Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

და რა ტომ უნდა ჩაიძიროს?

50 დოლარს მოვახმარ ემ პირადად ამ მარტლაც რომ კარგ საქმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გაგიმარჯოთ ღმერთმა ბატონო!

გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათიოდე წუთის წინ ვესაუბრე ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარეს, ბატონ გოგი დოლიძეს და მან გამოთქვა სურვილი, რომ ჩოხოსანთა დასი მიიღებს მონაწილეობას ამ აქციაში. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დასის კოლექტიური წევრები, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ასევე აღმოჩენილი იქნება დახმარება საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის კუთხით. Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

ისე, ჩვენში დარჩეს და რად გვინდა ან ეს არჩევნები ან საერთოდ კონკრეტული ხელმძღვანელი? :))

ტყუილად დროს ვწელავთ ასე. :))

რაკიღა ეს მადლიანი იდეა მოგივიდათ აზრად, თავად გვითხარით დრო და ადგილი და შევიკრიბოთ ვისაც რა შეგვიძლია. დავჯდეთ დადეტალური გეგმა შევიმუშავოთ.

მართალი ბრძანდებით, მაგრამ იქნებ შაბათ-კვირას ერთი -ორი თანამოაზრე შემოგვემატოს, არც ქორწილივით ხალხის დაპატიჟება მინდა, ყველამ იგრძნოს, რომ თანამონაწილეა. მგონი ასე უფრო მადლი ექნება. თან თემა არ იძირება (მეორე გვერდს ყველა არ კითხულობს).

ორშაბათიდან დავიწყოთ მოქმედება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ჩვენში დარჩეს და რად გვინდა ან ეს არჩევნები ან საერთოდ კონკრეტული ხელმძღვანელი? 001.gif

ტყუილად დროს ვწელავთ ასე. 001.gif

რაკიღა ეს მადლიანი იდეა მოგივიდათ აზრად, თავად გვითხარით დრო და ადგილი და შევიკრიბოთ ვისაც რა შეგვიძლია. დავჯდეთ დადეტალური გეგმა შევიმუშავოთ.

+1

ათიოდე წუთის წინ ვესაუბრე ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარეს, ბატონ გოგი დოლიძეს და მან გამოთქვა სურვილი, რომ ჩოხოსანთა დასი მიიღებს მონაწილეობას ამ აქციაში. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დასის კოლექტიური წევრები, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ასევე აღმოჩენილი იქნება დახმარება საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის კუთხით.

ეს იმ შემთხვევაში იქნება მისაღები და კარგი, თუ დანარჩენი ეგ ხალხი სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ კონცერტში მონაწილეობას.

ჩემი აზრით ბილეთებიდან შემოსული ფული მთლიანად ლელა ვეფხვაძისთვის და მისი ოჯახისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს იმ შემთხვევაში იქნება მისაღები და კარგი, თუ დანარჩენი ეგ ხალხი სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ კონცერტში მონაწილეობას.

ჩემი აზრით ბილეთებიდან შემოსული ფული მთლიანად ლელა ვეფხვაძისთვის და მისი ოჯახისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

რა თქმა უნდა. ვისაც ჩემი ბიოგრაფია არ წაუკითხავს ჩვენს საიტზე raindebi.ge მათთვის ვიტყვი: ორი ეკლესიის მშენებლობაში მაქვს წვლილი ჩადებული და გთხოვთ ნუ მაწყენინებთ. რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ იმღერებენ და იცეკვებენ და მადლობასაც იტყვიან, კულტურული ხალხია.

ქართულ ვარიანტებს თავი დავანებოთ და ყველა საქმეს უნდა ყავდეს მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფინანსების გამჭირვალობის თუ სხვა კუთხით, ასევე აქციაში დახმარების მსურველებს სთხოვს დახმარებას და მიიღებს მათგან შესრულებული სამუშაოს ხარისხიანად.

როდესაც არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი, იქ საქმე არ გამოდის.

მე ვასახელებ analgin-ს.

ყველას ვთხოვ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. ხელმძღვანელის გარეშე ასეთი საქმე როგორ გაკეთდება?

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე თქვენთან ვარ. :D

გმადლობთ თქვენ უკვე ხართ სიაში.

წინადადება შემომაქვს ჩამოყალიბდეს ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტის საორგანიზაციო შტაბი იმ პიროვნებებისაგან, ვინც უკვე გამოთქვეს დახმარების სურვილი:

1. zeppelina

2. ბადრი წიქორაძე

3. Achiko1972

4. დირე

5. lasha1997

6. 'murTazi'

7. 'analgin'

8. "ჩოხოსან რაინდთა დასი"

9. ??????????????????

გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარის კანდიდატურა. ესა პირველი დავალება და ამის შესრულება ყველას შეუძლია.

ვინც ორი დღის განმავლობაში, კვირის - 24 საათსა და 00 წუთისთვის დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას ის ჩაითვლება არჩეულ თავმჯდომარედ (დროის გაწელვას აზრი არა აქვს).

ხმის მიცემა აქვე, ღიად. საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა აკრძალულია.

აქციაში მონაწილეობის მსურველთა მიღება გრძელდება, მსურველი ავტომატურად ჩაირიცხება საორგანიზაციო შტაბში. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღების ახალ მსურველებსაც.

ჯერ-ჯერობით დასახელებულია ორი კანდიდატურა:

1. 'analgin' .................................მიღებული აქვს 1 ხმა.

2. ბადრი წიქორაძე ----------------მიღებული აქვს 1 ხმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე აქ პირადად არავის ვიცნობ, არც ის ვიცი, ვინ რას აკეთებს, რა სფეროში მოღვაწეობს და ამ კონკრეტულ საქმეში, ასე ვთქვათ, "ვის რისი თავი აქვს". მართალი გითხრათ დიდად ამ არჩევნების :D აზრსაც ვერ ვხვდები, ამიტომ ამ საკითხში ვეთანხმები აქ გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს და სრულად ვიზიარებ გამყრელიძის დასკვნას!!!

რაც შეეხება საქმეს: აქ დამსწრე საზოგადოების სურვილის შემთხვევაში, როგორც ზემოთ ვთქვი, მე შემიძლია სატელევიზიო რეკლამის დამზადება საკუთარი ხარჯებით, ამისათვის ერთადერთი დამჭირდება სრული ინფორმაცია სად ტარდება, როდის და ვინ მონაწილეობს. განთავსებაზე უსასყიდლოთ ნამდვილად ვერ დაგეხმარებით, შემიძლია რამოდენიმე სააგენტოს დაველაპარაკო გარკვეულ ფასდაკლებებზე. რეკლამა თუ განთავსდა, ღონისძიებიდან მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც უნდა დაიწყოს ტრიალი, რათა თავის როლი შეასრულოს. მე დასამზადებლად სრული ინფორმაციის მოგროვებიდან დამჭირდება 3-4 დღე.

ბილეთსაც რათქმაუნდა შევიძენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ კარგად ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი.

დიდი მადლობა დახმარების სურვილის გამოთქმისათვის. ამხელა კონცერტის პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს რომ სატელევიზიო რეკლამა ვატრიალოთ. ბოლოს და ბოლოს პავაროტიც შემოევლოს და კარიერასიც, მაგრამ არც ერთია და არც მეორე. ერთი ასი ცალი 5 ლარიანი ბილეთიც რომ გაიყიდებოდეს რაღაც დარბაზს მოვძებნით (ოპერასა და ფილარმონიაზე) არ მაქვს პრეტენზია და ამ ქალბატონის სახით, ჩვენი წარსულს ვცემთ პატივს.

რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება მით უკეთესი, მაგრამ ეს ხალხისაგანაა დამოკიდებული.

ეხლა ბოდიშს ვიხდი და მე ნამდვილად არ მესმის ხელმძღვანელის გარეშე ასეთი საქმე როგორ უნდა გაკეთდეს. ორი კაცი რომ შეიკრიბება სუფრაზე, ერთი მათგანი თამადაა და საქმე ხელმძღვანელობის გარეშე როგორ იქნება?

მე პირადად ანალგინი დავასახელე თავმჯდომარედ, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუმცა წარმოდგენაც არა მაქვს ვინ არის.

პირადად არავითარი პრეტენზია არა მაქვს, ვინც გინდოდეთ იმას მიეცით ხმა. ჩემთვის ბედნიერება ის იქნება, თუ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. თუ გინდათ ბილეთს ვიყიდი და კონცერტზეც არ მოვალ, ფორუმიდან გავიგებ და გამიხარდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირადად ანალგინი დავასახელე თავმჯდომარედ, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუმცა წარმოდგენაც არა მაქვს ვინ არის.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, კი ბატონო, იყოს. ჩემი ხმაც მის სასარგებლოდ ჩათვალეთ.

სატელევიზიო რეკლამას რაც შეეხება, მე რაც შემეძლო ის შემოგთავაზეთ, მხოლოდ კეთილი სურვილებით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინადადება შემომაქვს ჩამოყალიბდეს ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტის საორგანიზაციო შტაბი იმ პიროვნებებისაგან, ვინც უკვე გამოთქვეს დახმარების სურვილი:

1. zeppelina

2. ბადრი წიქორაძე

3. Achiko1972

4. დირე

5. lasha1997

6. 'murTazi'

7. 'analgin'

8. "ჩოხოსან რაინდთა დასი"

9. ??????????????????

გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარის კანდიდატურა. ესა პირველი დავალება და ამის შესრულება ყველას შეუძლია.

ვინც ორი დღის განმავლობაში, კვირის - 24 საათსა და 00 წუთისთვის დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას ის ჩაითვლება არჩეულ თავმჯდომარედ (დროის გაწელვას აზრი არა აქვს).

ხმის მიცემა აქვე, ღიად. საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა აკრძალულია.

აქციაში მონაწილეობის მსურველთა მიღება გრძელდება, მსურველი ავტომატურად ჩაირიცხება საორგანიზაციო შტაბში. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღების ახალ მსურველებსაც.

ჯერ-ჯერობით დასახელებულია ორი კანდიდატურა:

1. 'analgin' .................................მიღებული აქვს 2 ხმა. (ბადრი წიქორაძე, აჩიკო)

2. ბადრი წიქორაძე -----------------მიღებული აქვს 1 ხმა. ('analgin')

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატელევიზიო რეკლამას რაც შეეხება, მე რაც შემეძლო ის შემოგთავაზეთ, მხოლოდ კეთილი სურვილებით

დიდი მადლობა. კეთილი სურვილებიც დახმარებაა. ღმერთმა გაგიმარჯოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...