planeta.ge Posted December 7, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2021 9 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს და დათბება. თბილისში 9 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts