Jump to content
Planeta.Ge

tia „პლანეტა ლიმონი“ - ახალი ქართულ-უკრაინული რეალითი შოუ, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას გეგმავს


Recommended Posts

1643390133_whatsapp-image-2022-01-28-at-20_43_31.jpeg

„პლანეტა ლიმონი“ - გრანდიოზული ქართულ-უკრაინული რეალითი შოუა, რომელსაც მაყურებელი თებერვლის ბოლოდან იხილავს.

 

ეს არის ახალი პლანეტა, სადაც ყველაფერი, რაც გაშუქდება, გვპირდებიან, რომ იქნება ჯანსაღი - პროექტის მთავარ ამოცანას კი ამა თუ იმ ქვეყანაში ტურისტის სწორი ნავიგაცია წარმოადგენს.

 

რეალითი შოუ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობის კიდევ ერთი დამადასტურებელი პროექტია, რომელიც მსოფლიო ტურიზმის, ტურისტული ობიექტებისა და ცხოვრების რეალობას ასახავს. საქართველოსა და უკრაინის გარდა, პროექტში ამ ეტაპზე კიდევ 4 ქვეყანა იქნება ჩართული (დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი).

 

გადაცემას წარუძღვება უკრაინის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ოლია დუმნოვა, რომელსაც თეატრის სცენის გარდა, არაერთ სარეკლამო რგოლში აქვს უკრაინაში მონაწილეობა მიღებული.

 

 

 

32 წლის მსახიობს, ერთგვარად, გაუმართლა, რომ გიორგი კიკალეიშვილს შეხვდა, რადგან მისი კარიერული აღმასვლა სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება.

 

ოლია დუმნოვა უკვე საქართველოშია და სწორედ აქედან იწყება პირველი გადაცემის გადაღება. პროექტის ფარგლებში, უკრაინელი მსახიობი, როგორც ტურისტი, საქართველოში 3 კვირას დაჰყოფს და მსოფლიოს გააცნობს საქართველოს - მოუყვება მისი ტრადიციების, კულინარიის, ტურისტული ადგილებისა და კულტურის შესახებ ყველაფერს, რაც საქართველოსთვის ღირებული და დამახასიათებელია.

 

აღსანიშნავია, რომ „პლანეტა კრეატივი“ 6 ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი. ესენია: დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, ბელარუსია, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო. შესაბამისად კი, გადაღებები ზემოხსენებულ ქვეყნებში გაგრძელდება... ეს გეოგრაფიული არეალი არ არის საბოლოო მიზანი, პროექტი შემდგომ განვითარებას და გაფართოებას გეგმავს. ორგანიზატორები სამომავლოდ მთელი მსოფლიოს დაფარვას ვარაუდობენ, იქ, სადაც მიდის თვითმფრინავი, გემი, მატარებელი თუ მანქანა. პროექტის სახელწოდებაც - “პლანეტა ლიმონი“ სწორედ აქედან გამომდინარეობს.

 

პროექტზე საავტორო უფლება, რეჟისურა და სცენარი გიორგი კიკალეიშვილს და „პლანეტა კრეატივს“ ეკუთვნის. „პლანეტა კრეატივი“ და ჰოლდინგი lemon group აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაერთიანდნენ და ექსკლუზიური პარტნიორები გახდნენ. შესაბამისად, „პლანეტა კრეტივის“, ყველა გადაცემის, რეალითი შოუსა თუ კინოგადაღებების და ა.შ. პრომოუშენს lemon group-ის გუნდი და მისი დამფუძნებელი, ირა მელიმონაძე უზრუნველყოფენ.

 

„პლანეტა ლიმონის“ პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: myvideo.ge, „პალიტრა მედია“, ambebi.ge, TIA.ge, “თბილისელები“ და რადიო „ფორტუნა“ და “ფორტუნა +”.

ასევე, პროექტს სრულად უჭერს მხარს ყაზახურ მედიაჰოლდინგი “kazmedia” და მასში შემავალი 12 წამყვანი ტელე-რადიო და ინტერნეტმედია.

 

გადაცემას მხარს უჭერს საქართველოს კულტურის პალატა, რომლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების გაჩენა და გაღრმავება.

და რაც პროექტის მასშტაბს ხაზს უსვამს მისი მხარდამჭრია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა BGCC-London , რომელიც პასუხისმგებლობას იღებს, მასში შემავალი ბიზნესწარმომადგენლობების ინფორმირებაზე, ასევე ბრიტანულ წამყვან მედიასაშუალებებში აღნიშნული გადაცემის გავრცელებას, პრომოუშენსა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

ამასთანავე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება პროექტში შემავალი დანარჩენი ქვეყნების მთავრობებთან, კულტურის სამინისტროებთან და სავაჭრო პალატებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის. მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და პროექტი ძალიან მალე გაეშვება.

 

პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გადაცემა ქართულ ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად და მნიშვნელოვანად შეღავათიანი პირობებით მოახდინოს პროდუქტების, სერვისების, შეთავაზებების გაცნობა პროექტში მონაწილე დანარჩენი 5 ქვეყნის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი აქტივობაა ქართული ბიზნესისთვის პანდემიის შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით. იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა ტურიზმის სფეროს მიაყენა, პროექტის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ეს გადაცემა არის ერთგვარი სოციალური აქტივობა ქართული ბიზნესისთვის და ძალიან დიდი შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საქართველო მრავალმხრივ.

 

ქართულ-უკრაინული რეალითი შოუ “პლანეტა ლიმონი” კვირაში ერთხელ სრული ქრონომეტრაჟით ინტერნეტ სივრცეში გავა YouTube - ის არხზე, ხოლო სხვა წამყვან სოციალურ მედიაში კი გავრცელდება ოლია დუმნოვას კადრს მიღმა ცხოვრების ამსახველი დეტალები.

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...