დაწერილია 29 October 2009 - 03:17 PM
ბატონო ირაკლი, როგორც ამთავითვე ჩანს, თქვენ, ასე ვთქვათ, არ ებრძვით "ნაციონელურ" კლანს, მეტიც - ამ კლანის მიერ თქვენ საპასუხისმგებლო თანამდბობაზე საქართველოს ბედი გქონდათ საქართველოს გარეთ ჩაბარებული!
"არ ებრძვით", იგულისხმება ის, რომ თქვენი პერსონის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თქვენ არ შეეხებით ნაციონალური მოძრაობის მიერ უკანონოდ გადროვილ კაპიტალს, რაც ნაციონალური მოძრაობის ელექტორატზე მუშაობაშიც აისახება თქენი მხრიდან...
როგორც ოპოზიციურ ამპლუაში თქვენი ამჟამინდელი მოღვაწეობიდანაც ხალხის თვალში ცხადზე ცხადია, ამით, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რადიკალურ და თვისებრივ ცვლილებების არ უნდა ველოდოთ. ჩანს, რომ თავად ნაციონალური მოძრაობაც თქვენს მიმათ შემწყნარებლურია!..
რა კომენტარს გაკეთებდით ზემოაღნიშნლთან დაკავშრებით და კიდევ:
როგორც ფიქრობთ, თუ ამ ვითარებაში ასევე ცხადზე ცხადია, მომსწრენი ვართ იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ხოლო დანაჩენ ნაწილში ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის მიმათ, ასე ვთქვათ, კუდის ქიცინის მდგომარეობაა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ კარგა ხნით კავკასიის გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოს ამბავში არ შეიცვლება და რუსეთ-ამერიკას შორის საქართველოში ეთგვარი ბერლინის კედელი აშენდა, საქართველოს ტერიტორიაზე ამ 2 დიდი სახელმწიფოს ინტერესთა დაშორიშორებისა და შეხების ზღუდე აღიმათა და, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო გაიყვეს? ხომ არ მიდის ჩვენი ქვეყანა ისეთგვარი ფედერალიზაციისაკენ, როგორიც, ვთქვათ, გერმანია მოაწყვეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ? ხომ არ მოასწავებს ფედერალიზმამდე სვლა საქართველოს მკაცრ კონტროლს ამ 2 დიდი სახელმწიფოს მიერ კაგრა ხნით - ათწლეულების მანძილზე?