Jump to content
Planeta.Ge

“ეს უნდა იყოს ქართული პროცესი” – როგორ აპირებს პრეზიდენტი მოლაპარაკებების წარმართვას?


Recommended Posts

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე მისულ პოლიტიკოსებს სიტყვით მიმართა:

მინდა გითხრათ, როგორია ის პროცესი, როგორს ვხედავ – არა მაქვს რაღაცა ჩამოყალიბებული, წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც არ ექვემდებარება ცვლილებას, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით. მოვისმინე პირველი კომენტარები, მერეც მოვისმენ – გასაგებია, რომ მრავალფეროვანი იქნება კომენტარები, იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა – ესეც ბუნებრივი ნაწილია და მოსალოდნელი, ეს რეაქციები ერთ რამეს ამტკიცებს – მართლაც დროა, სხვადასხვა ფორმით, ვინ როგორ ხედავს, აქედან გამოსვლის ფორმებს, მაგრამ, ის რომ ახლა აქედან გამოსვლის დროა, ეს უკვე მოცემულია. ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამოდენიმე მთავარ პრინციპს:

ინკლუზიურობა – დღეს ყველა დარგი, სექტორი პოლარიზებულია და ყველა უნდა იყოს ჩართული.

პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე – დაიწყება კონსულტაციებით, ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციების ფონზე, რათა საზოგადოებამ შეძლოს გაიგოს კონსულტაციების შინაარსი.

პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა – მესმის წინაპირობები, რაც უეჭველი ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი.

თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მე მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი.

აუცილებელია, იმისთვის რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, შედგეს კონსესურსის პლატფორმა, სადაც ჩართული იქნება პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები, სადაც გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ეს პროცესი, უნდა იყოს უცხოელებთან ერთად, თუ ქართული უნდა იყოს?დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, ეს უნდა იყოს, ჩვენ მიერ მართული პროცესი. გარედან რაც უნდა იყოს ძალისხმევა ჩვენი პარტნიორების, მათ არ აქვთ შიგნიდან იმის გამოცდილება მართონ ასეთი მძიმე და ხანგრძლივი პროცესი – და ეს ნამდვილად იქნება ხანგრძლივი, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი, ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაცა ეტაპზე შეიძლება ჩართულნი იყვნენ პარტნიორები. გააჩნია რა დონეზე გადავალთ, ეს იქნება საკანონმდებლო დონე, ეს იქნება საზოგადოებრივი ქარტია, სახალხო კრება, თუ სხვა ფორმატი.

The post “ეს უნდა იყოს ქართული პროცესი” – როგორ აპირებს პრეზიდენტი მოლაპარაკებების წარმართვას? appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...