dariala Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 (edited) პოეტი გელა დაიაური და მისი მეგობარი ოჯახებით, ავტოკატასტროფამდე ათენგენობის დღესასწაულიდან მოდიოდნენ .უბედური შემთხვევის დეტალებს გელა დაიაურის ოჯახის ნათესავი, თბილისის ფორუმზე – ”ფორუმ.გე” აქვეყნებს.წყაროს ინფორმაციით, ათენგენობას გელა დაიაური მუცოში ოჯახთან ერთად წავიდა, რათა შვილები ხატისთვის მიებარებინა. პოეტი მუცოში მეგობრის ბერდია არაბულის მანქანით გაემგზავრა. გელა დაიაურს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი, ცოლის და და ცოლის ძმა მიჰყავდა. ბერდია არაბულს ასევე მეუღლე და 4 თვის შვილი ჰყავდა თან. მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით კიდევ ერთი ნათესავი გოგონაც დაიმგზავრეს. უბედური შემთხვევა სალოცავიდან მომავალებს შეემთხვათ. ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბერდია არაბული არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, შვილები, რომელთაგან ერთ-ერთს ამ დრომდე ეძებენ, ცოლის და ბერდია არაბული თავისი მეუღლითა და შვილით.უბედურ შემთხვევას მხოლოდ პოეტი, მისი ცოლის ძმა 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი და ნათესავი 21 წლის თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ. თეონა ჭინჭარაული თბილისში გადმოიყვანეს და ამჟამად მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. გელა დაიაურსა და მის ცოლის ძმას კი პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამ დროისთვის მაშველები ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარს ეძებენ.http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-midiodnen.html Edited July 23, 2010 by dariala Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 საშინელებაა, ღმერთმა დაიფაროს ყველა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 საშინელებაა, ღმერთმა დაიფაროს ყველა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ------------------------------------------------------------------ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted July 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ეხლა გავიგე რომ გელა დაიაურის მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა არ ვიცი რამდენად მართალია, ნეტავ ჭორი იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ღმერთმა ყველა დაიფაროს, ამისთანა უბედურება ნამდვილად არ გამიგია, საქართველოში რომ ეხლა რამე გაგიკვირდება კაცს..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ბერდია არაბული არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, სულ გამჟროლა,მაგრამ ამდენი ბავშვებით მთრალი როგორ დაჯდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. სულ გამჟროლა,მაგრამ ამდენი ბავშვებით მთრალი როგორ დაჯდა?მეც ეს გავიფიქრე . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 საშინელებაა ხალხნო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 წყალში გადავარდნილან... წესით ასეთ ადგილებში სპეციალური ჯებირები უნდა იყოს...ლამის სატვირთო მანქანას რომ გაუძლებს ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 http://forum.ge/?f=68&showtopic=34145825 აღარა ვარ პოსტვის ხასიათზე რა... პირადად ვიცნობდი. წესიერი, განათლებული, გულიანი და ვაჟკაცი ბიჭი იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 analgin მე არ ვიცნობდი,მაგრამ მაგარი დამგრუზა.აცხონოს ღმერთმა და რა მოხდა არ იცი ზუსტად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted August 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2010 ჩემი ახლობელი იყო ბერდიას ჯგუფელი, ხოდა იმისგან ვიცი, რომ არ ყოფილა ნასვამი. მანქანაში რაღაცაზე გაბრაზებულა და უცბად თავი გვერდზე გადახარა და მაგ დროს გადავარდნენო. ნუ ის გოგო ხომ გადარჩა ერთი და იმას უთქვამს - მე მგონი გულის შეტევა მოუვიდაო მე რომ ჩავვარდი წყალში, ერთ ბავშვს ვტაცე ხელი და სანამ შემეძლო მაღლა აწეული მიმყავდაო (((((((((( პატრიარქმა დაიბარა ისე გელა და გარდაცვლილების ნათესავები და მერე გელამაც ილაპარაკა - რამდენადაც უბედური ვარ, იმდენად ბედნიერი ვარ პატრიარქის და ხალხის თანადგომითო. ფაქტიურად შოკშია ჯერ კიდევ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.