Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. FIORENTINO

    CHAT

    ბარო ბანდა... :ravic:
  2. FIORENTINO

    Peste Noire

    მალე დავდებ... დღეს თუ გამიქაჩა ინეტმა დავდებ... :ravic:
  3. უჰუ... თითქმის ერთ სიშორეზეა პრინციპში... ნუ ასე ჩანს რა... :ravic: აუ მთელ დღეს გზაში ვატარებ ამის დედაც... (
  4. პარლამენტში შესაძლოა აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნას პარლამენტში შესაძლოა აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნას. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძის თქმით, აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო ჯგუფის რამდენიმე ვარიანტი შეიძლება შეიქმნას, ერთ-ერთი შესაძლოა ინტერფრაქციული ჯგუფი ან დროებითი საგამოძიებო კომისია იყოს. "საგამოძიებო კომისიის ამოცანას უნდა შეადგენდეს აგვისტოს მოვლენების ბოლომდე შესწავლა. კომისიის წევრების მოთხოვნით, პარლამენტში უნდა მოვიდნენ ის ხელმძღვანელი პირები, ვისაც ამ მოვლენების დროს სხვადასხვა უწყებების მართვა პირადად ეხებოდათ", - განაცხადა ბაქრაძემ.
  5. ჩუბაისი "როსნანოს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა "რაო იეს რუსეთის" ყოფილი თავმჯდომარე, ანატოლი ჩუბაისი, "როსნანოს" სახელმწიფო კორპორაციის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ შესაბამის ბრძანებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, მოაწერა ხელი. "როსნანოს" ("როსნანოტეხის" სახელმწიფო კორპორაცია) გენერალური დირექტორის პოსტზე ჩუბაისი ლეონიდ მელამედას შეცვლის. მელამედი "როსნანოტეხის" თავმჯდომარის თანამდებობასაც ფლობს, კომპანიის დამკვირვებლეთა საბჭოს წევრი კი რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ანდრეი ფურსენკოა. ჩუბაისი კორპორაციის დამკვირვებელთა საბჭოშიც შედის. აგვისტოში "როსნანოტეხმა" საფირმო სტილი შეიცვალა და საკუთარი სახელწოდება შეკვეცა - "როსნანო" - "რუსული ნანოტექნოლოგიების კორპორაცია".
  6. ბიურომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტი განიხილა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი განიხილეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სხდომაზე განაცხადა, კანონის მიღების შემთხვევაში, ბათილად იქნება ცნობილი, ოკუპირებულად აღიარებული რეგიონების ტერიტორიაზე განხორციელებული ქონებრივი გაყიდვა, ინვვესტიცია, მოქალაქების მინიჭების ფაქტები. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის პირველადი განხილვა პარლამენტში 26 სექტემბერს მოხდება.
  7. ესპანეთში ტერაქტების სერია განხორციელდა 21 სექტემბერს ესპანეთში დაწყებული ტერაქტების სერია დღესაც გაგრძელდა. იუწყება ესპანური მედია. დღეს დილით, ქალაქ სანტონაში, სამხედრო ობიექტის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. მომდარზე პასუხისმგებლობა ბასკურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ეტამ" აიღო, რომელმაც აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე ესპანელ მაღალჩინოსნებს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ აცნობა. გუშინ საღამოს კი ქალაქ ალდონაში, პოლიციის დაწესებულებასთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
  8. "კონსერვატიულმა პარტიამ" დევნილთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შექმნა "კონსერვატიულმა პარტიამ" ცხინვალის კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შექმნა. კომისიის წარმომადგენლები ხვალიდან ერთი კვირის განმავლობაში კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, თბილისსა და რეგიონებში დევნილების მდგომარეობას გაეცნობიან. "ჩვენ დავდებთ კონკრეტულ ფაქტებს, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან დევნილები. ზოგადი სურათი კი უკვე გვაქვს, გასული დღეების განმავლობაში თბილისის საბავშო ბაღებსა და სკოლებს ვსტუმრობდით, იქ დევნილები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. არ აქვთ ლეიბები და საბნები, ჰიგიენური საშულებები, საკვები მინიმალურია, 10 დღეში ერთხელ ნახევარი კილოგრამი ლობიო, 300 გრამი ზეთი, კილონახევარი მაკარონი და ა.შ.", - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. "დევნილთა რეალური მდგომარეობის დადგენის შემდეგ, კომისია ინფორმაციას საზოგადოებას პერმანენტულად გააცნობს", - აღნიშნა ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე.
  9. მოსკოვის პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში, ლუკაშენკოს ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს "იმ შემთხვევაში, თუ ბელორუსიის მიმართ მოსკოვის პოლიტიკა შეიცვლება, ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს", - ამის შესახებ ბელორუსიის პრეზიდენტმა განაცხადა. "მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში მინსკის იმედი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ თავი შევიკავეთ ქართული რესპუბლიკების აღიარებისგან, შესაძლოა, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი შეიცვალოს. ღმერთმა არ ქნას, მან იგივე ქმედება ჩაიდინოს ჩვენს მიმართ, რაც საქართველოში განახორციელა", - განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციამ ორი ქართული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო. მალე მას ნიკარაგუამაც მიბაძა. ბელორუსიის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს აღირების საკითხს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ განიხილავენ.
  10. რუსეთის მმართველმა პარტიამ ოს სეპარატისტთა პოლიტიკურ მოძრაობასთან შეთანხმება გააფორმა რუსეთის ფედერაციის მმართველმა პარტია "ედინაია როსიამ" და ოს სეპარატისთა პოლიტიკურმა მოძრაობამ "ერთობამ" თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელი ცხინვალში "ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერმა - ბორის გრიზლოვმა და "ერთობის" ხელმძღვანელმა ზურაბ კოკოევმა მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ რუსეტის ფედერაციამ საქარტველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს ცნო. 9 სექტემბერს მოსკოვმა ცხინვალთან და სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.
  11. ისანი-სამგორის რაიონს ახალი გამგებელი ჰყავს დღეს, 22 სექტემბერს, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, ისანი-სამგორის რაიონში ახალი გამგებელი წარადგინა. ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი გახდა. გრიგალაშვილი აქამდე საკრებულოში მუშაობდა. მერმა და ახალმა გამგებელმა 28-ე ბაგა-ბაღში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ლეიბები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანეს. ახალი გამგებლის თქმით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება.
  12. კოკოითი გრიზლოვს შეხვდა "სამხრეთ" ოსეთის" სეპარატისტი ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერ ბორის გრიზლოვს შეხვდა. რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვამნელმა და სეპარატისთთა ლიდერმა საქართველო აგრესიაში კვლავ დაადანაშაულეს. "დღეს იგრძნობა, რომ საერთოშორისო საზოგადოება აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მიდგომას ცვლის და რუსეთის დროულ მოქმედებას სათანადოდ აფასებს", - აღნიშნა კოკოითიმ.
  13. დიდი ადრონული კოლაიდერი დაიმსხვრა დიდი ადრონული კოლაიდერი დაიმსხვრა, რის გამოც მისი მუშაობა მინიმუმ ორი თვით შეჩერებულია. იუწყება "რია ნოვოსტი". გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ორი თვე დასჭირდება მოწყობილობისთვის ურთულესი რემონტის ჩატარებას. კოლაიდერის აუზში მაგნიტები დაიმსხვრა და ჰელიუმის გადინება მოხდა. შეგახსენებთ, დიდი ადრონული კოლაიდერი - პლანეტაზე ელემენტარული ნაწილაკების ყველაზე დიდი დამაჩქარებელი, 2008 წლის 10 სექტემბერს გაუშვეს.
  14. რადას სპიკერი დეპუტატებს მისი გადადგომის დამტკიცებას თხოვს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, არსენი იაცენიუკი, პარალმენტარებს მისი გადადგომის დროულად დამტკიცებას თხოვს, რომლის შესახებაც მან გასულ კვირას განაცხადა. "ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღეთ. ეს სწორი და ნორმალური იქნება", - განაცხადა მან უმაღლეს რადაში, საპარალმენტო ფრაქციებისადმი მიმართვისას. იაცენიუკმა აღნიშნა, რომ განცხადება მისი გადადგომის შესახებ განცხადებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა განიხილონ, ამის შემდეგ კი, რადას თავმჯდომარეს თავისი პოზიციის გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირებისთვის 15 დღე ეძლევა. რადას სპიკერმა გადადგომის შესახებ 17 სექტემბერს განაცხადა. ჯერ-ჯერობით მისი გადადგომა პარლამენტს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, ამიტომ იაცენიუკი ამ დროისთვის, რადას სპიკერის მოვალეობას ასრულებს. რადას დეპუტატებს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. რეგიონების პარტიამ საკითხის ორშაბათს განხილვის წინანდადება წამოაყენა. თვითონ იაცენიუკმა კი განაცხადა, რომ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას აპირებს.
  15. ფინეთიდან 10 დამკვირვებელი საქართველოში პარასკევს ჩამოვა ფინეთი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფარგლებში 10 სამოქალაქო დამკვირვებელს გამოგზავნის. აცხადებს ფინეთის კრიზისული ცენტრის მართვის უფროსი არი კერკაენენი. ფიენეთიდან მისია საქართველოში პარასკევს ჩამოვა. შეგახსენებთ, რომ მედვედევი-საქრკოზის 12 სესქტემბრის შეთანხმების საფუძველზე საქართველოში 200 კაციანი დამკვირვებელთა ჯგუფის გამოგზავნა იგეგმებოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირმა 15 სექტემბერს დაამტკიცა.
  16. საქრთველო-რუსეთის ურთიერთობებზე ევროსაბჭოს თვითმმართველობათა კონგრესმა იმსჯელა სტრასბურგში ევროსაბჭოს თვითმმართველობათა კონგრესზე საქართველოში აგვისტოში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგებზე იმსჯელეს. ბიუროს სხდომაზე დადგენილება მიიღეს, რომლის თანახმადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მოლაპარაკება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. განხილვის საკითხი კონფლიქტურ რეგიონში ქართული თვითმმართველობების აღდგენაც გახდა. კონგრესის გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული თვითმმართველობის ორგანოებმა ფუქციონირება უნდა განაახლონ. 2 დეკემბერს გაიმართება კონგრესის პლენარული სესია, სადაც საქართველოს შესახებ აქტიურად იმსჯელებენ.
  17. ევროკავშირი მზადაა საქართველოში 300-340 დამკვირვებელი გამოაგზავნოს ევროკავშირი მზადაა საქართველოში 300-340 დამკვირვებელი გამოაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს პრესი" ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მედვედევი-საქრკოზის 12 სესქტემბრის შეთანხმების საფუძველზე საქართველოში 200 კაციანი დამკვირვებელთა ჯგუფის გამოგზავნა იგეგმებოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირმა 15 სექტემბერს დაამტკიცა. ევროკავშირის მისია საქართველოში 12 თვიანი მანდატით ჩამოვა.
  18. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ბაქრაძეს და გურგენიძეს შეხვდება თბილისში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანერგ ჰაბერი ჩამოვიდა. ჰაბერი და მისიის სხვა წევრები საქართველოში სარკოზი-მედვედევის გეგმის საფუძველზე ევროკავშირის მისიის 200 დამკვირვებლის განთავსებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს უხელმძღვენელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე კვირას ჩამოვა. დღეს გერმანელის დიპლომატი ჰანსერგ ჰაბერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შტაბ-ბინა პირველადი 12 თვიანი ვადის განმავლობაში თბილისში განთავსდება. მისიის ბიუჯეტი 31 მილიონი ევროთია განსაზღვრული. იგეგმება ფილიალების – რეგიონალური ოფისების - გახსნაც. მისიის მთავარი მიზანი ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე "დაკვირვება, ანალიზი და მონიტორინგი" იქნება.
×
×
  • შექმენი...