Jump to content
Planeta.Ge

როგორია მოლოდინები Omicron-თან დაკავშირებით – დაასრულებს თუ არა პანდემიას


Recommended Posts

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევების სწრაფი ზრდის შემდეგ, აშშ გამამხნევებელ ნიშნებს ხედავს, – ამის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში დადასტურებული შემთხვევების კლების ფონზე, ბევრი იმედოვნებს, რომ ეს ვირუსთან ბოლო დიდი ბრძოლა იქნება.

ორშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ  „ომიკრონი“ „სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის დამაჯერებელ იმედს აჩენს“.

მანამდე, აშშ-ს მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ, თქვა, რომ არ უნდა ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ, მაგრამ „ვირუსი სწორი მიმართულებით მიდის“.

რა განაპირობებს ოპტიმიზმს? – იდეა, რომ ბევრი ადამიანი იმუნიტეტს ვაქცინაციით ან „ომიკრონით“ ინფიცირების შემდეგ შეიძენს, რის გამოც ვირუსი საზოგადოებაში ფართო გავრცელების საფუძველს ვერ იპოვის და ჩვენი ცხოვრებიდან მალევე გაქრება.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ბევრი ადამიანის დაინფიცირებით, „ომიკრონი“ უდავოდ გვაახლოებს პანდემიის დასასრულთან. ინფექციების ამჟამინდელი მატება უკან იხევს და არსებობს იმედი, რომ მას ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის კლებაც მოჰყვება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნორმალური ცხოვრებისკენ მიმავალი გზა შეიძლება იყოს მოკლე და პირდაპირი, ან შეიძლება იყოს გრძელი და შემთხვევების მზარდი რაოდენობა კვლავ ვიხილოთ. სტატიაში „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსი ოდესმე სრულად გაქრეს.

The post როგორია მოლოდინები Omicron-თან დაკავშირებით – დაასრულებს თუ არა პანდემიას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...