Jump to content
Planeta.Ge

12 დეკემბერი,18:00 სთ,1. მეცნიერული კონფერენცია CERN-ის შესახებ


Recommended Posts

Guest ჭანო

მოკლედ 12 დეკემბერს გვყავს მაქს-პლანკის ფიზიკის ინსტიტუტი დოქტორანტი-სოფო პატარია სტუმრად, რომელიც დეკემბრის ბოლოს DR. ტიტულის დაიცავს CERN-ს ერთერთ საკითხზე.

რა არის ეხლა CERN - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია, რომლის ლაბორატორია ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში არის მსოფლიოს უდიდესი. ასევე ყველაზე დაბალი დემპერატურა ხილულ სამყაროში კერძოდ -271 °C (თეორიული -273, მაგრამ კოსმოსში დიდი რაოდენობის გამოსხივება რის გამოც -270-მე აღწევს) ასევე ყველაზე ცხელი წერტილიც 10 მილიონი მილიარდი °C, ეს ტემპერატუ რა გვაქქვს მართალია ძალიან პატარა ადგილას მაგრამ მაინც გვაქვს.

ეს ლაბორატორია შესაბამისად საკმაოდ ძვირი დაუჯდა ევროპას(3 მილიარდი ევრო თუ არ ვცდები).

რა არის ეხლა ამ ცდების მიზანი:

ყველავ ვიცით აინშტაინის ფორმულა რომ E=mc²(ენერგია=მასა*სინათლის სიჩქარე კვადრატში) , ე.ი თუ ჩვენ ორ ნაწილაკს დიდი სიჩქართი, შესაბამისად ენერგიით ერთმანეთს დავაჯახებთ უნდა მივიღოთ ახალი ნაწილაკი. ამისთვის არსებოსბ 27 კილომეტრიანი ამაჩქარებლები რომლებიც ნაწილაკებს თითქმის სინათლის სიჩქარეს ანიჭებს. ცდებისთვის იყენებენ პროტონებს.

Big Bang ანუ დიდი აფეთქების თეორის გადამოწმებაც უნდა მოხდეს აქ.

ასევე სამყაროს აგებულების კვლევა,მაგ. ანტიმატერია, შავი მატერია, შავი ენერგია .

ამ ლაბორატორიაში ხდება უკვე ანტიმატერიების(ჯერ ჯერობით მხოლოდ ანტი წყალბადისა და ჰელიუმის(თუ არ ვცდები)).

 

ასევე ხილული სამყაროს აგებლების კვლევაც მიმდინარეობს. ბორის ატომის მოდელი ალბათ ყველამ ვიცით სკოლიდან, რომ ატომის გარსი შედგება ელექტრონებისგან, ხოლო ბირთვი პროტონებისა და ნეიტრონებისგან და შესაბამისად ელეკრონები, პროტონები და ნეიტრონები უმცირესი ნაწილაკებად ითვლებოდა 70-იან წლებამდე. ეხლა აღმოჩენილია რომ პროტონი და ნეიტრონ კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან შეგება, კერძოდ ბოზონებისგან და ა.შ. მოგვიანებით ვეცდები მეტი დავწერო.

ეხლა ეძებენ წონის უფრო სწორედ მუზიდულების გამომწვევ მიზეზს.

 

 

 

12 დეკემბერი,18:00 სთ,1. მეცნიერული კონფერენცია CERN-ის შესახებ, უმაღლესი ენრგიის ფიზიკა, სამყაროს აგებულება

 

 

კონფერენციის ორგანიზაციული საკითხები, ანუ რა არის გასაკეთებელი, მასალების მოპოვება,რეკლამა და ა.შ.

 

 

თემა ერთი შეხედვით ძალიან რთული შეიძლება მოგეჩვენოთ, სინეამდვილეში ამის ახსნა "გლეხურ ენაზეც" შესაძლებელია და კითხვების ნუ შეგესინდებათ.

 

მოდი აქ დავიწყოთ ამ თემაზე მუშაობა და მოგვიანებით სათაურასც შევცვლი.

 

მოკლედ:

არის შესაძლებლობა იქნას ამ თემაზე 2(ეტაპობრივად) საინტერესო და მცოდნე პიროვნება.

1. ახალგაზრდა გოგო რომელიც CERN-ში მუშაობს და ეხლა ჩააბარა თავისი სადოქტორო ნაშრომი და უახლოს მომავალში ალბათ დოქტორის ამპლუაში იქნება.

და თუ ეს კონფერენცია ქწარმატებით ჩაივლის.

2. ვეცდებით დვალის მოწვევას.

 

cern.jpg

 

ასევე იხილეთ:

დიდი აფეთქების თეორია

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 156
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Guest ჭანო

საინფორმაციო და ინტექტუალ მხარდაჭერას ველით

“მაღალი მატერია” ბლოგისგან.

 

ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას შევეცდები ჩემს ბლოგ

"ყველაფერი ტექნიკასა და ენერგიაზე"

 

ასევე არის სხვა უფრო ძლიერ მედიების მხარდაჭერი მოპოვების შანსიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ,ძალიან კარგია. თუ ადმ,ინისტრაციას შეგვეძლება რაიმე მხარდაჭერა ყოველთვის დიდი სიამუვნებით. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ძალიან მაგარი იქნება....

 

ჩვენც შევეცცდებით მაქსიმალურად დავაანონსოთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი აქ დავიწყოთ ამ თემაზე მუშაობა და მოგვიანებით სათაურასც შევცვლი.

 

მოკლედ:

არის შესაძლებლობა იქნას ამ თემაზე 2(ეტაპობრივად) საინტერესო და მცოდნე პიროვნება.

1. ახალგაზრდა გოგო რომელიც CERN-ში მუშაობს და ეხლა ჩააბარა თავისი სადოქტორო ნაშრომი და უახლოს მომავალში ალბათ დოქტორის ამპლუაში იქნება.

და თუ ეს კონფერენცია ქწარმატებით ჩაივლის.

2. ვეცდებით დვალის მოწვევას.

 

მაქვს ერთი ცოტა არ იყოს ზოგადი ხასიათის შეკითხვა ფიზიკაში რომელიც კავშირშია ამაჩქარებელთან და მინდოდა მასზე პასუხის მიღება :)

კიდევ მაქვს თავში იდეები და სწორედ რომ პროფესიონალების პასუხი მაინტერესებდა, მაგრამ მაგათზე შემდეგ.......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

arcivi9

კეთილი იყოს შენი მობრძანება.

 

მაქვს ერთი ცოტა არ იყოს ზოგადი ხასიათის შეკითხვა ფიზიკაში რომელიც კავშირშია ამაჩქარებელთან და მინდოდა მასზე პასუხის მიღება 001.gif

კიდევ მაქვს თავში იდეები და სწორედ რომ პროფესიონალების პასუხი მაინტერესებდა, მაგრამ მაგათზე შემდეგ.......

კითხვები ჩამოყალიბება კარგი იქნება, მარტო ისეთებისაც კი არა რაც მხოლოდ შენ ან მე მაინტერესებს, არამედ ზოგადა ვისაც არ ქონია საერთოდ შეხება ამ თემასთან იმათმაც რომ გაიგოს.

 

იქნება ნელნელა დავდოთ ინფორმაციები ამ თემის ირგვლივ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

ირაკლი

სე განაგრძეთ და ინტერვიუს სტატიას განვათავსებ ბლოგზე

კეტილი იყოს შენი მობრძანებას.

მაგრამ დახმარების იმედი მქონდა და მაქვს :)

დახმარებაში იგულისხმება: იქნებ მოახერხო და ცოტა რამე დაწერო.

კვირის ბოლოს შევეცდები მეც რომ დავწერო რაღაცეები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა!

 

მეც შემოგიერთდით... და დაგეხმარებით თუ რამით შევძლებ. მაგრამ იქნებ კონრეტულად გვითხრა ჭანო რა სახის დახმარება გჭირდება. "რაღაცეების დაწერა"-ში რა იგულისხმება? PM-ში ფორუმ.გე-ზე მგონი ნათლად ვუპასუხე შენს კითხვებს. რაც შეეხება ნავიგატორს... როგორც ასეთი, სამეცნიერო ჟურნალი, საქართველოში არ არსებობს სამწუხაროდ. ერთადერთია Junior Georgia, რომელიც საბავშვო სამეცნიერო ჟურნალია. ნავიგატორი ძირიტადად ICT News-ებს ბეჭდავს, მაგრამ როგორც წერილში გითხარი, მე სხვა კუთხითაც მაქვს ურთიერთობა და შემიძლია ამ მხრივ დაგეხმარო-თქო. მითუმეტეს თვითონ რედაქტორია ამ მხრივ დაინტერესებული....

ირაკლი-ც მზადაა დასახმარებლად. შენ კონკრეტულად თქვი რა გინდა ჭანო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

LUKA-BRAZI

მოხარული ვარ რომ შენც შემოგვიერთდი

 

ონრეტულად გვითხრა

ოკ, ვეცდები უცებ რომ ჩამოვაყალიბო.

1. ინტერესი ანუ ადუიტორია, ანუ ხალხი ვისაც ეს თემა დაინტერესებს

1a)შესაბამისად ხალხის მოწვევა, ვისაც ეს თემა აინტერესებს.

2. ამ თემაზე ინფრომაციის დადებე რაც ეხლა გვაქვს(+რასაც ამ დღეებში მოვიპოვებთ) -ხალხმა რომ გაიგოს რაზე გვაქვს საუბარი(როგორც გლეხურ ასევე აკადემიურ ენაზე :D )

3. კითხვების დაფიქსირება/შეგროვება.

 

 

ეხლა კონკრეტულად მე რას გავაკეთებ.

1. კვირის ბოლოს მივწერ სასურველ(ზემოთ უკვე ავღნიშნე) სტუმარს(99% დარწმუნებული ვარ უარს არ მეტყვის :) )

2. ვეცდები ამ თემის ირგვლივ ინფო მოვიპოვო(მაგრამ ორშაბათამდე ალბათ ვერ მოვარხერხებ) და აქ დავდო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

ოფიციალური ვებგვერდი

 

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN (აკრონიმი ფრანგ. Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. ცენტრი განლაგებულია ქალაქ ჟენევის დასავლეთით, ნაწილობრივ შვეიცარიის და ნაწილობრივ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ორგანიზაცია ასევე ცნობილია, როგორც ინტერნეტის დაბადების ადგილი. დაფუძნდა 1954 წლის 29 სექტემბერს წევრ ქვეყანათა ხელმოწერით. აკეო-ს თავდაპირველად 12 წევრი ჰყავდა, რაც დღეისთვის 20-მდე გაიზარდა.

 

მისი მთავარი ფუნქცია ატომური აქსელერეტორების მოწოდებაა მაღალი ენერგიის ფიზიკის კვლევებისთვის და უამრავი ექსპერიმენტისთვის, რომელიც აკეო-ს საერთაშორისო კოლაბორატორთა მიერ იქნა აშენებული საერთო გამოყენებისთვის. მთავარ ლაბორატორიაში მდებარეობს ვრცელი კომპიუტერული ცენტრი უძლიერესი მონაცემთა დამმუშავებელი მოწყობილობებით, რომელთა ძირითადი დანიშნულება ექსპერიმენტულ მონაცემთა ანალიზია; და ვინაიდან ეს ცენტრი მკვლევართა დიდი ქსელისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ის ისტორიულად იყო (და დღემდე რჩება) უდიდეს და უმთავრეს ქსელურ გამანაწილებლად.

 

ამჟამად აკეო-ში სრული დატვირთვით 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. 6500-მდე მეცნიერი და ინჟინერი (500 უნივერსიტეტიდან და 80 ქვეყნიდან), მსოფლიოს ატომურ ფიზიკოსთა დაახ. ნახევარი, აკეო-ში წარმოებულ ექსპერიმენტებზე მუშაობს.

 

ლაბორატორიას ძლიერ გაუწია პოპულარიზაცია დენ ბრაუნის ბესტერლერმა რომანმა "ანგელოზები და დემონები", რომლის პირველი თავი აქ თითქოსდა მომხდარ მოვლენებს ეძღვნება. მიკროკოსმოსის საგამოფენო ცენტრი ღიაა საზოგადოებისთვის, ასევე გიდის მეშვეობით შესაძლებელია ზოგიერთი მიმდინარე ექსპერიმენტის დათვალიერება.

 

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

http://cb3blog.files.wordpress.com/2009/05/cern.jpg

http://www.w3.org/DesignIssues/diagrams/cern/CERN-MontBlanc-letter.jpg

http://graphics8.nytimes.com/images/2007/05/14/science/15cern.xlarge1.jpg

http://ieuah.files.wordpress.com/2008/04/cms_cern.jpg

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ვერ მივხვდი დანიშნულებას, ამხელა ხარჯები, მთელი მსოფლიო მონაწილეობს

 

და მიზანი? შედეგი?!

 

თუ ეს მეცნიერების სათამაშO იქნება ასე ვთქვათ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

newstudio

თუ ეს მეცნიერების სათამაშO იქნება ასე ვთქვათ?!

დაახლოებით :hitler:

 

მიზანია კი მატერიის შემადგენლობის გამოკვლევა(და შესაბამისად სამყაროს წარმოშობის მიზეზებზე და ა.შ.)

 

 

მოკლედ სტუმარმა თანხმობა განაცხადა, ერთერთ შაბათ-კვირისთვის არ იქნებაო პრობლემაო

სოფო პატარაია

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...