსა და სამკაულებში გამოიყენება. სპილოსებრთა საბოლოო გადაშენებისგან დასაცავად, ისინი საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანეს. ინდური სპილოები ადვილი გასაწრთვნელია. მათ ტრანსპორტის სახითაც გამოიყენებენ რთულად მისადგომ ადგილებში მორების გადასაზიდად. ინდურ სპილოს შევხვდებით ცირკშიც. აფრიკული სპილოები არ იწრთვნება. http://i018.radikal.ru/0809/e3/725fd43fb5f1.jpg http://i009.radikal.ru/0809/be/1e5252c816c5.jpg