Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ბელგიაში ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო ბელგიის მთავრობა დაშლის საფრთხის წიაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ცენტრისტული ფლამანდური პარტიის მეთაურმა ბარტ დე ვიერმა სამთავრობო კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ბელგიის სამთავრობო კოალიცია ცხრათვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, შვიდი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ იქნა ფორმირებული. "N-VA" ბოლო დრომდე ბელგიის პრემიერის - ივა ლეტერმის, ფლამანდიელი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მოკავშირე იყო. ქვეყნის ფედერალურ პარალმენტში ისინი ერთობლივად უმსხვილეს პოლიტიკურ ბლოკს ქმნიდნენ. კოალიციიდან გასვლა თავად ვიერმა იმით ახსნა, რომ არსებულ სამთავრობო კაბინეტს ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება შეუძლებელი იყო. მიმდინარე სიტუაციის დამკვირვებლები მთავრობის დაშლას და უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავენ. უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექვსმილიონიანი ფლანდრიის მცხოვრებთა 79%-ია მზად. ეს ბელგიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. ბელგიაში კი 10,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან ერთად, "N-VA"-ს გადაწყვეტილებამ სხვა ფლამანდიური პოლიტიკური პარტიების კრიტიკა გამოიწვია, გაერთიანებული ფლამანდიური ლიბერალ-დემოკრატებმა კი, რომლის წევრიც ყოფილი პრემიერი-გი ვერხოფსტადტია, განაცხადეს, რომ მთვარობა ერთი პარტიის ტყვეობაში აღმოჩნდა, რომელსაც ქვეყნის დანგრევა სურს. თავის მხრივ, ბელგიის მეფემ, ალბერტ მეორემ, რომელიც ქვეყნის ფორმალური ხელმძღვანელია, ეგრეთ წოდებულ "ბრძენთა საბჭოს", ბელგიის პოლიტიკურ-ინსტიტუციური კრიზისიდან გამოსაყვანად, სახელმწიფო რეფორმის წარდგენა დაავალა. მონარქმა ფლამანდიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი და ვალონიური ვეტერანთა პარტიის პოზიციათა დაახლოვება ბელგიის გერმანულენოვანი საზოგადოების მინისტრ-პრეზიდენტს, კარლ-ჰაინც ლამბერტიცას, ფედერალური პარლამენტის დეპუტატს, ფრანსუა-კსავიეს დე დონნეას და ევროპარლამენტის წევრს, რაიმონდ ლანგერდისას მიანდო. ფლანდრიის წარმომადგენლები თავისი რეგიონისთვის, ფედერაციის ფარგლებში, მეტი ავტონომიისთვის იღწვიან, ფრანგულენოვანი ვალონიიის წარმომადგენლები კი, რომელიც დასახლების მიხედვით ბელგიაში მეორე რეგიონს წარმოადგენს - ქვეყნის მართვაში გადამწყვეტი პოზიციების შენარჩუნებისთვის. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ივა ლეტერმა, რომლის პარტიამაც 2007 წლის საპარალმენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპრომისული გამოსავლის მიღწევა ვერ შეძლო. 15 ივლისს მან მონარქს გადადგომის შესახებ მიმართა, თუმცა ალბერტ მეორემ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
  2. მოლდოვეთის პრეზიდენტისა და დნესტრისპირეთის "პრეზიდენტის" შეხვედრა იგეგმება გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი დნესტრისპირეთის "პრეზიდენტ" იგორ სმირნოვს შეხვდება. შეხვედრაზე ნათელი გახდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ინიციატივის შეთანხმების პერსპექტივა, რომელიც მიზნად მოლდოვეთი-დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრას ტერიტორიული მთლიანობის დაცვით ითვალისწინებს. შესაბამის ინფორმაცია გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, არაუგვიანეს ნოემბრისა მოლდივეთსა და დნესტრისპირეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობით ხელი უნდა მოეწეროს ერთობლივ შეთანხმებას მოლდოვეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპების შესახებ. მოლდოვეთის ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ კი მოსკოვი მოლდოვეთისგან ნეიტრალიტეტის ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვს. გაზეთის ცნობით, ვორონინი მოსკოვის მოთხოვნას უკვე დათანხმდა.
  3. ბორის გრიზლოვი ცხინვალში ჩადის სეპარატისტილ ცხინვალში "ედინაია რასიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვს ელოდებიან. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გრიზლოვი ცხინვალში დღის მეორე ნახევარში ვლადიკავკაზის გავლით ჩავა. გრიზლოვის ვიზიტის მიზეზი, კოკოითის რეჟიმის და სეპარატისტების მხარდაჭერაა. დღესვე ცხინვალის ცენტრში "ედინაია რასიას" მხარდამჭერი აქცია იგეგმება. ცხინვალში ჩასვლამდე, გრიზლოვი ჩრდილო ოსეთში ჩაატარებს შეხვედრებს. ვლადიკავკაზში გრიზლოვი ჩრდილო ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენებს შეხვდება. ამის შემდეგ, ის ცხინვალში გამოემგზავრება.
  4. სლოვენიის არჩევნებში გამარჯვება მემარცხენეებმა მოიპოვეს ხმათა 99,9%-ის დათვლის შემდეგ, სლოვენიის ოპოზიციურმა მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ საპარალმენტო არჩევნებში გაიმარჯვა. იუწყება "AFP". არსებული ინფორმაციით, მემარცხენეებმა არჩევნებში 30,5%-ი მოიპოვეს. მათმა მოწინააღმდეგებმა კი, სლოვენიის მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში ხმების მხოლოდ 29,32%-ი მოაგროვა. არჩევნების შედეგებით, სლოვენიელი მემარცხენეები პარალმენტში 29-30 ადგილს მიიღებენ, დემოკრატიული პარტია კი - 28 ადგილს. რაც სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელს, ბორუტ პახორას გამარჯვებას შანსს აძლევს. სოციალ-დემოკრატების მოკავშირეებმა, პარტიამ "ზარეს - ახალი პოლიტიკა" 9,4%-ი მოიპოვა. ლიბერალ-დემოკრატებმა კი 5,19%-ი მიიღეს.
  5. "ბატფარმა" მედიკამენტების გატანას აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე აპირებს ქართული ფარმაციული კომპანია "ბატფარმა" მედიკამენტების გატანას აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო "ახალი ამბები - საქართველო" ავრცელებს. ფარმაცევტული ქარხანა "ბატფარმამ" მიიღო გადაწყვეტლება რუსული წარმოების მედიკამენტებს საკუთარით ჩანაცვლების შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის თბილისის წარმოების ხელმძღვანელმა, სოსო ზაზაშვილმა, განუცხადა. ზაზაშვილის თქმით, ქარხანას აქვს შესაძლებლობა, რუსული მედიკამენტები 90%-ით ჩაანაცვლოს, ამ მხრივ ქართველ მომხმარებელს პრობლემები არ შეექმნება. საქართველოში ბოლო პერიოდში რუსული წარმოების 120 დასახელების მედიკამენტი შემოდიოდა. მედიკამენტების 80% შუა აზიისა და ამერიკული წარმოების პრეპარატებითაა ჩანაცვლებული.
  6. დიმიტრი მედვედევი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვია რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. იუწყება "ინტერფაქსი". მოლაპარაკებები ყაზახეთის მეთაურის რეზიდენციაში, აკტიუბინსკში გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობებში არსებული საკითხები და რეგიონალური ორგანიზაციების – დაოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, კოლქეტიური უსაფრთხოების შეთამხმებისა და შანჰაის შეთანხმების ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივების გაღრმავება განიხილეს.
  7. ხვალ სუამის სხდომა და სუამი-აშშ-ის შეხვედრა გაიმართება 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა და სუამი-შეერთებული შტატების შეხვედრა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები მიიღებენ. შეხვედრის მსვლელობისას მინისტრები საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში შექმნილ სიტუაციას, სუამის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ. სავარაუდოდ, სუამის წევრ სახელმწიფოტა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის შეხვედრაც იგეგმება.
  8. ყაზახეთი ფოთში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაზე უარს აცხადებს ყაზახეთი საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აკულბეკ კურიშბაევმა განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღება საქართველოში არასტაბილურ სიტუაციის უკავშირდება და ამ ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციის განხორციელება სარისკოა. იუწყება ყაზახური სააგენტო Inform.Kz. მანმადე ყაზახური კომპანია "პროდკორპორაცია" ფოთის პორტში ევროპაში ყაზახური მარცვლეულის ექსპორტისთვის ტერმინალის მშენებლობას აპირებდა. ტერმინალით წლის განმავლობაში 10-12 მილიონი ტონის ექსპორტირება იგეგმებოდა.
  9. ბაქრაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა შეიზღუდება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" მიღება აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესს შეზღუდავს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. ბაქრაძის თქმით, "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ოკუპირებული ტერიტორიებისათვის შესაბამისი სტატუსის მიმიჭებას გულისხმობს. "შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეობა ბათილად და კანონგარეშედ გამოცხადდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
  10. რუსული საფონდო ბირჟები ინდექსების მატებით გაიხსნა 22 სექტემბერს რუსული საფონდო ბირჟები ინდექსების მატებით გაიხსნა, თუმცა მცირე დროის შემდეგ ინდექსი "ММВБ"-ზე ისევ, 0,37%-ით დაეცა. "РТС" ჯერჯერობით ისევ ინარჩუნებს მატებას. ამ ბირჟაზე ინდექსები ორი საათის განმავლობაში 1309 პუნქტით გაიზარდა. შეგახსენებთ, 19 სექტემბერს, "ММВБ" და "РТС" 20%-იანი მატებით დაიხურა. იქამდე ნახევარი სესიის განმავლობაში ბირჟებზე აქციებით ვაჭრობა შეჩერებული იყო. 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საფონდო ბაზრის ფინანსურმა სამსახურმა საბირჟო ვაჭრობაზე ბოლო შეზღუდვა მოხსნა. ამის შემდეგ ინვესტორებს საშუალება მიეცათ საბროკერო კომპანიების ხარჯზე უფრო მეტი ფასიანი ქაღალდი გაეყიდათ. ინდექსი "ММВБ" პრაქტიკულად "გაზპრომის" აქციების მკვეთრი ვარდნის ფონზე ეცემა. დღეს, 12:00 საათისთვის, ყველაზე ძვირი რუსული კონცერნის ფასიანი ქაღალდები თითქმის ოთხი პროცენტით გაიაფდა. კიდევ ხუთ პროცენტზე მეტი "გაზპრომ ნავთობის" აქციებმა დაკარგა. ამ დროისთვის "ლუკოილის" ფასიანი ქაღალდებიც მინუსში იმყოფება.
  11. აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდვები შემცირდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით თურქეთში აგვისტოს განმავლობაში 12 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია ავრცელებს. 2008 წლის აგვისტოს განმავლობაში თურქეთში, ამავე წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით, 14 მილიონი ბარელით ნაკლების ტრანსპორტირება განხორციელდა. ნავთობის გადაზიდვების მოცულობის შემცირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის თურქულ მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად 15-დღიანმა შეფერხებამ გამოიწვია. სულ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ნავთობსადენით 176 805 000 ბარელი ნავთობისა და ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდა.
  12. რუსმა ოკუპანტებმა აქუბარდიების ოჯახი დააკავეს მესტია-წალენჯიხის გზაგე რუსმა სამხედროებმა, აქუბარდიების ოჯახი დააკავეს. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სასტიკად სცემეს ოჯახის უფროსი და სხვა წევრები, დედა კი გააუპატიურეს. ზუგდიდის რაიონში მოხდა მეორე ინცინდენტიც, რუსმა ოკუპანტებმა, გაიტაცეს 15 წლის ნიკა ჯალაღანია და გამოსასყიდად მისი ოჯახისგან 50 ათას დოლლარს ითხოვენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.
  13. კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საწინააღმდეგო პოლიტიკური მხილებისა და წინააღმდეგობის კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. "ხელისუფლების რამდენიმეწლიანმა თანმიმდევრულმა ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ ქვეყანა გასული წლის 7 ნოემბრამდე და ამ დროისათვის არსებულ კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა", - ნათქვამია განცხადებაში. კოალიცია ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ხელისუფლების და მათი მომხრე ძალების დემოკრატიული მეთოდებით და მშვიდობიანი ფორმებით პოლიტიკიდან ჩამოცილებაში ხედავს. კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" სპეციალური ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს, სადაც შესაბამისი პოლიტიკური ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებები გაკეთდება.
  14. რუსული სამხედრო ხომალდები ვენესუელაში მიემგზავრებიან რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდთა ესკადრა მძიმე ატომური კრეისერი "პეტრე დიდის" მეთაურობით ვენესუელაში მიემგზავრება, სადაც რუსეთ-ვენესუელის ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. რუსული მხრიდან წვრთნებში მონაწილეობას სამხედრო ხომალდები მიიღებენ. ასევე იგეგმება ვენესუელის ერთ-ერთ აეროდრომზე ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავების დაშვებაც. შეგახსენებთ, რომ ვენესუელის საზღვაო აკვატორიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებთან ერთობლივი წვრთნები იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ვაშინგტონი ჰუმანიტარული მისიის ნიღბით საქართველოში შეიარაღების შემოტანაში დაადანაშაულა. მედვედევის თქმით, შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში შემოსულ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოში შეიარაღების შემოტანა აქვთ. "ვნახოთ როგორ იგრძნობს აშშ თავს, თუ რუსეთი კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ხომალდების შეყვანას დაიწყებს", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
  15. პაკისტანელმა სამხედროებმა ამერიკულ ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანელმა სამხედროებმა ორ ამერიკულ ვერტმფრენს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ცეცხლი გაუხსნეს. იუწყება სააგენტო "AFP". ინციდენტი ვაზირისტანის ჩრდილოეთ რაიონში, ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა. ამერიკული ვერტმფრენები სოფელ ლვარა მუნდისგან არცთუ მოშორებით შენიშნეს, რომელშიც მოძრაობა "თალიბანის" და "ალ-ქაიდას" მებრძოლები იმალებიან. მას შემდეგ, რაც პაკისტანელმა სამხედროებმა სროლა დაიწყეს, ვერტმფრენები ისევ ავღანეთში გაბრუნდნენ. ამერიკელმა სამხედროებმა თავიანთი მოქმედებები პაკისტანის ტერიტორიაზე 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში გააქტიურეს. პენტაგონი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ პაკისტანის ხელისუფლება ავღანელ მებრძოლებს, რომლებიც აშშ-ს არმიისგან პაკისტანის ტერიტორიაზე იმალებიან, არასაკმარისი ეფექტურობით ებრძვის. 16 სექტემბერს, პაკისტანის ჯარის მეთაურმა ბრძანება გასცა, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში ამერიკელ სამხედროებს ესროლონ.
  16. ანტალიაში ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო კულტურათაშორისი შეხვედრა გაიმართა ანტალიაში ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო კულტურათაშორისი შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, მიღებაზე, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობას საქართველოს, მოლდოვას, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის და ქვეყნების არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ. კონფერენციაზე ქალის როლის საზოგადოებაში, ძალადობის, ქალებით ვაჭრობისა, ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის პრობლემები განიხილეს. მიღების ფარგლებში ტრენინგები და სემინარები ჩატარდა.
  17. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა. გასული კვირის განმავლობაში ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარზე ნაკლები ღირდა. ქარიშხალმა "აიკიმ" მოსალოდნელზე ნაკლები ზარალი მოიტანა, რის გამოც ნავთობმა მსოფლიო ბაზარზე მატების ნაცვლად, მნიშვნელოვანი კლება განიცადა. მიმდინარე კვირა კი ფასის მატებით დაიწყო. 22 სექტემბრის მონაცემებითბარელი ნავთობის ფასმა 6,67 აშშ დოლარით მოიმატა და 104,55 დოლარი შეადგინა.
  18. 27 ოქტომბერს თბილისში "საქართველო-აშშ-ის" ბიზნეს-სამიტი ჩაატარდება 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრის მოადგილე კარლოს გუტიერესი თბილისში ბიზნეს-სამიტს "საქართველო-აშშ" ჩაატარებს. მოცემულ სამიტზე ამერიკული კომპანიები საქართველოს ახალ ბიზნესშესაძლებლობებს განიხილავენ. შამიტის მსვლელობისას აშშ-ის საქართველოს რეკონსტრუქციის პროექტებში მონაწილეობის დეტალები განიხილება - აცხადებს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება 19 სექტემბერს ვაშინგტონში კარლოს გუტიერესსა და საქართველოს ეკონომიკს მინისტრ ეკატერინე შარაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
  19. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთი სამართალდამცავი დაიღუპა, 5 დაიჭრა დღეს დილით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქარტველოს სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომელი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. დაჭრილი პოლიციელები გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ორივე მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ინცინდენტი იმაბვე ადგილზე დაფიქსირდა საადც 21 სექტემბერს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სეპარატისტების შეიარაღებულ ფორმირებას შორის ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა. შეგახსენებთ რომ, 21 სექტემბერს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზგვართან მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ორმხრივი სროლის შედეგად საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ერთი თამანშრომელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. http://itnexclusive.ge
  20. სააკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სააკაშვილი გენასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიასა და ინტერვენციაზე ისაუბრებს. გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად 120 სახელმწიფოს წარმომადგენელია მიწვეული. გაეროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 22 სექტემბერს ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს, ბრაზილიის, აშშ-ის, საფრანგეთის, სერბეთის, არგენტინის, გაბონის, ირანისა და ლიტვის პრეზიდენტების გამოსვლა იგეგმება. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიოს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. "რუსეთმა უნდა დაიცვას ყველა ვალდებულება, რომელიც საკუთარ თავზე აიღო. ყველა ქვეყანა უნდა დარწმუნდეს, რომ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა იმ წესებს არ აკმაყოფილებს, რომლითაც XXI საუკინის მსოფლიო სარგებლობს", - აღნიშნა ბუშის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში სთივენ ჰედლიმ. ჰედლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნას საქართველოს მხარდასაჭერად გამოიყენებს და რუსეთის პოზიციას გააკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს ყველა ქვეყანას თბილისის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან გენასამბლეის ტრუბუნაზე გამოსვლას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გეგმავს. ლავროვი გამოსვლა 25 სექტემბერსაა დაგეგმილი.
  21. იუნესკო აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებულ ისტორიულ ძეგლებს შეისწავლის იუნესკო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამხედრო ოპერაციების დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთათვის მიყენებილი ზარალის შესაფასებლად მისიას გზავნის. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა - ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა - განაცხადა. "ევროსაბჭომ და იუნესკომ საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დაზიანებულ ძეგლთა შესასწავლად მისიის გამოგაგზავნა გადაწყვიტეს. ამ ეტაპზე დგინდება მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და გამომგზავრების თარიღი. მისია საქართველოში, სავარაუდოდ, ორ კვირაში ჩამოვა", - აღნიშნა ვაჩეიშვილმა.
  22. 23 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ლიტვის სეიმის დელეგაცია ეწვევა 23 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ლიტვის სეიმის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის პირველ დღეს დელეგაცია საქართველოს პარლამენტის წარმოამდგენლებთან გამარათავს შეხვედრებს. კერძოდ, ლიტვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დელაგაცია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძესთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძესთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან და პარლამენტის ვიცე-სპიკერთან გიგი წერეთელთან გამართავს შეხვედრებს. 24 სექტემბერს ლიტველი დეპაუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლებს შეხვდებიან. იგეგმება შეხვედრა "სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის" ხელმძღვანელთან - დიმიტრი სანაკოევთანაც. ლიტვის დელეგაცია თბილისს 25 სექტემბერს დატოვებს.
  23. ფინანსური კრიზისის დროს რუსეთმა კაპიტალიზაციის საერთო მოცულობის 52% დაკარგა რუსეთიდან კაპიტალის გადინება, რომელიც მსოფლიო ფინანსურ კრიზისთანაა დაკავშირებული, წინასწარი მონაცემებით, 10-15 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე კუდრინმა განაცხადა. საერთო ჯამში, რუსეთის ფინანსთა მინისტრის შეფასებით, რუსულმა საფონდო ბაზარმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს კაპიტალიზაციის საერთო მოცულობის 52% დაკარგა. კუდრინის თქმით, ფინანსურ კრიზისს ჯერ ფსკერამდე არ მიუღწევია. ის კიდევ ექვსი თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება.
  24. ეტყობა არა... მარტო მე და შენ ვართ...
×
×
  • შექმენი...