Jump to content
Planeta.Ge

“გაუშვით შოთა, დააბრუნეთ მაკკანი!” – “ჰალის” ფანები არველაძის გაშვებას ითხოვენ


Recommended Posts

შოთა არველაძემ “ჰალ სიტიში” მისვლიდან ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო, თანაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “დერბისთან”. “დერბიმ” “ჰალის” 3-1 მოუგო და “ვეფხვებს” შანსი არ დაუტოვა.

საშინელი პერფორმანსის შემდეგ “ჰალ სიტის” ფანების ნაწილი შოთა არველაძის გაშვებას და მაკკანის დაბრუნებას ითხოვენ. ზოგი მათგანი სწორედ მაკკანს ადანაშაულებს გუნდის ამ მდგომარეობაში, თუმცა შოთას საკადრო გადაწყვეტილებებს უწუნებენ.

“ვიცი, რომ მწვრთნელი მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც გუნდშია, მაგრამ დღეს უბრალოდ, უაპელაციოდ საშინელება იყო. ცუდი ტაკტიკა, ცუდი შემადგენლობა და დაგვიანებული შეცვლები”.

“აჯუნ, ვინ გითხრა რომ 4-3-ით წაგება სჯობს 0-0-ს? ამ სამარცხვინო გუნდით გავვარდებით. არაორგანიზებულობისა და უხალისობის პიკი”

“უეინ რუნის მასტერკლასი! დაუბრუნდი შოთა შენ ქალაქს”

“კიდევ მაკკანის დაბრუნება გინდათ? მეცინება იმ ხალხზე, ვინც მას ითხოვს. სწორედ მისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. აცადეთ არველაძეს”

“ჰალს” 32 ქულა აქვს, თუმცა გასავარდნ ზონას ნელ-ნელა უახლოვდება.

The post “გაუშვით შოთა, დააბრუნეთ მაკკანი!” – “ჰალის” ფანები არველაძის გაშვებას ითხოვენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...