ალბათ უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ ეროვნული მოძრაობის დროს, მიტინგებზე მომღერალი ბრმა ქალბატონი - ლელა ვეფხვაძე. დღეს ის მეტროში სიმღერით ირჩენს თავს. წინადადება შემომაქვს, ამ ქალბატონს გავუკეთოთ ერთი საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა და შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიოს ამ - ნამდვილ სახალხო მომღერალს, ჩვენ კი კარგ ქართულ სიმღერებს მოვუსმინოთ.
ამ საქმის ორგანიზაციაში დახმარების და მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ გამომეხმაურონ როგორც აქვე, ასევე ჩოხოსანთა საიტზე (შეიძლება PM-ით.).
ჯერ-ჯერობით იდეა თვითონ ლელა ვეფხვაძესთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ წინააღმდეგი რატომ უნდა იყვეს?
გამოხმაურება რედაქტირებულია ბადრი_წიქორაძე: 22 January 2010 - 12:20 PM

დახმარება





ციტირება
















