Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo სააკაშვილი: იდეალური ნიადაგია აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად


Recommended Posts

„“ოცნების“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად“, – ასე ეხმაურება NDI-ის კვლევას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, შანსი არაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს.

„რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული. რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე და გირეკავთ უცნობი პირი და გეკითხება, ვინ მოგწონს პოლიტიკოსებიდანო.

ვთქვათ, თქვენ მოგწონთ ოპოზიციის რომელიმე  ლიდერი, მაგრამ ნახევარი საათის წინ ტელევიზიით ნანახი გაქვთ, რომ ასეთი პოზიციის გამო წულუკიანმა ძალიან პატივსაცემი ხალხი გაყარა სამსახურიდან. ამ დროს, რა თქმა უნდა, ირთვება ქართული „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ და ან ამბობ, რომ არავინ მოგწონს ან ვინმე ხელისუფლებიდან. ეგაა და ეგ. შედარებით ობიექტური პირისპირ ანკეტური გამოკითხვაა.

ამ გამოკითხვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაბეჯითებით. „ოცნების“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად. დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

The post სააკაშვილი: იდეალური ნიადაგია აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...